სს „მარგებელის“ მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შეტყობინება
სააქციო საზოგადოება სს „მარგებელის“ მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „მარგებელის“ (ს/კ 205283931 ) სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი იწვევენ სააქციო საზოგადოების აქციონერთა მორიგ საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2014 წლის 16 აგვისტოს 16:00 საათზე ქ. თბილისში, სოფ. დიღომში, მიწის ნაკვეთი №034/546,სააქციო საზოგადოების იურიდიულ მისამართზე.
სამეთვალყურეო საბჭომ საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დაადგინა 2014 წლის 30 ივლისი.
დღის წესრიგი:
1. სს ,,მარგებელის’’ წესდებაში ცვლილებების შეტანა;
2. სხვადასხვა.
დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს-ის დირექტორთან. დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ განმარტებების მოთხოვნა დირექტორისგან როგორც ზეპირად, ასევე წერილობით. თუ ამგვარი წერილობითი მოთხოვნა წარდგენილ იქნა დადგენილ ვადებში, მასზე იქნება გაცემული პასუხი ან საკითხი შევა დღის წესრიგის დამატებით პუნქტად.
საზოგადოების დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭო რეკომენდაციას იძლევა, რომ:
1. საზოგადოებაში მოსალოდნელი ცვლილებების გათვალისწინებით სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი რეკომენდაციას უწევს აქციონერებს სს ,,მარგებელის’’ არსებულ წესდებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
2. სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი რეკომენდაციას უწევს კრებას იმსჯელოს სხვადასხვა მიმდინარე საკითხებზე.
აქციონერთა საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმდეს 2014 წლის 6 აგვისტოს სს „მარგებელის“ აქციათა რეგისტრატორთან – სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი” შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. №74ა.
დირექტორი: ა. სვიმონიშვილი