ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.07.2014
ძალის დაკარგვა 06.12.2017
გამომცემი ორგანო ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.173.016016
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ბერიძე | ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2014 წლის 22 ივლისი
ქ. ახალციხე
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ბერიძე
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულება
1. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს – ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ, ეფექტიან გამოყენებასა და ანგარიშგების უზრუნველყოფას, გამგეობაში მომზადებულ საფინანსო – საბიუჯეტო დოკუმენტაციის ვიზირებას; ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვას.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის, ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის’’ საქართველოს კანონისა და ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №-2 დადგენილების შესაბამისად მერიის დებულების მოთხოვნათა უზრუნველყოფის მიზნით.
4. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
5. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ადგილსამყოფელია: საქართველო, ახალციხე 0800, შალვა ახალციხელის №2.
მუხლი 2🔗.
საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის ამოცანები და ფუნქციები:
1. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით“ და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული საბიუჯეტო პროცესის შესაბამისად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შემუშავების, აღსრულების მიმდინარეობის და შესრულების ანგარიშის, ანგარიშის მოსამზადებელი სამუშაოების ორგანიზება;
ბ) საგადასახადო და არასაგადასახადო (მათ შორის მოსაკრებლების) შემოსავლებისა და სხვა შემოსულობების შესრულების ანალიზი; შესაბამისი ინფორმაციებისა და წინადადებების მომზადება;
გ) საბიუჯეტო მოწყობასთან დაკავშირებულ მონაცემთა ბაზის ფორმირება და მონაცემთა ანალიზი;
დ) დადგენილი წესის საფუძველზე შესაბამის სამსახურთან ერთად ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებაზე წინადადებებისა და გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ე) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შეუსრულებლობის ან გადაჭარბების შემთხვევაში ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის წინაშე წინადადების წარდგენა ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებების შესატანად;
ვ) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაწესებულებებში საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების მდგომარეობის გაუმჯობესებისა და საბიუჯეტო სახსრების მოქმედი კანონმდებლობის დაცვით გამოყენებისათვის მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა.
2. სამსახური მისი საქმიანობის ძირითადი ამოცანებიდან გამომდინარე ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:
ა) ადგენს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს, რისთვისაც:
ა.ა) შეიმუშავებს ბიუჯეტის პროექტის მოსამზადებლად საჭირო საორგანიზაციო სამუშაოებს და უზრუნველყოფს მისი შესრულების ორგანიზებას;
ა.ბ) კანონმდებლობის შესაბამისად, შეიმუშავებს საბიუჯეტო განაცხადის (მაჩვენებელთა გაანგარიშების) ფორმებს, დადგენილ ვადებში ამზადებს საბიუჯეტო ცირკულარს მხარჯავ დაწესებულებებზე დასაყვანად, საბიუჯეტო პროექტების მოსამზადებლად;
ა.გ) უზრუნველყოფს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მხარჯავი დაწესებულებებიდან საბიუჯეტო განაცხადის ფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემების) მიღება-დამუშავებას, განხილვას. საჭიროების შემთხვევაში ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტში შეტანამდე ამზადებს წინადადებებს მათ დასაზუსტებლად;
ა.დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, აგრეთვე ეკონომიკური პოლიტიკის და სხვა სამსახურებთან კოორდინაციით ახორციელებს შემოსულობების პროგნოზირებას;
ა.ე) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ადგენს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც მოიცავს: ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების საერთო თანხას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ტრანსფერების ფინანსურ და არაფინანსური აქტივების და სხვა შემოსულობების, გადასახადების წყაროების გამოყოფით და გადასახდელების საერთო თანხას საბიუჯეტო ასიგნებების მხარჯავ დაწესებულებებზე და საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, დასაფინანსებელ პროგრამებსა და ღონისძიებებზე, ბიუჯეტებზე განაწილებით, ქვეყანაში მოქმედი საბიუჯეტო კლასიფიკაციების შესაბამისად;
ა.ვ) სამსახური, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს, განმარტებით ბარათთან ერთად, დადგენილ ვადაში აწვდის მერს საკრებულოში დამტკიცებისთვის წარსადგენად;
ა.ზ) დადგენილი წესის შესაბამისად ამზადებს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის პროექტს მერისთვის წარსადგენად და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინსტრუქციის შესაბამისად, მასალებს მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების შესახებ, დამტკიცებულ გაწერაში ცვლილების შესატანად;
ა.თ) განსაზღვრავს ბიუჯეტის შესრულების პროცესში მიღებული დამატებითი შემოსავლების თანხას და საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს ამ თანხის, აგრეთვე გასული წლის საბიუჯეტო სახსრების თავისუფალი ნაშთის მიმდინარე წელს გამოყენების თაობაზე;
ბ) ახორციელებს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის აღსრულებას, რისთვისაც:
ბ.ა. ადგენს დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების გაწერას თვეების მიხედვით;
ბ.ბ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინიდან უზრუნველყოფს საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლების შესახებ ელექტრონული და სხვა სახის ინფორმაციის მიღებას და დამუშავებას, ტვირთავს საბოლოო ინფორმაციას პროგრამულ ბაზებში. აწესებს მონიტორინგს შემოსულობების ფაქტიური შესრულების მიმდინარეობაზე;
ბ.გ) დადგენილი წესის თანახმად ადგენს გამგეობის სისტემის საბიუჯეტო ვალდებულებებსა და დამოწმებებს;
ბ.დ) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულების მიზნით იღებს მხარჯავი დაწესებულებების საბიუჯეტო ვალდებულებებსა და დამოწმებებს;
ბ.ე) დადგენილი წესის მიხედვით ახდენს მხარჯავი დაწესებულებების ვალდებულებების რეგისტრაციას და რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებების დამოწმების შესაბამისად ახორციელებს თანხის გადახდას;
გ) სამსახური ახორციელებს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ყოველთვიური, ყოველკვარტალური და წლიური შესრულების ანგარიშის მომზადებას, რისთვისაც:
გ.ა) უზრუნველყოფს ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის მიღებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისაგან, აღრიცხავს პერიოდულ და აანალიზებს ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების მდგომარეობას;
გ.ბ) იღებს ინფორმაციებს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებიდან და საბიუჯეტო დაწესებულებებისა და ორგანიზაციებიდან საბიუჯეტო ხარჯების გამოყენების შესახებ;
გ.გ) ადგენს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიურ, კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს და წარუდგენს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს, საკრებულოში წარსადგენად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო აუდიტს;
დ) მუნიციპალიტეტის სამსახურების საბიუჯეტო დაწესებულებებსა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების გაუმჯობესებისა და მათთვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების ხარჯვის დროს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების სწორად განხორციელების საკითხებზე;
ე) ქმნის ერთიან კომპიუტერულ საინფორმაციო ბაზას, ახორციელებს საქმიანობის პროგრამულ უზრუნველყოფას, მომსახურებას.
მუხლი 3🔗.
სამსახურის უფლებამოსილებები:
1. სამსახურს უფლება აქვს:
ა) სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებული საკითხების შესასრულებლად მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს შესაბამისი სამსახურებისაგან, საბიუჯეტო დაწესებულებებისაგან, მუნიციპალური საწარმოებისაგან, მერიისა და შესაბამისი სახელმწიფო ინსტანციებიდან ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენა-შესრულების პროცესთან დაკავშირებული მონაცემები, საჭიროების შემთხვევაში ცალკეული საკითხების განხილვისა და დამუშავებისათვის მოიწვიოს მათი წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
ბ) მხარჯავი დაწესებულებების მიერ, დადგენილ ვადებში. საბუღალტრო ანგარიშების (ბალანსების) წარმოუდგენლობის შემთხვევაში შეუჩეროს მათ მოთხოვნის შესრულებამდე ყველა სახის დაფინანსება. კომპეტენციის ფარგლებში შეზღუდოს გადასახდელების გაცემა საბიუჯეტო ორგანიზაციებზე;
გ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებანი მუნიციპალური სამსახურებისა და სხვა დაინტერესებული საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების წარმომადგენელთა მონაწილეობით.
2. სამსახურის მოვალეობაა:
ა) საქმიანობის ძირითადი მიზნებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე გაწეული მუშაობის შესახებ, დადგენილი წესით, წარუდგინოს პროექტები, ანგარიშები და სხვა სახის ინფორმაციები ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს, ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო აუდიტს;
ბ) განიხილოს მუნიციპალიტეტის დაწესებულებებიდან, ორგანიზაციებიდან, სხვადასხვა უწყებებიდან მიღებული წერილები, ინფორმაციები, მოთხოვნები, მოქალაქეთა განცხადებები და საჩივრები და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს შესაბამისი მასალები, წინადადებები, დასკვნები მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
მუხლი 4🔗.
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა
სამსახური შედგება:
სამსახურის უფროსის, განყოფილების უფროსებისა და სხვა სამსახურის თანამშრომლებისაგან
1. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს, წარმართავს და პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში (ოპერატიული აუცილებლობიდან გამომდინარე), ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე:
გ) წარმოადგენს სამსახურს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას;
დ) ამ დებულების შესაბამისად, გასცემს სათანადო მითითებებსა და დავალებებს;
ე) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებზე, მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მათ მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ. კონტროლს უწევს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს მათზე სამსახურეობრივ ზედამხედველობას, აგრეთვე უზრუნველყოფს კადრების კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებათა განხორციელებას;
ვ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, წარუდგენს მათ სამსახურის მიერ მომზადებულ წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ზ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს;
თ) შეაქვს დასაბუთებული წინადადებები მერთან სამსახურის წლიური ხარჯების საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში წარადგენს დამატებითი ხარჯების პროექტს;
ი) წყვეტს სამსახურისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების საკითხებს, პასუხს აგებს ამ სახსრების მიზანმიმართულად გამოყენებაზე;
კ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს, ანაწილებს ფუნქციებს მოსამსახურეთა შორის; ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; უქმნის სამსახურის თანამშრომლებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, საიდუმლოების რეჟიმის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;
ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მერიისა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საფინანსო სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეწყვეტისა და თანამდებობიდან გადადგომის საფუძველია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი;
გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობა; უგზოუკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება;
დ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
ე) გარდაცვალება;
ვ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
ზ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მერის დავალებით, თავის მოვალეობას აკისრებს სამსახურის ერთ-ერთ მოხელეს.
3. სამსახურის განყოფილების უფროსი:
ა) სამსახურის განყოფილების უფროსს "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
ბ) სამსახურის განყოფილების უფროსი ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობებს სამსახურის უფროსის არ ყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გადაყენებისას.
გ) სამსახურის განყოფილების უფროსი ასრულებს სამსახურის უფროსის დავალებებს და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
4. სამსახურის თანამშრომლები:
ა) სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეები. თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი;
ბ) ვალდებულნი არიან დროულად და ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი;
გ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
დ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა მუნიციპალურ ქონებას;
5. განყოფილებები და მათი ძირითადი ფუნქციები;
საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილება
ა) ბიუჯეტის პროექტის შემუშავების, აღსრულების მიმდინარეობისა და შესრულების ანგარიშის, ანგარიშის მოსამზადებელი სამუშაოების ორგანიზება;
ბ) საგადასახადო და არასაგადასახადო (მათ შორის მოსაკრებლების) შემოსავლებისა და სხვა შემოსულობების შესრულების ანალიზი; შესაბამისი ინფორმაციებისა და წინადადებების მომზადება;
გ) საბიუჯეტო მოწყობასთან დაკავშირებულ მონაცემთა ბაზის ფორმირება და ანალიზი;
დ) შეიმუშავებს ბიუჯეტის პროექტის მოსამზადებლად საჭირო საორგანიზაციო სამუშაოებს და უზრუნველყოფს მისი შესრულების ორგანიზებას;
ე) კანონმდებლობის შესაბამისად, შეიმუშავებს საბიუჯეტო განაცხადის (მაჩვენებელთა გაანგარიშების) ფორმებს, დადგენილ ვადებში ამზადებს საბიუჯეტო ცირკულარს მხარჯავ დაწესებულებებზე დასაყვანად, საბიუჯეტო პროექტების მოსამზადებლად;
ვ) უზრუნველყოფს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მხარჯავი დაწესებულებებიდან საბიუჯეტო განაცხადის ფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემების) მიღება-დამუშავებას, განხილვას. საჭიროების შემთხვევაში ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტში შეტანამდე ამზადებს წინადადებებს მათ დასაზუსტებლად;
ზ) დადგენილი წესის თანახმად ადგენს გამგეობის სისტემის საბიუჯეტო ვალდებულებებსა და დამოწმებებს;
თ) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულების მიზნით იღებს მხარჯავი დაწესებულებების საბიუჯეტო ვალდებულებებსა და დამოწმებებს;
ი) დადგენილი წესის მიხედვით ახდენს მხარჯავი დაწესებულებების ვალდებულებების რეგისტრაციას.
ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება ახორციელებს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის აღსრულებას, რისთვისაც:
ა) ადგენს დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების აღრიცხვას;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინიდან უზრუნველყოფს საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლების შესახებ ელექტრონული და სხვა სახის ინფორმაციის მიღებას და დამუშავებას, ტვირთავს საბოლოო ინფორმაციას პროგრამულ ბაზებში. აწესებს მონიტორინგს შემოსულობების ფაქტიური შესრულების მიმდინარეობაზე;
გ) იღებს ინფორმაციებს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებიდან და საბიუჯეტო დაწესებულებებისა და ორგანიზაციებიდან საბიუჯეტო ხარჯების გამოყენების შესახებ.
მუხლი 5🔗.
სამსახურის ქონება და ფინანსების წყაროები
1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
2. სამსახური საბიუჯეტო დაწესებულებაა, რომლის დაფინასების ძირითადი წყაროა ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები.
მუხლი 6🔗.
სამსახურის რეორგანიზაცია – ლიკვიდაცია
სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 7🔗.
დასკვნითი დებულება
1. სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი' შესაბამისად.
2. დებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.