1. გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები არიან:
ა) გამგებელი;
ბ) გამგებლის პირველი მოადგილე;
გ) გამგებლის მოადგილე;
დ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
2. გამგეობის თანამდებობის პირების რაოდენობა (გამგებლის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 13-ს.
3. გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების უფლებამოსილების, არჩევა-გადაყენების, დანიშვნა-გათავისუფლების და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“ და ამ დებულებით