შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის შესახებ
მიღების თარიღი 01.08.2014
გამომცემი ორგანო შუახევის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.135.016095
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.08.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ ქარცივაძე | შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის
რეორგანიზაციის გეგმის შესახებ
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2014 წლის 1 აგვისტო
დაბა შუახევი
შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის
რეორგანიზაციის გეგმის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება თანდართული დანართის მიხედვით.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ქარცივაძე
დანართი
შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის
რეორგანიზაციის გეგმა
მუხლი 1🔗
ზოგადი დებულებანი
1.
შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმა (შემდგომში - გეგმა) შედგენილია საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მოთხოვნათა შესაბამისად.
2.
გეგმა ადგენს სარეორგანიზაციო სტრუქტურებს, რეორგანიზაციის ვადებს, გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს, რეორგანიზაციის პროცესში გამგეობის საქმიანობის რეჟიმს და მის შესრულების პასუხისმგებელ პირს.
მუხლი 2🔗.
სარეორგანიზაციო სტრუქტურები
რეორგანიზაცია შეეხება შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებს:
ა)
ადმინისტრაციული სამსახური;
ბ)
ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური;
გ)
განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახური;
დ)
წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური;
ე)
სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური;
ვ)
ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამსახური;
ზ)
ზედამხედველობის სამსახური.
თ)
საფინანსო სამსახური.
მუხლი 3🔗.
სარეორგანიზაციო ღონისძიებები და ჩატარების ვადები
1.
გამგეობის რეორგანიზაცია უნდა დასრულდეს 2014 წლის 1 ნოემბრამდე.
2.
რეორგანიზაციის პროცესში ტარდება შემდეგი ღონისძიებები:
ა)
სამსახურების დებულებებისა და გამგეობის საშტატო ნუსხის პროექტის მომზადება არაუგვიანეს 2014 წლის 20 აგვისტოსი;
ბ)
გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებში შესატანი ცვლილებების პროექტის მომზადება არაუგვიანეს 2014 წლის 20 აგვისტოსი;
გ)
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შექმნა არაუგვიანეს 2014 წლის 20 აგვისტოსი;
დ)
ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი მოხელის საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროექტის მომზადება არაუგვიანეს 2014 წლის 1 სექტემბრისა;
ე)
ატესტაციისა ჩატარების უზრუნველყოფა არაუგვიანეს 2014 წლის 25 სექტემბრისა, „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად;
ვ)
ვაკანტურ თანამდებობაზე (არსებობობის შემთხვევაში) კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა არაუგვიანეს 2014 წლის 25 ოქტომბრისა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად;
ზ)
გამგეობის მოსამსახურეთა გაფრთხილება რეორგანიზაციისა და შტატების მოსალოდნელი შემცირების თაობაზე არაუგვიანეს 2014 წლის 1 სექტემბრისა.
თ)
გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის ლიკვიდაცია არაუგვიანეს 2014 წლის 1 ნოემბრისა.
მუხლი 4🔗.
რეორგანიზაციის პროცესში გამგეობის მუშაობის რეჟიმი
რეორგანიზაციის პროცესში გამგეობა მუშაობს გამგეობისა და სტრუქტურული ერთეულების მოქმედი დებულებებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად.
მუხლი 5🔗.
გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები
1.
გეგმის შესრულებას კოორდინაციას უწევს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რომელმაც გეგმის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძეიებების ვადების დაცვით, საკრებულოს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები.
2.
დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებაზე პასუხისმგებელია გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ და საკადრო საკითხთა განყოფილება.
3.
დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებაზე პასუხისმგებელია შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
4.
დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებელია შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შექმნილი სალიკვიდაციო კომისია.