ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.07.2014
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.140.016098
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 884 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ                       ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №12 2014 წლის 22 ივლისი დ. ასპინძა ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.დ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის დებულება  დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 მარტის №8 დადგენილება ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით ტერიტორიულ დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და აგრარულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე               დანართი ასპინძის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისია  ეს   დებულება,   საქართველოს   ორგანული   კანონის   „ადგილობრივი   თვითმმართველობის   კოდექსის' და საკრებულოს       რეგლამენტის       შესაბამისად       განსაზღვრავს       თვითმმართველი       თემის       ასპინძის მუნიციპალიტეტის   საკრებულოს ,,გარემოს  დაცვის  და  აგრარულ  საკითხთა“  კომისიის  სტრუქტურასა  და  თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს. მუხლი 1🔗. კომისიის სტატუსი 1. ,,გარემოს   დაცვისა  და  აგრარულ    საკითხთა“  კომისია  (შემდგომ  ,,კომისია')  წარმოადგენს  საკრებულოს მუდმივმოქმედ   ორგანოს,   რომელიც   უზრუნველყოფს    ადგილობრივი   თვითმმართველობის   კოდექსით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას; 2. კომისია იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28-ე მუხლის,  საკრებულოს რეგლამენტით  და ამ დებულებით დადგენილი წესით; 3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა  შესრულებისათვის  ხელის შეწყობის, გამგეობის და მისი სტრუქტურული  ერთეულების, აგრეთვე  შესაბამის  მიმართულებით  მუნიციპალიტეტის  მიერ დაფუძნებული  იურიდიული პირების კონტროლის მიზნით; 4.  კომისიის  საქმიანობის  წესი ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსის  28-ე  მუხლის  მე-3  პუნქტის შესაბამისად განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით. მუხლი 2🔗. კომისიის უფლებამოსილება    1.  კომისია განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს, რეკომენდაციებს და დასკვნებს: 2.  გარემოს დაცვის სფეროში: ა)  ჯანმრთელობისათვის უვნებელი, ჯანსაღი გარემოს შექმნასთან დაკავშირებით;   ბ) მოსახლეობისათვის ბუნებრივი გარემოთი სარგებლობისათვის საჭირო პირობების შექმნის   შესახებ;   გ) მიაწოდოს   მოსახლეობას  დროული  ინფორმაცია თავისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს  მდგომარეობის შესახებ;   დ) უზრუნველყოს მოსახლეობისათვის ცნობიერების ამაღლება  ეკოლოგიასა და  გარემოს დაცვის სფეროში და  მონაწილეობა მიიღოს ამ  სფეროში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების  გადაჭრის  პროცესში;    ე)  უზრუნველყოფს  ანაზღაურების  მიღება იმ ზარალისათვის, რომელიც გამოიწვია საქართველოს  გარემოს დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნათა შეუსრულებლობამ;  3.  აგრარულ საკითხთა სფეროში: ა) კომისია  უზრუნველყოფს  მუნიციპალიტეტის  საზღვრებში  სოფლის  მეურნეობისა  და მელიორაციის სფეროს განვითარების ხელშეწყობას;  ბ) შესაბამის  ინსტიტუტებთან  და სპეციალისტებთან  ერთად სასოფლო-სამეურნეო  კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადებას და დაინტერესებული პირებისთვის მიწოდებას; გ)  საქართველოს  მთავრობისა  და საერთაშორისო  ორგანიზაციების  მიერ  დაგეგმილი  სოფლის  მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობას; დ) საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას და დაინტერესებული პირებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას; ე) სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი და შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების,  მომსახურების  ცენტრების  და  სასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების  მიწის ფართობების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მომზადებას და დაინტერესებული უწყებებისათვის/პირებისათვის  მიწოდებას; ვ) მუნიციპალიტეტში  არსებული სავარგულების,  კულტურების და სხვა მონაცემების შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნისათვის და მუდმივი განახლებისათვის  ინფორმაციის კონსოლიდაციას  შესაბამისი უწყებებიდან და პირებისაგან; ზ)  სოფლის  მეურნეობის  დარგში თვითმმართველი  ერთეულის მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების შემუშავებას; თ) სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების და საჭიროებების განსაზღვრა; ი)  მოქმედი  კანონმდებლობით  და მუნიციპალიტეტის  სამართლებრივი  აქტებით  განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 3🔗. კომისიის თავმჯდომარე 1.   კომისიის      თავმჯდომარის      თანამდებობაზე      არჩევა      და      გადარჩევა      ხდება      ადგილობრივი თვითმმართველობის   კოდექსის   28-ე   და   საკრებულოს   რეგლამენტის   26-ე,  102-ე  და  103-ე  მუხლებით დადგენილი წესით. 2. კომისიის  თავმჯდომარე: ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას; ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას; გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ; დ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის; ე) ამ დებულების შესაბამისად ქმნის კომისიის სამუშაო ჯგუფებს; ვ)  ადგენს    და    საკრებულოს     ბიუროს     დასამტკიცებლად     წარუდგენს    კომისიის    სამუშაო    გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას; ზ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს; თ) კომისიის  სხდომაში  მონაწილეობისათვის  იწვევს  ადგილობრივი  თვითმმართველობის  და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს; ი) საკრებულოს ბიუროს მიერ დადგენილი კვოტის ფარგლებში კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ–სპეციალისტებს და წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარეს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად; კ) ნიშნავს კომისიის საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას; ლ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას; მ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ნ) ხელს  აწერს  კომისიის  მიერ  მიღებულ  გადაწყვეტილებებს,   დასკვნებს,  რეკომენდაციებს  და  კომისიის სხდომის ოქმებს; ო) ახორციელებს  საქართველოს  კანონმდებლობით,  საკრებულოს  რეგლამენტით  და კომისიის  დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. კომისიის  თავმჯდომარის  არყოფნის,  აგრეთვე  კომისიის  თავმჯდომარის  გადადგომის,  გადაყენების,  მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი  წევრი ასრულებს  კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. ამ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის დავალების    არ   არსებობის   შემთხვევაში,   კომისიის   თავმჯდომარის    უფლება–მოვალეობებს    ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი. მუხლი 4🔗. კომისიის სამუშაო ჯგუფები 1. კომისიის   უფლებამოსილებათა   ფუნქციური   დაჯგუფების   მიხედვით  კომისიის  წევრებისაგან  იქმნება  კომისიის სამუშაო ჯგუფები; 2. კომისიის  წევრთა  გადანაწილებას  სამუშაო  ჯგუფებში  კომისიის  წევრთა  სურვილის  გათვალისწინებით ახდენს  კომისიის  თავმჯდომარე.  კომისიის  წევრი  შეიძლება  იყოს კომისიის  რამოდენიმე  სამუშაო ჯგუფის წევრი; 3. სამუშაო  ჯგუფის  ფუნქციაა  თავის უფლებამოსილების  ფარგლებში  განიხილონ  და მოამზადონ  კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხები; 4. კომისიაში იქმნება შემდეგი სამუშაო ჯგუფები: ა) აგრარულ  საკითხთა სამუშაო ჯგუფი; ბ) გარემოს დაცვის სამუშაო ჯგუფი; 5. ზემოაღნიშნული სამუშაო ჯგუფები წინასწარ განიხილავენ  და კომისიას განსახილველად წარუდგენენ  ამ დებულების მე-2 მუხლით   განსაზღვრულ საკითხებს. მუხლი 5🔗. კომისიის საკონსულტაციო საბჭოები 1.  კომისიის  საკონსულტაციო  საბჭოები  იქმნება  შესაბამისი  დარგის  კომპეტენტური,  სათანადო გამოცდილების მქონე, მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტების, ასევე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლებისაგან; 2.  კომისიის   საბჭოების   პერსონალურ   შემადგენლობას   მოწვეულ   პირებთან   შეთანხმებით   განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე; 3. საკონსულტაციო საბჭოები კომისიის თავმჯდომარის წინადადებით წინასწარ განიხილავენ კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებს შეიმუშავებენ შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს. განიხილავენ კომისიის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში არსებულ პრობლემებს და მათ გადაწყვეტის შესაძლო გზებს. მუხლი 6🔗. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა 1.  კომისიის,   კომისიის   სამუშაო   ჯგუფებისა  და  კომისიის  საკონსულტაციო   საბჭოების  ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი; 2. კონკრეტული   საკითხების   დასამუშავებლად,   საკრებულოს   ბიუროს   მიერ   განსაზღვრული   კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე არა უმეტეს 6 თვის ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტატებს.