საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.07.2014
ძალის დაკარგვა 25.12.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 010030000.22.027.016540
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება
№33
2014 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი)
დებულების დამტკიცების შესახებ
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) თანდართული დებულება.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 13 აგვისტოს №44 ბრძანება.
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი
საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი)
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტის) (შემდგომში – გენერალური ინსპექცია) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. გენერალური ინსპექცია არის საქართველოს მთავარი პროკურატურის (შემდგომში - მთავარი პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი და საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს მთავარ პროკურატურას. გენერალურ ინსპექციას აქვს ბეჭედი, რომლის აღწერილობას, შენახვისა და გამოყენების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავარი პროკურორი (შემდგომში – მთავარი პროკურორი).
3. გენერალური ინსპექცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით, მთავარი პროკურატურის დებულებით, ამ დებულებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრისა (შემდგომში – იუსტიციის მინისტრი) და მთავარი პროკურორის სამართლებრივი აქტებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.
4. გენერალური ინსპექციის საქმიანობა ეფუძნება კანონიერებისა და სამართლიანობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, პატივისა და ღირსების დაცვის, საჯაროობის, პროკურატურის ორგანოების ერთიანობისა და ცენტრალიზაციის, აგრეთვე პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის პრინციპებს.
5. გენერალური ინსპექცია ანგარიშვალდებულია მთავარი პროკურორის წინაშე, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას. დაუშვებელია გენერალური ინსპექციის საქმიანობაში სხვა თანამდებობის პირთა ნებისმიერი ფორმით ჩარევა.
მუხლი 2🔗. გენერალური ინსპექციის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
გენერალური ინსპექციის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) პროკურატურის ორგანოებში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელი შესრულების კონტროლი;
ბ) პროკურატურის ორგანოებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, პროკურატურის მუშაკთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომის, პროკურატურის მუშაკებში ინტერესთა შეუთავსებლობის ან/და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა; სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; პროკურატურის მუშაკების მიერ შეუფერებელი საქციელის ჩადენის ფაქტებზე სათანადო რეაგირება; აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
გ) პროკურატურის მუშაკთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მთავარი პროკურორისთვის წარდგენა;
დ) პროკურატურის მუშაკთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, პროკურატურის ორგანოების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მთავარი პროკურორისა და პროკურატურის მუშაკებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;
ე) პროკურატურის ორგანოებში საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე კონტროლის განხორციელება;
ვ) პროკურატურის მუშაკის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოძიების ჩატარება;
ზ) მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციასა და იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობა;
თ) მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;
ი) პროკურატურის საქმიანობის საჯაროობის, გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება;
კ) იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 3🔗. გენერალური ინპექციის უფლებამოსილებები
1. დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია:
ა) ჩაატაროს სამსახურებრივი შემოწმება პროკურატურის მუშაკთა მიერ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებასთან დაკავშირებული მოქალაქეთა უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი ეთიკის წესების დარღვევის, პროკურატურის მუშაკისთვის შეუფერებელი საქციელის, დისციპლინური გადაცდომისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ფაქტებზე;
ბ) პროკურატურის მუშაკის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, სრული მოცულობით ჩაატაროს გამოძიება;
გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს და განიხილოს იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირთა, ადმინისტრაციულ ორგანოთა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა საჩივრები და განცხადებები;
დ) საკუთარ კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე პროკურატურის მუშაკს მიმართოს მოთხოვნით, წერილობით ან ზეპირი ფორმით მისთვის აუცილებელი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნის ან წარდგენის თაობაზე, აგრეთვე გენერალურ ინსპექციაში (ინსპექციის უფლებამოსილ მუშაკთან) გამოცხადების ან/და ახსნა-განმარტების მიცემის თაობაზე;
ე) სამსახურებრივი შემოწმების პროცესში მოითხოვოს და დაუყოვნებლივ მიიღოს (მათ შორის, ადგილზე გაცნობით) პროკურატურის მუშაკისგან სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებისათვის აუცილებელი ან/და მის წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია;
ვ) საჭიროებისამებრ, განსახილველი საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, გამოიძახოს პროკურატურის ნებისმიერი მუშაკი და მიიღოს მისგან ახსნა-განმარტება;
ზ) ჩამოართვას ახსნა-განმარტება ანდა მიიღოს ინფორმაცია იმ პირებისაგან, რომლებიც არ არიან პროკურატურის მუშაკები, მხოლოდ ნებაყოფლობით საწყისებზე;
თ) სამსახურებრივი შემოწმების წარმოებისას, განსახილველ საკითხზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, მოითხოვოს პროკურატურის მუშაკის ან მოწვეული სპეციალისტის მონაწილეობა, აგრეთვე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით;
ი) სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით მთავარ პროკურორს წარუდგინოს წინადადება გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ;
კ) პროკურატურის მუშაკთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, პროკურატურის ორგანოების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით შეისწავლოს და გააანალიზოს მის მიერ განხორციელებული შემოწმების პროცესში მოპოვებული მასალები და მთავარ პროკურორსა და პროკურატურის მუშაკებს წარუდგინოს სათანადო რეკომენდაციები;
ლ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში რეკომენდაციით მიმართოს პროკურატურის ორგანოს ხელმძღვანელს შესაბამისი დაწესებულების, ორგანოს საქმიანობის ფორმებისა და მეთოდების სრულყოფის მიზნით;
მ) განახორციელოს პროკურატურის ორგანოების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კომპლექსური და თემატური შემოწმება, პროკურატურის მუშაკთა მიერ ფინანსების მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებების დაცვის და მათი ეფექტური გამოყენების მიზნით; განახორციელოს პროკურატურის ორგანოებში საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების კონტროლი;
ნ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, განახორციელოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციასა და იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობა, მხარი დაუჭიროს სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე;
ო) სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში გენერალური ინსპექციის მუშაკები საშვგამტარი ან სხვა შემზღუდავი რეჟიმის გვერდის ავლით დაუყოვნებლივ შევიდნენ პროკურატურის ორგანოების როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სამსახურებრივ შენობა-ნაგებობებში;
პ) განახორციელოს მონიტორინგი პროკურატურის ორგანოების ადმინისტრაციულ შენობებში არსებულ ელექტრონული პირადობის მოწმობის წამკითხველებზე დაფიქსირებულ მონაცემებზე, რომელთა შენახვის ვადა განისაზღვრება მათი ფიქსაციიდან 6 თვემდე ვადით;
ჟ) განახორციელოს მონიტორინგი პროკურატურის ორგანოების ადმინისტრაციულ შენობებში არსებულ სათვალთვალო ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებულ ვიდეოჩანაწერებზე, რომელთა შენახვის ვადა განისაზღვრება მათი ფიქსაციიდან 1 თვემდე ვადით;
რ) უზრუნველყოს მთავარ პროკურატურაში „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირება, განიხილოს ამ გზით შემოსული შეტყობინებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება პროკურატურის სისტემაში „ცხელი ხაზის“ არსებობის შესახებ;
ს) ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან პროკურატურის მუშაკთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა ან თანამდებობისათვის შეუფერებელი საქციელის გამოვლენის მიზნით;
ტ) სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მიიღოს მონაწილეობა პროკურატურის ორგანოებში კანონიერების დარღვევისა და სხვა არამართლზომიერი ქმედებების აღმოფხვრისაკენ მიმართული კომპლექსური ღონისძიებების შემუშავებაში;
უ) განახორციელოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
2. შემოწმების პერიოდში გენერალური ინსპექციის კანონშესაბამისი მოთხოვნა, მითითება ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად და მისი გასაჩივრება შეიძლება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 4🔗. გენერალური ინსპექციის მოვალეობები
გენერალური ინსპექცია ვალდებულია:
ა) ჩაატაროს პროკურატურის მუშაკთა საქმიანობის სამსახურებრივი შემოწმება კანონით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით;
ბ) უზრუნველყოს მოქალაქეებთან მუდმივი, პირდაპირი საინფორმაციო კავშირი და განიხილოს შემოსული შეტყობინებები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
გ) აწარმოოს პროკურატურის მუშაკის მიერ დისციპლინისა და კანონიერების დარღვევის შემთხვევების სტატისტიკა, რეგულარულად მოახდინოს მისი კომპლექსური და თემატური ანალიზი, მოამზადოს სათანადო რეკომენდაციები მთავარი პროკურორისა და პროკურატურის მუშაკისათვის წარსადგენად;
დ) წელიწადში ორჯერ მთავარ პროკურორს წარუდგინოს განზოგადებული ანგარიში გაწეული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესახებ;
ე) უზრუნველყოს პროკურატურის ორგანოებში საქართველოს კანონმდებლობის, აგრეთვე იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა განუხრელ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
ვ) შეასრულოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
მუხლი 5🔗. დისციპლინური წარმოება
1. პროკურატურის მუშაკის მიერ ფიცის გატეხვის, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის, პროკურატურის მუშაკისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენის ანდა კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისა ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გენერალური ინსპექცია ატარებს სამსახურებრივ შემოწმებას.
2. სამსახურებრივი შემოწმების საფუძველი შეიძლება იყოს ცნობები პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის შესახებ, მათ შორის, სასამართლოს (მოსამართლის) კერძო განჩინებები, მთავარი პროკურორის ცალკეული დავალებები; პროკურატურის „ცხელი ხაზით“ შემოსული შეტყობინებები, გენერალური ინსპექციის საქმიანობის პროცესში გამორკვეული ფაქტები, მიღებული შეტყობინებები, გეგმური შემოწმების გრაფიკი; ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ინფორმაცია, მოქალაქეთა წერილობითი საჩივრები.
3. სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს გენერალური ინსპექციის უფროსი.
4. გენერალური ინსპექციის მუშაკი საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით ატარებს სამსახურებრივ შემოწმებას, ადგენს სამსახურებრივი შემოწმების თაობაზე დასკვნას, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს გენერალური ინსპექციის უფროსი.
5. სამსახურებრივი შემოწმების ვადა არის ერთი თვე. გამონაკლის შემთხვევებში, გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს 3 თვემდე. სამსახურებრივი შემოწმების ვადის გაგრძელების შესახებ გენერალური ინსპექციის უფროსს წარედგინება დასაბუთებული მოხსენებითი ბარათი შემოწმების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 5 დღისა.
6. სამსახურებრივი შემოწმება, მოტივირებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, გენერალური ინსპექციის უფროსის თანხმობით შეიძლება შეჩერდეს იმ გადაულახავი გარემოებების აღმოფხვრამდე, რომელთა გარეშე ობიექტური გადაწყვეტილების მიღება ვერ ხერხდება, მაგრამ არაუმეტეს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის ამოწურვისა.
7. სამსახურეობრივი შემოწმების დროს, გენერალური ინსპექციის მუშაკი უფლებამოსილია დაათვალიეროს პროკურატურის მუშაკის სამუშაო ოთახი და ინვენტარი.
8. სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია:
ა) მოიწვიოს პროკურატურის მუშაკი ან ნებისმიერი გარეშე პირი და მიიღოს ახსნა-განმარტება მოსაძიებელი ფაქტის ირგვლივ;
ბ) წინასწარ წერილობით განუმარტოს გარეშე პირს მისი უფლება, უარი თქვას ახსნა-განმარტების მიცემაზე;
გ) გამოითხოვოს ყველა მასალა, დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც უზრუნველყოფს საკითხის სრულყოფილად შესწავლას;
დ) სპეციალური ცოდნის საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს და მიიღოს კონსულტაციები სპეციალისტებისაგან;
ე) მიიღოს არსებითი გადაწყვეტილება მოძიებული ფაქტის ირგვლივ – შეადგინოს დასკვნა სამსახურებრივი შემოწმების თაობაზე;
ვ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგების მიხედვით, მთავარ პროკურორს წარუდგინოს წინადადებები გამოვლენილი დარღვევების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე. პროკურატურის მუშაკს მიმართოს სათანადო რეკომენდაციით;
ზ) პროკურატურის სხვა სამსახურებთან ერთად ან დამოუკიდებლად შეამოწმოს პროკურატურის სხვადასხვა დანაყოფებში საშემსრულებლო და შრომითი დისციპლინის დაცვის მდგომარეობა ნებისმიერ დროს და მთავარ პროკურორს განსახილველად წარუდგინოს წინადადებები გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.
9. გენერალური ინსპექცია მთავარი პროკურორის დავალებით:
ა) მონაწილეობს პროკურატურის ორგანოების კომპლექსურ შემოწმებაში და შედეგების მიხედვით ამზადებს სათანადო დასკვნას;
ბ) პროკურატურის სისტემაში ატარებს მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობათა აუდიტს;
გ) კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას ატარებს შემოწმებას პროკურატურის მუშაკის მიერ ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკულ, ფსიქოტროპულ ან ძლიერმოქმედ საშუალებათა მოხმარების, ასევე ალკოჰოლური საშუალების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ან სამუშაო საათების განმავლობაში მოხმარების ფაქტების დადგენის მიზნით.
10. გენერალური ინსპექციის მოთხოვნა არ უნდა ზღუდავდეს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. გენერალური ინსპექციის მიერ სახელმწიფო ან კომერციული საიდუმლოების, აგრეთვე, პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოთხოვა, მიღება და გაცნობა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
11. გენერალური ინსპექციის წერილობით მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს შემსრულებლის ვინაობა და მისი შესრულების გონივრული ვადა.
12. გენერალური ინსპექციის მოთხოვნა პროკურატურის მუშაკის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს მთავარ პროკურორთან. მოთხოვნის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს ამ მოთხოვნის დადგენილ ვადაში შესრულების ვალდებულებისაგან, თუ მთავარი პროკურორი არ მიიღებს ამგვარ გადაწყვეტილებას.
13. გენერალური ინსპექციის დასკვნა სამსახურებრივი შემოწმების შეწყვეტის შესახებ უნდა შეთანხმდეს მთავარ პროკურორთან.
მუხლი 6🔗. გენერალური ინსპექციის უფროსი
1. გენერალურ ინსპექციას ხელმძღვანელობს გენერალური ინსპექციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.
2. გენერალური ინსპექციის უფროსი ანგარიშვალდებულია მთავარი პროკურორის წინაშე.
3. გენერალური ინსპექციის უფროსი:
ა) ახორციელებს გენერალური ინსპექციის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს გენერალური ინსპექციის მუშაკთა შორის;
გ) აკონტროლებს გენერალური ინსპექციის მუშაკთა მიერ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
დ) ხელს აწერს გენერალურ ინსპექციაში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) წლიური შედეგების მიხედვით მთავარ პროკურორს წარუდგენს ანგარიშს გენერალური ინსპექციის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ) მთავარი პროკურორის წინაშე აყენებს საკითხებს გენერალური ინსპექციის მუშაკთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ზ) შუამდგომლობს გენერალური ინსპექციის ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე;
თ) შუამდგომლობს გენერალური ინსპექციის მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ი) გასცემს მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების თაობაზე;
კ) იღებს გადაწყვეტილებებს ცალკეული პროკურორების და გამომძიებლების კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებიდან ჩამოცილების შესახებ;
ლ) უშუალოდ მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში, სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას;
მ) უზრუნველყოფს გენერალური ინსპექციის პროკურორების მონაწილეობას სასამართლოში საქმეების განხილვისას;
ნ) ამოწმებს ქვემდგომი პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, შეაქვს საჩივრები სასამართლოს გადაწყვეტილებებზე;
ო) იხილავს გენერალურ ინსპექციაში შემოსულ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
პ) მთავარ პროკურორს წარუდგენს წინადადებებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სრულყოფის ღონისძიებათა და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით;
ჟ) შესასწავლად და შესამოწმებლად გამოითხოვს სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებს და სხვა მონაცემებს დანაშაულის ჩადენისა და გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე;
რ) აკონტროლებს იუსტიციის მინისტრის ბრძანებებისა და მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებებისა და დავალებების შესრულებას;
ს) ასრულებს მთავარი პროკურორის ცალკეულ დავალებებს;
ტ) ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ სხვა ფუნქციებს.
4. გენერალური ინსპექციის უფროსის კანონშესაბამისი მოთხოვნა, მითითება ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად პროკურატურის ნებისმიერი სტრუქტურული ქვედანაყოფის/ორგანოს ხელმძღვანელისათვის და მისი გასაჩივრება შეიძლება მთავარ პროკურორთან.
მუხლი 7🔗. გენერალური ინსპექციის უფროსის ანგარიში
1. გენერალური ინსპექციის უფროსი წელიწადში ერთხელ – არაუგვიანეს 15 იანვრისა, მთავარ პროკურორს წარუდგენს გასული წლის განმავლობაში გენერალური ინსპექციის მიერ გაწეული საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს.
2. გენერალური ინსპექციის უფროსის ანგარიში უნდა შეიცავდეს:
ა) განზოგადებულ სტატისტიკურ მონაცემებს, კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულების უზრუნველსაყოფად განხორციელებული საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების თაობაზე;
ბ) განზოგადებულ მონაცემებს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში პროკურატურის ორგანოებში გამოვლენილი მნიშვნელოვანი პრობლემების, პროკურატურის მუშაკთა მიერ ჩადენილი სამართალდარღვევების, მათ შორის, კორუფციის ფაქტების თაობაზე;
გ) ინფორმაციას საანგარიშო პერიოდში გენერალური ინსპექციის მიერ გაწეული რეკომენდაციებისა და წარდგინებების თაობაზე, პროკურატურის ორგანოებში გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსწორების თვალსაზრისით;
დ) ინფორმაციას გაწეულ რეკომენდაციებსა და წარდგინებებზე განხორციელებული რეაგირების თაობაზე, აგრეთვე მონაცემებს სათანადო რეაგირების გარეშე დარჩენილი წინადადებებისა და რეკომენდაციების თაობაზე;
ე) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაცემულ საქმეთა ჩამონათვალს, აგრეთვე ინფორმაციას ამ საქმეების შემდგომი მსვლელობის თაობაზე;
ვ) ინფორმაციას საანგარიშო წლის განმავლობაში გამოვლენილი დარღვევების შედეგად პროკურატურის მუშაკთა მხრიდან სახელმწიფოსათვის მიყენებული ზარალის ოდენობის, კანონმდებლობის შესაბამისად სასამართლოსათვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართვის შემთხვევებისა და მიღწეული შედეგების თაობაზე.
მუხლი 8🔗. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე
1. გენერალური ინსპექციის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.
2. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე:
ა) გენერალური ინსპექციის უფროსთან შეთანხმებით, ანაწილებს მოვალეობებს გენერალური ინსპექციის მუშაკთა შორის;
ბ) ხელს აწერს გენერალურ ინსპექციაში მომზადებულ დოკუმენტებს;
გ) ორგანიზებას უწევს გენერალური ინსპექციის მუშაკთა პროფესიულ მომზადებას;
დ) უზრუნველყოფს საშემსრულებლო დისციპლინის დაცვის კონტროლს, გენერალური ინსპექციის მუშაკთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
ე) გენერალური ინსპექციის უფროსის წინაშე აყენებს საკითხებს გენერალური ინსპექციის მუშაკთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ვ) გენერალური ინსპექციის უფროსს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული პროკურორების და გამომძიებლების კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებიდან ჩამოცილების შესახებ;
ზ) უშუალოდ მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას;
თ) გენერალური ინსპექციის უფროსის თანხმობით, შესასწავლად და შესამოწმებლად გამოითხოვს სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებს და სხვა მონაცემებს დანაშაულის ჩადენის, გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე;
ი) ამოწმებს გენერალური ინსპექციის პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას და იღებს ზომებს გამოვლენილ დარღვევათა აღმოსაფხვრელად;
კ) გასცემს მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების თაობაზე;
ლ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეაქვს საჩივრები სასამართლოს გადაწყვეტილებებზე;
მ) გენერალური ინსპექციის უფროსს წარუდგენს წინადადებებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სრულყოფის ღონისძიებათა და სხვა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით;
ნ) აკონტროლებს იუსტიციის მინისტრის ბრძანებებისა და მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, აგრეთვე, გენერალური ინსპექციის უფროსის დავალებების შესრულებას;
ო) იხილავს გენერალურ ინსპექციაში შემოსულ ფიზიკურ ან/და იურიდიული პირთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
პ) ასრულებს მთავარი პროკურორის და გენერალური ინსპექციის უფროსის ცალკეულ დავალებებს;
ჟ) ახორციელებს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებულ ფუნქციებს.
3. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე ასრულებს გენერალური ინსპექციის უფროსის მოვალეობას, მისი არყოფნის შემთხვევაში.
მუხლი 9🔗. გენერალური ინსპექციის მუშაკები
1. გენერალურ ინსპექციაში, იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული საშტატო ნუსხის შესაბამისად, საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) გენერალური ინსპექციის უფროსი პროკურორები;
ბ) გენერალური ინსპექციის პროკურორები;
გ) გენერალური ინსპექციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები;
დ) გენერალური ინსპექციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები;
ე) გენერალური ინსპექციის სპეციალისტი.
2. გენერალური ინსპექციის მუშაკებს, დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.
3. გენერალური ინსპექციის უფროსი პროკურორები და პროკურორები:
ა) მონაწილეობენ მთავარი პროკურატურის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების მომზადებაში;
ბ) ახორციელებენ მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციასა და იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობასა და გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას;
გ) გასცემენ მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების თაობაზე;
დ) გენერალური ინსპექციის უფროსის დავალებით, მონაწილეობენ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, პირადად აწარმოებენ ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს;
ე) გენერალური ინსპექციის უფროსის დავალებით, მონაწილეობენ სხვადასხვა სასამართლო ინსტანციებში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში, მხარს უჭერენ სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში;
ვ) ამზადებენ საჩივრებს სასამართლო გადაწყვეტილებებზე, ადგენენ წერილობით ცნობებს სასამართლო პროცესებში მონაწილეობის შესახებ, ასევე ინფორმაციებს პროკურორების მიერ სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების განხორციელების შედეგებზე;
ზ) განიხილავენ განცხადება-საჩივრებს და იღებენ კანონშესაბამის გადაწყვეტილებას.
თ) გენერალური ინსპექციის უფროსს წარუდგენენ წინადადებებს დაქვემდებარებულ უწყებებში გამოძიების ეფექტურობისა და სრულყოფის შესახებ;
ი) გენერალური ინსპექციის უფროსის თანხმობით, შესასწავლად და შესამოწმებლად გამოითხოვენ სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებს და სხვა მონაცემებს დანაშაულის ჩადენის, გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე;
კ) აწარმოებენ გაწეული მუშაობის აღრიცხვას და გენერალური ინსპექციის უფროსს წარუდგენენ ანგარიშს;
ლ) აანალიზებენ და განაზოგადებენ სტატისტიკურ მონაცემებს გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის შესახებ; გენერალური ინსპექციის უფროსის წინაშე აყენებენ წინადადებებს მუშაობის გაუმჯობესების მიზნით;
მ) აანალიზებენ მოქალაქეთა კანონიერი უფლებების დაცვის მდგომარეობას გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის წარმოებისას;
ნ) ასრულებენ გენერალური ინსპექციის უფროსის ცალკეულ დავალებებს;
ო) ახორციელებენ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მათთვის მინიჭებულ სხვა ფუნქციებს.
4. გენერალური ინსპექციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები უშუალოდ იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს და ახორციელებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მოქმედებებს.
5. გენერალური ინსპექციის სპეციალისტი უზრუნველყოფს საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას, ახდენს შემოსული და გასული დოკუმენტების, ინფორმაციების და სხვა მასალების სისტემატიზაციას, კომპიუტერიზაციას, სისხლის სამართლის საქმეთა სტატისტიკასა და გენერალური ინსპექციის წინაშე მდგარი ამოცანების შესასრულებლად შესაბამისი მხარდაჭერის განხორციელებას.
მუხლი 10🔗. გენერალური ინსპექციის მუშაკის აცილების საფუძვლები
1. გენერალური ინსპექციის მუშაკი არ მონაწილეობს გენერალურ ინსპექციაში შემოსული ცნობებისა და შეტყობინებების განხილვაში, აგრეთვე შემოწმების წარმოებაში, თუ შემოწმების ობიექტი არის მისი ნათესავი ან არსებობს სხვა გარემოება, რომელიც იძლევა ვარაუდის საფუძველს ამ მუშაკის დაინტერესებაში შემოწმების შედეგებისადმი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას გენერალური ინსპექციის მუშაკი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილების შესახებ. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს მუშაკის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენებას, თუ არ არის სახეზე დანაშაულის ნიშნები.
3. გენერალური ინსპექციის მუშაკის აცილების საკითხს წყვეტს გენერალური ინსპექციის უფროსი. გენერალური ინსპექციის უფროსის აცილების საკითხს წყვეტს მთავარი პროკურორი.
მუხლი 11🔗. გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობის წესი
პროკურატურის სტრუქტურული ქვედანაყოფისა და ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია მის დაქვემდებარებაში მყოფი პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისა და კანონდარღვევის ფაქტების შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს გენერალურ ინსპექციას. ინფორმაციის მიუწოდებლობა, თუ ეს ინფორმაცია მისთვის ცნობილი იყო ან ცნობილი უნდა ყოფილიყო საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, იწვევს შესაბამისი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.