ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.07.2014
ძალის დაკარგვა 29.01.2018
გამომცემი ორგანო ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010060050.35.141.016121
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,962 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.07.2014 მიღება
29.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჰამლეტ მოვსესიან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №24 2014 წლის 25 ივლისი ქ. ახალქალაქი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის  დებულების  დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმარველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ”   ქვეპუნქტის და 61-ე  მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება  (დანართი №1); 2. დადგენილება ძალაში შედის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოქვეყნების შემდეგ.ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჰამლეტ მოვსესიან დანართი №1 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი: 1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (შემდგომში– სამსა­ხური) არის ქ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის  სტრუქტურული ერთეული. 2. სამსახურის სრული დასახელებაა ახალქალაქის მუნიციპლაიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური. 3. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურში შემავალი განყოფილებებისაგან. 4. სამსახურის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 5. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. 6. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ახალქალაქი, ჩარენცის ქ. №11. 7. სამსახურს აქვს ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელების აღნიშვნით. სამსახური იყენებს მუნიციპალიტეტის ტიტულიან ბლანკს საკუთარი დასახელების დამატების აღნიშვნით. თავი II. სამსახურის საქმიანობის პრინციპები მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის პრინციპებია: ა) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; ბ) კანონის წინაშე თანასწორობა; გ) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე; დ) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძველზე; ე) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგაწონასწორებით; ვ) მიუკერძოებლობა; ზ) საქვეყნოობა და საჯაროობა; თ) სამართლებრივი სახელმწიფოს საქმიანობის სხვა პრინციპები. თავი III. სამსახურის ფუნქციები და ამოცანები მუხლი 3🔗.  სამსახურის უფლებამოსილებები: 1. სამსახურის უფლებამოსილებებია: ა) მუნიციპალიტეტის-ქ.ახალქალაქის პრიორიტეტის დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, რისთვისაც უზრუნველყოფს ქ. ახალქალაქის საკრებულოს სტრუქტურული ერთეულებიდან, საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან ან მხარჯავი დაწესებულებებიდან შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემების) მიღებას და დამუშავებას; ბ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის პროექტის მომზადება, რისთვისაც: ბ.ა) კანონმდებლობის შესაბამისად შეიმუშავებს საბიუჯეტო განაცხადის ფორმებს დადგენილ ვადებში მხარჯავ დაწესებულებებზე დასაყვანად; ბ.ბ) უზრუნველყოფს ქ. ახალქალაქის საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან ან მხარჯავი დაწესებუ­ლებებიდან განაცხადის ფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემების) მიღებას და დამუშავებას; ბ.გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და ქ. ახალქალაქის საკრებულოს სხვა სამსახურებთან კოორდინაციით ახორციელებს ახალქალაქის მუნიციპლაიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების პროგნოზირებას; ბ.დ) დადგენილი წესის თანახმად ამზადებს ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე ახალქალაქის მუნიციპლაიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტს, რომელსაც განსახილველად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს ; ბ.ე) დადგენილი წესის თანახმად ამზადებს დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს დადგენილების პროექტს, რომელსაც განსახილველად წარუდგენს  საკრებულოს თავმჯდომარეს.; გ) ახორციელებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის აღსრულებას, რისთვისაც: გ.ა) კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ამზადებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების კვარტალურ განწერას; გ.ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ახორციელებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების ყოველდღიურ აღრიცხვას, ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების მდგომარეობის გაანალიზებას და წინადადებების მომზადებას ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების სრულყოფის უზრუნველსაყოფად; გ.გ) ახორციელებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერის ფარგლებში საბიუჯეტო ორგანიზაციების, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების, პროგრამებისა და სამუშაოების შესრულების შესაბამისად დაფინანსებას; გ.დ) დადგენილი წესის თანახმად ამზადებს ქ.ახალქალაქის საკრებულოს საბიუჯეტო ვალდებულებებს და საგადახდო მოთხოვნებს; გ.ე) დადგენილი წესის მიხედვით იღებს და ამუშავებს საბიუჯეტო ორგანიზაციების საბიუჯეტო ვალდებულებებს და საგადახდო მოთხოვნებს, ახდენს მათ რეგისტრაციას და რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებების შესაბამისი საგადახდო მოთხოვნის თანხის გადახდას; გ.ვ) შეიმუშავებს და გამგებელს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს შემდგომში ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, დადგენილი წესის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით, მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე; გ.ზ) გამგებელს წარუდგენს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის მიზანშეწონილობის თაობაზე წინადადებებს, რეკომენდაციებსა და დასკვნებს, ამზადებს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე ქ.ახალქალაქის  გამგებლის ბრძანების პროექტს; გ.თ) გამგებლის ბრძანების შესაბამისად ახორციელებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სახსრების გამოყოფას; გ.ი) უზრუნველყოფს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილში დადგენილი წესით შეტანილი ცვლილებების აღრიცხვის წარმოებას, უგზავნის შეტყობინებებს საბიუჯეტო ორგანიზაციებს ამ ცვლილებების მიხედვით განსახორციელებელ ანგარიშსწორებებზე; დ) გამგეობის პერიოდული და წლიური საბუღალტრო ანგარიშების შედგენა; ე) ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სხვა ორგანიზაციებზე მისი კომპეტენციის ფარგლებში მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების გაუმჯობესებისა და მათთვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების ხარჯვის დროს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების სწორად განხორციელების საკითხებზე; ვ) კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური შესრულების ანგარიშის მომზადება; ზ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების შედგენა  საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარსადგენად; თ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო დაწესებულებების წლიური და პერიოდული ანგარიშების მიღება; ი) გამგეობისთვის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხარჯთაღრიცხვების შესათანხმებლად წარდგენა, მათი საშტატო განრიგების პროექტების მომზადება და დამტკიცების თაობაზე გამგეობის შესაბამისი ბრძანების პროექტების მომზადება; კ) წინასწარი და მიმდინარე კონტროლის დაწესება საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად და ეფექტიანად ხარჯვაზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მართებულობის შემოწმება; ლ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სხვა გადაწყვეტილებების და გამგებლის სხვა დავალებების აღსრულება; მ) სტრუქტურული ქვედანაყოფის მეშვეობით სხვა უფლებამოსილების განხორციელება და გამგებლისა და  გამგებლის მოადგილის სხვა დავალებების შესრულება. თავი IV. სამსახურის ხელმძღვანელობა მუხლი 4🔗. სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილებები: 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (შემდგომში – სამსახურის უფროსი). 2. სამსახურის უფროსს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 3. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) გამგებელს  წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურეობრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოვალეობებს; დ)გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ე) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ვ) უშუალოდ იხილავს სამსახურის საჯარო მოხელეთა სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე შეტანილ საჩივრებსა და წარდგინებებს, რომელზედაც წარუდგენს გამგებელს შესაბამის დასკვნას; ზ) ხელწერით ადასტურებს სამსახურიდან დოკუმენტების და სხვა მასალის გასვლას, რაც არ ითვლება გამგეობის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებად; თ) უშუალოდ იხილავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საკითხებს, ასეთის უფლებამოსილების არსებობის შემთხვევაში; ი) ითანხმებს გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე ხელშეკრულების პროექტებს; კ) სამსახურისადმი მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში ითანხმებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს; ლ) ითანხმებს სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული საკითხების მოქმედ კანონმდებ­ლობასთან შესაბამისობას და გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე, გამგეობისათვის მისი მიზანშეწონილობის საკითხს; მ) სამსახურებრივ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს ქალაქ ახალქალაქის გამგებელს, გამგებლის მოადგილეს, სტრუქტურული ერთეულების, ასევე გამგეობის ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლებს; ნ) წარმოადგენს სამსახურს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისას; ო) მონაწილეობს გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში; პ) ესწრება გამგებლის თათბირებს; ჟ) შეიძლება დაესწროს საკრებულოს სხდომებს და სათათბირო ხმის უფლებით მონაწი­ლეობდეს საკრებულოს კომისიების მუშაობაში; რ) ერთ-ერთ თანამშრომელს ავალებს საქმისწარმოების ფუნქციების შესრულებას; ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს გამგებლის და გამგებლის მოადგილის ცალკეულ დავალებებს; ტ) გამგებლის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 4. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს სამსახურისადმი ან/და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნებისმიერი უფლებამოსილება. 5. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობისათვის გამგებლის წინაშე. 6. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის საქმიანობისათვის გამგებლისა და მოადგილის წინაშე. 7. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. თავი V. სამსახურის სტრუქტურა მუხლი 5🔗. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები 1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი იქმნება სამსახურის გამგებლობას  მიკუთვნებული უფლება-მოვალეობების განხორციელების უზრუნველსაყოფად. 3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილება; ბ) ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება. 4. სტრუქტურული ქვედანაყოფის გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობები განისაზღვრება წინამდებარე დებულებით.  მუხლი 6🔗. საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების უფლებამოსილებები 1. საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის  განყოფილება: ა) შეიმუშავებს „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით“ განსაზღვრული საბიუჯეტო პროცესის რეგულირების ღონისძიებებს; ბ) მონაწილეობას ღებულობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტის დოკუმენტის მოზადებაში, ახორციელებს საბიუჯეტო განაცხადის ფორმების მომზადებას; გ) ახორციელებს საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან საბიუჯეტო განაცხადის ფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემების) მიღებასა და დამუშავებას; დ) ახორციელებს ქ. ახალქალაქის გამგეობის სხვა სამსახურებიდან და საბიუჯეტო ორგანიზა­ციებიდან ინფორმაციების, მასალების მიღებას და დამუშავებას; ე) წარმოდგენილი ინფორმაციისა და მასალების საფუძველზე ამზადებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილების პროექტს, ახდენს ამ მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზებასა და შესრულებას; ვ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი სამუშაოების ორგანიზებასა და განხორციელებას; ზ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული წლიური ასიგნებების ფარგლებში ამზადებს ამ ასიგნებების კვარტალური განწერის პროექტს და კანონით გათვალისწინებულ ვადებში აწვდის თითოეულ საბიუჯეტო დაწესებულებას; თ) ახორციელებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების კვარტალური განაწილების და შესაბამისი მონაცემების გადაცემას ბუღალტრული არღიცხვის განყოფილებაზე; ი) ამზადებს წინადადებებს საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტით დამტკიცებულ წლიურ ასიგნებებში ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის ხარჯების ნაწილობრივი გადანაწილების შესახებ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში და დადგენილი წესით; კ) ამზადებს გამგებლის ბრძანების პროექტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ; ლ) ახდენს ქ. ახალქალაქის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებიდან საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ანგარიშების (ბუღალტრული ბალანსების) მიღებას, შემოწმებას და ანალიზს; მ) ადგენს და დადგენილ ვადებში ფინანსთა  სამინისტროში წარსადგენად ამზადებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიურ, ყოველკვარტალურ და წლიურ ანგარიშებს; ნ) ქ. ახალქალაქის  სხვა სამსახურებთან კოორდინაციით ამზადებს წინადადებებს გამგებლის მიერ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხარჯთაღრიცხვების შეთანხმების თაობაზე; ო) ქ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სხვა სამსახურებთან კოორდინაციით ამზადებს ახალქალაქის მუნციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საშტატო განრიგების დამტკიცების თაობაზე ქ. ახალქალაქის გამგეობის შესაბამისი ბრძანების პროექტებს; პ) ახორციელებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებულ  ხარჯვით ნაწილს, შემოსულეობებსა და გადასახდელების შესრულების ანგარიშის შედგენას, აღრიცხავს სპეციალური შემოსულობების ანგარიშზე თანხების მოძრაობას,ახორციელებს საბიუჯეტო ვალდებულებების დოკუმენტების მიღებას და მათი  სისწორის კონტროლს. ჟ) ახორციელებს ბუღლტრული აღრიცხვის განყოფილებიდან საგადახდო მოთხოვნების დოკუმენტების მიღებას, უზრუნველყოფს წარმოდგენილი საგადახდო მოთხოვნების  დოკუმენტების რეკვიზიტების სისრულის შემოწმებას, შედარებას და მათ საფუძველზე მათ ფორმირებას. რ) ახორციელებს ყოველდღიურ საბანკო ამონაწერის დამუშავებას, ს) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; ტ) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს; 2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით. 3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქ. ახალქალაქის გამგებელი. 4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორ­ციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება ქ. ახალქალაქის გამგებლის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს. 5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. 6. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 7🔗. ბუღალტრული აღრიცხვის  განყოფილების უფლებამოსილებები 1. ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება: ა) საბიუჯეტო რესურსის გათვალისწინებით უზრუნველყოფს ქ. ახალქალაქის გამგეობის  ვალდებულებების დოკუმენტების მომზადებას . ბ) ახორციელებს ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე პასუხისმგებელი სამსახურებიდან წერილების მიღებას, რომელსაც თან ერთვის შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია; გ) ამოწმებს წარმოდგენილ დოკუმენტაციაში დაფიქსირებული თანხის შესაბამისობას აღებულ ვალდებულებასთან, სამუშაოების შესრულების ვადის შესაბამისობას ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ ვადასთან, ხელშეკრულების შესრულების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერის არსებობას და რეკვიზიტების შედარებას ხელშეკრუ­ლებასთან; დ) უზრუნველყოფს სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე საგადახდო მოთხოვნის ფორმირებას, . ე) ადგენს გამგეობის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ანგარიშებს (ბუღალტრული ბალანსები); ვ) ახდენს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციები­დან საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ანგარიშების (ბუღალტრული ბალანსების) მიღებას, შემო­წმებას და ანალიზს; ზ) ახდენს ქ. ახალქალაქის გამგეობის თანამშრომელთა ხელფასების, პრემიების და სხვა გასაცემლების თავისდროულ დარიცხვას და გაცემას; თ) ახორციელებს კონტროლს ქ. ახალქალაქის გამგეობაში ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე; ი) დადგენილი წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს ქ. ახალქალაქის გამგეობის სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, არაფინანსური და ფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაციის განსაზღვრულ ვადაში ჩატარებას და ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვაში ასახვას; კ) უზრუნველყოფს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების დადგენილი წესით შენახვას და არქივში ჩაბარებას; ლ) უზრუნველყოფს საგადასახადო ინსპექციაში წარსადგენი დოკუმენტების შედგენასა და დადგენილ ვადაში წარდგენას; მ) უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების გაუმჯობესების საკითხებზე; ნ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; ო) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს. 2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით. 3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქ. ახალქალაქის გამგებელი. 4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება ქ. ახალქალაქის გამგებლის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს. 5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. 6. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურეობრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 8🔗. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები ამ დებულების შესაბამისად სამსახურის საშტატო ნუსხით სამსახურის შემადგენლობაში დგინდება შემდეგი თანამდებობები: ა) სამსახურის უფროსი; ბ) განყოფილების უფროსი; გ) მთავარი სპეციალისტი; დ) წამყვანი სპეციალისტი; ე) უფროსი სპეციალისტი; ვ) სპეციალისტი. თავი VI. სხვა დებულებები მუხლი 9🔗. სხვა დებულებები: 1. იმ უფლებამოსილებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც წინამდებარე დებულებით მიეკუთვნა ქ. ახალქალაქის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს.  წინამდებარე დებულების ძალაში შესვლის შემდეგ ითვლება ქ. ახალქალაქის გამგეობის  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებად. 2. ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ახალქალაქის მუნიციპლაიტეტის გამგეობის“ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს მიკუთვნებული ჰქონდა ქ. ახალქალაქის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს, წინამდებარე დებულების დამტკიცების თაობაზე სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის შემდეგ ითვლება წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული ქ. ახალქალაქის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებად. 3. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.