ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.07.2014
ძალის დაკარგვა 06.12.2017
გამომცემი ორგანო ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.173.016013
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ბერიძე | ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2014 წლის 22 ივლისი
ქ. ახალციხე
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ბერიძე
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის
დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახური (შემდგომში -სამსახური) არის ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მერიის სამართლებრივ მომსახურებას, მერიის ინტერესების სამართლებრივ დაცვას ყველა ინსტანციის სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, სამსახურში შემოსული განცხადებების, წერილებისა და მომართვების განხილვას, მერიის სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების იურიდიულ კონსულტირებას და სამართლებრივი დასკვნის მომზადებას, მერიაში შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტების, გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზასა და მათ ვიზირებას.
2. დებულება განსაზღვრავს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დანიშნულებას, მართვის ორგანიზებას, ამოცანებს და უფლება-მოვალეობებს.
3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
4. იურიდიული სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის", საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" და „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილების შესაბამისად, მერიის დებულების მოთხოვნათა უზრუნველყოფის მიზნით.
5. სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის მერის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ მოვალეობებს.
6. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზრვრება მერიის საშტატო ნუსხით, ხოლო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
7. სამსახურის სრული სახელწოდებაა „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახური“.
8. სამსახურის ადგილსამყოფელია - საქართველო, ახალციხე 0800, შალვა ახალციხელის ქ. №2.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება:
ა) სამსახურის უფროსის;
ბ) მთავარი სპეციალისტის;
გ) წამყვანი სპეციალისტისაგან.
მუხლი 3🔗.
სამსახურის უფროსი
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. სამსახურის უფროსი, კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართვას სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია მერის წინაშე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებაზე;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ) წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ.
დ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და რეკომენდაციებს;
ე) ზედამხედველობას უწევს სამსახურის სპეციალისტების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას;
ვ) პერიოდულად წარუდგენს მერს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ზ) ახორციელებს მერიაში მომზადებული სამართლებრივი აქტებისა და ოფიციალური დოკუმენტების ვიზირებას;
თ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3.სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას, მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს მერი.
მუხლი 4🔗.
მოსამსახურის უფლება-მოვალეობები
1.სამსახურის მოსამსახურეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2.მოსამსახურე პასუხისმგებელია მერისა და სამსახურის უფროსის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე.
3. მოსამსახურე უშუალო ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს მისი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე.
4. დადგენილი წესით სარგებლობს ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით.
5. სარგებლობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
6.მოსამსახურე ვალდებულია:
ა) დაიცვას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულოს უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ)შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვას საიდუმლოების რეჟიმი;
დ)იმუშაოს თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე) შეასრულოს დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ) გაუფრთხილდეს მის სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.
მუხლი 5🔗.
იურიდიული სამსახურის უფლებამოსილებები და ამოცანები
1. საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად იურიდიული სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ახორციელებს საკრებულოში განსახილველი იმ სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას, რომელიც მერის მიერ არის ინიციირებული;
ბ) კოორდინაციას უწევს საკრებულოში მერის მიერ გასახილველად წარსადგენი სამართლებრივი აქტების პროექტების საბოლოო რედაქციის შემუშავებას და ამზადებს სათანადო დოკუმენტაციას საკრებულოს სხდომაზე განსახილველად;
გ) შესაბამისი დავალების შემთხვევაში ახორციელებს მერის წარმომადგენლობას სახელმწიფო ორგანოებთან, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობის დროს ( მათ შორის ამ ორგანოთა სხდომებზე, თათბირებზე და ა.შ.);
დ)უზრუნველყოფს სათანადო ღონისძიებების გატარებას მერიის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ცალკეული პროექტისა და საკითხის თაობაზე შეთანხმების მისაღწევად;
ე) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ წარმოებას მერიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, ასევე მერიის თანამშრომელთა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით შემოსულ საკითხებზე;
ვ) განიხილავს მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ ცალკეულ საკითხებს, ითანხმებს მათი საქართველოს კანონმდებლობასთან და მერიის, როგორც სამართალურთიერთობის სუბიექტის, სამართლებრივ ინტერესთან შესაბამისობის საკითხს;
ზ) ახორციელებს მერიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების და სხვა ნორმატიული აქტების სისტემატიზაციას და მათ სამართლებრივ ექსპერტიზას;
თ) შეისწავლის მერიის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებს, მოსაზრებებს და შესაბამისი რეაგირებისათვის წინადადებებს წარუდგენს მერს;
ი) განიხილავს მოქალაქეთა წერილებსა და საჩივრებს;
კ) მერის დავალებით ატარებს ადმინისტრაციულ მოსმენებს სხვადასხვა საკითხების განხილვისას;
2. იურიდიული სამსახურის ამოცანებია:
ა) მერისთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამართლებრივი აქტების მიღების ინიციატივის განხორციელებაში ხელშეწყობა;
ბ) ცალკეულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების შედგენა;
გ) მერისთვის მერიის საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოშობილ ცალკეულ საკითხებზე რეკომენდაციის მომზადება.
დ) მერიის თანამშრომელთათვის კონსულტაციის გაწევა მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით;
ე) მონაწილეობა მერიის ბიუჯეტის ფორმირებაში;
ვ) მერიისა და მერის, აგრეთვე მერიის სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოებში, სხვა სამართალდამცავ ორგანოებსა და დაწესებულებებში;
ზ) მერიის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების პროექტების შემუშავება;
თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 6🔗.
სამსახურის ქონება და დაფინანსების წყაროები
1.სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებას.
2.სამსახური საბიუჯეტო დაწესებულებაა, რომლის დაფინანსების დაფინანსების ძირითადი წყაროა ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები.
მუხლი 7🔗.
სამსახურის რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია
სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის დადგენილი წესით.
მუხლი 8🔗.
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
1.დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.