განჩინება სს „საქგაზი“-ს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/9147-14
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/07/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/9147-14

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე

 

2014 წლის  11 ივლისი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ბესიკ სისვაძე

 

განმცხადებელი: სს „საქგაზი” (ს/კ 230805616)

 

წარმომადგენელი: დავით მეცხოვრიშვილი, ვალენტინ აკოფოვი (დირექტორი)

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2014 წლის 02 ივნისს განცხადებით მიმართა სს ”საქგაზის” დირექტორმა ვალენტინ აკოფოვმა და ითხოვა სს ”საქგაზის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

განცხადების ავტორი განმარტავს, რომ მოვალე სს „საქგაზის” მიმდინარე აქტივები 36 440 009 (ოცდათექვსმეტი მილიონ ოთხას ორმოცი ათას ცხრა) ლარით განისაზღვრება. მოვალის სასაქონლო-მატერიალური აქტივების ღირებულება    5 785 680 (ხუთი მილიონ შვიდას ოთხმოცდახუთი ათას ექვსას ოთხმოცი) ლარია, ხოლო დებიტორული დავალიანება შეადგენს 30 654 329 (ოცდაათი მილიონ ექვსას ორმოცდათოთხმეტი ათას სამას ოცდაცხრა) ლარს. ამასთან, განმცხადებლის მტკიცებით, დავალიანება კრედიტორთა წინაშე ჯამში შეადგენს 95 436 739,23 (ოთხმოცდათხუთმეტი მილიონ ოთხას ოცდათექვსმეტი ათას შვიდას ოცდაცხრამეტი მთელი ოცდასამი მეასედი) ლარს. ამ გარემოებებზე მითითებით განმცხადებელი აღნიშნავს, რომ სს ”საქგაზი” იმყოფება მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, კომპანია გამართულად ვეღარ ფუნქციონირებს და აღარ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს არაერთი ვადამოსული უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი კრედიტორის მოთხოვნა.

2014 წლის 05 ივნისის განჩინებით განმცხადებელს მიეთითა განცხადებისათვის დამახასიათებელ ხარვეზთა თაობაზე და მათი აღმოფხვრის მიზნით მოვალეს მიეცა 5 სამუშაო დღის ვადა. ხარვეზის გამოწორების მიზნით მოვალემ სასამართლოს წარუდგინა სათანადო დოკუმენტები.

სასამართლო გაეცნო გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების და ხარვეზის გამოსწორების შესახებ განცხადებებს, მათზე თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს სს „საქგაზის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 21-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „საქგაზის” (ს/კ 230805616) განცხადება მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე მიღებულ იქნეს სასამართლო წარმოებაში.

2. სს „საქგაზის” (ს/კ 230805616) მეურვედ დაინიშოს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო.

3. აეკრძალოს სს „საქგაზს” ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე.

4. შეჩერდეს სს „საქგაზის” მიმართ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.

5. აიკრძალოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე არსებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა, პროცენტების, პირგასამტეხლოს და საურავების (მათ შორის საგადასახადოს) დარიცხვა/გადახდა.

6. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ, კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება.

7. განემარტოს სს ”საქგაზის” (ს/კ 230805616) დირექტორს ვალენტინ აკოფოვს, რომ იგი ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ. მასვე განემარტოს, რომ ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

8. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილნი არიან განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს და მეურვეს თავიანთი მოთხოვნები   სს ”საქგაზის” მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად. მოთხოვნები გაცხადებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში.

9. განემარტოთ უცხოელ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილნი არიან მათთვის წინამდებარე განჩინების შესაბამის ენაზე ნათარგმნი ეგზემპლარის გადაცემიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს და მეურვეს თავიანთი მოთხოვნები სს „საქგაზის” მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად. მოთხოვნები გაცხადებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში. სსიპ – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უზრუნველყოს უცხოელ კრედიტორთა გასაგებ ენაზე განჩინების თარგმნა და მისი კრედიტორებისათვის ჩაბარება.

10. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2014 წლის 22 აგვისტოს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6, დარბაზი №23). კრედიტორთა პირველი კრების დღის წესრიგია: ა) მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების განხილვა და ანალიზი; ბ) ოდენობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება; გ) გაკოტრების მმართველის არჩევა.

11. განჩინება გამოქვეყნდეს ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე, არაუგვიანეს 2014 წლის 21 ივლისისა. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვე სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზეც.

12. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ, კერძო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით, განჩინების გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

 მოსამართლე                                                               ბესიკ სისვაძე