„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3436
სარეგისტრაციო კოდი
110.040.000.04.001.002.355
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 32, 31/07/2006

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №14(21), 1999 წელი, მუხ. 62) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქმის საკასაციო წესით განმხილველ სასამართლოს შეუძლია მოტივირებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს დიდ პალატას, თუ:

ა) საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას;

ბ) საკასაციო პალატა არ იზიარებს სხვა საკასაციო პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას);

გ) საკასაციო პალატა არ იზიარებს დიდი პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას).“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 13 ივლისი.

№3436–რს

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.07.2006.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 13.07.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3436. სარეგისტრაციო კოდი — 110.040.000.04.001.002.355.
სად არის „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.07.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3436, 13.07.2006, სარეგისტრაციო კოდი 110.040.000.04.001.002.355 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/24154/