საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა 2014 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს:
ა) რისკის შემცირების, რესოციალიზაციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ჩამონათვალის განსაზღვრა, რომლებიც აუცილებელია ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის განსახორციელებლად;
ბ) იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოქმედი სპეციალური კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცება;
გ) რისკის შეფასების სტანდარტების განსაზღვრა.
საქართველოს 2014 წლის 26 ივლისის კანონი №2530 - ვებგვერდი, 06.08.2014