⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (29.01.2018)
გაუქმებულია:

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.07.2014
ძალის დაკარგვა 29.01.2018
გამომცემი ორგანო ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.141.016115
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 990 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.07.2014 მიღება
29.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჰამლეტ მოვსესიან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №18 2014 წლის 25 ივლისი ქ. ახალქალაქი       ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების  დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმარველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ” ქვეპუნქტის და 61-ე  მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. დამტკიცდეს  ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულება  (დანართი №1). 2. დადგენილება ძალაში შედის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოქვეყნების შემდეგ.ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჰამლეტ მოვსესიან  დანართი№1 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური (შემდგომში _ „სამსახური“) შექმნილია `„ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის სხვა კანონების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების საფუძველზე; 2. სამსახური წარმოადგენს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხორციელებისას მოქმედებს გამგეობის სახელით და რომელიც ვალდებულია   მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე. 3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დედგენილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნორმატიული აქტებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით; 4.  სამსახურის მისამართია: ქ.ახალქალაქი, ჩარენცის ქ.11. მუხლი 2🔗. სამსახურის მიზნები და ამოცანები 1. სამსახურის საქმიანობის ძირითადი სფეროა მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების, სივრცითი-ტერიტორიული მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავება, არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი საქმიანობის მართვა და ნებისმიერ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება; 2. მიზანი _ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნა პერსპექტიული განაშენიანების განვითარების თვალსაზრისით; 3. ამოცანები: ა) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საერთო სივრცით-ტერიტორიული სურათის ასახვა, ანალიზი და შემდგომი განახლება; ბ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვითარების გეგმაზომიერი და მეთოდური მოწესრიგება არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის თვალსაზრისით; გ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის სამშენებლო საქმიანობაზე პირდაპირი კონტროლის დამყარება; დ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პერსპექტიული განაშენიანების ხედვის ჩამოყალიბება და ასახვა. მუხლი 3🔗. ფუნქციები 1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების და ობიექტების მეთოდური შესწავლა, მონიშვნა, აღწერა, ასახვა, საინფორმაციო ბანკის შექმნა და ინფორმაციის ყოველდღიური განახლება მიმდინარე ვითარების საერთო სურათის წარმოდგენის მიზნით; 2.  საერთო სურათის ყოველდღიური ანალიზი, კრიტიკული წერტილების დადგენა და ინფორმაციის მომზადება; 3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების  სამინისტროს მიერ დამტკიცებული დებულებების საფუძველზე მოამზადოს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესები; 4.  დადგენილი წესით შეთანხმებული და დამტკიცებული `განაშენიანების რეგულირების წესების~ შესაბამისად განახორციელოს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების საკითხების რეგულირება; 5. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინაშე დასვას საკითხი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, სივრცით-ტერიტორიული მოწყობის სქემის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებათა ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის დოკუმენტაციათა შემუშავებისათვის საჭირო თანხების გამოყოფის შესახებ; 6. კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს ზედამხედველობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების შემუავებისა და ქალაქთმშენებლობის პროცესზე; 7.  უზრუნველყოს დასახლებათა სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესში საჯარო და კერძო ინტერესების შეთანხმება; 8.  განახორციელოს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სახელმძღვანელო პრინციპების დაცვა; 9.  მოამზადოს სივრცითი_ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტები საჯარო განხილვისათვის; 10. მოამზადოს და ინვესტორებზე (დამკვეთებზე) გასცეს შენობა-ნაგებობის დაპროექტებაზე, ასევე სივრცითი მოწყობის დაგეგმვის დოკუმენტაციათა დამუშავებაზე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები; 11. გაცემული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების  შესაბამისად განიხილოს და შეითანხმოს შენობა-ნაგებობების (მათ შორის ხაზოვანი ობიექტების), მიწისზედა და მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების, კეთილმოწყობის და სხვა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტები და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციები; 12. კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პროცედურების დაცვით გასცეს მშენებლობის ნებართვები მისი  კომპეტენციის ფარგლებში; 13. განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი, მის კონტროლს დაქვემდებარებული, სამშენებლო ობიექტების სისტემატური შემოწმება; 14.  უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო წესრიგის დაცვა მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე; მუხლი 4🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისგან 2. სამსახურის ქვედანაყოფებია: ა) ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის განყოფილება; ბ) არქიტექტურის და მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილება; 3.  სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურეობრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობებს გამგებლის დავალებით ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის განყოფილებები შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. მუხლი 5🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა 1. სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. სამსახურის უფროსის უფლებები: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფს სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; გ) გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის სამუშაო გეგმებს; დ) ამტკიცებს სამსახურის განყოფილებების სამუშაო გეგმებს; ე) ანაწილებს დავალებებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მოხელეებს შორის; ვ) უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და გამგებლის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; ზ) იბარებს და აფასებს სტრუქტურული ქვედანაყოფების და/ან მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; თ) კანონმდებლობის შესაბამისად მონაწილეობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციათა დამუშავებაში; ი) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა ფუნქციებს და უფლებამოსილებებს; კ) ექვემდებარება მუნიციპალიტეტის გამგებელს, ახორციელებს სამსახურის მენეჯმენტს, უწევს მართვას და კონტროლს მუნიციპალიტეტის არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში; 3. სამსახურის საჯარო მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელი სამსახურის უფროსის წარდგინებით; 4. სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის წინაშე, რომელიც ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ; 5. სამსახურის პროფესიული საქმიანობის კოორდინაციას და მეთოდურ ხელმძღვანელობას კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამისი სამსახური; 6. მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული და სამსახურის ფუნქცინირებისათვის საჭირო სხვა დავალებების შესრულება. მუხლი 6🔗. ინფასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის განყოფილების ფუნქციები 1.  მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვა. 2. მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის  საინფორმაციო საკომუნიკაციო სისტემის შექმნას და განვითარებას. 3.   მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენას. 4.  მშენებლობის ნებართვის თაობაზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის  ბრძანებების პროექტების შემუშავებას. 5.  მშენებლობის ნებართვა გაცემული, ლეგალიზებული, შეთანხმებული და ა.შ. დოკუმენტაციის დამუშავება და დაარქივება; 6.  მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული და სამსახურის ფუნქცინირებისათვის საჭირო სხვა დავალებების შესრულება. მუხლი 7🔗. არქიტექტურის და მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციები 1. მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაცია; 2. მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშაებას. 3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნებისმიერი სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობა. 4.არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენცია და აღკვეთა; 5. წინადადებების დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მომზადების ორგანიზება. 6. არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევების საქმეების წარმოება. 7. მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული და სამსახურის ფუნქცინირებისათვის საჭირო სხვა დავალებების შესრულება. მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულებანი ​1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ახალქალაქის მინიციპალიტეტის საკრებულოს მიერ. 2. სამსახურის საქმიანობის კონტროლს დადგენილი წესით ახორციელებს თვითმმართველი თემის _ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელი და გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული. 3. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.