,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№25
სარეგისტრაციო კოდი
430210000.32.057.016178
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/07/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №25

2014 წლის 21 ივლისი

ქ. ბათუმი

 

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:

1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის  ავტონომიური რესპუბ­ლი­კის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის №31 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლე­ბის, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება (გაზეთი ,,აჭარა’’ №72, 03.07.10) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე



  დანართი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,

კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორ­ტის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის სამთავრობო დაწესებულება, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად მოქ­მედებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციის, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ” საქართველოს კონს­ტი­ტუ­ციური კანონის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, საქართვე­ლოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონების, სხვა ნორმატიული აქტე­ბისა და წინამდებარე დებულების საფუძველზე.

2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას.  

3. სამინისტრო ანგარიშვალდებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა (შემდგომში – მთავრობა) და საქართველოს შესაბამისი სამთავრობო  დაწესებულებების წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.

4. სამინისტროს დაფინანსების წყაროა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი.

5. სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის.

6. სამინიტროს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში აჭარის ავტონო­მიური რესპუბლიკის ხაზინაში, ხარჯთაღრიცხვა, ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერ­ბისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოსახულებითა და საკუ­თა­რი სახელწოდების აღნიშვნით.

7. სამინისტროს სახელწოდებაა ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო”.

8. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა №4.


მუხლი 2. სამინისტროს საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია
1. სამინისტრო არის ერთმმართველობის პრინციპზე დაფუძნებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება და შედის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა სისტემაში.

2. სამინისტრო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არის განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში საქართველოს ერთიანი სამთავ­რო­ბო პოლიტიკის გამტარებელი ორგანო. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სამი­ნისტრო ახორციელებს თავის სისტემაში შემავალი ყოველი რგოლის სა­ქ­მია­ნო­ბის კოორდინაციასა და კონტროლს.

3. კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში სამი­ნისტრო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს:

ა) განათლების, კულტურისა და სპორტის სისტემის მართვას;

ბ) განათლების სისტემის ინსტიტუციურ და პროგრამულ რეფორმირებას;

გ) სოციალურ–საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწ­ყობას;

დ) ეკონომიკის ახალ მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული განათ­ლების ფორმირების ხელშეწყობას;

ე) ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ორგანიზებას;

ვ) განათლების, კულტურისა და სპორტის ინფრასტრუქტურის რეაბილი­ტაციის ხელშეწყობას;

ზ) საჯარო სკოლების მიერ მათთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული სახელმწიფო ქონების განკარგვის თაობაზე თანხმობის გაცემას;

თ) კულტურისა და სპორტის სფეროებში არასახელმწიფო სექტორის რო­ლის ზრდას და ინსტიტუციური მართვის გაუმჯობესებას;

ი) კულტურისა და სპორტის დაწესებულებების ოპტიმალურ ინსტიტუციურ მოწყობას;

კ) განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროების პროგრამულ და­ფინან­სებას;

ლ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფე­როში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღებას;

მ) თავისი საქმიანობის სფეროში საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების აღსრულებას;

ნ) განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში დამტკიცებული  პროგ­რამების მართვას, განხორციელებასა და კონტროლს მოქმედი კანონმ­დებ­ლობის შესაბამისად;

ო) კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორ­ციე­ლებას.

4. დაკისრებულ ამოცანათა შესასრულებლად თავისი კომპეტენციის ფარგ­ლებ­ში სამინისტრო:

ა) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახორციელებს სა­ხელმ­წიფო კონტროლს/კოორდინაციას უწევს მის სისტემაში შემავალ საგანმა­ნათ­ლებლო, სააღმზრდელო, სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებებზე;

ბ) გამოითხოვს მასალებს ან/და ადგილზე შეისწავლის სამინისტროს სის­ტემაში შემავალ საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებებში კანონმდებლობის ნორმებისა და წესების მოთხოვნების შეს­რუ­ლებას;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პროცედურების დაცვით იბა­რებს საჯარო სკოლის, სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებების მიერ გა­სული წლის საქმიანობის ანგარიშს სასწავლო პროცესისა და ფინანსური მდ­გო­მარეობის შესახებ;

დ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჯარო სამართლის იუ­რი­დიულ პირად დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების,  რეორგანიზაციისა და ლიკ­ვიდაციის შესახებ წინადადებებს წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმნის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს;

ვ) რეგისტრაციაში ატარებს საჯარო სკოლის დირექტორებს, დირექტორების მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მათი მოვა­ლეობის შემსრულებელ პირებს, ასევე სამეურვეო საბჭოს წევრებს კანონმ­დებლობით დადგენილი წესით და აღნიშნულ მონაცემებს განმეორებით სარე­გისტ­რაციოდ უგზავნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამი­ნისტ­როს;

ზ) ატარებს საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევ კონკურსს;

თ) უფლებამოსილია გაფრთხილების გარეშე დაითხოვოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო, თუ იგი უკანონოდ გაათავისუფლებს დირექტორს, რაც დადას­ტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული შესაბამისი გადაწყვე­ტი­ლებით;

ი) მონაწილეობს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროებში სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციების, სიმპოზიუმების, გა­მოფენების, საკონცერტო ჩვენების, სახალხო დღესასწაულების, მასობრივი ღონის­ძიებების, სპორტული შეჯიბრებებისა და სხვა სახის ღონისძიებების გამართ­ვაში;

კ)  ახორციელებს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.


მუხლი 3. სამინისტროს ხელმძღვანელობა
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), რომელიც თანამდებობაზე ინიშნება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქ­ტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით დადგენილი წესით.

2. მინისტრი კანონმდებლობის ფარგლებში ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის, ტერიტორიული ორგანოების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინიტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მართვასა და კოორდინაციას;

3. მინისტრი:

ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) ზედამხედველობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერი­ტორიული ორგანოების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს სა­ხელმ­წიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პი­რების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას, საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშ­ტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, დებს შრომით ხელშეკ­რულებებს;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს საქვეუწყებო დაწე­სებულებების ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს, სამინისტროს სა­ხელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირე­ბის ხელმძღ­ვანელის მოადგილეებს დასანიშნად წარუდგენს მთავრობის თავმჯდომარეს; ნიშ­ნავს ან მთავრობას დასანიშნად წარუდგენს სამინიტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს;

ე) ამტკიცებს სამინისტროს საშტატო ნუსხას და სამინისტროს სტრუქტუ­რული ქვედანაყოფების დებულებებს, მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების დებულებასა და სტრუქტურას; კანონმ­დებლობით დადგენილი წესით, ამტკიცებს ან მთავრობას დასამტკიცებლად წარუდ­გენს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იური­დიუ­ლი პირების დებულებებს და სტრუქტურას;

ვ) ითანხმებს სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების ხარჯთა ნუსხას; ამტკიცებს მათ საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს;

ზ) განსაზღვრავს სამინიტროს ტერიტორიული ორგანოების – რესურს­ცენტ­რების სტრუქტურას, ამტკიცებს მათ დებულებას, საშტატო ნუსხასა და სახელ­ფასო ფონდს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდენობიდან ათავისუფლებს ტერი­ტორიული ორგანოების ხელმნძღვანელებს, ითანხმებს ტერიტორიული ორგა­ნოე­ბის ხარჯთა ნუსხას;

თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს წარუდ­გენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს, აგრეთვე წინადადებებს სამინიტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და იღებს გადაწყვე­ტილებას საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ;

ი) პასუხისმგებელია სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით;

კ) თავის კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების შესწავლისა და მომ­ზადების მიზნით ქმნის სათათბირო ორგანოებს – კომისიებსა და საბჭოებს, გან­საზღვრავს მათ ამოცანებს, აგრეთვე დასკვნებისა და წინადადებების მომზა­დების წესს;

ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში, კანონის საფუძველზე და მის შესას­რუ­ლებლად გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს;

 მ) ამტკიცებს სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის ფორმას და მისი გაცემის წესს;

ნ) წარმოადგენს სამინისტროს სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;

ო) ანაწილებს ფუნქციებს მოადგილეებსა და სხვა საჯარო მოსამსახურეებს შორის;

პ) ასრულებს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. მინისტრს ჰყავს 4 მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი. მინისტრის მოად­გილეებს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამ­დებო­ბიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის თავმჯ­დო­მარე.

5. მინისტრის პირველი მოადგილე მინისტრის არყოფნისას ან მინისტრის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას, აგრეთვე მი­ნისტრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, დროებით ასრულებს მინისტრის მოვალეობას, ხოლო მინისტრის პირველი მოადგილის არ­ყოფ­ნის ან მის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მინისტრის მოვალეობას ასრულებს მინისტრის მიერ წინასწარ გან­საზღვრული მისი ერთ-ერთი მოადგილე. 


მუხლი 4. სამინისტროს სისტემა
1.    სამინისტროს სისტემა მოიცავს:

  ა) ცენტრალურ აპარატს, რომლის შემადგენლობაში შემავალი სტრუქ­ტუ­რული ქვედანაყოფებია:

ა.ა) განათლების დეპარტამენტი;

ა.ბ) კულტურის დეპარტამენტი;

ა.გ) რესურსების მართვის დეპარტამენტი;

ა.დ) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი;

ა.ე) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი;

ა.ვ) ბუღალტრული აღრიცხვა–ანგარიშგების დეპარტამენტი;

ა.ზ) შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტი;

ბ) ტერიტორიულ ორგანოებს:

ბ.ა) ბათუმის რესურსცენტრი;

ბ.ბ) ქობულეთის რესურსცენტრი;

ბ.გ) ხელვაჩაურის რესურსცენტრი;

ბ.დ) ქედის რესურსცენტრი;

ბ.ე) შუახევის რესურსცენტრი;

 ბ.ვ) ხულოს რესურსცენტრი;

გ) საქვეუწყებო დაწესებულებას – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს;

დ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომელთა სახელმწიფო კონტროლს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტრო;

ე) სამინისტროს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იური­დიულ პირებს.

2.  განათლების დეპარტამენტი:

ა) წარმოადგენს წინადადებებს საგანმანათლებლო და სააღმზრდელო სფეროში მოქმედი დაწესებულებების რეორგანიზაციისა და ოპტიმალური ინსტიტუციური მოწყობის  შესახებ;

ბ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს განათლების სისტემის რეფორმირების თაობაზე;

გ) შეიმუშავებს და მინისტრს წარუდგენს წინადადებებს განათლების სფეროში სამინისტროს ერთიანი პოლიტიკისა და სტრატეგიის შესახებ;

დ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს სამთავრობო პოლიტიკის განხორციელებას განათლების სფეროში;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იკვლევს და აფასებს განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებს, ახორციელებს მათი განვითარების პროგნოზირებას;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს განათლების სფეროში ეროვ­ნული პროგრამების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორ­ციე­ლებას;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ორგანიზებას უწევს სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას;

თ) კოორდინაციას უწევს პანსიონური მომსახურების მქონე საჯარო სკოლებში სოციალური, აღმზრდელობითი, საყოფაცხოვრებო და სასწავლო პროცესების მიმ­დი­ნარეობას;

ი) წარმართავს და კოორდინაციას უწევს სამინისტროს ტერიტორიული ორგა­ნოების საქმიანობას და ხელს უწყობს მათ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების განხორციელებაში;

კ) უზრუნველყოფს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მონაწილეობას განათლების სფეროში მიმდინარე პროგრამების განხორციელებაში;

ლ) განათლების სფეროში სამინისტროს საქმიანობის სტრატეგიული მიმარ­თულებების განსაზღვრის მიზნით უზრუნველყოფს კვლევების ჩატარებას და მათ საფუძველზე შესაბამისი წინადადებებისა და პროექტების შემუშავებას;

მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებებს.

3. კულტურის დეპარტამენტი:

ა) კულტურის სფეროში სახელმწიფო რეგულაციის განხორციელების მიზ­ნით შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს და წარუდგენს მინისტრს;

ბ) უზრუნველყოფს კულტურის სფეროში ღონისძიების დაგეგმვასა და ორ­განიზებას;

გ) მონაწილეობას იღებს საქართველოს ან უცხო ქვეყნების სხვადასხვა და­წესე­ბულებებთან ღონისძიებათა დაგეგმვასა და განხორციელებაში;

დ) კოორდინაციას უწევს კულტურის ორგანიზაციების ურთიერთ­თა­ნამშ­რომ­ლობას, მათი მიზნების, საქმიანობის, პრობლემების შესწავლასა და მხარდა­ჭერას, მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვას;

 ე) უზრუნველყოფს თეატრალურ და სანახაობითი ხელოვნების სფეროში საერთაშორისო ურთიერთობების ხელშემწყობი პროექტების შემუშავებასა და გან­ხორ­ციელებას;

ვ) უზრუნველყოფს ლიტერატურული და საგამომცემლო საქმიანობის ხელ­შეწყობასა;

ზ) უზრუნველყოფს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მონაწი­ლეობას კულტურის სფეროში მიმდინარე პროგრამების განხორციელებაში;

თ) უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ დაფუძნებული სკოლისგარეშე სა­ხე­ლოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის კოორდინაციას;

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს სამინისტროს სისტემაში შემავალი კულტურის დაწესებულებების საქმიანობას;

კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დე­ბუ­ლებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. რესურსების მართვის დეპარტამენტი:

ა) ორგანიზებას უწევს მინისტრსა და მინისტრის მოადგილეებთან მოქალაქეთა მიღებას;

ბ) ახორციელებს სამინისტროს სამოქმედო გეგმის შემუშავების, სამოქმედო გეგმის თვეების, კვარტალების და კალენდარული წლების მიხედვით განწერის ორგანიზებას;

გ) უზრუნველყოფს სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-განახლებას;

დ) ახორციელებს სამინისტროს მფლობელობაში არსებული ტექნიკური აღჭურ­ვილობის მომსახურებას;

ე) შეიმუშავებს სამინისტროს ბიუჯეტის პროექტს;

ვ) სამინისტროს პროგრამების შემუშავებისას ახორციელებს შესაბამის ფინანსურ გაანგარიშებებს;

ზ) ახორციელებს საბიუჯეტო სახსრების, აგრეთვე სპეციალური პროგრამების ფინანსურ მართვას, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადებას;

თ) განიხილავს სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების ბიუ­ჯეტის პროექტებს;

ი) ახორციელებს სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან შემოსული  საფინანსო ანგარიშგების დოკუმენტაციის შემოწმებას;

კ) კოორდინაციას უწევს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლების მიერ საშტატო განრიგის კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმების პროცესს;

ლ) ამზადებს დასკვნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მიერ მათთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული სახელმწიფო ქონების განკარგვაზე თანხმობის გაცემის ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ;

მ) შეიმუშავებს წინადადებებს სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ;

ნ) ახორციელებს მინისტრისა და სამინისტროს წარმომადგენლებთან  მა­სობ­რივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა ურთიერთობის ხელშეწყობას;

ო) ახდენს საზოგადოების ინფორმირებას სამინისტროს საქმიანობის შესახებ;

პ) ახორციელებს მედიასაშუალებებთან ურთიერთობას, საინფორმაციო მასა­ლების მომზადებას, პრესრელიზების გავრცელებას, ინტერვიუების, პრესკონ­ფე­რენციებისა და მედიაბრიფინგების ორგანიზებას;

ჟ) ახდენს სამინისტროს ვებ-გვერდის საინფორმაციო უზრუნველყოფას, ინფორმაციის განახლებასა და ვებ-გვერდის მართვას;

რ) ახორციელებს სამინისტროში თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ინფორმაციის დამუშავებისათვის საჭირო პირობების შექმნას;

ს) უზრუნველყოფს სამინისტროს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის გზით სამინისტროს გამართული ფუნქ­ციონირებისათვის ხელშეწყობას;

ტ) უზრუნველყოფს სამინისტროს სახელით განცხადებებისა და სხვა საინ­ფორ­მაციო ხასიათის დოკუმენტების მომზადება-გავრცელებას;

უ) ახორციელებს ფოტო-ვიდეომასალის არქივის წარმოებას;

ფ) ახდენს საზოგადოებრივი აზრისა და მოსახლეობის მოთხოვნილებების კვლევას, საქმიანობის გამჭვირვალობასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;

ქ) ახდენს სამინისტროს საქმიანობის პიარს;

ღ) უზრუნველყოფს ინფორმაციის გავრცელების გაზრდას სამინისტროს საქმიანობის შესახებ და ამ მიზნით თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტენსიურ გამოყენებას;

ყ)  ახორციელებეს შიდა კომუნიკაციის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის გაცვლას;

შ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი:

ა) ახორციელებს სამინისტროს ხელმძღვანელობისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებს სხვადასხვა უწყებიდან შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტებზე;

გ) უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობას უპირატესი იურიდიუ­ლი ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან;

დ) წარმოადგენს სამინისტროს ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ე) შეიმუშავებს სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ვ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემას;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის სამინისტროში შემოსულ განცხადებებს, რომელთა განხილვის შედეგად ამზადებს შესაბამისი გადაწყვე­ტი­ლებების პროექტებს;

თ) ხელს უწყობს მინისტრის, მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს ცენტრა­ლური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო საინფორმაციო, ორგანიზაციული და სხვა სახის საქმიანობის ეფექტურად წარმართვას;

ი) უზრუნველყოფს სამინისტროს ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზებას;

კ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში საკადრო საქმის ორგანიზებას;

ლ) ახორციელებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენასა და წარმოებას, მოსამსახურეთა ატესტაციისა და არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების გამართვის, მათი გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას;

მ) უზრუნველყოფს სამინისტროს საქმის წარმოებისა და დოკუმენტბრუნვის შესახებ ანალიტიკური და სტატისტიკური მონაცემების მომზადებას;

ნ) უზრუნველყოფს სამინისტროს საარქივო საქმის წარმოებას;

ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

6. სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი:

ა) უზრუნველყოფს სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების განხორციე­ლე­ბის ორგანიზებას;

ბ) ხელს უწყობს სახელმწიფო შესყიდვების ეფექტიანობის ზრდას;

გ) უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებში ჯანსაღი კონკურენციისა და საჯაროობის დამკვიდრებას;

დ) ახდენს სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის მომზადებას, მასში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას, ერთიან ელექტრონულ სისტემაში მონა­ცემების შეტანასა და გეგმის შესრულების კონტროლის წარმოებას;

ე) ამზადებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებისა და საჭი­როე­ბის შემთხვევაში მათში შესატანი ცვლილებების პროექტებს;

ვ) უზრუნველყოფს სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორ­მებული ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელებას;

ზ) უზრუნველყოფს შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის აღრიცხვას, მათ რეგისტრაციას, სისტემატიზაციასა და არქივის წარმოებას;

თ) ადგენს სატენდერო დოკუმენტაციას, განიხილავს სატენდერო წინადადებებს, ამზადებს ოქმებისა და წერილების პროექტებს;

ი) ამზადებს საკონკურსო მასალებს, განიხილავს კონკურსანტების მიერ წარმოდგენილ საკონკურსო წინადადებებს, ახორციელებს საკონკურსო ოქმების და შეტყობინებების მომზადების კოორდინაციასა და კონტროლს;

კ) შეისწავლის შესყიდვებში მონაწილე პირების მიერ სამინისტროში წარმოდ­გენილ განცხადებებს, რომელთა განხილვის შედეგად ამზადებს შესაბამისი გა­დაწყვე­ტილებების პროექტებს;

ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებებს.

7. ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტი:

ა) უზრუნველყოფს წინასწარი კონტროლის განხორციელებას საბუთების დროულ გაფორმებასა და მომხდარი ოპერაციების განხორციელებაზე, სახსრების სწორად გამოყენებასა და ხარჯვაზე;

ბ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების წყა­როების მიხედვით მიღებული სახსრების (მათ შორის სამინისტროს  პროგ­რამების) და ამ სახსრებით განხორციელებული ოპერაციების განცალკევებულ აღ­რიცხვას;

გ) უზრუნველყოფს თანამშრომელთა ხელფასების დროულ დარიცხვას, სახელფასო უწყისების შედგენას, ხარჯთანუსხის შესრულების პროცესში საწარ­მოებთან, ორგანიზაციებსა და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშს­წო­რებათა დროულ წარმოებას;

დ) მონაწილეობს ფულადი სახსრების ანგარიშსწორებების და მატერიალურ ფასეუ­ლობათა შეფასებაში, ინვენტარიზაციის შედეგების განსაზღვრასა და აღ­რიცხვაში;

ე) უზრუნველყოფს ბუღალტრული ანგარიშგების შედგენასა და დაწესებულ ვადაში წარდგენას;

ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებებს.

8. შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის ამოცანები და ფუნციებია:

ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება;

ბ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქ­ტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

გ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;

დ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექ­ტიანობის შეფასება;

ე) შიდა აუდიტის ობიექტის მიერ სახსრების, სხვა მატერიალური ფასეუ­ლობების, სახელმწიფოს ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერებისა და მიზნობრიობის შესწავლა და ანალიზი;

ვ) სახელმწიფო პროგრამების შედგენის, საინვესტიციო, ფინანსური, ადა­მიანური, მატერიალური და სხვა რესურსების გამოყენებისა და მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების ეკონო­მიუ­რობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის ანალიზი და შეფასება;

ზ) შიდა აუდიტის ობიექტის (სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, საქვეუწყებო დაწესებულებები, ტერიტორიული ორგანოები-რესურსცენტრები, სამი­ნისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ები და ა.(ა).ი.პ.-ები) ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;

თ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთ­ხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენ­ცია­ლურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;

ი) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქვეუწყებო დაწესე­ბუ­ლებების, ტერიტორიული ორგანოების (რესურსცენტრები), სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ების, ა.(ა).ი.პ.-ებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;

კ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქვეუწყებო დაწესე­ბულებების, ტერიტორიული ორგანოების (რესურსცენტრები), სამინისტროს სისტე­მაში შემავალი სსიპ-ების, ა.(ა).ი.პ.-ებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესე­ბუ­ლებების ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების გამოვლენა;

ლ) სამინისტროს სისტემაში ხარვეზების გამომწვევი და ხელშემწყობი მი­ზეზების დადგენა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;

მ) სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისთვის წარდგენა;

ნ) სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებებისა და წერილების შესწავლის შედეგად დასკვნის მომზადება და წარდგენა;

ო) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი;

პ) სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვ­ლენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;

ჟ) სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;

რ) სამინისტროს ,,ცხელი ხაზის“ ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ს) სამინისტროს პროგრამების შესრულების მონიტორინგი;

ტ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების  განხორ­ციელება.

 


მუხლი 5. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები
1. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია რესურსცენტრები.

2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანო წარმოადგენს სამინისტროს შესა­ბამის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე.

3. რესურსცენტრების მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობანი და საქ­მია­ნობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება რესურსცენტრის დებუ­ლე­ბით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.


მუხლი 6. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება
1. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებაა – სპორტისა და ახალ­გაზრ­დობის საქმეთა დეპარტამენტი.

2. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – სპორტისა და ახალგაზრ­დობის საქმეთა დეპარტამენტი უზრუნველყოფს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სამი­ნისტროს გამგებლობას მიკუთვნებული უფლებამოსილებების განხორციელებას.

 3. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – სპორტისა და ახალგაზრ­დობის საქმეთა დეპარტამენტის სტრუქტურა, საქმიანობის სფერო და ძირითადი მიმართულებები, უფლება–მოვალეობანი განისაზღვრება დეპარტამენტის დებუ­ლე­ბით, რომელსაც მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.


მუხლი 7. დასკვნითი დებულებები
1. სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით, მოქმედი კა­ნონმ­დებლობის შესაბამისად.

2. სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმ­დებლობით დადგენილი წესით.