ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 22.07.2014
გამომცემი ორგანო ადიგენის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.137.016116
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 310 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ლობჯანიძე ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ   ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №25 2014 წლის 22 ივლისი დ. ადიგენი ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“   მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების და  24-ე მუხლის პირველი პუნქტის  „ა.ა“ ქვეპუნქტის  შესაბამისად ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 1. ადიგენის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ლიკვიდაციის შემდეგ ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეიქმნას შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულები: ა)   ადიგენის  ადმინისტრაციული ერთეული   (სამოქმედო ტერიტორია – დაბა ადიგენი); ბ)   აბასთუმნის ადმინისტრაციული ერთეული  (სამოქმედო ტერიტორია – დაბა აბასთუმანი); გ) არლის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: არალი, წარბასთუმანი); დ) ბენარის ადმინისტრაციული ერთეული  (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ბენარა, უნწა, შოლავერი); ე) ხევაშენის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ხევაშენი, ნაქურდევი); ვ)    ბოლაჯურის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ბოლაჯური, ქვემო ენთელი); ზ)  გორგულის ადმინისტრაციული ერთეული  (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: გორგული, იმერთუბანი, იჯარეთი, სოფელი ადიგენი); თ)  ვარხნის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ვარხანი, სოფელი აბასთუმანი, საღრძე, ფარეხა); ი)   წახანის ადმინისტრაციული ერთეული   (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: წახანი, ხარჯამი,  ქიქინეთი, წახანწყარო);  კ)  ზანავის ადმინისტრაციული ერთეული  (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: დიდი ზანავი, პატარა ზანავი, წრე, გომარო); ლ) ლელოვნის ადმინისტრაციული ერთეული  (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ლელოვანი, ამხერი, სამყური, ღორძე, კახარეთი);  მ)  მლაშის ადმინისტრაციული ერთეული  (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: მლაშე, ფლატე, არზნე);  ნ)   ზარზმის ადმინისტრაციული ერთეული  (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ზარზმა, უტყისუბანი);  ო)  მოხის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: მოხე, ციხისუბანი, ნამინაური);  პ)  დერცელის ადმინისტრაციული ერთეული  (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: დერცელი, კიკიბო);  ჟ)    უდის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: უდე, ზაზალო);  რ)  ფხეროს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ფხერო, ზემო ენთელი, შოყა);  ს)    ჩორჩნის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ჩორჩანი, დიდი სმადა, პატარა სმადა);  ტ)  ჭეჭლის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ჭეჭლა, ჭელა, კეხოვანი, საირმე); უ)   ზედუბანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ზედუბანი, ღორთუბანი, აფიეთი). მუხლი 2🔗 დადგენილება შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ლობჯანიძე