ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.07.2014
ძალის დაკარგვა 05.02.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.173.016010
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ბერიძე | ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
2014 წლის 22 ივლისი
ქ. ახალციხე
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ბერიძე
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის
ადმინისტრაციული სამსახურის
დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ - “სამსახური”) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს – ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის საქმიანობის სრულყოფას, სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობას, მერის საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვის, საკადრო საკითხთა, შესყიდვების, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა, აგრეთვე მერის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფას;
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. ადმინისტრაციული სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-ს, საქართველოს კანონის – „ზოგად ადმინისტრაციული კოდექსი”-ს და ,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №-2 დადგენილების შესაბამისად მერიის დებულების მოთხოვნათა უზრუნველყოფის მიზნით;
4. ადმინისტრაციული სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით;
5. ადმინისტრაციული სამსახურის ადგილსამყოფელია: საქართველო, ახალციხე 0800, შალვა ახალციხელის №2.
მუხლი 2🔗.
ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
ა) მერისათვის საკრებულოში სამართლებრივი აქტის მიღების ინიციატივის განხორციელებაში ხელშეწყობა;
ბ) მერისათვის (მერის მოადგილეებისათვის) კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაში ხელშეწყობა;
გ) მერის, მერის მოადგილეების და მერიაში შემავალი სამსახურების პერიოდული უზრუნველყოფა საქართველოს მედიის მიერ გავრცელებული ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის თაობაზე;
დ) მედიის საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობა;
ე) მერიის მუშაობის შედეგების საინფორმაციო ბაზის წარმართვა და ანალიზი;
ვ) საიდუმლო საქმისწარმოებისა და საიდუმლო რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
ზ) მერიაში საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
თ) მერიის არქივის წარმოება;
ი) მერიაში ერთიან საქმის წარმოებასთან დაკავშირებით სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება;
კ) მერიაში დოკუმენტაციის შეუფერხებელი ბრუნვის უზრუნველყოფა;
ლ) მერის , მერის მოადგილეების დავალებების შესრულების კონტროლი;
მ) მერის, მერის მოადგილეების თათბირების ორგანიზება;
ნ) მოქალაქეთათვის მერიის საქმიანობის გაცნობა;
ო) მერიის სისტემაში შემავალ სამსახურებთან ურთიერთობის დამყარება, მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ერთობლივი პროექტების კოორდინირებულად განხორციელება;
პ) საკადრო მონაცემების ინფორმაციის ბაზის წარმოება;
ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ურთიერთობას ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით სამთავრობო, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საწარმო-დაწესებულებების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და კერძო ბიზნესის სტრუქტურებთან;
რ) უზრუნველყოფს საქმიანი პარტნიორების გამოვლენასა და მათთან კონტაქტების დამყარებას;
ს) ხელს უწყობს ოფიციალური დელეგაციების მიღებასა და დაბინავებას;
ტ) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში მყოფი უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მერიის მიერ დახვედრის, მიღების, გაცილების ორგანიზება;
უ) უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, მერის წერილების, ოფიციალური დოკუმენტაციების პროექტების მომზადებასა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერისათვის წარდგენას;
ფ) სტრუქტურული ქვედანაყოფის მეშვეობით, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მერის, მერის მოადგილეების სხვა დავალებების შესრულება.
2.2. სამსახური ვალდებულია:
ა) დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები და წინამდებარე დებულების ნორმები;
ბ) მოამზადოს ყოველწლიური ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ და წარუდგინოს გამგებელს;
გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს ყოველკვარტალური და წლიური ანალიზი შესყიდვების განხორციელების მდგომარეობის კუთხით და წარუდგინოს გამგებელს;
დ) უზრუნველყოს გამგებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების დაცვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) პასუხი აგოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებულ „ვალდებულების დოკუმენტის“ მართებულობაზე.
მუხლი 3🔗.
ადმინისტრაციის საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა
1. სამსახური შედგება:
1.1. სამსახურის უფროსის;
1.2. მერის თანაშემწის;
1.3. მერის წარმომადგენლების;
1.4. განყოფილების უფროსების;
1.5. სამსახურის მოხელეებისგან.
2. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი.
2.1. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს, წარმართავს და პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში (ოპერატიული აუცილებლობიდან გამომდინარე), ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე;
გ) წარმოადგენს სამსახურს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას;
დ) ამ დებულების შესაბამისად, გასცემს სათანადო მითითებებსა და დავალებებს;
ე) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებზე, მოსამსახურეთა წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მათ მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლების და სწავლების შესახებ. კონტროლს უწევს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს მათზე სამსახურეობრივ ზედამხედველობას, აგრეთვე უზრუნველყოფს კადრების კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებათა განხორციელებას;
ვ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, წარუდგენს მათ სამსახურის მიერ მომზადებულ წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;
ზ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს;
თ) შეაქვს დასაბუთებული წინადადებები მერთან სამსახურის წლიური ხარჯების საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში წარადგენს დამატებითი ხარჯების პროექტს;
ი) წყვეტს სამსახურისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების საკითხებს, პასუხს აგებს ამ სახსრების მიზანმიმართულად გამოყენებაზე;
კ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებს და მეთოდებს, მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს, ანაწილებს ფუნქციებს მოსამსახურეთა შორის; ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; უქმნის სამსახურის თანამშრომლებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, საიდუმლოების რეჟიმის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;
ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მერისა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2.2.მერის თანაშემწე:
ა) აწარმოებს შესაბამისი თანამდებობის პირის სახელზე შემოსულ კორესპონდენციების ანალიზს და სისტემატიზაციას, განსახილველად ამზადებს შესაბამის კორესპონდენციას;
ბ) ახორციელებს კონტროლს შესაბამისი თანამდებობის პირის მიერ გაცემული დავალებების შესრულებაზე;
გ) უზრუნველყოფს დაწესებულებების, ორგანიზაციების წინადადებებზე, განცხადებებსა და საჩივრებზე მუშაობის ორგანიზაციას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერისა და მერის მოადგილეების, ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებებს.
2.3.სამსახურის განყოფილების უფროსი:
ა) სამსახურის განყოფილების უფროსს 'საჯარო სამსახურის შესახებ' კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი;
ბ) სამსახურის განყოფილების უფროსი ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობებს სამსახურის უფროსის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გადაყენებისას;
გ) სამსახურის განყოფილების უფროსი ასრულებს სამსახურის უფროსის დავალებებს და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
2.4. სამსახურის მოხელე:
ა) სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეები. თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი;
ბ) ვალდებულნი არიან დროულად და ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი.
გ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები.
დ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა მუნიციპალურ ქონებას.
მუხლი 4🔗.
განყოფილებები და მათი ძირითადი ფუნქციები
4.1. საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება
ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვა, რეგისტრაცია და დოკუმენტების გადაცემა შემსრულებლისათვის;
ბ) დოკუმენტების შესრულების კონტროლი და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება;
გ) გასული დოკუმენტების გაგზავნა;
დ)საქმეთა მომზადება არქივისათვის ჩასაბარებლად;
ე) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვა;
ვ) საქმის წარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენება;
ზ) თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნება;
თ) ელექტრონულ საქმისწარმოება;
ი) საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელება;
კ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება; მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმება; მუნიციპალიტეტის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება; აღრიცხვა და კონტროლი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე;
ლ) მოსამსახურეთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზება;
მ) საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება; მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება; სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა; კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენა; გადამზადების პროგრამათა განსაზღვრა; კონტროლი მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის) ამაღლების კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებაზე.
ნ) მოქმედი კანონმდებლობით, მერის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
4.2. საორგანიზაციო განყოფილება:
ა) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართული ფუნქციონირება;
ბ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობა, რემონტი და ტექნიკური მომსახურება;
გ) მერის სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულებში მერის წარმომადგენლის ოფისების საოფისე მასალების მომარაგება;
დ) მერის სამსახურების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობა, რემონტი და ტექნიკური მომსახურება;
ე) გამართული კომუნიკაცია მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაცია მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;
ვ) მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის ადმინისტრირება;
ზ) სხვა მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზება;
თ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
ი) ოფიციალური დელეგაციების მიღება, საგარეო ვიზიტების დაგეგმვა და ორგანიზება;
კ) მერის სამსახურებისა და წარმომადგენლების საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინირებული საქმიანობა;
ლ) მერის პრესკონფერენციების ჩატარება, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პრეს-დაიჯესტის მომზადება და გამოქვეყნება, ურთიერთობა მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;
მ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენა და დაარქივება
ნ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
4.3. შესყიდვების განყოფილება
ა) დადგენილი წესით ანალიტიკური, პროგნოზული, ექსპერტული და ინფორმაციული სამუშაოების შესრულება საკრებულოს მიერ დამტკიცებული ადგილობრივი შესყიდვების გეგმების საფუძველზე. ამ გეგმებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება;
ბ) შემსყიდველი ორგანიზაციებიდან მიღებული ანგარიშებისა და საფინანსო სამსახურის მიერ მოწოდებული (ფაქტიური დაფინანსების) მონაცემების საფუძველზე ადგილობრივი შესყიდვების სფეროში არსებული მდგომარეობის სისტემატური შესწავლა, გაანალიზება და სათანადო წინადადებების მომზადება;
გ) შემსყიდველი ორგანიზაციების საკონსულტაციო მომსახურება;
დ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისთვის ყველანაირი შესყიდვების პროცედურების განხორციელება და ხელშეკრულებათა მომზადება;
ე) მომწოდებელთა რეესტრის წარმოება;
ვ) ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა, ჯანსაღი კონკურენციის მხარდაჭერა და ადგილობრივი შესყიდვების პროცედურების გამჭვირვალობის ხელშეწყობა;
ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესყიდვების ორგანიზების პროცედურებისა და სანიმუშო დოკუმენტების ფორმების მომზადება, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წლიური გეგმის პროექტის მომზადება, დამტკიცებული შესყიდვის წლიური გეგმის შესაბამისად შესყიდვების მომზადება და განხორციელება. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გასაგზავნი წერილების, ანგარიშების, ხელშეკრულებების, ინფორმაციის და სხვა მასალების მომზადება, მათი დროულად წარდგენა სააგენტოში;
თ) ტენდერისა და კანონით დადგენილი შესყიდვის სხვა საშუალებების ორგანიზება, შესყიდვის პროექტის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, შესყიდვის ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება;
ი) დაგეგმილი და წარმოებული შესყიდვების, ასევე შესყიდვების არსებული და შესაძლო ობიექტების პოტენციური მიმწოდებლებისა და შესყიდვებში მონაწილე ორგანიზაციების, მათ მიერ საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების მიწოდებაზე გაკეთებული შემოთავაზებების, აგრეთვე მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ ერთიანი სისტემატიზებული ფორმით ინფორმაციის შეგროვება. შესყიდვების ჩატარების შესახებ პერიოდული და ყოველწლიური ანგარიშების მომზადება და მერთან წარდგენა.
4.4. განყოფილებას უფლება აქვს:
ა) მიიღოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში საჭირო ინფორმაცია განხორციელებული ან/და განსახორციელებელი შესყიდვების კუთხით მდგომარეობის ანალიზისა და პროგნოზირების მოსამზადებლად;
ბ) დაკისრებული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად, თავის საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიოს ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურების, სამეცნიერო და საპროექტო ორგანიზაციების, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები, ცალკეული სპეციალისტები;
გ) შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის ჩაატაროს შეხვედრები და ტრენინგ-სემინარები.
4.5. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება
ა) თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის სოციალური დაცვის, სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ბ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების შესწავლა, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მათი სოციალურ უფლებათა დაცვა;
გ) იმ პირთა აღრიცხვის ორგანიზება, რომელთა დახმარებაც ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან;
დ) მოსახლეობის შრომითი მოწყობის და უმუშევართა დახმარების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადება და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელება;
ე) თავშესაფრების მოწყობის ორგანიზება და მოსახლეობის სოციალური ადაპტაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება;
ვ) მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ფენებზე განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად მათი დახმარების ერთჯერადი და მიზნობრივი პროგრამების შემუშავება;
ზ) დახმარებისა და პენსიის მიმღებთა სოციალურ ადაპტაციაზე ზრუნვა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში დაწესებული სახელმწიფო სოციალური, ჰუმანიტარული, ერთდროული მატერიალური და სხვა სახის დახმარებათა გაცემის ორგანიზება;
ი) სოციალური სტატისტიკის წარმოება იმ ძირითად პრობლემათა გამოსავლენად და სრული სურათის მისაღებად, რომელიც მუნიციპალიტეტში პრიორიტეტად ითვლება;
კ) დადგენილი ფორმით მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა სოციალურად დაუცველ კონტიგენტის აღრიცხვა;
ლ) სახელმწიფო დაწესებულებებთან, ორგანიზაციებიდან სოციალურად დაუცველ კონტიგენტთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ინფორმაციის მიღება;
მ) ადგილობრივი თვითმმართველობის საბინაო ფონდის განაწილების რეგულირებაში მონაწილეობის მიღება;
ნ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგული, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების ზუსტი აღრიცხვის უზრუნველსაყოფად და შემდგომში მისი სწორად საწარმოებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
ო) პერიოდულად შეისწავლოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ვეტერანთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მდგომარეობა;
პ) მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 5🔗.
სამსახურის ქონება და ფინანსების წყაროები
1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის საკუთრებას.
2. სამსახური საბიუჯეტო დაწესებულებაა, რომლის დაფინასების ძირითადი წყაროა ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები.
მუხლი 6🔗.
სამსახურის რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია
სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 7🔗.
დასკვნითი დებულება
სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" შესაბამისად.