ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.07.2014
ძალის დაკარგვა 29.01.2018
გამომცემი ორგანო ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.141.016118
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჰამლეტ მოვსესიან | ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 22.01.2018
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განათლების,კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 07.10.2010
დოკუმენტის ტექსტი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2014 წლის 25 ივლისი
ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმარველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ” ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1.
დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის დებულება (დანართი №1).
2.
დადგენილება ძალაში შედის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, გამოქვეყნების შემდეგ.ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჰამლეტ მოვსესიან
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების,
სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის დებულება
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების,სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახური შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, სხვა კანონების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის დებულებების საფუძველზე.
2. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახური (შემდგომში - სამსახური) წარმოადგენს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს გამგეობის სახელით და რომელიც ვალდებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.
3. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
თავი II
სამსახურის სტრუქტურა:
სამსახური შედგება ორი განყოფილებისაგან:
1) განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება; 2)ტურიზმის, სპორტის, ახალგაზრდობისა და განდერული თანასწორობის განყოფილება.
სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოვალეობას ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
სამსახურის ფუნქციები:
მუხლი 2🔗
სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
1. სამსახური უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკოლამდელი განათლების, კულტურისა და სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების განვითარების კონცეფციების და პროგრამების მომზადებას, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდული პროგრამების მართვას.
2. სამსახურის ფუნქციაა:
ა) წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავება მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული კულტურის, სპორტის, ტურუზმის საგანმანათლებლო. სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად;
ბ) განათლების, კულტურის, ტურიზმის და სპორტის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა მომზადება და დამტკიცებული პროგრამების განხორციელება;
გ) კულტურულ და სპორტულ ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალური,მუსიკალური, მხატვრული და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვა;
დ) კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებების მომზადება;
ე) მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, ხალხური რეწვის, ნებისმიერ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ნიმუშების, ფოლკლორის,ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოლოგიური, მემორიალური, რელიგიური, მხატვრული, მეცნიერული თუ სხვა კულტურული ფასეულობების აღრიცხვა, დაცვა, შენარჩუნება, პოპულარიზაცია;
ვ) თეატრალური, კინო, მუსიკალური, ქორეოგრაფიული, სახვითი, გამოყენებითი პროფესიული და ხალხური ხელოვნების დარგების, სპორტული განათლებისა და სპორტის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, დაცვა და პოპულარიზაცია;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში საბიბლიოთეკო საქმიანობისათვის ხელის შეწყობა;
თ) ადგილობირივი კონკურსების, დათვალიერებების, ფესტივალების, გამოფენების, შეჯიბრებების, ტურნირებისა და სხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზება-ხელშეწყობა;
ი) სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუშაობისა და სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციულ-მეთოდური ხელშეწყობა;
კ) როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შემოქმედებითი ჯგუფების გასვლითი სამუშაოებისათვის, გამოფენების მოწყობის ხელშეწყობა,შემოქმედებითი კოლექტივების, ინდივიდუალური შემსრულებლებისა და სპორტსმენებისათვის გასამართავ ფესტივალებში, კონკურსებსა და გამოფენებში, ოლიმპიადებში, სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის ხელის შეწყობა;
ლ) საერთაშორისო გენდერული პოლიტიკის მიღწევების გათვალისწინებით, გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონის და სხვა საკანონმდებლო აქტებზე დაყრდნობით ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.
თავი III
სამსახურის უფლებები და მოვალეობები
მუხლი 3🔗
სამსახურის უფლებამოსილებები
დასახული მიზნებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების რეალიზებისას, მოქმედი კანონმდებლობით, კომპეტენციის ფარგლებში, სამსახური უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად ნებისმიერი ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში, ცალკეული საკითხის განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
ბ) სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, დადგენილი წესით, მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტები და წარადგინოს ისინი დანიშნულებისამებრ;
გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს აქტებით ან დავალებით, სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 4🔗
სამსახურის მოვალეობები
სამსახური ვალდებულია:
ა) გაწეული საქმიანობის შესახებ, დადგენილი წესით, საჭიროებისამებრ ან/და მოთხოვნის საფუძველზე, წარადგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაცია გამგებელთან;
ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები, აიღოს პასუხისმგებლობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული აქტების მართებულობაზე;
გ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.
თავი IV
სამსახურის მართვა და საქმიანობის ორგანიზება
მუხლი 5🔗
1.სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი;
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს შესაბამისი სამსახურის საჯარო მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) პასუხს აგებს სამსახურისათვის დაკისრებულ ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებს და მეთოდებს, მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს, ანაწილებს ფუნქციებს მოსამსახურეთა შორის;
დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებზე, მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მათ მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლების დასწავლებისშესახებ;
ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) სამსახურის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის უქმნის აუცილებელ პირობებს. რეკომენდაციას უწევს კონფერენციებსა და სხვა შეკრებებზე მონაწილეობის მისაღებად;
თ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის მოხელეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებას;
ი) იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე;
კ) შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს დასაბუთებულ წინადადებებს სამსახურის წლიური ხარჯების საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში წარადგენს დამატებითი ხარჯების პროექტს;
ლ) პასუხისმგებელია სამსახურის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე მოქმედი ნორმატიული აქტების, თვითმმართველობის და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე;
მ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე;
ნ) ტურიზმის პერსპექტიული განვითარების, მისი კონკურენტუნარიანობისა და მიმზიდველობის გაზრდისათვის რეკომენდაციათა მომზადება, ტურიზმის განვითარების დაგეგმვისა და რეალიზაციის ხელშეწყობისათვის საჭირო წინადადებების მომზადება და ამ სფეროში დასაქმებულთა ინფორმატიული უზრუნველყოფა;
ო) კონპეტენციის ფარგლებში ტურიზმის განვითარების მიზნით საქართველოსა და უცხოეთის სამთვრობო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით წინადადებების შემუშავება, ტურისტული მომსახურების სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარებისა და პრაქტიკაში დანერგვის მიზნით შესაბამისი პროექტების მომზადება;
პ) ტურისტული მარშრუტების მომზადება, შემუშავება და მათი პრაქტიკული რეალიზებისათვის ხელშეწყობა;
ჟ) ტურიზმის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შემუშავება, მუნიციპალიტეტის ვებგვერდისათვის შესაბამისი მასალების მომზადება და სისტემატიზაცია;
რ)მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, მათი მიზნების, საქმიანობის, პრობლემების შესწავლა და მათი უფლებების და ინტერესების დაცვა გენდერული პოლიტიკის გატარების მიზნით.
თავი V
სამსახურის ქონება
მუხლი 6🔗
1.სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
2.სამსახურისათვის გადაცემული ქონების საკითხები რეგულირდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბმისად.
3.სამსახურის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს ახალქალაქის თვითმმართველი თემის ბიუჯეტი.
4.სამსახურის სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
5.სამსახურის საქმიანობის კონტროლს დადგენილი წესით ახორციელებს თვითმმართველი თემის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელი და გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.