„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 |
|
2014 წლის 22 ივლისი ქ. ზესტაფონი |
„მუხლი 10. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები – სამსახურები
1. გამგეობის სამსახური არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს გამგებლის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს გამგებლის და მისი დავალებით - საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და გამგებლის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.
3. სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი, რომელიც არის გამგეობის თანამდებობის პირი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
4. გამგეობის სამსახურებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
გ) სოციალური დაცვის სამსახური;
დ) ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური;
ე) ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახური;
ე) არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახური;
ვ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;
ზ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური.
თ) სახანძრო-სამაშველო სამსახური.
5. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მათ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.
6. გამგეობის სტრუქტურულ ერთეულში, მისი დებულების შესაბამისად, შეიძლება შეიქმნას განყოფილებები.“.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებია:
ა) ზესტაფონის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - ქალაქი ზესტაფონი);
ბ) შორაპნის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - შორაპანი);
გ) ძირულის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - ძირულის თემი ( სოფლები: ძირულა, დიდი განთიადი, პატარა სამება, აჭარა, ვაშპარიანი, ლელაძისეული, ღვერკი, ქვედა წევა, ზედა წევა));
დ) პირველი სვირის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფელი პირველი სვირი);
ე) მეორე სვირის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - მეორე სვირის თემი (სოფლები: მეორე სვირი, სადგური სვირი));
ვ) კვალითის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - კვალითის თემი (სოფლები: ქვედა კვალითი, შუა კვალითი));
ზ) ცხრაწყაროს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - ცხრაწყაროს თემი (სოფლები: ცხრაწყარო, ძლოურდანეთი, კვალითი));
თ) კლდეეთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - კლდეეთის თემი (სოფლები: ქვედა კლდეეთი, ზედა კლდეეთი, ტაბაკინი, კინოთი, ალავერდი, მწყერიციხე, თვრინი));
ი) ფუთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფელი ფუთი);
კ) ილმის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - ილმის თემი (სოფლები: ქვედა ილემი, ზედა ილემი));
ლ) როდინაულის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - როდინაულის თემი (სოფლები: როდინაული, სვეტმაღალი, ცხენთარო, აჯამეთი));
მ) სანახშირის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სანახშირის თემი (სოფლები: სანახშირე, საღვინე, მარტოთუბანი, ზედა წიფლავაკე, ქვედა წიფლავაკე));
ნ) ზედა საქარის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - ზედა საქარის თემი (სოფლები: ზედა საქარა, ბეღლევი));
ო) ქვედა საქარის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - ქვედა საქარის თემი (სოფლები: ქვედა საქარა, ჭალატყე, არგვეთა));
პ) დილიკაურის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - დილიკაურის თემი (სოფლები: დილიკაური, ქველეთუბანი));
ჟ) ბოსლევის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - ბოსლევის თემი (სოფლები: გაღმა ბოსლევი, გამოღმა ბოსლევი, მარჯვენა რკვია,მარცხენა რკვია, დიდწიფელა, ბეღლევი));
რ) ქვედა საზანოს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - ქვედა საზანოს თემი ( სოფლები: ქვედა საზანო, ტყლაპი-ვაკე, შიმშილაქედი, სასახლე));
ს) ზოვრეთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფელი ზოვრეთი);
ტ) შროშის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - შროშის თემი ( სოფლები: შროშა, საწუმბო, ამსაისი, საწაბლე)).“.
„მუხლი 42. (ამოღებულია)
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.07.2014.
- როდის იქნა მიღებული „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ?
- „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ მიღებულია 22.07.2014. მიმღები ორგანო — ზესტაფონის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №24. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.127.016124.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.07.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, №24, 22.07.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.127.016124 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.07.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2415870/