ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.07.2014
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3-3
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.101.016003
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/07/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.07.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3-3
2014 წლის 21 ივლისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.დ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1.
დამტკიცდეს ქალაქ თბილისის საკრებულოს მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულება.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქ. თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2006 წლის 20 ნოემბრის N2-10 გადაწყვეტილება.
3.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი
დანართი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (შემდგომში - საკრებულო) ქალაქ თბილისის ფინანსურ სისტემაში - საბიუჯეტო სისტემების შესახებ საკანონმდებლო ნორმატიული აქტების, ქალაქისა და რაიონების ბიუჯეტების ფორმირების, ფულადი სახსრების მობილიზაციის, ბიუჯეტის შემოსავლების მიზნობრივად განკარგვისა და სხვა საკითხებზე საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტებისა და დასკვნების მომზადების მიზნით, რაც მიმართული იქნება დედაქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისაკენ შექმნილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისია (შემდგომში - კომისია).
2. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და საკრებულოს წარუდგენს სამართლებრივი აქტების პროექტებს.
3. კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს ამ დებულებით, საკრებულოს რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
თავი II
კომისიის სტრუქტურა, კომპეტენცია და კომისიის
წევრთა უფლებამოსილებანი
მუხლი 2🔗
1. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საკრებულოს არანაკლებ 5 წევრით.
2. კომისიის წევრებს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და იმ საკრებულოს წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში, ამტკიცებს საკრებულო.
3. კომისიის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საკრებულოს წევრი.
მუხლი 3🔗
1. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) შეიმუშავებს, განიხილავს და ამზადებს საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ბ) მონაწილეობს საკრებულოში შემოსული პროექტების განხილვაში, ამზადებს დასკვნებს და გადასცემს საკრებულოს შესაბამის ორგანოებს;
გ) განიხილავს იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომლებსაც ირჩევს ან თანხმობას აძლევს დანიშვნაზე საკრებულო, რის თაობაზეც დასკვნებს წარუდგენს საკრებულოს;
დ) ახდენს ქ. თბილისის საფინანსო-საბიუჯეტო სისტემაში გასატარებელ ღონისძიებათა მოსალოდნელი შედეგების შეფასებას და აღნიშნულის თაობაზე ამზადებს შესაბამის დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ე) ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში, იხილავს ქ. თბილისის მერის მიერ წარმოდგენილ ქ. თბილისის ბიუჯეტის პროექტს და ამზადებს შესაბამის დასკვნას.
ვ) საკრებულოს წარუდგენს დასკვნებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზღვრული განაკვეთების ფარგლებში ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების დაწესების (შემოღების), აგრეთვე მათი გაუქმების ან მათში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
ზ) ამზადებს დასკვნებს ქ. თბილისის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშზე, ახდენს ქ. თბილისის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის (საგადასახადო, არასაგადასახადო და კაპიტალური შემოსავლების) შესრულების მიმდინარეობის ანალიზს;
თ) დედაქალაქის სოციალ-ეკონომიკური განვითარების მიზნით ხელს უწყობს სხვადასხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარებას და ახდენს ინფორმაციის გაცვლას;
ი) განიხილავს ადგილობრივი საკუთრების მართვასა და განკარგვას, ამ საკუთრების შექმნის, შეძენის, იჯარით ან სხვა ფორმით სარგებლობაში გადაცემის და გასხვისების წესების დადგენასთან დაკავშირებულ საკითხებს;
კ) განიხილავს ადგილობრივი საკუთრების ობიექტებით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის საკითხს;
ლ) ქ. თბილისში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისათვის შეიმუშავებს საჭირო რეკომენდაციებს;
მ) იხილავს დედაქალაქის სახელით დადებულ საინვესტიციო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ჩარჩოში, მუნიციპალური განვითარებისა და სხვა მიზნობრივ პროგრამებს;
ნ) ისმენს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირთა ახსნა-განმარტებებს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს;
ო) წყვეტს თავისი საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს.
პ) კომისია ითანხმებს ქ. თბილისის ბიუჯეტის ასიგნებათა გადანაწილების წესს.
2. კომისია განიხილავს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებებსა და საჩივრებს და ახდენს სათანადო რეაგირებას.
3. კომისია ახორციელებს ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილ უფლებამოსილებებს.
მუხლი 4🔗
1. კომისიის წევრს უფლება აქვს:
ა) თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს კომისიის მუშაობაში, განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, მოსაზრებები და წარმოადგინოს წინადადებები;
ბ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან.
2. კომისიის წევრი ვალდებულია:
ა) მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში;
ბ) შეასრულოს კომისიის მიერ დაკისრებული მოვალეობები.
თავი III
კომისიის სხდომები
მუხლი 5🔗
1. კომისიის სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს კომისია, მაგრამ არანაკლებ თვეში 1 სხდომისა. კომისიის მორიგი სხდომა მოიწვევა წინასწარ განსაზღვრულ დროს. კომისიის მორიგი სხდომის ჩატარების დროს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის სხდომის მასალები ურიგდებათ და ინფორმაცია მისი დღის წესრიგისა და თარიღის შესახებ კომისიის წევრებს ეცნობებათ სხდომამდე შესაძლოდ მოკლე ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს ერთი დღისა.
3. კომისიის მორიგი სხდომის დღის წესრიგი სხდომამდე არაუგვიანეს ერთი დღისა განთავსდება საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
4. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
5. კომისიის წევრები ვალდებულნი არიან დაესწრონ კომისიის სხდომას და მონაწილეობა მიიღონ მის მუშაობაში. ამ მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს რეგლამენტით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
6. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია ან ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით, ღია კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
7. კომისიის სხდომა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ნებისმიერი დაინტერესებული პირი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. განსაკუთრებულ შემთხვევაში იმართება დახურული სხდომა. დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
8. კომისიის სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ საკრებულოს წევრები, რომლებიც არ შედიან ამ კომისიის შემადგენლობაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წევრები, რომელთაც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიეცემათ სიტყვით გამოსვლის უფლება. კომისიის სხდომაზე დასასწრებად ასევე შეიძლება მოწვეულ იქნენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა დადგენილი წესით აკრედიტებული წარმომადგენლები.
მუხლი 6🔗
1. კომისიის სხდომაზე განიხილება კომისიაში შემუშავებული და შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტები, ინფორმაციები, მოქალაქეთა საჩივრები და განცხადებები, მთავრობის წევრთა და თანამდებობის პირთა ახსნა-განმარტებები და სხვა საკითხები.
2. კომისია იღებს გადაწყვეტილებას რეკომენდაციის, დასკვნის, წინადადების სახით.
3. კომისიის გადაწყვეტილებები წარედგინება საკრებულოს სხდომას და/ან იგზავნება დანიშნულებისამებრ.
4. საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალები.
5. საკრებულოს მიერ არჩეული და მისი თანხმობით დანიშნული თანამდებობის პირი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომისიამ.
მუხლი 7🔗
საკრებულოს თავმჯდომარის მოთხოვნით ან შესაბამისი კომისიების გადაწყვეტილებით შეიძლება გაიმართოს კომისიების ერთობლივი სხდომა. ერთობლივ სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კომისიები ცალ-ცალკე კენჭისყრით იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.
თავი IV
კომისიის თავმჯდომარე
მუხლი 8🔗
1. კომისიის თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო.
2. კომისიის თავმჯდომარე:
ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს კომისიის სხდომებს;
ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი პროცედურების დაცვას;
გ) ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;
დ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
ე) ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმებს;
ვ) მოქმედებს კომისიის სახელით;
ზ) ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. კომისია კომისიის წევრთაგან განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს კომისიის თავმჯდომარის მიერ მისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების შემთხვევისათვის.
მუხლი 9🔗
1. კომისიის თავმჯდომარე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვან საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა, კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტმა და საკრებულოს თავმჯდომარემ.
2. კომისიის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.
3. კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე განაცხადოს თავისი გადადგომის შესახებ. შესაბამისი განცხადება წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც მას გააცნობს საკრებულოს. კომისიის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება საკრებულოს თავმჯდომარისათვის განცხადების წარდგენის დღიდან.
4. კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საკრებულო უახლოეს სხდომაზე რეგლამენტით გათვალისწინებული წესით ირჩევს კომისიის ახალ თავმჯდომარეს.
თავი V
კომისიის სამდივნო
მუხლი 10🔗
1. კომისიის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება კომისიის სამდივნო, რომელიც წარმოადგენს კომისიისადმი დაქვემდებარებულ საკრებულოს აპარატის მუდმივმოქმედ სტრუქტურულ ერთეულს.
2. კომისიის სამდივნო:
ა) ორგანიზებას უწევს კომისიის სხდომების მომზადებას, მიღებული გადაწყვეტილებებისა და სხდომათა ოქმების გაფორმებას;
ბ) ახორციელებს საკონსულტაციო და ანალიტიკურ ფუნქციებს, ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებასა და საქმისწარმოებას;
გ) მუშაობს კომისიის დებულებით განსაზღვრულ საკითხებზე, ასრულებს კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის დავალებებს;
დ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს აპარატის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
3. კომისიის სამდივნოს შემადგენლობაში შედიან კომისიის სამდივნოს უფროსი, საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მოსამსახურეები, ასევე შტატგარეშე მოსამსახურეები და საზოგადოებრივ საწყისებზე მოწვეული სპეციალისტები.
4. კომისიის სამდივნოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მოსამსახურეების დანიშვნის მიმართ გამოიყენება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
5. კომისიის სამდივნოს შტატგარეშე მოსამსახურეების მიმართ გამოიყენება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 35-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი.
თავი VI
დასკვნითი დებულებები
მუხლი 11🔗
კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.