ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების გამოყენების და მართვის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.07.2014
ძალის დაკარგვა 11.01.2018
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016155
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია | ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების გამოყენების და მართვის საკითხთა კომისიის დებულების
დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2014 წლის 21 ივლისი
ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების გამოყენების და მართვის საკითხთა კომისიის დებულების
დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ პუნქტის ,,ბ.დ.“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების გამოყენების და მართვის საკითხთა კომისიის დებულება წარმოდგენილი რედაქციით დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელაშა გოგია
დანართი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების გამოყენების და მართვის საკითხთა კომისიის დებულება
ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განსაზღვრავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების გამოყენების და მართვის საკითხთა კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურასა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 1🔗.
კომისიის სტატუსი
1.
სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების გამოყენების და მართვის საკითხთა კომისია (შემდგომ - კომისია) იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, გამგეობის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამისი მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.
2.
კომისიის საქმიანობის წესი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით.
მუხლი 2🔗.
კომისიის უფლებამოსილება
1.
კომისია:
ა)
განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებსა და დასკვნებს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწით სარგებლობის წესების დადგენის შესახებ;
ბ)
ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განვითარების პროგრამების პროექტების დამტკიცების შესახებ;
გ)
ადგილობირვი მნიშვნელობის ტყის და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების მართვის წესების დადგენის შესახებ;
დ)
შეიმუშავებს დასკვნებსა და წინადადებებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სასოფლო–სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ და ამ მიზნით თანამშრომლობს კომპეტენტურ ინსტიტუტებთან და სპეცილისტებთან;
ე)
ამზადებს დასკვნებსა და წინადადებებს სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი, შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ ინფორმაციის კონსოლიდაცია და დაინტერესეული უწყებებისთვის მიწოდების თაობაზე;
ვ)
შინაური ცხოველების ყოლის წესების დადგენა და უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა;
2.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.
მუხლი 3🔗.
კომისიის თავმჯდომარე
1.
კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28-ე და საკრებულოს რეგლამენტის 26-ე, 102-ე და 103-ე მუხლებით დადგენილი წესით.
2.
კომისიის თავმჯდომარე:
ა)
იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას;
ბ)
ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას;
გ)
არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ;
დ)
ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის;
ე)
ამ დებულების შესაბამისად ქმნის კომისიის სამუშაო ჯგუფებს;
ვ)
ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას;
ზ)
აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს;
თ)
კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს;
ი)
საკრებულოს ბიუროს მიერ დადგენილი კვოტის ფარგლებში კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-სპეციალისტებს და წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარეს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად;
კ)
ნიშნავს კომისიის საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას;
ლ)
აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;
მ)
საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ნ)
ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს;
ო)
ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3.
კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ–ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. ამ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის დავალების არ არსებობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის უფლება–მოვალეობებს ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი.
მუხლი 4🔗.
კომისიის სამუშაო ჯგუფები
1.
კომისიის უფლებამოსილებათა ფუნქციური დაჯგუფების მიხედვით კომისიის წევრებისაგან იქმნება სამუშაო ჯგუფები.
2.
კომისიის წევრთა გადანაწილებას სამუშაო ჯგუფებში, კომისიის წევრთა სურვილის გათვალისწინებით ახდენს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრი შეიძლება იყოს კომისიის რამდენიმე სამუშაო ჯგუფის წევრი.
3.
სამუშაო ჯგუფის ფუნქციაა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განიხილოს და მოამზადოს კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხები.
4.
კომისიაში იქმნება შემდეგი სამუშაო ჯგუფები:
ა)
სივრცით-ტერიტორიული დადგეგმარების საკითხთა სამუშაო ჯგუფი;
ბ)
საინფორმაციო სისტემის განვითარების საკითხთა სამუშაო ჯგუფი.
5.
სივრცით-ტერიტორიული დადგეგმარების საკითხთა სამუშაო ჯგუფი წინასწარ განიხილავს და კომისიას განსახილველად წარუდგენს ამ დებულების მე-2 მუხლის ,,ა' და ,,ვ' პუნქტებით განსაზღვრულ საკითხებს.
6.
სივრცით-ტერიტორიული დადგეგმარების საკითხთა სამუშაო ჯგუფი წინასწარ განიხილავს და კომისიას განსახილველად წარუდგენს ამ დებულების მე-2 მუხლის ,,ა' და ,,ვ' პუნქტებით განსაზღვრულ საკითხებს.
7.
საინფორმაციო სისტემის განვითარების საკითხთა სამუშაო ჯგუფი წინასწარ განიხილავს და კომისიას განსახილველად წარუდგენს ამ დებულების მე–2 მუხლის ,,ნ' და ,,ო' პუნქტებით განსაზღვრულ საკითხებს.
მუხლი 5🔗.
კომისიის საკონსულტაციო საბჭოები
1.
კომისიის საკონსულტაციო საბჭოები იქმნება შესაბამისი დარგის კომპეტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე, მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტების, ასევე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლებისაგან.
2.
კომისიის საბჭოების პერსონალურ შემადგენლობას, მოწვეულ პირებთან შეთანხმებით, განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
3.
საკონსულტაციო საბჭოები კომისიის თავმჯდომარის წინადადებით წინასწარ განიხილავენ კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებს, შეიმუშავებენ შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს, განიხილავენ კომისიის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში არსებულ პრობლემებს და მათი გადაწყვეტის შესაძლო გზებს.
მუხლი 6🔗.
კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა
1.
კომისიის, მისი სამუშაო ჯგუფების და კომისიის საკონსულტაციო საბჭოების ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.
2.
კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე, არაუმეტეს 6 თვის ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტანტებს.
მუხლი 7🔗.
დასკვნითი დებულებები
1.
კომისიის დებულებას საკრებულოს თავმჯდომარის წარდგენით ამტკიცებს საკრებულო.
2.
დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება დებულების დამტკიცებისათვის დადგენილი წესით.