განჩინება სს „ზაზა ფანასკერტელი“-ს განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/9322-14
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/07/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განჩინება სს „ზაზა ფანასკერტელი“-ს განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

საქმე №2/9322-14

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

განცხადებისწარმოებაშიმიღებაზეუარისთქმისშესახებ

2014  წლი

6 ივნისი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ბესიკ სისვაძე

განმცხადებელი:
სს „ზაზა ფანასკერტელი”(ს/კ 240886145)

წარმომადგენელი:
შპს „რეაბილიტაცია” (ს/კ 206096419; დირექტორი) - დირექტორის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ბიძინა ჩიკვილაძე

მოთხოვნა:
გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2014 წლის 4 ივნისს განცხადებით მიმართა სს ზაზა ფანასკერტელის წარმომადგენლის - შპს „რეაბილიტაციის” დირექტორმა ბიძინა ჩიკვილაძემ და ითხოვა სს „ზაზა ფანასკერტელის”  მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

განმცხადებელი განმარტავს, რომ მოვალე საწარმო წარმოადგენს 100 % სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. დღეის მდგომარეობით იგი არ ფუნქციონირებს. მას არც ბალანსზე და არც საკუთრებაში უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სს „ზაზა ფანასკერტელის” სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება „შევროლე გეო ტრეკერი”, სახელმწიფო ნომრით „ZDZ ”981”.  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს „ზაზა ფანასკერტელს” შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული ავტომანქანა უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფოს და ამჟამად მისი მესაკუთრეა სახელმწიფო. თუმცა საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებები არ განუხორციელებია. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სს „ზაზა ფანასკერტელს” ჰყავს 84 უზრუნველყოფილი კრედიტორი, ორგანიზაციის ყოფილი თანამშრომლების სახით, რომელთა სასარგებლოდაც სასამართლო გადაწყვეტილებით სს „ზაზა ფანასკერტელს” დაკისრებული აქვს თანხის გადახა. საწარმოს უზრუნველყოფილ კრედიტორს წარმოადგენს ასევე სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მიმართაც საგადასახადო დავალიანება შეადგენს 98.00 (ოთხმოცდათვრამეტი) ლარს, ხოლო სააღსრულებო ფურცლის მიხედვით დაკისრებული სახელმწიფო ბაჟი - 1150.81 (ათას ასორმოცდაათი მთელი ოთხმოცდაერთი) ლარს. განმცხადებლის განმარტებით, საწარმოს დებიტორული მოთხოვნა და არაუზრუნველყოფილი კრედიტორული დავალიანება არ ერიცხება. საწარმოს ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს „ლიბერთი ბანკსა” და სს „პრივატბანკში”. სს „ლიბერთი ბანკში” ორგანიზაციას საბანკო ანგარიშზე თანხა არ ერიცხება, სს „პრივატბანკის” საბანკო ანგარიშზე კი ორგანიზაციის სახელზე ირიცხება 4 071 (ოთხი ათას სამოცდატერთმეტი) ლარი.

განმცხადებლის მტკიცებით, მოვალეს არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და ამასთან, უზრუნველყოს გაკოტრების საქმის წარმოებისათვის დამახასიათებელი საპროცესო ხარჯის დაფარვა.

სასამართლო გაეცნო განცხადებას, მასზე თანდართულ დოკუმენტებს და მიიჩნევს, რომ  სს
„ზაზა ფანასკერტელს” უარი უნდა ეთქვას განცხადების სასამართლო წარმოებაში მიღებაზე შემდეგი სახის საფუძველთა არსებობის გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. იგივე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” აქვეყნებს განჩინებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

სს „ზაზა ფანასკერტელს” მისი ქონების სიმცირის და აქტივის დაბალი ღირებულების სამტკიცებლად სასამართლოსათვის წარდგენილი აქვს მთელი რიგი მტკიცებულებები. კერძოდ, წარმოდგენილია ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, სადაც აღნიშნულია, რომ საწარმოს ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს „ლიბერთი ბანკსა” და სს „ტაოპრივატბანკში”. სს „ლიბერთი ბანკის” მიერ გაცემული საბანკო ანგარიშის ამონაწერით დადასტურებულია, რომ სს „ზაზა ფანასკერტელს” 2014 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ანგარიშზე თანხა არ ერიცხება.  სს ”პრივატბანკის” მიერ გაცემული საბანკო ამონაწერის თანახმად კი, სს „ზაზა ფანასკერტელის” მიმდინარე ბრუნვა შეადგენს 4 071 (ოთხი ათას სამოცდათერთმეტი) ლარს. განმცხადებლის მიერ ასევე წარმოდგენილია სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2014 წლის 01 მაისს გაცემული ცნობა, რომ სს „ზაზა ფანასკერტელის” სახელზე რეგისტრირებულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალება „შევროლე გეო ტრეკერი”, სახელმწიფო სანომრე ნიშნით ZDZ - 981. თუმცა, აღნიშნულ მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს „ზაზა ფანასკერტელს” შორის 2011 წლის 30 სექტემბერს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც აღნიშნული ქონება სხვა მოძრავ ქონებასთან ერთად საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფოს. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 15 მაისის ცნობის თანახმად, სს „ზაზა ფანასკერტელი”  საჯარო რეესტრში არსებული განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული წიგნის მონაცემებით უძრავი ნივთის მესაკუთრედ არ არის რეგისტრირებული.  თუ გავითვალისწინებთ მოვალე საწარმოს  განმარტებას და წარმოდგენილ მტკიცებულებებს შეიძლება ითქვას, რომ მოვალის ქონების (აქტივის) ღირებულება არ აღემატება 4 071 ლარს.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინებით ინიშნება მეურვე. აღნიშნული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით მეურვის უფლებამოსილების განხორციელება დაკისრებული აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველოს სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - აღსრულების ეროვნულ ბიუროს. იგივე კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებით დამტკიცდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესი. ამ ნორმატიული აქტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელებისას მომსახურების გაწევის საფასური შეადგენს სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7%-ს, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა.

განსახილველ შემთხვევაში მოვალე სს „ზაზა ფანასკერტელის” აქტივის ღირებულება 4 071 ლარია. გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში წინასწარ განჭვრეტადი ხარჯის ოდენობა არის მინიმუმ 5000 ლარი. ასეთ პირობებში ცხადი ხდება, რომ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყება არათუ ასეთი წარმოების მიზნის - მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრასა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რელიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედოტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების მიღწევის შესაძლებლობას უზრუნველყოფს, არამედ გაკოტრების წარმოებისათვის აუცილებელი ხარჯის დაფარვაც კი შეუძლებელია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ის საფუძველი, რომელიც გამორიცხავს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესაძლებლობას.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა
:

სს „ზაზა ფანასკერტელს” (ს/ნ 240886145) უარი ეთქვას მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.
განემარტოთ კრედიტორებს, რომ თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორთაგან რომელიმე სს „ზაზა ფანასკერტელის” (ს/კ 240886145) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სს „ზაზა ფანასკერტელი” (ს/კ 240886145) გამოცხადდება გაკოტრებულად, რაც თავის მხრივ განაპირობებს მოვალე სს „ზაზა ფანასკერტელის” (ს/კ 240886145) რეგისტრაციის გაუქმებას.
კრედიტორთა ინფორმირების მიზნით განჩინება არაუგვიანეს 2014 წლის 13 ივნისისა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უნდა უზრუნველყოს სს „ზაზა ფანასკერტელმა”
განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.

მოსამართლე :                                                                            ბესიკ სისვაძე