სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-911/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/07/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების

სააგენტოს უფროსის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № 02-911/ო

 

2014 წლის 4 ივლისი

ქ. თბილისი

 

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

 

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” (მუხლი 6, მუხლი 8, მუხლი 10) და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების “სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” (დანართი №1) შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:  

1. გაიცეს სს  ,,ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ს/კ ინსტიტუტზე“ (ს/კN211334331) „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია“.

2. განხორციელდეს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილება – თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი №22 ნაცვლად დაფიქსირდეს თბილისი, წინანდლის ქუჩა N9 (01/113).

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი  თვის  ვადაში საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი აკ. წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.

4. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.

საფუძველი: სს  ,,ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ს/კ ინსტიტუტის“ დირექტორის განცხადებები №55347, 30. 05. 2014 წ.; №56554, 03.06.2014 წ.;  ადგილზე შემოწმების აქტი №42, 01.07.2014 წ.; ზეპირი მოსმენის ოქმი №8, 04.07.2014 წ.

 

სააგენტოს უფროსი                                                              გია თვალავაძე