განჩინება შპს „ხაშურის პოლიკლინიკურ-ამბულატორიული გაერთიანება“-ს გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/7799-14
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/07/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე№ 2/7799-14

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

 

2014 წლი ს    15 ივლისი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ბესიკ სისვაძე

 

განმცხადებელი: შპს „ხაშურის პოლიკლინიკურ-ამბულატორიული გაერთიანება”
(ს/ნ 243858688)

წარმომადგენელი: ბიძინა ჩიკვილაძე

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ხაშურის პოლიკლინიკურ-ამბულატორიული გაერთიანების” გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2014 წლის 14 მაისს განცხადებით მიმართა შპს ”ხაშურის პოლიკლინიკურ-ამბულატორიული გაერთიანების” (ს/ნ 243858688) დირექტორმა ბიძინა ჩიკვილაძემ და მოითხოვა
შპს „ხაშურის პოლიკლინიკურ-ამბულატორიული გაერთიანებას”
გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

განცხადების ავტორის განმარტებით, შპს ”ხაშურის პოლიკლინიკურ-ამბულატორიული გაერთიანების” (ს/კ 243858688) არაუზრუნველყოფილი კრედიტორია შპს ”იმპექსფარმი” (ს/კ 204927909), რომლის მიმართაც დავალიანება შეადგენს 5 646.95 (ხუთი ათას ექვსას ორმოცდაექვსი მთელი ოთხმოცდათხუთმეტი მეასედი) ლარს. საწარმოს ასევე აქვს დებიტორული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ, რომლის ოდენობაც სალდირებული ზედმეტობის სახით არის 1 235.02 (ათას ორას ოცდათხუთმეტი მთელი ორი მეასედი) ლარი. განმცხადებლის მტკიცებით, საწარმოს დღეის მდგომარეობით შეწყვეტილი აქვს სამეწარმეო საქმიანობა. მოვალეს არც ბალანსზე და არც საკუთრებაში უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება, შესაბამისად მას არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და ამასთან, უზრუნველყოს გაკოტრების საქმის წარმოებისათვის დამახასიათებელი საპროცესო ხარჯების დაფარვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 მაისის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს ”ხაშურის პოლიკლინიკურ-ამბულატორიული გაერთიანებას” უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამავე განჩინებით კრედიტორებს განემარტათ, რომ ერთი თვის ვადაში შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ”ხაშურის პოლიკნინიკურ-ამბულატორიული გაერთიანების” (ს/ნ 243858688) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე განცხადებით. თუ ამ ვადაში კრედიტორები გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდნენ სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც იქნებოდა მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 მაისის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2014 წლის 21 მაისს. განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში შპს ”ხაშურის პოლიკლინიკურ-ამბულატორიული გაერთიანების” (ს/ნ 243858688) კრედიტორებს განცხადებით სასამართლოსათვის არ მოუმართავთ.

 

შპს ”ხაშურის პოლიკლინიკურ-ამბულატორიული გაერთიანების” კრედიტორებმა კანონით დადგენილ ერთ თვიან ვადაში არ მიმართეს სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, რაც ”ხაშურის პოლიკნინიკურ-ამბულატორიული გაერთიანების” გაკოტრებულად გამოცხადებისა და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ხაშურის პოლიკლინიკურ-ამბულატორიული გაერთიანება” (ს/ნ 243858688) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს ”ხაშურის პოლიკლინიკურ-ამბულატორიული გაერთიანების” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.

3. მოვალე შპს „ხაშურის პოლიკნინიკურ-ამბულატორიული გაერთიანებას” მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი,№ 6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.

 

მოსამართლე:                                       ბესიკ სისვაძე