საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 08.08.2014
ძალის დაკარგვა 28.03.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №128
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.023.016252
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №128
2014 წლის 8 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი’’ (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი’’ (დანართი №2).
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიელგუჯა ხოკრიშვილი
დანართი №1
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი
მუხლი 1🔗
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში (შემდგომში - სამინისტრო) საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესს და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ჩამონათვალს.
2. სამინისტრო უზრუნველყოფს ამ წესით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას საკუთარ ელექტრონულ რესურსზე (ვებგვერდზე).
3. სამინისტროს ვებგვერდის მისამართია: www.moe.gov.ge.
4. სამინისტროს ვებგვერდზე პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის.
მუხლი 2🔗
1. სამინისტროში განისაზღვრება საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც უზრუნველყოფს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან ინფორმაციის მიღებას და ვებგვერდზე განთავსებას.
2. ინფორმაციის მიწოდების პერიოდულობაზე და სისწორეზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, ხოლო ინფორმაციის სამინისტროს ვებგვერდზე დროულად განთავსებაზე, ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი.
3. სამინისტრო უზრუნველყოფს პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტეს, პერიოდულობას და განახლებას. ინფორმაციის განახლებისას მიეთითება განახლების თარიღი.
4. სამინისტროს ვებგვერდზე ინფორმაცია უნდა განთავსდეს ისეთი ფორმით, რომ მისი ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება შესაძლებელი იყოს ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე.
მუხლი 3🔗
სამინისტროს ვებგვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელ საჯარო ინფორმაციას მიეკუთვნება:
ა) ზოგადი ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ:
ა.ა) სამინისტროს სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა(განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ა.ბ) სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (განახლებადი ცვლილების შემთხვევში);
ა.გ) სამინისტროს საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში (ქვეყნდება ყოველწლიურად);
ა.დ) სამინისტროს მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ა.ე) სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ა.ვ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვების წინასწარი და საბოლოო შეფასება (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ა.ზ) მინისტრის, მინისტრის მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ა.თ) სამინისტროს მისამართი, სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ბ) საჯარო ინფორმაციის გვერდი:
ბ.ა) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონისა და ფაქსის ნომრები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ბ.ბ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ბ.გ) ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ბ.დ) სამინისტროს მიერ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში (ქვეყნდება ყოველწლიურად);
ბ.ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა (ქვეყნდება კვარტალურად);
გ) ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს საკადრო უზრუნველყოფის შესახებ:
გ.ა) სამინისტროს მიერ გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი, კონკურსის შედეგები (მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინაობა), კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი და პროცედურა (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
გ.ბ) ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს სამინისტროში კონკურსის ჩატარების წესებს (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
გ.დ) სამინისტროში დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში (ქვეყნდება კვარტალურად);
დ) ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების და სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ:
დ.ა) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა (ქვეყნდება კვარტალურად);
დ.ბ) სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით (ქვეყნდება კვარტალურად);
დ.გ) ინფორმაცია სახელმწიფო ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ (ქვეყნდება კვარტალურად);
დ.დ) რეკლამის განთავსებაზე გაწეული ხარჯები (ქვეყნდება კვარტალურად);
ე) ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ:
ე.ა) სამინისტროს დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტები (ქვეყნდება კვარტალურად);
ე.ბ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია (ნაზარდი ჯამით) (ქვეყნდება კვარტალურად და ყოველწლიურად);
ე.გ) ინფორმაცია გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრემიების კვარტალური ოდენობების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) (ქვეყნდება კვარტალურად);
ე.დ) ინფორმაცია ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) (ცალ-ცალკე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებების მიხედვით) (ქვეყნდება კვარტალურად);
ე.ე) სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი მოდელის მითითებით (ქვეყნდება ყოველწლიურად);
ე.ვ) ინფორმაცია საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯის შესახებ ჯამურად (ქვეყნდება ყოველწლიურად);
ე.ზ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია ჯამურად (ქვეყნდება ყოველწლიურად);
ე.თ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალი (ქვეყნდება ყოველწლიურად);
ე.ი) ინფორმაცია განხორციელებულ სატელეფონო საუბრებზე (საერთაშორისო და ადგილობრივი ზარები) გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ ჯამურად (ქვეყნდება ყოველწლიურად);
ე.კ) უცხო სახელმწიფოთა მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა დონის სახელმწიფო ერთეულების მიერ სამინისტროსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების (გრანტები, კრედიტები) შესახებ ინფორმაცია (ქვეყნდება ყოველწლიურად);
ე.ლ) ინფორმაცია სამინისტროს მიერ გაცემული გრანტების შესახებ, მათ შორის, გრანტის მიმღები, მიზნობრიობა, გრანტის მოცულობა და გადარიცხული ოდენობა (ქვეყნდება ყოველწლიურად);
ე.მ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხების შესახებ ინფორმაცია (ქვეყნდება კვარტალურად);
ე.ნ) სამართლებრივი აქტები საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხების შესახებ (ქვეყნდება აქტის მიმღები ორგანოს მიერ ძალაში შესვლიდან 10 დღეში);
ვ) სამართლებრივი აქტები:
ვ.ა) ნორმატიული აქტები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული სამინისტროს საქმიანობასთან (ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღეში);
ვ.ბ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომლებიც, სამინისტროს შეფასებით, საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია (ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღეში);
ზ) სხვა საჯარო ინფორმაცია:
ზ.ა) სამინისტროს სერვისების შესახებ ინფორმაცია (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ზ.ბ) ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინებაც ხდება სამინისტროს მიერ (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში).
შენიშვნა:
კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში, ხოლო ყოველწლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია − წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული..
დანართი №2
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი
1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში (შემდგომში - სამინისტრო) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს სამინისტროში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პირობებს.
2. ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით და მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესითა და ვადებში.
3. დაინტერესებული პირის მოთხოვნით, საჯარო ინფორმაცია გაიცემა განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნით ან მისივე მოთხოვნით, კომპაქტურ დისკზე ჩაწერით.
4. თუ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა შეუძლებელია მისი მოცულობიდან გამომდინარე, სამინისტრო იტოვებს უფლებას პირის თანხმობის შემთხვევაში, განახორციელოს მოთხოვნილი ინფორმაციის კომპაქტურ დისკზე ჩაწერა.
5. სტანდარტის მე-3 და მე-4 პუნქტებში მითითებულ შემთხვევებში კომპაქტურ დისკზე ჩაწერისათვის, დაინტერესებულმა პირმა უნდა გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თანხის ოდენობა.
6. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნა უნდა გაიგზავნოს სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე foi@moe.gov.ge ან www.my.gov.ge.
7. განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;
ბ) ფიზიკური პირის შემთხვევაში: განმცხადებლის სახელს, გვარს, პირად ნომერს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში: ორგანიზაციის დასახელებას, საიდენტიფიკაციო ნომერს, იურიდიულ მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს, ხელმძღვანელი პირის სახელს და გვარს.
გ) მოთხოვნას.
8. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულ მოთხოვნაზე, სტანდარტის მე-6 და მე–7 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების დარღვევით წარმოდგენილ განცხადებას სამინისტრო არ განიხილავს.
9. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია ელექტრონული მისამართის (foi@moe.gov.ge ან www.my.gov.ge) მეშვეობით გადის რეგისტრაციას სამინისტროს დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (დეს) და მომთხოვნს ეგზავნება რეგისტრაციის დადასტურება.
10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყება ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის რეგისტრაციის დადასტურებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.