⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (06.12.2017)
გაუქმებულია:

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.07.2014
ძალის დაკარგვა 06.12.2017
გამომცემი ორგანო ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.173.016006
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,449 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.07.2014 მიღება
06.12.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ბერიძე ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 2014 წლის 21 ივლისი ქ. ახალციხე ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ    საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.დ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის დებულება, დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ბერიძე ქალაქ ახალციხის  საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის დებულება ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონისა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად განსაზღვრავს ქალაქ საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურასა და თანამდებობის პირთა უფლება–მოვალეობებს. მუხლი 1🔗. კომისიის სტატუსი 1. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა  კომისია (შემდგომ - კომისია) წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ საქართველოს ორგანული კანონით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას. 2. კომისია იქმნება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ საქართველოს ორგანული კანონის 28–ე მუხლის,  საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი წესით. 3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების  კონტროლის მიზნით. 4. კომისიის საქმიანობის წესი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით მუხლი 2🔗. კომისიის უფლებამოსილება 1. კომისია განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს, რეკომენდაციებს და დასკვნებს: ა) თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესების დადგენის შესახებ; ბ) ადგილობრივი შესყიდვების დაგეგმვისა და ადგილობრივი შესყიდვების გეგმების პროექტის შესახებ; გ) თვითმმართველი ერთეულის ქონების შეძენის, ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის შესახებ; დ) კერძო სამართლის იურიდიული პირების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; ე) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის პროექტის დამტკიცების; თვითმმართველი ერთეულის ქონების განკერძოების პროგრამების და ამ პროგრამების შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ; ვ) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენის; თვითმმართველი ერთეულის ქონებისა უქციონით ფორმის პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმის დადგენის შესახებ; ზ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწითსარგებლობის წესების დადგენის შესახებ; თ) ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განვითარების პროგრამების პროექტების დამტკიცების შესახებ; ი) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების მართვის წესების დადგენის შესახებ; კ) აკონტროლებს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესს. განიხილავს თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანოს გაიანგარიშებს შემოსულობებისა და გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებლების შესახებ, შეიმუშავებს შესაბამის დასკვნებს და რეკომენდაციებს; ლ) განიხილავს, ამზადებს დასკვნას და თანამომხსენებლად გამოდის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვის, აგრეთვე ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ ნორმატიული აქტის პროექტის განხილვაზე; მ) ,,საბიუჯეტო კოდექსი" საქართველოს კანონის  78–ე მუხლის მე–6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს  ფრაქციის ან/და საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მიერ ინიცირებული ბიუჯეტის პროექტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამგებლისათვის (მერისათვის) გაგზავნილი შენიშვნებთან შესაბამისობის შესახებ; ნ) განიხილავს და ამზადებს დასკვნას თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანოს მიერ ,,საბიუჯეტო კოდექსი" საქართველოს კანონის  82–ე მუხლის შესაბამისად მომზადებული ბიუჯეტის ყოველთვიური და ყოველკვარტალური განწერის შესახებ; ო) ყოველთვიურად განიხილავს თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანოს  მიერ ,,საბიუჯეტო კოდექსი" საქართველოს კანონის  84–ე მუხლის მე–4 ნაწილის შესაბამისად მომზადებულ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით წარმოდგენილ ანგარიშს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს; პ)  განიხილავს ,,საბიუჯეტო კოდექსის" საქართველოს კანონის 85–ე მუხლის  შესაბამისად მერის მიერ მომზადებულ ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით, რომელიც მოიცავს შემოსულობების, გადასახდელების (მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების), ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს და რეკომენდაციებს; ჟ)  შეიმუშავებს წინადადებებსა და დასკვნებს ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათზე შეღავათების დადგენის, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ; რ) შეიმუშავებს წინადადებებსა და დასკვნებს ადგილობრივ ბიუჯეტში სარეზერვო ფონდის შექმნის და მისი განკარგვის წესების შესახებ, სამ თვეში ერთხელ საკრებულოს წარუდგენს ინფორმაციას სარეზერვო ფონდის გამოყენების შესახებ; ს) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას თვითმმართველი ერთეულის მიერ სესხის ან გრანტის აღების და შესაბამისი ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით; ტ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებაზე მუნიციპალური ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრისა, აგრეთვე ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ ხელშეკრულების პროექტის თაობაზე; უ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებაზე; ფ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობის მიცემაზე ისეთ გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5%-ს; ქ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს მიერ მისაღებ ნორმატიულ პროექტების შესაძლო შედეგების საფინანსო–ეკონომიკური გაანგარიშების მართებულობის შესახებ; ღ) განიხილავს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 57–ე მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტებით დადგენილი აუდიტორული შემოწმების ანაგარიშს და დასკვნას, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს; ნიშნავს საკრებულოს სხდომაზე კომისიიდან თანამოხსენებელს ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცებისას; ყ) განიხილავს მერის წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და რეკომენდაციებს; შ) განიხილავს ადგილობრივი გზების შენახვისა და განვითარების პროგრამების დაგეგმების პროექტებს საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს; ჩ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარების შესახებ; ც) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს გარევაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების, ბაზრებისა და ბაზრობებისათვის ადგილების გამოყოფის და ორგანიზების წესების შესახებ; ძ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს გარე რე კლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენასთან დაკავშირებით; წ) განიხილავს თვითმმართველი ერთეულის ინფორმატიზაციის კონცეფციისა და პროგრამის და თვითმმართველი ერთეულის ვებგვერდის დებულების პროექტებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს; ჭ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველ ერთეულში საინფორმაციო სისტემის, ქსელის, ბაზების, მონაცემთა ბანკების გამოყენების წესების დადგენასთან დაკავშირებით; 2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები, კომისიის მოთხოვნით, ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში, წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში. მუხლი 3🔗. კომისიის თავმჯდომარე 1. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა ხდება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 28–ე და საკრებულოს რეგლამენტის 26–ე, 102–ე და 103–ე მუხლებით დადგენილი წესით. 2. კომისიის თავმჯდომარე: ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას; ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას; გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ; დ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის; ე) ამ დებულების შესაბამისად ქმნის კომისიის სამუშაო ჯგუფებს; ვ) ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას; ზ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს; თ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს; ი) საკრებულოს ბიუროს მიერ დადგენილი კვოტის ფარგლებში კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ–სპეციალისტებს და წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარეს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად; კ) ნიშნავს კომისიის საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას; ლ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას; მ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ნ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს; ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ–ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. ამ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის დავალების არ არსებობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის უფლება–მოვალეობებს ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი. მუხლი 4🔗. კომისიის სამუშაო ჯგუფები 1. კომისიის უფლებამოსილებათა ფუნქციური დაჯგუფების მიხედვით კომისიის წევრებისაგან იქმნება  კომისიის სამუშაო ჯგუფები. 2. კომისიის წევრთა გადანაწილებას სამუშაო ჯგუფებში კომისიის წევრთა სურვილის გათვალისწინებით ახდენს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრი შეიძლება იყოს კომისიის რამოდენიმე სამუშაო ჯგუფის წევრი. 3. სამუშაო ჯგუფის ფუნქციაა თავის უფლებამოსილების ფარგლებში განიხილონ და მოამზადონ კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხები. 4. კომისიაში იქმნება შემდეგი სამუშაო ჯგუფები: ა) ქონების მართვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი; ბ) ბუნებრივი რესურსების სამუშაო ჯგუფი. გ) საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა სამუშაო ჯგუფი დ) ინფრასტრუქტურის საკითხთა სამუშაო ჯგუფი ე) საინფორმაციო სისტემის განვითარების საკითხთა სამუშაო ჯგუფი. 5. ქონების მართვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი წინასწარ განიხილავს და კომისიას განსახილველად წარუდგენს ამ დებულების მე–2 მუხლის ,,1.1" – ,,1.6" პუნქტებით განსაზღვრულ საკითხებს. 6. ბუნებრივი რესურსების საკითხთა სამუშაო ჯგუფი წინასწარ განიხილავს და კომისიას განსახილველად წარუდგენს ამ დებულების მე–2 მუხლის ,,1.7"–,,1.9" პუნქტებით განსაზღვრულ საკითხებს. 7. საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა სამუშაო ჯგუფი წინასწარ განიხილავს და კომისიას განსახილველად წარუდგენს ამ დებულების მე–2 მუხლის ,,2.1"–,,2.15" პუნქტებით განსაზღვრულ საკითხებს. 8. ინფრასტრუქტურის საკითხთა სამუშაო ჯგუფი წინასწარ განიხილავს და კომისიას განსახილველად წარუდგენს ამ დებულების მე–2 მუხლის ,,3.1"–,,3.4" პუნქტებით განსაზღვრულ საკითხებს. 9. საინფორმაციო სისტემის განვითარების საკითხთა სამუშაო ჯგუფი. წინასწარ განიხილავს და კომისიას განსახილველად წარუდგენს ამ დებულების მე–2 მუხლის ,,3.5"–,,3.6" პუნქტებით განსაზღვრულ საკითხებს. მუხლი 5🔗. კომისიის საკონსულტაციო საბჭოები 1. კომისიის საკონსულტაციო საბჭოები იქმნება შესაბამისი დარგის კომპეტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე, მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტების, ასევე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლებისაგან. 2. კომისიის საბჭოების პერსონალურ შემადგენლობას მოწვეულ პირებთან შეთანხმებით განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 3. საკონსულტაციო საბჭოები კომისიის თავმჯდომარის წინადადებით წინასწარ განიხილავენ კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებს შეიმუშავებენ შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს. განიხილავენ კომისიის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში არსებულ პრობლემებს და მათ გადაწყვეტის შესაძლო გზებს. მუხლი 6🔗. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა 1. კომისიის, კომისიის სამუშაო ჯგუფებისა და კომისიის საკონსულტაციო საბჭოების ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. 2. კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე დროებით, ან კომისიის უფლებამოსილების ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტანტებს.