ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.07.2014
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.140.016096
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,136 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ  ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №10 2014 წლის 22 ივლისი დაბა ასპინძა ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.დ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს    ასპინძის    მუნიციპალიტეტის    საკრებულოს   საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების  მართვის კომისიის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 04 აგვისტოს №17 და №18 დადგენილებები ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო  კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ და ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე დანართი ასპინძის   მუნიციპალიტეტის  საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო,  ეკონომიკისა და ქონების მართვის   კომისიის დებულება    ეს   დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“   და საკრებულოს   რეგლამენტის შესაბამისად,  განსაზღვრავს  თვითმმართველი თემის ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის, კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურასა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს. მუხლი 1🔗. კომისიის სტატუსი 1. საფინანსო-საბიუჯეტო,  ეკონომიკისა და ქონების მართვის, კომისია (შემდგომ ,,კომისია")  წარმოადგენს საკრებულოს  მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი   თვითმმართველობის კოდექსით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ     უფლებამოსილებათა განხორციელებას. 2. კომისია იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28-ე მუხლი,  საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი წესით. 3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა  შესრულებისათვის  ხელის შეწყობის, გამგეობის და მისი სტრუქტურული  ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების  კონტროლის მიზნით. 4. კომისიის  საქმიანობის  წესი, ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსის  28-ე  მუხლის  მე-3  პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით. მუხლი 2🔗. კომისიის უფლებამოსილება 1.  კომისია:  ,,საფინანსო-საბიუჯეტო“ საკითხებში ა) აკონტროლებს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესს. განიხილავს თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანოს გაანგარიშების შემოსულობებისა და გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებლებს, შეიმუშავების შესაბამის დასკვნებს და რეკომენდაციებს; ბ) განიხილავს, ამზადებს დასკვნას და თანამომხსენებლად გამოდის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვის, აგრეთვე ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ ნორმატიული აქტის პროექტის განხილვაზე; გ) საქართველოს  კანონის ,,საბიუჯეტო  კოდექსი" 78-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში  საკრებულოს  წარუდგენს დასკვნას საკრებულოს ფრაქციის ან/და საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის  არანაკლებ 1/3-ის მიერ ინიციირებული  ბიუჯეტის  პროექტის  საკრებულოს  თავმჯდომარის მიერ გამგებლისათვის გაგზავნილ შენიშვნებთან შესაბამისობის შესახებ; დ) განიხილავს და ამზადებს დასკვნას თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანოს მიერ საქართველოს კანონის ,,საბიუჯეტო კოდექსის" 82-ე მუხლის შესაბამისად მომზადებული ბიუჯეტის ყოველთვიური და ყოველკვარტალური განწერის შესახებ; ე) ყოველთვიურად   განიხილავს   თვითმმართველი   ერთეულის   საფინანსო   ორგანოს   მიერ  საქართველოს კანონის ,,საბიუჯეტო კოდექსი" 84-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად მომზადებულ ადგილობრივი თვითმმართველი  ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით წარმოდგენილ ანგარიშს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს; ვ) განიხილავს საქართველოს კანონის ,,საბიუჯეტო კოდექსი" 85-ე მუხლის  შესაბამისად  გამგებლის მიერ მომზადებულ ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით, რომელიც მოიცავს შემოსულობების, გადასახდელების (მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების), ნაშთის ცვლილებისა  და მთლიანი  სალდოს  ფაქტობრივი  მოცულობების  შედარებას  შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს და რეკომენდაციებს; ზ)  შეიმუშავებს წინადადებებსა და დასკვნებს ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და  გაუქმების,  მათზე შეღავათების  დადგენის,  ადგილობრივი  გადასახადებისა  და მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ; თ) შეიმუშავებს წინადადებებსა და დასკვნებს ადგილობრივ ბიუჯეტში სარეზერვო ფონდის შექმნის და მისი განკარგვის წესების შესახებ, სამ თვეში ერთხელ საკრებულოს წარუდგენს ინფორმაციას სარეზერვო ფონდის გამოყენების შესახებ; ი) განიხილავს  და საკრებულოს  წარუდგენს დასკვნას თვითმმართველი ერთეულის მიერ სესხის ან გრანტის აღების და შესაბამისი ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით; კ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებაზე მუნიციპალური ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების საქმიანობის განსახორციელებლად  საჭირო სახსრების განსაზღვრისა, აგრეთვე ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით  სხვა  თვითმმართველ  ერთეულთან  საბიუჯეტო  სახსრების გაერთიანების  შესახებ ხელშეკრულების პროექტის თაობაზე; ლ) განიხილავს  და  საკრებულოს  წარუდგენს  დასკვნას  ადგილობრივი  შესყიდვების  გეგმის  დამტკიცების შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებაზე; მ)  განიხილავს   და   საკრებულოს   წარუდგენს დასკვნას საკრებულოს  თავმჯდომარისათვის    თანხმობის მიცემაზე   ისეთ  გარიგების  დადებაზე, რომლის ღირებულება   აღემატება   თვითმმართველი   ერთეულის ბიუჯეტის 5%-ს; ნ) განიხილავს  და საკრებულოს  წარუდგენს  დასკვნას საკრებულოს  მიერ მისაღებ  ნორმატიულ პროექტების შესაძლო შედეგების საფინანსო–ეკონომიკური გაანგარიშების მართებულობის შესახებ; ო) განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 140–ე მუხლის მე-2 პუნქტით  დადგენილი აუდიტორული  შემოწმების ანაგარიშს და დასკვნას, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ  ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;  ნიშნავს  საკრებულოს  სხდომაზე კომისიიდან თანამოხსენებელს ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცებისას; პ)  განიხილავს  გამგებლის   წინადადებებს  თვითმმართველი  ერთეულის  დამტკიცებულ  ბიუჯეტში ცვლილებების  შეუტანლად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო  კლასიფიკაციის  მუხლებსა  და კოდებს  შორის თანხების  გადანაწილების თაობაზე და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და რეკომენდაციებს; 2. ეკონომიკისა და ქონების მართვის სფეროში: განიხილავს საკითხებს ა) თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესების დადგენის შესახებ; ბ) თვითმმართველი ერთეულის ქონების შეძენის, ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის შესახებ; გ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ კომუნალური მეურნეობის მართვის წესების დამტკიცების შესახებ; დ) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის პროექტის დამტკიცების; თვითმმართველი  ერთეულის ქონების განკერძოების  პროგრამების   და   ამ   პროგრამების  შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ; ე) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენის;  თვითმმართველი  ერთეულის  ქონების  აუქციონით  ფორმის პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმის დადგენის შესახებ; ვ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწით სარგებლობის წესების დადგენის შესახებ; 3. ადგილობრივი  თვითმმართველობის  ორგანოების  თანამდებობის  პირები  კომისიის  მოთხოვნით ვალდებულნი   არიან   კომისიის   მიერ   დადგენილ   ვადაში   წარუდგინონ   მას   შესაბამისი   დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში. მუხლი 3🔗. კომისიის თავმჯდომარე 1. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა   ხდება  ადგილობრივი თვითმმართველობის   კოდექსის   28-ე   და   საკრებულოს   რეგლამენტის   26-ე,  102-ე  და  103-ე  მუხლებით დადგენილი წესით. 2. კომისიის თავმჯდომარე: ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას; ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას; გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ; დ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის; ე)  ადგენს  და  საკრებულოს  ბიუროს  დასამტკიცებლად  წარუდგენს  კომისიის  სამუშაო  გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას; ვ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს; ზ) კომისიის  სხდომაში  მონაწილეობისათვის  იწვევს  ადგილობრივი  თვითმმართველობის  და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს; თ) საკრებულოს ბიუროს მიერ დადგენილი კვოტის ფარგლებში კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-სპეციალისტებს და წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარეს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად; ი) ნიშნავს კომისიის საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას; კ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას; ლ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; მ) ხელს  აწერს  კომისიის  მიერ  მიღებულ  გადაწყვეტილებებს,   დასკვნებს,  რეკომენდაციებს  და  კომისიის სხდომის ოქმებს; ნ) ახორციელებს  საქართველოს  კანონმდებლობით,  საკრებულოს  რეგლამენტით  და კომისიის  დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. კომისიის  თავმჯდომარის  არყოფნის,  აგრეთვე  კომისიის  თავმჯდომარის  გადადგომის,  გადაყენების,  მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი  წევრი ასრულებს  კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. ამ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის დავალების   არარსებობის  შემთხვევაში,  კომისიის  თავმჯდომარის  უფლება-მოვალეობებს  ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი. მუხლი 4🔗. კომისიის საკონსულტაციო საბჭო 1. კომისიის  საკონსულტაციო  საბჭო იქმნება შესაბამისი დარგის კომპეტენტური,  სათანადო  გამოცდილების მქონე, მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტების, ასევე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლებისაგან. 2. კომისიის საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას მოწვეულ პირებთან შეთანხმებით განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 3. საკონსულტაციო საბჭო კომისიის თავმჯდომარის წინადადებით წინასწარ განიხილავს კომისიის სხდომაზე განსახილველ  საკითხებს  შეიმუშავებს  შესაბამის  რეკომენდაციებს  და წინადადებებს.  განიხილავს  კომისიის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში არსებულ პრობლემებს და მათ გადაწყვეტის შესაძლო გზებს. მუხლი 5🔗. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა 1.  კომისიის  და  კომისიის საკონსულტაციო აბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკურ  მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. 2. კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს იუროს   მიერ   განსაზღვრული   კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე, არა უმეტეს 6 თვის ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტანტებს.