ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.07.2014
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3-8
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.101.016008
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/07/2014
matsne.gov.ge 1,282 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3-8 2014 წლის 21 ივლისი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვიმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.დ” ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის  თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თანდართული დებულება.   2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) ,,თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 9 ივლისის N8-53 გადაწყვეტილება; ბ) ,,ქ. თბილისის საკრებულოს საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“  ქ. თბილისის საკრებულოს 2012 წლის 26 ოქტომბრის N12-45 გადაწყვეტილება. 3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი დანართი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების  კომისიის დებულება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (შემდგომში - საკრებულო) დედაქალაქის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის, საინვესტიციო პოლიტიკის გატარების და უცხოეთის თვითმმართველობებთან ურთიერთობის დამყარების  მიზნით, შექმნილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისია (შემდგომში - კომისია). 2. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს  და საკრებულოს წარუდგენს სამართლებრივი აქტების პროექტებს. 3. კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს ამ დებულების, საკრებულოს რეგლამენტისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად. თავი II კომისიის სტრუქტურა, კომპეტენცია და კომისიის წევრთა უფლებამოსილებანი მუხლი 2🔗 1. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საკრებულოს არანაკლებ 5 წევრით. 2. კომისიის წევრებს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით,  საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და იმ საკრებულოს წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში, ამტკიცებს  საკრებულო. 3. კომისიის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საკრებულოს წევრი.  მუხლი 3🔗 1. კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და/ან წარმოდგენილ პროექტებზე დასკვნის მომზადება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება: ა) დედაქალაქის სტრატეგიული განვითარების გეგმის, ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავებას, განხორციელებას, განახლების კოორდინაციას და მათი შესრულების მონიტორინგს; ბ) ქალაქის საშუალო და მოკლევადიანი განვითარების პროგრამების შედგენას, განხორციელებას და განახლებას; გ) ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობას და ინვესტორთა მხარდაჭერას; დ) მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი პროექტების განხორციელებას; ე) ქ. თბილისში მიმდინარე ენერგოდაზოგვით პროექტებში მონაწილეობას; ვ) ადგილობრივ გადასახადებს, ადგილობრივ მოსაკრებლებსა და ნებართვებს, ადგილობრივ დონეზე რეგულირებად ტარიფებს; ზ) სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებს; თ) სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობას;                   ი) საზღვარგარეთის ქვეყნების თვითმმართველობების შესწავლასა და გამოცდილების გაზიარებას; კ) საზღვარგარეთის ქვეყნების თვითმმართველობების ორგანოებთან აქტიურ თანამშრომლობას, პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავებას; ლ) საზღვარგარეთის ქვეყნების თვითმმართველ ორგანოებთან თანამშრომლობის ეფექტიანი განხორციელებისათვის ინვესტიციების მოზიდვასა და ძიებას. 2. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ამყარებს ურთიერთობებს საქართველოს, უცხოეთის და  საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო ორგანოებთან; ბ) აქტიურად თანამშრომლობს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და არასამთავრობო სექტორთან; გ) განიხილავს იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომლებსაც ირჩევს ან თანხმობას აძლევს დანიშვნაზე საკრებულო, რის თაობაზეც დასკვნებს წარუდგენს საკრებულოს; დ) განიხილავს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებებს და ახდენს სათანადო რეაგირებას; ე) ამზადებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს მის კომპეტენციაში მიკუთნებულ საკითხებთან დაკავშირებით და მათ წარუდგენს საკრებულოს ან გზავნის დანიშნულებისამებრ; ვ) ახდენს ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობას და ინვესტორთა მხარდაჭერას; ზ) ახორციელებს ქალაქში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას; თ) მონაწილეობს საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენებში, ბაზრობებში, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიბებში. ხელს უწყობს თბილისში ანალოგიური ღონისძიებების ორგანიზებას; ი) მონაწილეობს ქალაქში სამუშაო ძალისა და სამუშაო ადგილების მდგომარეობის მონიტორინგში და მათი განვითარების ხელშემწყობ პროექტებში; კ) მონაწილეობს დედაქალაქში მუნიციპალური მომსახურების არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადების, მუნიციპალური მომსახურების გაუმჯობესების ღონისძიებებში; ლ) მონაწილეობს საქალაქო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით ინფორმაციის მომზადებისა და განვითარების პროექტებში;  მ) ახორციელებს ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ უფლებამოსილებებს.  მუხლი 4🔗 1. კომისიის წევრს უფლება აქვს: ა) თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს კომისიის მუშაობაში, განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, მოსაზრებები  და წარმოადგინოს წინადადებები; ბ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან. 2. კომისიის წევრი ვალდებულია: ა) მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში; ბ) შეასრულოს კომისიის მიერ დაკისრებული მოვალეობები. თავი III კომისიის სხდომები მუხლი 5🔗 1. კომისიის სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს კომისია, მაგრამ არანაკლებ თვეში 1 სხდომისა. კომისიის მორიგი სხდომა მოიწვევა წინასწარ განსაზღვრულ დროს. კომისიის მორიგი სხდომის ჩატარების დროს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიის სხდომის მასალები ურიგდებათ და ინფორმაცია მისი დღის წესრიგისა და თარიღის შესახებ  კომისიის წევრებს ეცნობებათ სხდომამდე შესაძლოდ მოკლე ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს ერთი დღისა. 3. კომისიის მორიგი სხდომის დღის წესრიგი სხდომამდე არაუგვიანეს ერთი დღისა განთავსდება საკრებულოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე. 4. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. 5. კომისიის წევრები ვალდებულნი არიან დაესწრონ კომისიის სხდომას და მონაწილეობა მიიღონ მის მუშაობაში. ამ მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს რეგლამენტით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 6. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია ან ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით, ღია კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. 7. კომისიის სხდომა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ნებისმიერი დაინტერესებული პირი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. განსაკუთრებულ შემთხვევაში იმართება დახურული სხდომა. დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 8. კომისიის სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ საკრებულოს წევრები, რომლებიც არ შედიან ამ კომისიის შემადგენლობაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წევრები, რომელთაც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიეცემათ სიტყვით გამოსვლის უფლება. კომისიის სხდომაზე დასასწრებად ასევე შეიძლება მოწვეულ იქნენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა დადგენილი წესით აკრედიტებული წარმომადგენლები.  მუხლი 6🔗 1. კომისიის სხდომაზე განიხილება კომისიაში შემუშავებული და შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტები, ინფორმაციები, მოქალაქეთა საჩივრები და განცხადებები, მთავრობის წევრთა და თანამდებობის პირთა ახსნა-განმარტებები და სხვა საკითხები. 2. კომისია იღებს გადაწყვეტილებას რეკომენდაციის, დასკვნის, წინადადების სახით. 3. კომისიის გადაწყვეტილებები წარედგინება საკრებულოს სხდომას და/ან იგზავნება დანიშნულებისამებრ. 4. საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალები. 5. საკრებულოს მიერ არჩეული და მისი თანხმობით დანიშნული თანამდებობის პირი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომისიამ. მუხლი 7🔗 საკრებულოს თავმჯდომარის მოთხოვნით ან შესაბამისი კომისიების გადაწყვეტილებით შეიძლება გაიმართოს კომისიების ერთობლივი სხდომა. ერთობლივ სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კომისიები ცალ-ცალკე კენჭისყრით იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. თავი IV კომისიის თავმჯდომარე მუხლი 8🔗 1. კომისიის თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო. 2. კომისიის თავმჯდომარე: ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს კომისიის სხდომებს; ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი  პროცედურების დაცვას; გ) ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას; დ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს; ე) ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმებს; ვ) მოქმედებს კომისიის სახელით; ზ) ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით  და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. კომისია კომისიის წევრთაგან განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს კომისიის თავმჯდომარის მიერ მისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების შემთხვევისათვის.  მუხლი 9🔗 1. კომისიის თავმჯდომარე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვან საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა, კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტმა და საკრებულოს თავმჯდომარემ. 2. კომისიის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. 3. კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე განაცხადოს თავისი გადადგომის შესახებ. შესაბამისი განცხადება წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც მას გააცნობს საკრებულოს. კომისიის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება საკრებულოს თავმჯდომარისათვის განცხადების წარდგენის დღიდან.  4. კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საკრებულო უახლოეს სხდომაზე რეგლამენტით გათვალისწინებული წესით ირჩევს კომისიის ახალ თავმჯდომარეს.  თავი V კომისიის სამდივნო მუხლი 10🔗 1. კომისიის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება კომისიის სამდივნო, რომელიც წარმოადგენს კომისიისადმი დაქვემდებარებულ საკრებულოს აპარატის მუდმივმოქმედ სტრუქტურულ ერთეულს. 2. კომისიის სამდივნო: ა) ორგანიზებას უწევს კომისიის სხდომების მომზადებას, მიღებული გადაწყვეტილებებისა და სხდომათა ოქმების გაფორმებას; ბ) ახორციელებს საკონსულტაციო და ანალიტიკურ ფუნქციებს, ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებასა და საქმისწარმოებას; გ) მუშაობს კომისიის დებულებით განსაზღვრულ საკითხებზე, ასრულებს კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის დავალებებს; დ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს აპარატის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 3. კომისიის სამდივნოს შემადგენლობაში შედიან კომისიის სამდივნოს უფროსი, საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მოსამსახურეები, ასევე შტატგარეშე მოსამსახურეები  და საზოგადოებრივ საწყისებზე მოწვეული სპეციალისტები.  4. კომისიის სამდივნოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მოსამსახურეების დანიშვნის მიმართ გამოიყენება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი. 5. კომისიის სამდივნოს შტატგარეშე მოსამსახურეების მიმართ გამოიყენება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 35-ე მუხლის პირველი ნაწილის  „თ“ ქვეპუნქტი. თავი VI დასკვნითი დებულებები მუხლი 11🔗 კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.