შუახევის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.08.2014
ძალის დაკარგვა 02.03.2018
გამომცემი ორგანო შუახევის მუნიციპალიტეტი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.135.016097
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ ქარცივაძე | შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- შუახევის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 23.02.2018
დოკუმენტის ტექსტი
შუახევის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების
დამტკიცების შესახებ
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №18
2014 წლის 1 აგვისტო
დაბა შუახევი
შუახევის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების
დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს შუახევის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ქარცივაძე
დანართი
შუახევის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1.
ეს დებულება ადგენს შუახევის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის (შემდგომში ვებგვერდი) შევსების, ორგანიზებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს.
2.
ვებგვერდის დანიშნულებაა:
ა)
შუახევის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების, თვითმმართველობის ორგანოების, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის;
ბ)
შუახევის მუნიციპალიტეტის მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან; საშუალება მისცეს მოსახლეობას და იურიდიულ პირებს შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები მუნიციპალიტეტის ორგანოებს და თანამდებობის პირებს მუნიციპალიტეტში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ; თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება.
3.
შუახევის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: www.shuakhevi.ge.
მუხლი 2🔗.
ვებგვერდის ადმინისტრირება
1.
ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.
2.
ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს:
ა)
ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;
ბ)
ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას;
გ)
ინფორმაციის განთავსებას;
დ)
ვებგვერდზე შემოსული წინადადებების და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას გამგებლისთვის;
ე)
ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან.
მუხლი 3🔗.
ინფორმაციის წყაროები, კატეგორიები და სტატუსი
1.
ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის შუახევის მუნიციპალიტეტის საკუთრება. იგი საჯარო და უსასყიდლოა.
2.
ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას შეიძლება ჰქონდეს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) ან არაოფიციალური სტატუსი.
3.
ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.
4.
ვებგვერდის შევსების წყაროებია:
ა)
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;
ბ)
შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები;
გ)
შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები;
დ)
მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტ-რესურსები;
ე)
საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები;
ვ)
შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები.
5.
ვებგვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა)
მუდმივად განახლებადი;
ბ)
ყოველკვირეული;
გ)
ყოველთვიური.
მუხლი 4🔗.
ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება
1.
გამგეობის სტრუქტურული ერთეულები უზრუნველყოფენ შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებების; მასობრივი საინფორმაციო საშუალებების და ინტერნეტ-რესურსების; საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურისთვის მიწოდებას მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განსათავსებლად.
2.
ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებვერდზე დროულ, შესაბამის განყოფილებაში (ქვეგანყოფილებაში) განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.
3.
ინფორმაციის მიწოდების ვადებია:
ა)
მუდმივად განახლებადის – ყოველი დღის 12.00 სთ.
ბ)
ყოველკვირეულის – ყოველი სამშაბათის 12.00 სთ.
გ)
ყოველთვიურის – ყოველი თვის 15 რიცხვის 12.00 სთ.
4.
ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე ხორციელდება გამგებლის გადაწყვეტილების შესაბამისად.
მუხლი 5🔗.
ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა
ვებგვერდის სტრუქტურის ძირითადი განყოფილებებია:
ა)
მთავარი (მუნიციპალიტეტის სიახლეები);
ბ)
მუნიციპალიტეტი;
გ)
თვითმმართველობა;
დ)
საჭირო ინფორმაცია;
ე)
კონტაქტი.
მუხლი 6🔗.
ვებგვერდის განყოფილებათა სტრუქტურა
1.
ვებგვერდის მუნიციპალიტეტის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა)
ისტორიულ-გეოგრაფიული ექსკურსი;
ბ)
სიმბოლიკა (მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა);
გ)
ადმინისტრაციულ-ტერტორიული დაყოფა (სოფლების მითითებით);
დ)
ეკონომიკა და ბიზნესი (ფერმერული მეურნეობები, ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები, საინვესტიციო პროექტები, მუნიციპალური პროგრამები);
ე)
ტურიზმი (ტურიზმის სახეობები, ისტორიული ძეგლები და ღირშესანიშნაობები, ტურისტული მარშრუტები, სასტუმროები, რესტორნები და კაფეები);
ვ)
ინფრასტრუქტურა;
ზ)
კულტურა და სპორტი (თეატრები და კუტურის სახლები, მუზეუმები, ანსამბლები, სპორტული ობიექტები, კულტურული და სპორტული ღონისძიებები);
თ)
განათლება (უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები, ზოგადსაგანმანათლებლო, სახელოვნებო და სასპორტო სკოლები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები);
ი)
ჯანდაცვა (საავადმყოფოები, ამბულატორიები და პოლიკლინიკები, სასწრაფო დამხარების სადგურები, აფთიაქები);
2.
თვითმმართველობის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებად:
ა)
საკრებულო:
ა.ა)
თავმჯდომარე (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი);
ა.ბ)
მოადგილე (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი);
ა.გ)
საკრებულოს წევრები (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი, საკრებულოს კომისიის (კომისიების) და ფრაქციის წევრობა);
ა.დ)
საკრებულოს ფრაქციები;
ა.ე)
საკრებულოს კომისიები (უფლებამოსილება, კომისიის შემადგენლობა);
ა.ვ)
საკუთრების უფლების აღიარების კომისია (უფლებამოსილება, კომისიის შემადგენლობა);
ა.ზ)
აპარატი (აპარატის დებულება, აპარატის უფროსი (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, სამსახურის ტელეფონი, მისამართი), აპარატის პერსონალური შემადგენლობა თანამდებობის და სამსახურის ტელეფონის მითითებით);
ა.თ)
ანგარიში.
ბ)
გამგეობა:
ბ.ა)
გამგებელი (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, სამსახურის ტელეფონის ნომერი, სამსახურის მისამართი);
ბ.ბ)
პირველი მოადგილე, მოადგილე (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, სამსახურის ტელეფონის ნომერი, სამსახურის მისამართი);
ბ.გ)
ადმინისტრაცია (სტრუქტურული ერთეულები, სტრუქტურული ერთეულის დებულება);
ბ.დ)
სამსახურები (ხელმძღვანელი, უფლებამოსილება, სამსახურის პერსონალური შემადგენლობა თანამდებობის და სამსახურის ტელეფონის მითითებით);
ბ.ე)
ადმინისტრაციული ერთეულები (ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრები, შემავალი დასახლებული პუნქტები, ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი, მისი მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი);
გ)
სამართლებრივი აქტები:
გ.ა)
კანონმდებლობა (თვითმმართველობასთან დაკავშირებული ძირითადი კანონები;
გ.ბ)
დადგენილებები;
გ.გ)
გადაწყვეტილებები (საკრებულოს განკარგულებები);
გ.დ)
ნორმატიული აქტების პროექტები ( საკრებულოს დადგენილებათა პროექტები);
დ)
ბიუჯეტი;
ე)
მუნიციპალური პროგრამები;
ვ)
აუქციონები და კონკურსები:
ვ.ა)
აუქციონები;
ვ.ბ)
კონკურსები;
ზ)
ერთი ფანჯრის სამსახური;
თ)
ვაკანსიები.
3.
საჭირო ინფორმაციაში თავსდება საქმიანი ცნობარი და სასარგებლო ბმულები.
4.
კონტაქტის განყოფილებაში თავსდება მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ელ. ფოსტის მისამართები, ტელეფონის ნომრები და სხვა საკონტაქტო ნინაცემები.