ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.07.2014
ძალის დაკარგვა 07.02.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.173.016012
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ბერიძე | ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2014 წლის 22 ივლისი
ქ. ახალციხე
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ბერიძე
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის,განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობის საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის, სპორტის, განათლების,და ტურიზმის განვითარების და ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
4. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ახალციხე, შალვა ახალციხელის №
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის და სტრუქტურული ქვედანაყოფების განყოფილებებისა და შესაბამისი დარგების სპეციალისტებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) განათლების,კულტურის და ძეგლთა დაცვის განყოფილება;
ბ) ტურიზმის,სპორტის,ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერული თანასწორობის განყოფილება;
3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
4. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 3🔗.
სამსახურის უფროსი
1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.
2. სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
3. მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;
ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს;
გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით;
სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის,
შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და
მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
ზ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტებს;
თ) ანგარიშვალდებულია მერის და მერის მოადგილის წინაშე.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
5. მერიის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.
6. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ,,საჯარო სამსახურის შესახებ ‘’ საქართველოს კანონით.
მუხლი 4🔗.
სამსახურის განყოფილების უფროსი
1. სამსახურის განყოფილების უფროსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. სამსახურის განყოფილების უფროსი ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობებს სამსახურის უფროსის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას და/ან გადაყენებისას.
3. სამსახურის განყოფილების უფროსი ასრულებს სამსახურის უფროსის დავალებებს და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
მუხლი 5🔗.
სამსახურის მოხელე
1. სამსახურის მოხელის უფლება-მოვალეობები:
განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად ამ დებულებით და მოხელის სამუშაოთა აღწერილობით.
2. სამსახურის მოხელეს უფლება აქვს:
ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს მერიის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;
ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის
ხელმძღვანელობისაგან, სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო
სამართლის იურიდიული პირებისაგან;
გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები;
ე) მოითხოვოს სამსახურებრივი გამოძიება;
ვ) მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში მოითხოვოს სამსახურებრივი დაწინაურება;
ზ) დადგენილი წესით ისარგებლოს სასწავლო შვებულებით;
თ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პრემია და სხვა დანამატები;
ი) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;
კ) ისარგებლოს ყოველწლიური 30-დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით;
ლ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.
3. სამსახურის მოხელე მოვალეა:
ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
ბ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;
გ) დაიცვას მერიის შინაგანაწესი;
დ) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები;
ე) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;
ვ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ;
ზ) გაუფრთხილდეს მერიის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება;
თ) იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, დადგენილი პერიოდულობითა და წესით გაიაროს ატესტაცია;
ი) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა
და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 6🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო და სკოლისგარეშე დაწესებულებების მართვას;
გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას;
დ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვას;
ე) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
ვ) წინადადებების შემუშავებას ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე;
ზ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 7🔗.
განათლების,კულტურის და ძეგლთა დაცვის განყოფილება
1. განათლების,კულტურის და ძეგლთა დაცვის განყოფილების ფუნქციები:
ა) ქალაქ ახალციხეში კულტურის განვითარების ხელშეწყობა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უზრუნველყოფა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში კულტურის ობიექტების რეაბილიტაციის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით წინადადებების მომზადება, პროგრამებისა და გეგმების შემუშავებასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში კულტურის განვითარების მიზნით საინვესტიციო წინადადებების მომზადება და პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში საზღვარგარეთისა და საქართველოს ქალაქებთან, მათ შორის, დაძმობილებულ ქალაქებთან, კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის კუთხით, ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა;
ე) კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნისა და განვითარების უზრუნველყოფა;
ვ) კულტურის სფეროებში მოღვაწე პირებისათვის საპატიო წოდებების მინიჭებისა და მათი ჯილდოებზე წარდგენის მიზნით, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა, კანონით დადგენილი წესით;
ზ) ქალაქ ახალციხეში არსებულ სკოლამდელ და სკოლისგარეშე დაწესებულებებში ერთიანი პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
თ) განათლების სფეროს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მერის ბრძანების პროექტების მომზადება;
ი) განათლების სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით წინადადებების მომზადება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება,პროგრამების პროექტების შემუშავება და კოორდინაცია;
კ) სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების სათანადო ფუნქციონირების მიზნით, წინადადებების მომზადება და კონცეფციების შემუშავება;
ლ) ახალი სასწავლო წლისა და ზამთრის სეზონისათვის მოსამზადებლად წინადადებების მომზადება და რეალიზების ხელშეწყობა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვთა კვების დაფინანსებასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება;
მ) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვთა, პედაგოგთა და სხვა პერსონალის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება და რეალიზების ხელშეწყობა, განათლების სფეროს დაწესებულებებში ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში განთავსება და ანალიზი;
ნ) ქალაქში არსებული პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების, სამეცნიერო ორგანიზაციების ადგილობრივ თვითმმართველობასთან ურთიერთობის ხელშეწყობა;
ო) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის მიზნით თანამშრომლობა შესაბამის სამსახურებთან;
პ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სტრუქტურულ ერთეულთან – ქალაქ ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან თანამშრომლობა;
ჟ) ქვეყნისა და ქალაქის მასშტაბით ღონისძიებების მოწყობა სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვთა მონაწილეობით;
რ) განათლების სფეროს ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით წინადადებების მომზადება და მათი განხორციელების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
ს) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით წინადადებების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში;
ტ) ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოსაყოფი საჭირო დამატებითი თანხების ოდენობასთან დაკავშირებით, მათ შორის, ეროვნული სასწავლო გეგმის ზემოთ საგანმანათლებლო – სააღმზრდელო პროგრამების განხორციელების მიზნით წინადადებების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში;
უ) აღზრდისა და სწავლების ახალი მიდგომებისა და ტექნოლოგიების პრაქტიკაში დანერგვის მიზნით, სკოლამდელი დაწესებულებების ხელმძღვანელების, პედაგოგებისა და მასთან გათანაბრებული პირების (მეთოდისტი, ფსიქოლოგი, ლოგოპედი) ტრენინგებში მონაწილეობის ხელშეწყობა;
ფ) ძეგლთა დაცვის სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით წინადადებების მომზადება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
ქ) კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების დაცვის მიზნით წინადადებების მომზადება და მათ რეალიზებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
ღ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ინფორმაციული და ტექნიკური ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან თანამშრომლობა;
ყ) ისტორიული ნაწილის განაშენიანების, ისტორიული დასახლებების დაცვისა და არქეოლოგიური გათხრების წარმოების პროცესში შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
შ) გამოვლენილი უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის დროებითი დაცვის უზრუნველყოფა და მისთვის ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, სამინისტროსათვის წინადადების მომზადება.
მუხლი 8🔗.
ტურიზმის ,სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერული თანასწორობის განყოფილება
1. ტურიზმის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერული თანასწორობის განყოფილების ფუნქციები:
ა) ქალაქ ახალციხეში ტურიზმის სხვადასხვა დარგის განვითარების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; ტურიზმის სფეროში მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების შემუშავება;
ბ) ქალაქში ტურიზმის განვითარების გეგმის, ინფრასტრუქტურის განვითარების კომპლექსური პროგრამის შექმნა და განხორციელების მხარდაჭერა კომპეტენციის ფარგლებში; ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის შესაქმნელად სპეციალური პროგრამების შემუშავება;
გ) ტურიზმის სფეროში უცხოელი ინვესტორების დაინტერესებისა და ქართული ბიზნესგარემოს უკეთ გაცნობისათვის;
დ) ტურიზმის (ტურისტული პროდუქტის კვლევის მარკეტინგისა და მენეჯმენტის) სფეროში მომზადებისა და გადამზადების პროგრამების შემუშავება აღნიშნულ სფეროში დასაქმების პრობლემების გადაწყვეტის მიზნით;
ე) ქალაქ ახალციხეში სპორტის განვითარების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) სპორტის ობიექტების რეაბილიტაციის პროგრამებისა და გეგმების შემუშავებასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) სპორტის განვითარების მიზნით საინვესტიციო წინადადებების მომზადება და პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
თ) საზღვარგარეთისა და საქართველოს ქალაქებთან, მათ შორის, დაძმობილებულ ქალაქებთან სპორტული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
ი) მოსახლეობის ფიზიკური გაჯანსაღებისა და სპორტის განვითარების მიზნით პროგრამების შემუშავება და რეალიზება;
კ) საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან, ფედერაციებთან და სპორტის სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ლ) საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
მ) სპორტის სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით წინადადებების მომზადება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
ნ) სპორტის სფეროებში მოღვაწე პირებისათვის საპატიო წოდებების მინიჭებისა და მათი ჯილდოებზე წარდგენის მიზნით, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა, კანონით დადგენილი წესით.
ო) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხორციელების უზრუნველყოფა;
პ) ახალგაზრდებისა და ახალგაზრდა ოჯახების ინტერესების დაცვა, კომპეტენციის ფარგლებში;
ჟ) ახალგაზრდობის სფეროში პრიორიტეტული მიმართულებების ჩამოყალიბება, სახელმწიფო და ადგილობრივი ახალგაზრდული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
რ) საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებსა და ქალაქ ახალციხის ახალგაზრდობას შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობა;
ს) ახალგაზრდა მეცნიერებთან, სამეცნიერო კოლექტივებთან ურთიერთობა და ახალგაზრდობის სამეცნიერო საქმიანობაში ჩაბმის ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
ტ) მოზარდებისა და ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობა;
უ) კულტურის დარგის მოღვაწე ახალგაზრდებთან, ახალგაზრდა შემოქმედთა ჯგუფებთან ურთიერთობა,
მათი საქმიანობისათვის ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
ფ) მასობრივი ახალგაზრდული ღონისძიებების, ახალგაზრდული დღეების, თამაშობების ორგანიზების მიზნით, საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი პროექტების განხილვა და განხორციელების ხელშეწყობა;
ქ) ახალგაზრდა სპორტსმენების, სპორტული კოლექტივების მხარდაჭერა და საქმიანობის ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
ღ) სამხედრო პატრიოტულ აღმზრდელობით ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, კანონით დადგენილი წესით;
ყ) ახალგაზრდულ და ბავშვთა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტების შემუშავება და განხორციელება, კომპეტენციის ფარგლებში;
შ) ახალგაზრდობის სოციალური პრობლემატიკის შესწავლა და ანალიზი, მონაწილეობის მიღება სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში;
ჩ)გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებული მუნიციპალური პროგრამების შემუშავება, გენდერული ღონისძიებების ხელშეწყობა.
მუხლი 9🔗.
სამსახურის უფლება-მოვალეობები
1. სამსახურს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებიდან, მერიას დაქვემდებარებული საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან, თავის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით;
ბ) მოამზადოს წინადადებები სამსახურის წლიური ხარჯების თაობაზე, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში;
გ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედიასაშუალებებთან, იზრუნოს საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე სამსახურის საქმიანობასთან და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით;
დ) დადგენილი წესით განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, რაც დაკავშირებულია დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულებასთან.
2. სამსახური ვალდებულია
ა) პასუხი აგოს მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და მოვლაზე;
ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების
მოთხოვნები, უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება;
გ) ანგარიში წარუდგინოს ქალაქ ახალციხის მერს თავისი საქმიანობის შესახებ.
მუხლი 10🔗.
სამსახურის ქონება
სამსახურის მთელი ქონება შეადგენს ქალაქი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
მუხლი 11🔗.
დასკვნითი ნაწილი
1.წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად .
2. სამსახურის რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.