გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.07.2014
ძალის დაკარგვა 24.11.2017
გამომცემი ორგანო გურჯაანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.166.016158
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 465 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.07.2014 მიღება
24.11.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ    გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №30 2014 წლის 24 ივლისი ქ. გურჯაანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ     საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“   24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 22-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად,                                       გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს გურჯაანის  მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად (თან ერთვის); მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 12 ოქტომბრის №70 დადგენილება „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლებისა და სოციალური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“; მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა  სამსახური 1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა  სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს  კულტურის, განათლების,  ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის საჯარო მოსამსახურეებისაგან. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-9 მუხლით და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობების განხორციელება შეიძლება დაევალოს გამგეობის ერთ-ერთ თანამდებობის პირს/საჯარო მოხელეს. 3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-16 მუხლით. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების, მათ შორის, დაწინაურების, გადაყვანისა და ა.შ. წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით,  ,,საჯარო სამსახურის შესახებ'  საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: 1.  კულტურის, განათლების და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელების კოორდინაციას; 2. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას; 3. მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას; 4. მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვას; 5. სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; 6.  სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; 7. მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვას; 8. მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას; 9. წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; 10. წინადადებების შემუშავებას ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე; 11. ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებს; 12. ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; 13. ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება; 14. ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურის ძეგლთა მოვლა-შენახვა, აღრიცხვა, რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია;  15. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარებასა და ხელშეწყობას; 16. მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.