1. საკრებულოს კომისიებია:

ა) იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო კომისია;

გ) აგრარულ და მიწის საკითხთა კომისია;

დ)ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური და ქონების მართვის  კომისია;

ე) სოციალურ, განათლების და კულტურის  საკითხთა კომისია.

2. საკრებულოს კომისიათა უფლებამოსილება, სტრუქტურა და მუშაობის წესი განისაზღვრება ამ რეგლამენტით და კომისიის დებულებით. კომისიის დებულებას საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარე შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზ