ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიულ საკითხთა სამსახურის დებულება
მიღების თარიღი 22.07.2014
ძალის დაკარგვა 13.02.2015
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016142
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე | ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიულ საკითხთა სამსახურის დებულება
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №15
2014 წლის 22 ივლისი
ქ. ახალციხე
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიულ საკითხთა სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიულ საკითხთა სამსახურის
დებულება
მუხლი 1🔗.
სამსახურის ცნება
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახური (შემდგომში -სამსახური) არის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და წინამდებარე დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას თავისი კომპეტენციიც ფარგლებში.
2. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
3. სამსახურის საქმიანობაზე, სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
4. სამსახურის ადგილსამყოფელია - ქალაქი ახალციხე, შალვა ახალციხელის N2
მუხლი 2🔗.
იურიდიული სამსახურის სამართლებრივი საფუძვლები
სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ მოვალეობებს.
მუხლი 3🔗.
იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციები
1. იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) მინდობილობის საფუძველზე გამგეობის ინტერესების სამართლებრივ დაცვას ყველა ინსტანციის სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან და მესამე (ფიზიკურ და იურიდიულ) პირებთან ურთიერთობაში.
ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
გ) ცალკეულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების შედგენა;
დ) გამგებლისათვის რეკომენდაციის მომზადება გამგეობის საქმიანობაში წარმოშობილ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით;
ე) გამგებლის (მოადგილეების) დავალებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ვ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულისა და ტერიტორიული ორგანოების იურიდიული კონსულტირება.
ზ) გამგებლისათვის ხელშეწყობა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობაში;
თ) გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, შეთანხმება და სამართლებრივი ექსპერტიზა;
ი)კომპეტენციის ფარგლებში შემოსული განცხადებების, საჩივრებისა და მომართვების განხილვა;
კ) გამგებლის, გამგებლის მოადგილეების ცალკეული დავალებების შესრულება.
ლ) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების პროექტის შემუშავება;
მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 4🔗.
სამსახურის ძირითადი სტრუქტურა
იურიდიული სამსახური შედგება:
ა) სამსახურის უფროსის;
ბ) მთავარი სპეციალისტის;
გ) წამყვანი სპეციალისტისაგან.
მუხლი 5🔗.
სამსახურის უფროსი
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. სამსახურის უფროსი, კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართვას სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია გამგებლის წინაშე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებაზე;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ.
დ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და რეკომენდაციებს;
ე) ზედამხედველობას უწევს სამსახურის სპეციალისტების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ვ) პერიოდულად წარუდგენს გამგებელს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ზ) ახორციელებს გამგეობაში მომზადებული სამართლებრივი აქტებისა და ოფიციალური დოკუმენტების კანონმდებლობასთან შესაბამისობას;
თ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3.სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას, მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს გამგებელი.
მუხლი 6🔗.
მოსამსახურის უფლება-მოვალეობები
1.სამსახურის მოსამსახურეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2.მოსამსახურე პასუხისმგებელია გამგებლისა და სამსახურის უფროსის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე.
3. მოსამსახურე უშუალო ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს მისი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე.
4. დადგენილი წესით სარგებლობს ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით.
5. სარგებლობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
6.მოსამსახურე ვალდებულია:
ა) დაიცვას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულოს უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ)შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვას საიდუმლოების რეჟიმი;
დ)იმუშაოს თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე) შეასრულოს დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ) გაუფრთხილდეს მის სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.
მუხლი 7🔗.
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.