განჩინება შპს „ბაკურიანის საავადმყოფო“-ს გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/18369-13
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/07/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/18369-13

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ

 

2014 წლის   17 ივლისი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ბესიკ სისვაძე

 

განმცხადებელი: შპს „ბაკურიანის საავადმყოფო” (ს/კ 226112863)

წარმომადგენელი: შპს „რეაბილიტაცია” (ს/კ 206096419; დირექტორი) – დირექტორის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ბიძინა ჩიკვილაძე

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ”ბაკურიანის საავადმყოფოს” გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2013 წლის 12 დეკემბერს განცხადებით მიმართა შპს „ბაკურიანის საავადმყოფოს” დირექტორის – შპს „რეაბილიტაციის” დირექტორმა და ითხოვა შპს „ბაკურიანის საავადმყოფოს” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

განმცხადებელი განმარტავს, რომ შპს „ბაკურიანის საავადმყოფო” (ს/ნ 226112863) წარმოადგენს 100% სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. დღეის მდგომარეობით ორგანიზაცია არ ფუნქციონირებს და არც ბალანსზე, ასევე არც საკუთრებაში არ გააჩნია უძრავ-მოძრავი ქონება. საწარმოს არ ერიცხება ასევე კრედიტორული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ და არ ჰყავს უზრუნველყოფილი კრედიტორები. განმცხადებლის განმარტებით, ორგანიზაციის დებიტორული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ სალდირებული ზედმეტობის სახით შეადგენს 832,37 (რვაას ოცდათორმეტი მთელი ოცდაჩვიდმეტი) ლარს. შპს ”ბაკურიანის საავადმყოფოს” სახელმწიფო ბიუჯეტის გარდა სხვა დებიტორი არ ჰყავს. არაუზრუნველყოფილ კრედიტორებს წარმოადგენს შპს „ბორჯომგაზი” (ს/კ 226149833) და ამავე ორგანიზაციის ყოფილი დირექტორი ანდრო თედიაშვილი (პ/ნ 11001001943, მის: ქ. ბორჯომი, დაბა ბაკურიანი, თამარ მეფის ქ. №8) რომლის მიმართ ორგანიზაციის სახელფასო დავალიანება შეადგენს 2 400 (ორი ათას ოთხასი) ლარს. მოვალეს არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 დეკემბრის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს „ბაკურიანის საავადმყოფოს” უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ”ბაკურიანის საავადმყოფოს” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. ხოლო თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 დეკემბრის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2013 წლის 24 დეკემბერს. განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში სასამართლოს განცხადებით მომართა სს „საქორგგაზის” წარმომადგენელმა მერაბ გოგოლაძემ და ითხოვა შპს „ბაკურიანის საავადმყოფოს” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა. აღნიშნულ განცხადებაზე დადგენილი ხარვეზების შეუვსებლობის გამო 2014 წლის 12 მაისის განჩინებით სს „საქორგგაზს” უარი ეთქვა განცხადების წრამოებაში მიღებაზე.

გამომდინარე აღნიშნულიდან, ის გარემოება, რომ შპს ”ბაკურიანის საავადმყოფოს” კრედიტორმა სს ”საქორგგაზმა” არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, საფუძველია საწარმოს გაკოტრებულად გამოცხადებისა და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ბაკურიანის საავადმყოფო” (ს/კ 226112863) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „ბაკურიანის საავადმყოფოს” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.

3. მოვალე შპს „ბაკურიანის საავადმყოფოს” (ს/კ 226112863) დაევალოს აღნიშნული განჩინების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი,№ 6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.

 

მოსამართლე:                                         ბესიკ სისვაძე