,,მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების კონცეფციის დამტკიცების შესახებ”

მიღების თარიღი 09.02.2006
ძალის დაკარგვა 09.10.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.10.003.000.412
გამოქვეყნების წყარო სსმ, 19, 10/02/2006
matsne.gov.ge 2,803 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.02.2006 მიღება
09.10.2019 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების კონცეფციის დამტკიცების შესახებ” /* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.55pt 35.95pt 60.0pt;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.55pt 56.7pt 85.05pt;} div.Section2 {page:Section2;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №29 2006 წლის 9 თებერვალი ქ. თბილისი მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების კონცეფციის დამტკიცების შესახებ 1. განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,პ” ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების თანდართული კონცეფცია. 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი      ზ. ნოღაიდელი მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების კონცეფცია ეს კონცეფცია შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, ,,ზოგადი განათლების შესახებ”, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონების, ნორმატიული დოკუმენტების: ,,ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები”, ,,პროფესიული განათლების კონცეფცია”, სხვა კანონებისა და ნორმატიული დოკუმენტების, ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის ეროვნული პროგრამის, ათასწლეულის განვითარების მიზნებისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე და საქართველოში განათლებისა და მეცნიერების სისტემის რეფორმის შემადგენელი ნაწილია. ამავე დროს, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე, იგი მოითხოვს ახალი საკანონმდებლო აქტის შექმნასა და არსებულ ნორმატიულ დოკუმენტებში ცვლილებების შეტანას. 1. შესავალი დღეს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 70 000-მდე მასწავლებელი მუშაობს. მათგან – უმაღლესი განათლებით 89 პროცენტი, არასრული უმაღლესი განათლებით – 3 პროცენტი, საშუალო და საშუალო პროფესიული განათლებით – 8 პროცენტი. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ფორმალურად შენარჩუნდა მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების ინსტიტუტები, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა, ისინი მუშაობენ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დადგენილი სტანდარტებითა და წესებით. მართალია, მეოცე საუკუნის 90-იან წლებში არასამთავრობო სექტორი აქტიურად დაინტერესდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საკითხებით, მაგრამ რესურსების სიმცირის გამო ამან საერთო ვითარებაზე გავლენა ვერ მოახდინა. საქართველოში ,,ზოგადი განათლების შესახებ” 2005 წლის კანონის მიღებამდე, მოქმედებდა საბჭოთა სტანდარტები მასწავლებელთა მომზადებასა და ზოგადი განათლების დაფინანსებაში. 1997 წელს ჩატარებულმა მასწავლებელთა ატესტაციამ, რომელიც მიზნად ისახავდა კვალიფიციური მასწავლებლების გამოვლენასა და კატეგორიების შემოღებას, არასწორი დაგეგმვის გამო კიდევ უფრო განამტკიცა მასწავლებელთა მუშაობისა და ანაზღაურების სისტემაში არსებული ქაოსი. 2001 წლიდან მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროგრამების ფარგლებში დაიწყო მასწავლებელთა გადამზადება, მაგრამ ამ პროცესის წარმატებით გასაგრძელებლად აუცილებელი იყო სისტემური მიდგომის შემუშავება. ღირსეული ანაზღაურების, ახალი სასწავლო მასალების, მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების საერთო სისტემის არარსებობის მიუხედავად საქართველოს მასწავლებლებმა მოახერხეს საკუთარი პროფესიისა და როლის, მასწავლებლის შრომისა და სტატუსის სოციალური ღირებულების შენარჩუნება. ბუნებრივია, არსებული ქაოსი უარყოფითი შედეგის გარეშე ვერ ჩაივლიდა: დღეს საქართველოს სკოლებში ხშირია ნეპოტიზმისა და კორუფციის ფაქტები როგორც მასწავლებლებისა და მოსწავლეების, ისე სკოლების დირექციებისა და მასწავლებლების ურთიერთობაში. 2. პრობლემა საქართველოს სტრატეგიული მიზანი, იყოს მსოფლიო თანამეგობრობის განვითარებული წევრი, გვავალდებულებს საქართველოს მოქალაქეებს მივცეთ ისეთი განათლება, რომელიც დაეხმარება მათ იყვნენ კონკურენტუნარიანნი შრომისა და განათლების საერთაშორისო ბაზრებსა თუ სწავლების დონის საერთაშორისო შეფასებებში. 2003-2004 წლებში ჩატარებულმა ეროვნულმა შეფასებამ ცხადყო, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი განათლების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისათვის. შეფასების მიხედვით ჩვენი მოსწავლეები უცხოელ თანატოლებთან შედარებით დაბალი შედეგებით გამოირჩევიან, თანაც მცირედ თუ განსხვავდება ერთმანეთისგან ქალაქისა და სოფლის სკოლების შედეგები. მე-4 კლასელ მოსწავლეთა 50 პროცენტი ვერ ასრულებს ელემენტარულ მათემატიკურ მოქმედებებს, ხოლო 40 პროცენტზე მეტს დაბალი მიღწევები აქვს წერისა და კითხვის სფეროში. მსგავსი ვითარება შეიძლება ვივარაუდოთ სხვა საგნებშიც. ეს მიგვითითებს, რომ დღეს საქართველოში სწავლის შედეგებს განაპირობებს არა იმდენად სოციალური გარემო, რამდენადაც იმ პროგრამებისა და სასწავლო გეგმების ხარისხი, რომლითაც სწავლობენ ჩვენი სკოლების მოსწავლეები და ასწავლიან მასწავლებლები. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოქმედ მასწავლებელთა პროფესიის მართვის სისტემა იყო და არის ცენტრალიზებულ-სუბიექტური და ხასიათდება შემდეგი ნიშნებით: 1. უმაღლესი განათლების დონეზე – მოძველებული სასწავლო პროგრამები; მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და ხშირად კონკრეტული პროფესორები იღებენ გადაწყვეტილებას, როგორ მოამზადონ მასწავლებლები. 2. მასწავლებლობის უფლება ენიჭება მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამამთავრებელი გამოცდით, რომელიც სუბიექტურია და არ ეყრდნობა მასწავლებლების ერთიან და გაზიარებულ სტანდარტებს. 3. მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტი არ არსებობს ჩამოყალიბებული და ნორმატიული სახით. 4. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემა არ არის კოორდინირებული, პროფესიულ განვითარებასა და მასწავლებლის კარიერულ ზრდას შორის არ არსებობს კავშირი. 5. არ არსებობს მასწავლებლის შრომის შედეგების შეფასების სანდო მეთოდები; მასწავლებლის აღიარება დამოკიდებულია უფრო მეტად მის საურთიერთობო თვისებებზე და ბევრად უფრო ნაკლებად – კონკრეტულ მოსწავლეებთან მისი მუშაობის შედეგებზე. ,,ვარდების რევოლუციის” შემდეგ საქართველოს მთავრობამ მკვეთრად გაააქტიურა მასწავლებელთა მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ზრუნვა, რაც უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში დაგროვილი 40-მილიონლარიანი სახელფასო დავალიანების გასტუმრებასა და 2005-2006 სასწავლო წლიდან სასკოლო დაფინანსების 51 მილიონი ლარით ზრდაში გამოიხატა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არსებული არაეფექტიანი სისტემის პირობებში დამატებითი ინვესტიციების განხორციელებამ სასურველი შედეგები მხოლოდ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ერთიანი, განათლების ხარისხის ზრდაზე ორიენტირებული სისტემის ფუნქციონირების პირობებში შეიძლება მოიტანოს. ამ სისტემის მნიშვნელოვანი ელემენტებია კვალიფიკაციისა და შრომის შედეგების შეფასების სანდო და ობიექტური მეთოდების არსებობა და ამ შედეგების მუდმივი გაუმჯობესებისათვის შესაბამისი მოტივაციების მექანიზმის შექმნა. 3. მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების ახალი სქემის ძირითადი მახასიათებლები ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ შესაცვლელია როგორც მასწავლებელთა საქმიანობის შეფასების, მომზადებისა და პროფესიული განვითარების, ისე სტიმულირების სისტემა. ცხადია აგრეთვე, რომ მასწავლებლის პროფესიის ცენტრალიზებულ-სუბიექტური მართვისა და კონტროლის მეთოდიდან უნდა გადავიდეთ მართვის კოლეგიალურ და ობიექტურ პრინციპებზე. ამისათვის განსახორციელებელია შემდეგი ამოცანები: 1. მასწავლებელთა უმაღლესი განათლების პროგრამების თანხვედრა, ერთი მხრივ, პროფესიულ სტანდარტთან, მეორე მხრივ, – ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. მხოლოდ სამი სუბიექტის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, პროფესიული სტანდარტის დამდგენი და ეროვნული სასწავლო გეგმის შემქმნელი ინსტიტუტების თანამშრომლობით შეგვიძლია მივიღოთ თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი სასწავლო პროგრამა. 2. მასწავლებლობის უფლების მინიჭების სახელმწიფოებრივ დონეზე აყვანა სერტიფიცირების ეროვნული გამოცდის საშუალებით. 3. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის შექმნა და მისი ნორმატიულ დოკუმენტად ჩამოყალიბება. 4. მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სტიმულირების სისტემის შექმნა. 5. მასწავლებლის მუშაობის გაზომვის ობიექტური, სანდო და კოლეგიალური შეფასების მეთოდების დანერგვა. 6. მასწავლებლისათვის შრომის კომფორტული და მიმზიდველი გარემოს შექმნა, რაც უნდა გამოიხატოს, ერთი მხრივ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟულობით – ღირსეული ანაზღაურება, შემცირებული სამუშაო კვირა 6 წელიწადში ერთხელ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ხანგრძლივი შვებულების უფლება სამუშაო ადგილის შენარჩუნებით. მეორე მხრივ, მასწავლებლის გაზომვადი მიღწევები შესაძლებლობას მისცემს სკოლას ისინი დაუკავშიროს მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაუმჯობესებას. აქედან გამომდინარე, მასწავლებლის პროფესიული მომზადებისა და განვითარების კონცეფცია მიზნად ისახავს: 1. მასწავლებლის მომზადების, პროფესიული განვითარებისა და მასწავლებლობის უფლების მინიჭების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებას. 2. მასწავლებლის შრომის ანაზღაურების შესაფასებელ მიღწევებთან დაკავშირებული წამახალისებელი სისტემის დამკვიდრებას. 3. მასწავლებლის შრომის მიმზიდველი პირობებისა და სტაბილური გარემოს საკანონმდებლო საფუძვლების შექმნას. 4. მასწავლებლის პროფესიული მომზადების სქემა მასწავლებლის პროფესიული მომზადებისა და განვითარების ახალ სქემაში ცენტრალური ადგილი უჭირავს ეროვნულ სასერტიფიკაციო გამოცდებს. მასწავლებლობის მსურველმა, შესაბამისი უმაღლესი განათლების მიღებისა და სკოლაში ერთი წლის მუშაობის შემდეგ, უნდა ჩააბაროს ეროვნული სასერტიფიკაციო გამოცდა, რომლის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში ის მოიპოვებს მასწავლებლობის უფლებას. ეროვნულ სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლა მასწავლებლობის მსურველისათვის სავალდებულო იქნება მხოლოდ ერთხელ. პროფესიული განვითარებისა და წვრთნის აკრედიტებულ პროგრამებში წარმატებული მონაწილეობა და, აგრეთვე ეროვნული სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარება (გადაბარება) საჯარო სკოლამ შეიძლება გამოიყენოს როგორც ობიექტური საფუძველი მასწავლებლის კარიერული დაწინაურებისა და მისი ანაზღაურების ზრდისათვის. ეროვნული სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შემდეგ მასწავლებელი აგროვებს კრედიტების (ქულების) გარკვეულ რაოდენობას პროფესიული განვითარებისა და წვრთნის აკრედიტებულ პროგრამაში მონაწილეობით. მასწავლებელს აქვს არჩევანი: მონაწილეობა მიიღოს პროფესიული განვითარების პროგრამებში და დააგროვოს კრედიტები, ან პირველი ეროვნული სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან 8 წლის შემდეგ გადააბაროს გამოცდა. თუ მასწავლებელი საწვრთნელ პროგრამებში იღებს მონაწილეობას და ამასთან ერთად გამოცდას გადააბარებს, საწვრთნელ პროგრამებში მიღებული ქულები დაემატება გამოცდის დროს მიღებულ ქულებს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მის შანსს მიიღოს უფრო მაღალი ანაზღაურება და სამსახურებრივად დაწინაურდეს. ამ პროცესების წარმართვისათვის სახელმწიფო ქმნის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს, რომელიც დაინტერესებულ საზოგადოებასთან კონსულტაციებისა და საჯარო განხილვის შედეგად დაადგენს მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტსა და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. სტანდარტებსა და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ეროვნულ სააკრედიტაციო სამსახურთან ერთად აკრედიტაციას ჩაუტარებს (ოფიციალურად აღიარებს) სხვადასხვა საგანმანათლებლო, მათ შორის კერძო და საზოგადოებრივი დაწესებულებების მიერ ორგანიზებულ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამებს. ამ აღიარების შესაბამისად ყოველ კონკრეტულ პროგრამას ექნება გარკვეული ქულების (კრედიტების) მინიჭების უფლება. ეროვნული სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტებს ამზადებს გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დაკვეთით. გამოცდა შეიცავს ორ მოდულს: საგნობრივს – ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემული საგნებისა და საგნობრივი ჯგუფის შესაბამისად, და ზოგადს, რომელიც გამოავლენს, აქვს თუ არა მაძიებელს მასწავლებლობისათვის საჭირო უნარი. ეს ფორმა საგამოცდო ბილეთში იქნება საკლასო/სასკოლო გარემოში მიმდინარე ჰიპოთეტური პრობლემური სიტუაციების აღწერა და აღწერილი პრობლემური სიტუაციიდან სწორი გამოსავლის მოძებნა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი მასწავლებლებთან და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით დაადგენს მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების სქემას, ანუ რა ტიპის პროგრამებმა რა პროცენტული წილი უნდა დაიკავონ მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების პროცესში, რაც საჭიროა დაბალანსებული პროგრამების შესაქმნელად და მასწავლებელთა ცალმხრივი პროფესიული განვითარების თავიდან ასაცილებლად. 5. მასწავლებლობისათვის აუცილებელი განათლება სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად აუცილებელია მასწავლებელს ჰქონდეს შესაბამისი უმაღლესი პედაგოგიური განათლება. პედაგოგიური განათლების მიღება შესაძლებელი იქნება რამდენიმე გზით: 1. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისა და დაწყებითი სკოლის მასწავლებლობა შესაძლებელი იქნება ბაკალავრიატის პროგრამის გავლის საფუძველზე – 240 კრედიტი ECTS-ის (ევროპის კრედიტების გადატანის სისტემა) მიხედვით, სადაც დაწყებითი სკოლისა და სკოლამდელი აღზრდის პედაგოგის კვალიფიკაციის გარდა სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ სოციალური მუშაკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 2. საბაზო და საშუალო სკოლის მასწავლებლობის მსურველებმა უნდა გაიარონ სულ მცირე მაგისტრატურის კურსი (120 კრედიტი ECTS-ის მიხედვით) განათლებაში. მაგისტრატურის გავლისათვის აუცილებელია, რომ მათ ჰქონდეთ ბაკალავრის ხარისხი რომელიმე სპეციალობით (მაგ. ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო, ან თუნდაც დაწყებითი კლასების მასწავლებლის). 3. ვისაც მაგისტრის ხარისხი აქვს მიღებული არა განათლების მეცნიერებაში (პედაგოგიკაში) და აქვს სურვილი, გახდეს მასწავლებელი, შეუძლია გაიაროს ან განათლების მაგისტრატურა (60 ECTS), ან ჩააბაროს განათლების დოქტორანტურაში და დოქტორანტურაში სწავლისას (180 კრედიტი ECTS-ის მიხედვით) მოიპოვოს მასწავლებლისათვის აუცილებელი განათლება. 4. თუ განათლების მაგისტრის საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულმა სტუდენტმა ბაკალავრის ან მაგისტრის პროგრამით სწავლების პერიოდში დააგროვა კრედიტების გარკვეული რაოდენობა პედაგოგიურ ან მის მომიჯნავე დარგებში, დაგროვილი კრედიტების რაოდენობა გამოაკლდება განათლების მაგისტრატურისათვის განსაზღვრული კრედიტების მოცულობას. სანამ მასწავლებლობის მაძიებელი გავა ეროვნულ სასერტიფიკაციო გამოცდაზე, მას სკოლაში გავლილი უნდა ჰქონდეს სულ მცირე ერთწლიანი გამოსაცდელი ვადა. გამოსაცდელი პერიოდის გავლის შემდეგ სკოლა მაძიებელს აძლევს რეკომენდაციას, რომელსაც ის წარადგენს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში და გაივლის რეგისტრაციას სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად. 6. მასწავლებლების ტიპები სახელმწიფო აღიარებს პედაგოგიური პერსონალის შემდეგ ტიპებს: ა) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მასწავლებელი: მასწავლებელი, რომელსაც აქვს საჭირო კვალიფიკაცია იმისათვის, რომ ასწავლოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში; ბ) დაწყებითი სკოლის მასწავლებელი: მასწავლებელი, რომელსაც აქვს საჭირო კვალიფიკაცია იმისათვის, რომ ასწავლოს 1-6 კლასებში; გ) საგნის მასწავლებელი: მასწავლებელი, რომელსაც აქვს საჭირო კვალიფიკაცია იმისათვის, რომ ასწავლოს რომელიმე ერთი ან რამდენიმე საგანი; დ) საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი: მასწავლებელი, რომელსაც აქვს საჭირო კვალიფიკაცია იმისათვის, რომ ასწავლოს ყველა საგანი, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ერთ რომელიმე საგნობრივ ჯგუფშია გაერთიანებული. ასეთი ჯგუფებია: (1) ქართული ენა და ლიტერატურა; (2) საქართველოს ისტორია, საქართველოს გეოგრაფია და სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებები; (3) მათემატიკა; (4) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; (5) უცხოური ენები; და (6) ფიზიკური, შრომითი და ესთეტიკური აღზრდა; ე) პროფესიის მასწავლებელი: არა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის, არამედ პროფესიული მომზადების ცენტრის მასწავლებელი, რომელსაც აქვს საჭირო კვალიფიკაცია კონკრეტული პროფესია ასწავლოს იმ მოსწავლეებს, ვისაც მიღებული აქვთ საბაზო განათლება; ვ) სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეთა მასწავლებელი: მასწავლებელი, რომელიც ფლობს საჭირო კვალიფიკაციას იმისათვის, რომ ასწავლოს შეზღუდული უნარის მქონე მოსწავლეებს; ზ) გაერთიანებული ასაკობრივი ჯგუფების (ყოფილი ,,კლას-კომპლექტი”) მასწავლებელი: მასწავლებელი, რომელიც ფლობს საჭირო კვალიფიკაციას იმისათვის, რომ ასწავლოს გაერთიანებულ კლასებს, სადაც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეები ერთად ისწავლიან (ძირითადად მაღალმთიან, მცირეკონტინგენტიან სკოლებში); თ) ინსტრუქტორი: მასწავლებლობისათვის საჭირო განათლების მქონე პირი, ვისაც ჯერ არა აქვს მიღებული სერტიფიკატი და დროებით მუშაობს სკოლაში, ან ვინც ასწავლის ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელ საგნებს; ი) სკოლისგარეშე სახელოვნებო ან სასპორტო სასწავლებლის მასწავლებელი: უმაღლესი პროფესიული სახელოვნებო ან სასპორტო განათლების მქონე პირი, რომელიც ასწავლის ისეთ სახელოვნებო ან სასპორტო სასწავლებელში, რომელიც არ ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას. ამ ტიპის მასწავლებელთა პროფესიული მომზადება და განვითარება რეგულირდება განსხვავებულად და აისახება ,,მასწავლებლის პროფესიული მომზადების და განვითარების შესახებ” საქართველოს კანონში. სერტიფიცირების შედეგების შესაბამისად გაიცემა ,,ა”, ,,ბ”, ,,გ”, ,დ”, ,,ე”, ,,ვ” და ,,ზ” ტიპის (კატეგორიის) მასწავლებლის სერტიფიკატები. შესაძლებელია რამდენიმე კატეგორიის სერტიფიკატის მოპოვებაც. ინსტრუქტორისა და სერტიფიცირებული მასწავლებლისათვის კანონი აწესებს შრომის ანაზღაურების განსხვავებულ მინიმალურ პირობებს. 7. მასწავლებლების დაქირავების პოლიტიკა ყველა სკოლა ვალდებულია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში ჰყავდეს მხოლოდ სერტიფიცირებული მასწავლებლები, რასაც საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს დაავალდებულებს კანონი, ხოლო კერძო სამართლის სუბიექტებს – აკრედიტაციის პირობები. გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სკოლის დირექცია ასაბუთებს, რომ არც ერთ სერტიფიცირებულ მასწავლებელს არა აქვს სურვილი მის სკოლაში იმუშაოს კონკრეტულ თანამდებობაზე. ამ შემთხვევაში სკოლა ვალდებულია გააფორმოს ხელშეკრულება ინსტრუქტორთან შეზღუდული დროით და გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ აუცილებლად შეეცადოს სერტიფიცირებული მასწავლებლის დაქირავებას. მნიშვნელოვანია, რომ სკოლას ჰქონდეს შესაძლებლობა მოიზიდოს უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდები, მათ შორის კონკურენტული ანაზღაურების პირობებით. ინსტრუქტორის აყვანის შემთხვევაში სკოლას ევალება არ გადააჭარბოს მასწავლებლების კონტინგენტში დადგენილ მაქსიმუმს (მაგ., მასწავლებელთა მხოლოდ 20 პროცენტი შეიძლება იყოს არასერტიფიცირებული). სერტიფიცირებული მასწავლებლებისა და ინსტრუქტორების შეფარდებას მნიშვნელობა მიენიჭება სკოლების აკრედიტაციის დროს. 8. მენტორების პროგრამა მენტორები არიან სპეციალურად მომზადებული მასწავლებლები, რომელთაც აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია იმისთვის, რომ: – დაეხმარონ მასწავლებლის მომზადებაში ჩართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს სასკოლო პრაქტიკის კურსების წარმართვაში; – დაეხმარონ გამოსაცდელ პერიოდში მომუშავე ინსტრუქტორებს პრაქტიკული პედაგოგიური ჩვევების ჩამოყალიბებასა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში წარსადგენი რეკომენდაციების მოპოვებაში; – დაეხმარონ სხვა მასწავლებლებს პროფესიულ განვითარებაში. 9. მასწავლებლობის დაწყება მასწავლებლის კვალიფიკაციისათვის საჭირო უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ მასწავლებლობის მსურველი უკავშირდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს. ამ ცენტრში ხდება მისი საბუთების შემოწმება (განათლება, ჯანმრთელობის ცნობა და სხვ.). იმ შემთხვევაში, თუ მსურველი აკმაყოფილებს მასწავლებლობის სტანდარტის მოთხოვნებს, ის უფლებამოსილია დაიწყოს მუშაობა სკოლაში გამოსაცდელი ვადით. მას აქვს არჩევანი: ა) იმუშაოს ინსტრუქტორად იმ სკოლაში, სადაც არის ვაკანსია (თუ სკოლის მიერ გამართულ ღია კონკურსში გაიმარჯვებს) და მიიღოს მასწავლებლობის ამ საცდელი ეტაპის შესაბამისი ანაზღაურება; სკოლის რეკომენდაცია ამ შემთხვევაში იქნება საშვი მაძიებლის სასერტიფიკაციო გამოცდაზე დასაშვებად; ბ) იმუშაოს ინსტრუქტორად იმ სკოლაში, რომელსაც მიღებული ექნება სპეციალური აკრედიტაცია მასწავლებლების პროფესიული განვითარების ცენტრში; ამ არჩევანის შემთხვევაში ინსტრუქტორს სკოლაში უნიშნავენ მენტორს, რომელიც, ერთი მხრივ, ეხმარება მას პრაქტიკული ჩვევების შეძენაში, ხოლო, მეორე მხრივ, არის მისი შემფასებელი. შეფასების შედეგი გათვალისწინებული იქნება გამოცდების შედეგების გამოთვლისას. გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდეგ მასწავლებლობის მსურველი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს განუცხადებს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების სურვილს. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მას მიეცემა გარკვეული ტიპის (კატეგორიის) მასწავლებლობის სერტიფიკატი, რაც მას უფლებას ანიჭებს იმუშაოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში. მასწავლებლობის დაწყების ყველა მსურველი მიმართავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს. აქ მსურველი წარადგენს შესაბამის დოკუმენტებს, სერტიფიკატს (თუ ასეთი აქვს), ან განაცხადებს მისი მოპოვების სურვილს და მიუთითებს იმ გეოგრაფიული არეალისა თუ სკოლის ტიპს, სადაც ისურვებდა მუშაობის დაწყებას. საჯარო სკოლები ვალდებული არიან რეგისტრაციაში გაატარონ ინფორმაცია საკუთარი ვაკანსიების შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში. ვაკანსიების რეგისტრაციის პროცედურაში მონაწილეობა ასევე იქნება სკოლების აკრედიტაციის პირობა. 10. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა იმისთვის, რომ მასწავლებელმა გაიაროს სერტიფიცირების ან ხელახალი სერტიფიცირების პროცესი, მას სჭირდება გარკვეული რაოდენობის ქულების (კრედიტების) დაგროვება. სასერტიფიკაციო მოთხოვნებით დადგენილი ქულების დაგროვება შეიძლება გამოცდის შედეგებისა და სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტულად გამოცხადებულ სფეროში დაგროვებული კრედიტების კომბინირებით. ამას შეიძლება დაემატოს ის კრედიტები, რომელთაც მასწავლებელი საკუთარი ინიციატივით დააგროვებს მისთვის სასურველ სფეროში. გარდა პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობისა, კრედიტების დაგროვების საშუალება შეიძლება იყოს შემდეგი: 1. კონკრეტული საგანმანათლებლო პროდუქტის შექმნა (ახალი პროგრამის შემუშავება, სახელმძღვანელოს ავტორობა, საგანმანათლებლო პროექტის ორგანიზება, განხორციელება და სხვ.). 2. სხვა პედაგოგებისათვის საკუთარი ცოდნის გაზიარება (მენტორობა, პროფესიული განვითარების პროგრამებში მწვრთნელობა, კონფერენციებზე მოხსენების წაკითხვა, პუბლიკაციები და სხვ.). 3. ეროვნულ ან რეგიონალურ პროგრამებში მონაწილეობა (მაღალმთიან ან არაქართულენოვან სკოლებში მოღვაწეობა, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა და სხვ.). როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, სასურველია, მასწავლებლებს უმეტესი ქულები მიენიჭოთ პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობისათვის, რათა თავიდან ავიცილოთ მათი კვალიფიკაციის ვარდნა; 6 წელიწადში ერთხელ მასწავლებელს უფლება აქვს მოითხოვოს ხანგრძლივი შვებულება (სამუშაო ადგილის შენარჩუნებით) კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით (აკადემიური ხარისხის მოპოვება, გაცვლით პროგრამებში ან საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა და სხვ.). პედაგოგიური საქმიანობის დაწყებისა და წარმართვისათვის მოთხოვნების ზრდის კვალდაკვალ სახელმწიფომ და საზოგადოებამ ყველაფერი უნდა იღონონ იმისათვის, რათა გაიზარდოს პედაგოგის პროფესიის მიმზიდველობა და პრესტიჟულობა. 11. მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების კონცეფციის ამოქმედება იმისათვის, რომ ეს კონცეფცია რეალობად იქცეს, საჭიროა შემდეგ ღონისძიებათა განხორციელება: 1. მასწავლებლის პროფესიული მომზადებისა და განვითარების კანონის პროექტის შემუშავება, სადაც გარდა ზემოაღნიშნული სტრუქტურისა, აისახება: ა) აკადემიური თავისუფლება: მასწავლებლის უფლება, ეროვნული სასწავლო გეგმისა და სასკოლო სასწავლო გეგმის ფარგლებში ჩარევის გარეშე დაგეგმოს და განახორციელოს პედაგოგიური საქმიანობა; ბ) რწმენის, მსოფლმხედველობის, გაერთიანებისა და არჩევანის თავისუფლება – მასწავლებლის უფლება, აღიაროს ნებისმიერი რწმენა და/ან აირჩიოს მსოფლმხედველობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, უფლება, გახდეს ნებისმიერი პოლიტიკური, რელიგიური ან კულტურული გაერთიანების წევრი და შექმნას ნებისმიერი გაერთიანება; გ) დამატებითი განათლების მიღების უფლება; დ) მასწავლებლის პროფესიულ-ეთიკური ნორმები – ვალდებულებები მოსწავლისა და სკოლის მიმართ. 2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის შექმნა. 3. მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების მომზადება. 4. ეროვნული სასერტიფიკაციო გამოცდები: მომზადება და მოწყობა. საგამოცდო ტესტების მომზადება დაიწყო 2006 წელს, ხოლო 2008 წელს შესაძლებელი გახდება პირველი ეროვნული სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარება. გამოცდები შეეხება როგორც მოქმედ მასწავლებლებს, ისე მასწავლებლობის მაძიებლებს. 2013 წლიდან მასწავლებლის სტატუსი ექნებათ მხოლოდ სერტიფიცირებულებს, ხოლო ყველა დანარჩენი იქნება ინსტრუქტორი. 12. გარდამავალი პერიოდი 2013 წლის ბოლომდე ყველა მოქმედმა მასწავლებელმა უნდა ჩააბაროს სასერტიფიკაციო გამოცდა, რათა მოიპოვოს მასწავლებლობის უფლება. ამ ვადამდე მასწავლებლად მუშაობის დაწყება შეუძლიათ უმაღლესი განათლების მქონე პირებს, ვისაც უმაღლესი განათლების დიპლომში მითითებული აქვთ პედაგოგის და/ან საგნის სპეციალისტის კვალიფიკაცია. ეროვნული სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლების მოსაპოვებლად მათ უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სულ მცირე ერთწლიანი სტაჟი. 2009 წლიდან მასწავლებლობის უფლების მოპოვება შეეძლებათ განათლების ბაკალავრებსა და განათლების მაგისტრებს სკოლაში ერთწლიანი გამოსაცდელი პერიოდისა და სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ. განათლების ბაკალავრებს უფლება ექნებათ ასწავლონ მხოლოდ დაწყებით კლასებში, ხოლო განათლების მაგისტრებს – დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე.