ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ

მიღების თარიღი 28.07.2014
ძალაში შესვლა 01.08.2014
გამომცემი ორგანო ხობის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.106.016115
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 285 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.07.2014 მიღება
01.08.2014 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №26 2014 წლის 28 ივლისი ქ. ხობი ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებისა და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. ხობის მუნიციპალიტეტი დაიყოს 22 ადმინისტრაციულ ერთეულად. 2. ხობის მუნიციპალიტეტში შექმნილი ადმინისტრაციული ერთეულები თავის საზღვრებში მოიცავს ამ დადგენილების მე-3 პუნქტით შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულისთვის მიკუთვნებულ დასახლებებს. 3. ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებია: ა) ხობის ადმინისტრაციული ერთეული (ქალაქი ხობი); ბ) ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: ახალი ხიბულა, გაშფერდი, ზუბი); გ) ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: ახალსოფელი, განთიადი, გაღმა პირველი ხორგა); დ) ბიის ადმინისტრაციული ერთეული  (სოფლები: ბია, ბია-საშონიო, ზემო ბია); ე) გურიფულის ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: პირველი გურიფული, მეორე გურიფული); ვ) ზემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: ზემო ქვალონი, საალანიო-საფაჩულიო, სახოჭოლავო); ზ) თორსა-დღვაბის ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: თორსა, დღვაბა, საბუკიო); თ) ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: ნოჯიხევი, დასახლება, ზენი, კუთხენოჯიხევი, ნაფოშტუ); ი) პატარა ფოთის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი პატარა ფოთი); კ) პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: ბულიწყუ, საკვიკვინიო, ჭიხუ); ლ) პირველი ხორგის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი გამოღმა პირველი ხორგა); მ) საგვიჩიოს ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი საგვიჩიო); ნ) საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: ზენი, გაღმა საჯიჯაო, ზუბი, ჯაპიშაქარი); ო) ქარიატის ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: გაღმა ქარიატა, გამოღმა ქარიატა); პ) ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: გიმოზგონჯილი, ბულიში, გვიმარონი, დურღენა, ჭითაუშქური); ჟ) ყულევის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ყულევი); რ) შავღელეს ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი შავღელე); ს) შუა ხორგის ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: გამოღმა შუა ხორგა, გაღმა შუა ხორგა, ყორათი); ტ) ძველი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ძველი ხიბულა); უ) ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: საბაჟო, საქორქიო, საღვამიჩავო, საჭოჭუო); ფ) ხამისკურის ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: ხამისკური, საკუკავო, საქირიო); ქ) ხეთის ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: ხეთა, ლარჩვა, ნოჩხონი, ოხვამეკარი, წინაგოლა). 4. დადგენილება ძალაში შევიდეს 2014 წლის 1 აგვისტოს.ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა