ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.07.2014
ძალის დაკარგვა 04.02.2015
გამომცემი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.139.016142
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე | ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 28.02.2018
- ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 30.01.2015
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 21.06.2013
დოკუმენტის ტექსტი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2014 წლის 21 ივლისი
ქ.ბორჯომი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
'ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი' საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის და 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის 'ა.ბ' ქვეპუნქტის შესაბამისად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა :
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულება თანახმად N1 დანართისა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 ივნისის №19 დადგენილება' ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ' (სსმ ვებგვერდი, 28/06/2013 სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.139.016092
)
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ჩაჩანიძე
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახური (შემდგომში სამსახური), შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საფუძველზე.
2. სამსახური თავისი საქმინობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და სხვა კანონით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე ამ დებულებით.
3. სამსახური წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს გამგეობის სახელით.
მუხლი 2🔗.
სამსახურის ფუნქციები
მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში სამსახურს გააჩნია შემდეგი ფუნქციები:
ა) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავება;
ბ) სამსახურის საქმიანობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტების შესრულება;
გ) სოციალურ-ეკონომიკური კომპლექსური გეგმებისა და პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
დ) ადგილობრივ მოსაკრებელს დაქვემდებარებული ფიზიკური და იურიდიული პირების აღრიცხვა, მონაცემთა ბაზის შექმნა და მოსაკრებელის გადახდის კონტროლი დადგენილი წესით;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით რეაგირება ადგილობრივი მოსაკრებლის გადაუხდელობაზე ან დაგვიანებით გადახდაზე;
ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა ოქმის შედგენა;
ზ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრემაში არსებული ქონების განკარგვაზე პროექტების მომზადება,
თ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მონაცემთა ბაზის შექმნა და განახლება;
ი) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება მუნიციპალური ქონების, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;
კ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადება სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით;
ლ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 3🔗.
სამსახურის უფლებები და მოვალეობები
1. დასახული მიზნებისა და საქმიანობის ძირითადი რეალიზებისას მოქმედი კანონმდებლობით, კომპეტენციის ფარგლებში, სამსახური უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად ნებისმიერი ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში, ცალკეული საკითხის განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები, დაწესებულებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოამზადოს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები;
გ) სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, დადგენილი წესით, მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტები და წარადგინოს ისინი დანიშნულებისამებრ;
დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს აქტებით, სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
2. სამსახურის მოვალეობები
ა) გაწეული საქმიანობის შესახებ, დადგენილი წესით ან/და მოთხოვნის საფუძველზე, წარადგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაცია გამგებელთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან და საკრებულოს კომისიებთან;
ბ) შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები, აიღოს პასუხისმგებლობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული „ვალდებულების დოკუმენტის“ მიმართულებაზე;
გ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.
მუხლი 4🔗.
სამსახურის სტრუქტურა
სამსახური შედგება სამსახურის უფროსის და ორი განყოფილებისაგან:
ა) ეკონომიკური დაგეგმვისა და ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილება;
ბ) მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება.
მუხლი 5🔗.
სამსახურის მართვა და საქმიანობის ორგანიზება
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი;
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს შესაბამის საჯარო მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) პასუხს აგებს სამსახურისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს, ანაწილებს ფუნქციებს მოსამსახურეთა შორის;
დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების და სწავლების შესახებ;
ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს წინადადებებს დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
ზ) სამსახურის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის უქმნის აუცილებელ პირობებს. რეკომენდაციას უწევს კომფერენციებსა და სხვა შეკრებებზე მონაწილეობის მისაღებად;
თ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის მოხელეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებას;
ი) იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე;
კ) შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს დასაბუთებულ წინადადებებს სამსახურის წლიური ხარჯების საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში წარადგენს დამატებითი ხარჯების პროექტს;
ლ) პასუხისმგებელია სამსახურის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე მოქმედი ნორმატიული აქტების, თვითმმართველობის და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე;
მ) სამსახურის საქმინობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; ანგარიშვალდებულია გამგებლისა და საკრებულოს წინაშე;
ნ) სამსახურში არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით ასრულებს განყოფილების უფროსი.
მუხლი 6🔗.
ეკონომიკური დაგეგმვისა და ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილება
ეკონომიკური დაგეგმვისა და ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას და დამუშავებას;
ბ) წინადადების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ფასების რეგულირებასათან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას, დადგენილი ტარიფების რეგულირების ორგანიზაციისა და მათი შენარჩუნების მიზნით საბიუჯეტო სუბსიდიების გაანგარიშებაში მონაწილეობის მიღებას;
დ) ადგილობრივი გადასახადების და მოსაკრებლების შემოღების გაუქმებისა და შეღავათების დაწესების შესახებ ადმინისტრაციული აქტების პროექტების და წინადადების მომზადებას;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა ოქმის შედგენას;
ვ) ადგილობრივ მოსაკრებელს დაქვემდებარებული ფიზიკური და იურიდიული პირების აღრიცხვა, მონაცემთა ბაზის შექმნა და მოსაკრებელის გადახდის კონტროლს დადგენილი წესით;
ზ) სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა დავალებების შესრულებას.
მუხლი 7🔗.
მუნიციპალური ქონების აღიცხვის და მართვის განყოფილება
მუნიციპალური ქონების აღიცხვის და მართვის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვაზე პროექტების მომზადებას;
ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას და სარეგისტრაციო დოკუმენტების მომზადებას;
გ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას;
დ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიის განსაზღვრას და შეცვლასთან დაკავშირებით;
ე) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაგავშირებით;
ვ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით;
ზ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;
თ) წინადადების შემუშავებას მუნიციპალური ქონების მოვლა-პატრონობისა და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზების საკითხებზე;
ი) სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა დავალებების შესრულებას.
მუხლი 8🔗.
სამსახურის კონტროლი
სამსახურის საქმიანობის კონტროლს დადგენილი წესით ახორციელებს თვითმმართველი თემის - ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი და გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
მუხლი 9🔗.
დებულებაში ცვლილებებისა და დანამატების შეტანა
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტით.