⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (05.04.2016)
გაუქმებულია:

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.07.2014
ძალის დაკარგვა 05.04.2016
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016139
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,953 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.07.2014 მიღება
05.04.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 2014 წლის 21 ივლისი ქ. ახალციხე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის  დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულება  მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობის საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური 1. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის,განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობის საქმეთა და ტურიზმის განვითარების  სამსახური, (შემდგომში – სამსახური) არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის, სპორტის, განათლების,და ტურიზმის განვითარების და ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 4. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობის, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით. 5. სამსახურს აქვს დებულება. 6. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ახალციხე, შალვა ახალციხელის №2. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სამსახურის განყოფილების უფროსის (სამსახურის განყოფილების უფროსების), სტრუქტურული ქვედანაყოფების- განყოფილებებისა და შესაბამისი დარგების სპეციალისტებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) განათლების, კულტურის და ძეგლთა დაცვის განყოფილება; ბ) ტურიზმის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერული თანასწორობის განყოფილება; 3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 4. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლებამოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. მუხლი 3🔗. სამსახურის უფროსი 1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. 2. სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 3. გამგეობის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის; ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) გამგებელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ; ზ) გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტებს; თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის და  გამგებლის მოადგილის წინაშე. 4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლებამოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 5. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. 6. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“,  ,,საჯარო სამსახურის შესახებ ‘’ საქართველოს კანონით. მუხლი 4🔗. სამსახურის განყოფილების უფროსი 1. სამსახურის განყოფილების უფროსს  „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2.  სამსახურის განყოფილების უფროსი   ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობებს სამსახურის უფროსის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას და/ან გადაყენებისას. 3. სამსახურის განყოფილების უფროსი   ასრულებს სამსახურის უფროსის დავალებებს და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. მუხლი 5🔗. სამსახურის მოხელე სამსახურის მოხელის უფლებამოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად ამ დებულებით და მოხელის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის მოხელეს უფლება აქვს: ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს გამგეობის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით; ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გამგეობის ხელმძღვანელობისაგან, სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან; გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების  გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით; დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები; ე) მოითხოვოს სამსახურებრივი გამოძიება; ვ) მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში მოითხოვოს სამსახურებრივი დაწინაურება; ზ) დადგენილი წესით ისარგებლოს სასწავლო შვებულებით; თ) მოითხოვოს საკუთარი კვალიფიკაციის ობიექტური შეფასება; ი) მიღებული დავალების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე აცნობოს დავალების გამცემს და მის ზემდგომ ხელმძღვანელს; კ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ლ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პრემია და  სხვა დანამატები; მ) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები; ნ) ისარგებლოს ყოველწლიური 30დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით; ო) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.  სამსახურის მოხელე მოვალეა: ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად; ბ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები; გ) უარი თქვას უკანონო დავალების შესრულებაზე; დ) დაიცვას გამგეობის შინაგანაწესი; ე) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები; ვ) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები; ზ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ; თ) გაუფრთხილდეს გამგეობის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება; ი) იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, დადგენილი პერიოდულობითა და წესით გაიაროს ატესტაცია; კ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 6🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო და სკოლისგარეშე დაწესებულებების მართვას; გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას; დ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვას; ე) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; ვ) წინადადებების შემუშავებას ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე; ზ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 7🔗. განათლების,კულტურის და ძეგლთა დაცვის განყოფილება განათლების,კულტურის და ძეგლთა დაცვის განყოფილების ფუნქციები: ა) ახალციხის მუნიციპალიტეტში კულტურის განვითარების ხელშეწყობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში; ბ) კულტურის ობიექტების რეაბილიტაციის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით წინადადებების მომზადება, პროგრამებისა და გეგმების შემუშავებასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება,კომპეტენციის ფარგლებში; გ) კულტურის განვითარების მიზნით საინვესტიციო წინადადებების მომზადება და პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; დ) საზღვარგარეთისა და საქართველოს მუნიციპალიტეტებთან, მათ შორის, დაძმობილებულ მუნიციპალიტეტებთან, კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის კუთხით, ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; ე) კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნისა და განვითარების უზრუნველყოფა; ვ) კულტურის სფეროებში მოღვაწე პირებისათვის საპატიო წოდებების მინიჭებისა და მათი ჯილდოებზე წარდგენის მიზნით, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა, კანონით დადგენილი წესით. ზ)  ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებულ სკოლამდელ და სკოლისგარეშე დაწესებულებებში ერთიანი პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში; თ) განათლების სფეროს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით გამგებლის ბრძანების პროექტების მომზადება; ი) განათლების სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით წინადადებების მომზადება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში; კ) განათლების სფეროში პროგრამების პროექტების შემუშავება და კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში; ლ) სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების სათანადო ფუნქციონირების მიზნით, წინადადებების მომზადება და კონცეფციების შემუშავება; მ) მომავალი თაობის პრობლემების გამოვლენა, შესწავლა და მათი გადაჭრისათვის ზრუნვა, კომპეტენციის ფარგლებში; ნ) ახალი სასწავლო წლისა და ზამთრის სეზონისათვის მოსამზადებლად წინადადებების მომზადება და რეალიზების ხელშეწყობა; ო) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვთა კვების დაფინანსებასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში; პ) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვთა, პედაგოგთა და სხვა პერსონალის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება და რეალიზების ხელშეწყობა; ჟ) განათლების სფეროს დაწესებულებებში ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში განთავსება და ანალიზი; რ) მუნიციპალიტეტში არსებული პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების, სამეცნიერო ორგანიზაციების ადგილობრივ თვითმმართველობასთან ურთიერთობის ხელშეწყობა; ს) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო – სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის მიზნით თანამშრომლობა შესაბამის სამსახურებთან თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ტ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სტრუქტურულ ერთეულთან –ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან თანამშრომლობა; უ) ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით ღონისძიებების მოწყობა სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვთა მონაწილეობით; ფ) განათლების სფეროს ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით წინადადებების მომზადება და მათი განხორციელების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; ქ) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით წინადადებების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში; ღ) ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოსაყოფი საჭირო დამატებითი თანხების ოდენობასთან დაკავშირებით, მათ შორის, ეროვნული სასწავლო გეგმის ზემოთ საგანმანათლებლო – სააღმზრდელო პროგრამების განხორციელების მიზნით წინადადებების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში; ყ) აღზრდისა და სწავლების ახალი მიდგომებისა და ტექნოლოგიების პრაქტიკაში დანერგვის მიზნით, სკოლამდელი დაწესებულებების ხელმძღვანელების, პედაგოგებისა და მასთან გათანაბრებული პირების (მეთოდისტი, ფსიქოლოგი, ლოგოპედი) ტრენინგებში მონაწილეობის ხელშეწყობა; შ) ძეგლთა დაცვის სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით წინადადებების მომზადება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში; ჩ) კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების დაცვის მიზნით წინადადებების მომზადება და მათ რეალიზებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში; ც) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ინფორმაციული და ტექნიკური ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან თანამშრომლობა; ძ) ისტორიული ნაწილის განაშენიანების, ისტორიული დასახლებების დაცვისა და არქეოლოგიური გათხრების წარმოების პროცესში შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; წ) გამოვლენილი უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის დროებითი დაცვის უზრუნველყოფა და მისთვის ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, სამინისტროსათვის წინადადების მომზადება. მუხლი 8🔗. ტურიზმის ,სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერული თანასწორობის განყოფილება ტურიზმის ,სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერული თანასწორობის განყოფილების ფუნქციები: ა) მუნიციპალიტეტში ტურიზმის სხვადასხვა დარგის განვითარების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; ტურიზმის  სფეროში მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების  შემუშავება; ბ) მუნიციპალიტეტში  ტურიზმის განვითარების გეგმის, ინფრასტრუქტურის განვითარების კომპლექსური პროგრამის შექმნა და განხორციელების მხარდაჭერა კომპეტენციის ფარგლებში; ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის შესაქმნელად სპეციალური პროგრამების შემუშავება; გ) ტურიზმის სფეროში უცხოელი ინვესტორების დაინტერესებისა და ქართული ბიზნეს­ გარემოს უკეთ გაცნობისათვის; დ)  ტურიზმის (ტურისტული პროდუქტის კვლევის მარკეტინგისა და მენეჯმენტის) სფეროში მომზადებისა და გადამზადების პროგრამების შემუშავება აღნიშნულ სფეროში დასაქმების პრობლემების გადაწყვეტის მიზნით; ე) მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; ვ) სპორტის ობიექტების რეაბილიტაციის პროგრამებისა და გეგმების შემუშავებასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში; ზ) სპორტის განვითარების მიზნით საინვესტიციო წინადადებების მომზადება და პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; თ) საზღვარგარეთისა და საქართველოს მუნიციპალიტეტებთან, მათ შორის, დაძმობილებულ მუნიციპალიტეტებთან სპორტული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; ი) მოსახლეობის ფიზიკური გაჯანსაღებისა და სპორტის განვითარების მიზნით პროგრამების შემუშავება და რეალიზება; კ) საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან, ფედერაციებთან და სპორტის სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ლ) საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; მ) სპორტის სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით წინადადებების მომზადება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში; ნ) სპორტის სფეროებში მოღვაწე პირებისათვის საპატიო წოდებების მინიჭებისა და მათი ჯილდოებზე წარდგენის მიზნით, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა, კანონით დადგენილი წესით. ო) ახალციხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხორციელების უზრუნველყოფა; პ) ახალგაზრდებისა და ახალგაზრდა ოჯახების ინტერესების დაცვა, კომპეტენციის ფარგლებში; რ) ახალგაზრდობის სფეროში პრიორიტეტული მიმართულებების ჩამოყალიბება, სახელმწიფო და ადგილობრივი ახალგაზრდული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; ს) საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებსა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდობას შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობა; ტ) ახალგაზრდა მეცნიერებთან, სამეცნიერო კოლექტივებთან ურთიერთობა და ახალგაზრდობის სამეცნიერო საქმიანობაში ჩაბმის ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; უ) მოზარდებისა და ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობა; ფ) კულტურის დარგის მოღვაწე ახალგაზრდებთან, ახალგაზრდა შემოქმედთა ჯგუფებთან ურთიერთობა, მათი საქმიანობისათვის ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; ქ) მასობრივი ახალგაზრდული ღონისძიებების, ახალგაზრდული დღეების, თამაშობების ორგანიზების მიზნით, საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი პროექტების განხილვა და განხორციელების ხელშეწყობა; ღ) ახალგაზრდა სპორტსმენების, სპორტული კოლექტივების მხარდაჭერა და საქმიანობის ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; ყ) სამხედრო პატრიოტულ აღმზრდელობით ღონისძიებებში  მონაწილეობის მიღება, კანონით დადგენილი წესით; შ) ახალგაზრდულ და ბავშვთა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტების შემუშავება და განხორციელება, კომპეტენციის ფარგლებში; ჩ) ახალგაზრდობის სოციალური პრობლემატიკის შესწავლა და ანალიზი, მონაწილეობის მიღება სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში. ც) გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებული მუნიციპალური პროგრამების შემუშავება, გენდერული ღონისძიებების ხელშეწყობა. მუხლი 9🔗. სამსახურის უფლება-მოვალეობები სამსახურს უფლება აქვს: ა) მიიღოს ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებიდან, გამგეობას დაქვემდებარებული საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან, თავის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით; ბ) მოამზადოს წინადადებები სამსახურის წლიური ხარჯების თაობაზე, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში; დ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედიასაშუალებებთან, იზრუნოს საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე სამსახურის საქმიანობასთან და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით; ე) დადგენილი წესით განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, რაც დაკავშირებულია დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულებასთან. 2. სამსახური ვალდებულია ა) პასუხი აგოს მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და მოვლაზე; ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება; გ) ანგარიში წარუდგინოს  ახალციხის მუნიციპალიტეტის  გამგებელს თავისი საქმიანობის შესახებ; მუხლი 10🔗. სამსახურის ქონება 1. სამსახურის მთელი ქონება შეადგენს   ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. მუხლი 11🔗. დასკვნითი ნაწილი 1. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად . 2. სამსახურის რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია ხორციელდება  საქართველოს  კანონმდებლობით დადგენილი წესით .