„საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2010 წლის 20 აგვისტოს N74/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №92/ნ |
|
2014 წლის 28 ივლისი ქ. თბილისი |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2010 წლის 20 აგვისტოს №74/ნ ბრძანებაში (სსმ, 103, 24/08/2010, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.015021) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების:
1. პირველი მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ,,საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური” (შემდგომში – სამსახური) არის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.“; ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 2. სამსახურის ამოცანები, საქმიანობის საგანი (უფლებამოსილება) და სტრუქტურა 1. სამსახურის ამოცანაა: ა) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა; ბ) კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში − საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხელშეკრულებების საფუძველზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა; გ) სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ხელშეკრულებების საფუძველზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა. 2. სამსახურის საქმიანობის საგანი (უფლებამოსილება): ა) სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით; ბ) სამსახური საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ; გ) სამსახური უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას; დ) სამსახური უზრუნველყოფს კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში − საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხელშეკრულებების საფუძველზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას; ე) სამსახური უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ხელშეკრულებების საფუძველზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას; ვ) სამსახური ხელშეკრულების საფუძველზე ან მის გარეშე უწევს ფსიქო-სოციალურ მომსახურებას ფსიქოლოგიური პრობლემებისა და ქცევითი დარღვევების მქონე პირებს, მათი ოჯახის წევრებს და მასწავლებლებს; ზ) სამსახური უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულების ფსიქოლოგიური პრობლემების, ქცევითი და ემოციური დარღვევების მქონე მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, პროფესიულ სტუდენტებთან, მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან და მასწავლებლებთან სოციალური მუშაობის სისტემისა და სტრატეგიის შემუშავებასა და დანერგვას; თ) სამსახური ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის (სამმართველო) სოციალური მუშაკის უფლება-მოვალეობებს ათანხმებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - სოციალური მომსახურების სააგენტოსთან; ი) სამსახური უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულების ფსიქოლოგიური პრობლემების, ქცევითი და ემოციური დარღვევების მქონე მოსწავლეების, სტუდენტების, პროფესიული სტუდენტების, მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციისა და მასწავლებლებისათვის სოციალური ინტეგრაციის მხარდამჭერი პროექტების მომზადებასა და განხორციელებას; კ) სამსახური სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში (სამმართველო) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ სუბიექტის გადამისამართების მიზნით ნერგავს საჭირო პროცედურებსა და ახორციელებს მათ შესრულებაზე კონტროლს; ლ) სამსახური ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებაში განაწილებული საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების საქმიანობის მონიტორინგს; მ) სამსახური უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურობის კანდიდატის მიერ მოსამზადებელი კურსების (სერტიფიცირების) გავლას; ნ) სამსახური ხელს უწყობს საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებს/სტუდენტებს პროფესიული არჩევანის გაკეთებასა და კარიერის დაგეგმვაში. ო) სამსახური „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 485 მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სოციალურ დაცვას; პ) სამსახური აცხადებს კონკურსებს. 3. სამსახური ამ მუხლით გათვალისწინებული ამოცანებისა და საქმიანობის საგანის (უფლებაუნარიანობა) შესრულებას უზრუნველყოფს შემდეგი სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით: ა) სამსახურის მონიტორინგის სამმართველო; ბ) სამსახურის დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველო; გ) სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი (სამმართველო); დ) სამსახურის პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამმართველო; ე) სამსახურის საშტატო განრიგით გათვალისწინებული სხვა სამმართველოები. 4. სამსახურის მონიტორინგის სამმართველო: ა) უზრუნველყოფს სამსახურში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების კონტროლს; ბ) უზრუნველყოფს სამსახურში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივ კონტროლს, სამსახურის თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენას, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლას და შესაბამის რეაგირებას; გ) უზრუნველყოფს სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენას და სამსახურის უფროსისათვის წარდგენას; დ) უზრუნველყოფს სამსახურის თანამშრომელთა მიერ ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენას და შესაბამის რეაგირებას; ე) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ეთიკის კოდექსის შესრულებაზე კონტროლს და ზედამხედველობის განხორციელებას; ვ) უზრუნველყოფს სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობის და მათი საქმიანობის კანონიერების კონტროლს; ზ) უზრუნველყოფს სამსახურში გეგმური ან არაგეგმური სამსახურებრივი შემოწმების ან ინსპექტირების ჩატარებას, დისციპლინური და სხვა სამსახურებრივი გადაცდომის კუთხით; თ) უზრუნველყოფს ცხელი ხაზის მუდმივ ფუნქციონირებას, მიღებულ ინფორმაციაზე დროულ და ადეკვატურ რეაგირებას. ი) უზრუნველყოფს სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამის დამუშავებას; კ) უზრუნველყოფს ჯამური-ყოველთვიური, კვარტალური, წლიური ანგარიშების წარმოებას და მათ ანალიზს, ამ მიზნით სტრუქტურული ერთეულებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვას; ლ) ასრულებს სამსახურის უფროსის დავალებებს. 5. სამსახურის დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველო: ა) უზრუნველყოფს კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში − საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხელშეკრულებების საფუძველზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას; ბ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (გარდა საჯარო სკოლებისა) ხელშეკრულებების საფუძველზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას; გ) უზრუნველყოფს სერტიფიცირებული მანდატურების ერთიანი ბაზის წარმოებას; დ) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოვლენილი დარღვევების (ნებისმიერი მოქმედების, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან/და არღვევს საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლის/სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის უფლებებს, მოიცავს ფსიქიკური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობის ელემენტს, მიმართულია ვინმეს სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის წინააღმდეგ) თაობაზე სტატისტიკური ფორმების შემუშავებას; ე) უზრუნველყოფს ჯამური ყოველთვიური, კვარტალური, ყოველწლიური სტატისტიკის წარმოებას საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოვლენილი დარღვევების (ნებისმიერი მოქმედების, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან/და არღვევს საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლის/სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის უფლებებს, მოიცავს ფსიქიკური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობის ელემენტს, მიმართულია ვინმეს სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის წინააღმდეგ) შესახებ; ვ) უზრუნველყოფს რეკომენდაციების შემუშავებას საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული დარღვევების (ნებისმიერი მოქმედების, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან/და არღვევს საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლის/სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის უფლებებს, მოიცავს ფსიქიკური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობის ელემენტს, მიმართულია ვინმეს სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის წინააღმდეგ) აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი მოქმედების შესახებ; ზ) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურობის კანდიდატების მოსამზადებელი კურსების (სერტიფიცირების) გასავლელად აუცილებელი პროცედურების ორგანიზებას; თ) უზრუნველყოფს სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამის დამუშავებას; ი) უზრუნველყოფს ჯამური-ყოველთვიური, კვარტალური, წლიური ანგარიშების წარმოებას და მათ ანალიზს, ამ მიზნით სტრუქტურული ერთეულებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვას; კ) ასრულებს სამსახურის უფროსის დავალებებს; 6. სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი (სამმართველო): ა) უწევს ფსიქო-სოციალურ მომსახურებას (ფსიქოკორექცია, ფსიქოთერაპია, პრევენცია (პროფილაქტიკა), ფსიქოდიაგნოსტიკა, რესოციალიზაცია) საგანმანათლებლო დაწესებულების ფსიქოლოგიური პრობლემების, ქცევითი და ემოციური დარღვევების მქონე მოსწავლეებს, სტუდენტებს, პროფესიულ სტუდენტებს, მათ მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას ან/და მასწავლებლებს; ბ) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურთათვის, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციისათვის, მასწავლებლებისათვის, საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის, სტუდენტებისათვის, პროფესიული სტუდენტებისათვის, მათი მშობლებისათვის/კანონიერი წარმომადგენლებისათვის ფსიქოლოგიური და საგანმანათლებლო ტრენინგების ჩატარებას; გ) დაინტერესებულ პირსა და სამსახურს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს ფსიქო-სოციალური მომსახურების გაწევას (ფსიქოკორექცია, ფსიქოთერაპია, პრევენცია (პროფილაქტიკა), ფსიქოდიაგნოსტიკა, რესოციალიზაცია) განმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის, სტუდენტებისათვის, პროფესიული სტუდენტებისათვის, მათი მშობლებისათვის, კანონიერი წარმომადგენლებისათვის, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციისათვის და მასწავლებლებისათვის; დ) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულების ფსიქოლოგიური პრობლემების, ქცევითი და ემოციური დარღვევების მქონე მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, პროფესიულ სტუდენტებთან, მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან და მასწავლებლებთან სოციალური მუშაობის სისტემისა და სტრატეგიის შემუშავებასა და დანერგვას; ე) ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის (სამმართველო) სოციალური მუშაკის უფლება-მოვალეობებს ათანხმებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - სოციალური მომსახურების სააგენტოსთან; ვ) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულების ფსიქოლოგიური პრობლემების, ქცევითი და ემოციური დარღვევების მქონე მოსწავლეების, სტუდენტების, პროფესიული სტუდენტების, მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციისა და მასწავლებლებისათვის სოციალური ინტეგრაციის მხარდამჭერი პროექტების მომზადებასა და განხორციელებას; ზ) უზრუნველყოფს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების ჩატარებას საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან, პედაგოგებთან, მშობლებთან და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურთან; თ) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლის, სტუდენტის, პროფესიული სტუდენტის მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ან/და მასწავლებლების, ინფორმირებას და კონსულტაციის გაწევას საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ი) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურთა გადამზადებას (სერტიფიცირების) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურობის კანდიდატების მოსამზადებელ კურსებში; კ) უზრუნველყოფს სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამის დამუშავებას; ლ) უზრუნველყოფს ჯამური-ყოველთვიური, კვარტალური, წლიური ანგარიშების წარმოებას და მათ ანალიზს, ამ მიზნით სტრუქტურული ერთეულებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვას; მ) ასრულებს სამსახურის უფროსის დავალებებს; 7. სამსახურის პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამმართველო: ა) სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშავებს პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის განხორციელების მეთოდოლოგიას და ნერგავს პროფორიენტაციის სისტემას საჯარო სკოლებში; ბ) უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგთა მომზადებას პროფესიული ორიენტაციის კუთხით; გ) აწარმოებს პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამასთან დაკავშირებული აქტივობების კოორდინაციასა და მონიტორინგს; დ) კლასის დამრიგებელთან ერთად მონაწილეობს პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილების, გაფართოებული შეხვედრებისა და ექსკურსიების ორგანიზებაში; ე) აწარმოებს დამსაქმებელთა ბაზებს; ვ) აწარმოებს საერთო საინფორმაციო ბაზებს პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ; ზ) უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების ინფორმირებას უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის პირობების, ვადებისა და დაფინანსების შესახებ; თ) უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების ინფორმირებას ცალკეულ პროფესიათა თავისებურებების შესახებ; ი) ახორციელებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციის პროცედურებს; კ) უზრუნველყოფს სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამის დამუშავებას; ლ) უზრუნველყოფს ჯამური-ყოველთვიური, კვარტალური, წლიური ანგარიშების წარმოებას და მათ ანალიზს, ამ მიზნით სტრუქტურული ერთეულებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვას; მ) ასრულებს სამსახურის უფროსის დავალებებს.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|