საქართველოსა და ევროკავშირს შორის წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება - ფაზა II დაფინანსების ხელშეკრულება
მიღების თარიღი 13.06.2014
ძალაში შესვლა 13.06.2014
გამომცემი ორგანო საქართველო
ნომერი №200/41
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016261
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/07/2014
დამატებითი მეტამონაცემები (7)
| ხელმოწერა: თარიღი | ხელმოწერა: თარიღი: |
| მიმღებიქვეყანა / რეგიონი | საქართველო |
| თხოვნის გამგზავნი ორგანო | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო |
| ბიუჯეტის სათაური | 21.035100 |
| მთლიანი ღირებულება | 80,000,000 ევრო, საიდანაც8,000,000 ევრო ფინანსდება სამეზობლო საინვესტიციო ინსტრუმენტის მეშვეობით (NIF) |
| დახმარებისმეთოდი / მართვისსახე | პროექტის მიღწევები ნაწილობრივ დეცენტრალიზებული მენეჯმენტი |
| DAC-CODE | 14030 |
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოსა და ევროკავშირს შორის წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება - ფაზა II დაფინანსების ხელშეკრულება
საქართველოსა და ევროკავშირს შორის წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება - ფაზა II დაფინანსების ხელშეკრულება
საფინანსო ხელშეკრულება
განსაკუთრებული პირობები
ერთი მხრივ ევროკავშირი (შემდგომში „ევროკავშირი“), წარმოდგენილი ევროპის კომისიის მიერ (შემდგომში „კომისია“)
და მეორე მხრივ საქართველოს მთავრობა, წარმოდგენილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ (შემდგომში „მიმღები“), თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი 1🔗 - ოპერაციის შინაარსი და მიზანი
1.1.ევროკავშირმა წვლილი უნდა შეიტანოს შემდეგი პროექტის დაფინანსებაში:
წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება - ფაზა II
ENPI/2013/335-432
შემდეგში „პროექტი“, რომელიც აღწერილია ტექნიკურ და ადმინისტრაციულ დებულებებში (დანართი II)
1.2 აღნიშნული პროექტი უნდა განხორციელდეს წინამდებარე საფინანსო ხელშეკრულების და მასზე დართული დანართების მიხედვით.
მუხლი 2🔗 - პროექტის მთლიანი ღირებულება და ევროკავშირის ფინანსური წვლილი
2.1 პროექტის მთლიან ღირებულებას შეადგენს 80, 000, 000 ევრო.
2.2 სამეზობლო საინვესტიციო ხაზის მეშვეობით ევროკავშირი იღებს ვალდებულებას პროექტის მაქსიმუმ 8, 000, 000 ევროთი დაფინანსებაზე. ევროკავშირის ფინანსური წვლილის განწერა სხვადასხვა მიმართულებით ნაჩვენებია ბიუჯეტში, რომელიც ტექნიკურ და ადმინისტრაციულ დებულებებშია წარმოდგენილი.
მუხლი 3🔗 - მიმღების შენატანი
3.1 მიმღები პროექტს აფინანსებს ნული ევროთი.
3.2 სადაც ხდება მიმღების მიერ არაფინანსური წვლილის შეტანა, შენატანის მიწოდება დეტალურად უნდა იქნას გაწერილი ტექნიკურ და ადმინისტრაციულ დებულებებში.
მუხლი 4🔗 - განხორციელება
პროექტის განსახორციელებლად საჭირო ფინანსური ამოცანები კომისიის მიერ მინდობილი აქვს მიმღებს და ექვემდებარება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საწყის და საბოლოო კონტროლს, რაც განმარტებულია ტექნიკურ და ადმინისტრაციულ დებულებებში.
მუხლი 5🔗 - შესრულების პერიოდი
5.1 როგორც „ზოგადი პირობების“ მუხლ 4-შია განმარტებული, საფინანსო ხელშეკრულების შესრულების პერიოდი იწყება საფინანსო ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღეს და სრულდება აღნიშნული თარიღიდან 66 თვის შემდეგ.
5.2 ოპერაციული განხორციელების ფაზის ხანგრძლივობაა 42 თვე.
5.3 დახურვის ფაზის ხანგრძლივობაა 24 თვე.
მუხლი 6🔗 - ინფორმაციის გამოქვეყნება
როგორც „ზოგადი პირობების“ მუხლ 11-შია განმარტებული, მიმღებმა უნდა გამოაქვეყნოს ინფორმაცია ყოველ წელს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე.
მუხლი 7🔗 - მისამართები
წინამდებარე საფინანსო ხელშეკრულების განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა სახის კორესპონდენცია წერილობითი ფორმით უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართებზე:
ა) კომისიისთვის
საქართველოში ევროკავშირის ხელმძღვანელი
38, Nino Chkheidze St.
ნინო ჩხეიძის ქუჩა N 38
01202 თბილისი, საქართველო
ტელ: (+995 32) 294 37 63
ფაქსი: (+995 32) 294 37 68
ასლის სახით ინფორმაციისთვის:
ფინანსურ ინსტრუმენტთა განყოფილების უფროსი (EuropeAid C/3)
ევროპის კომისია
EuropeAid-ის გენერალური დირექტორატი განვითარებისა და თანამშრომლობისთვის
მდგრადი ზრდა და განვითარება
Rue de la Loi, 41 - 02/126
B-1049 ბრიუსელი, ბელგია
ელფოსტა: Europeaid-NIF@ec.europa.eu
ტელ: (+32) 2 29 66 879
ა) მიმღებისთვის
ბატონი ელგუჯა ხოკრიშვილი
მინისტრი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ალ. ყაზბეგის გამზირი N 12 0160, თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2510 700
ფაქსი: +995 32 2510 679
მუხლი 8🔗 - დანართები
8.1 წინამდებარე საფინანსო ხელშეკრულებას უნდა დაერთოს ქვემოთ ჩამოთვლილი დანართები და უნდა წარმოადგენდეს მის შემადგენელ ნაწილს:
დანართი I: ზოგადი პირობები
დანართი II: ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებები
8.2 დანართებში წარმოდგენილ დებულებებსა და საფინანსო ხელშეკრულების განსაკუთრებულ პირობებს შორის შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში მხარეებმა უნდა იხელმძღვანელონ განსაკუთრებულ პირობებში წარმოდგენილი დებულებებით. დანართ I-ში და დანართ II-ში წარმოდგენილ დებულებებს შორის შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში მხარეებმა უნდა იხელმძღვანელონ დანართ I-ში წარმოდგენილი პირობებით.
მუხლი 9🔗 - პროექტთან დაკავშირებული სხვა განსაკუთრებული პირობები
9.1 ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებები უნდა დაემატოს ზოგად პირობებს:
9.1.1 დანართი I-ის მუხლ 10-ში წარმოდგენილი დებულების მიხედვით, ძირითადი აქტები ჩამოყალიბებული უნდა იყოს ევროპარლამენტის და საბჭოს (EU) No 236/2014) რეგულაციების შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრავენ განხორციელების საყოველთაო წესებსა და პროცედურებს ევროკავშირის ინსტრუმენტების განსახორციელებლად გარე ქმედებისთვის, რაც, აღნიშნული რეგულაციების მუხლი 8🔗 (2)-ის და ევროპის საინვესტიციო ბანკის წესების მიხედვით, ასევე დამატებით უნდა ეხებოდეს მუხლი 8🔗 და 9-ში მოყვანილ წესებს.
9.1.2 კომისიის დარჩენილი ამოცანების დელეგირების შემთხვევაში აღნიშნული ამოცანების განხორციელება მოხდება მიმღებთან ერთად ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ, კონტრაქტის საწყისი პროცედურებისა და გადახდის შესრულებაზე წინააღმდეგობის გამოთქმის კონტროლის მიზნით, ტექნიკურ და ადმინისტრაციულ დებულებებში (დანართი II) გაწერილი პირობების შესაბამისად.
9.2 ზოგადი პირობების დარღვევა ეხება:
9.2.1 ზოგადი პირობების თავი IV-ის დარღვევის შემთხვევაში არ შედგება მიმღების მიერ განხორციელებული გადახდების პროგრამული შეფასება. მიმღები გადახდებს განახორციელებს ტექნიკურ და ადმინისტრაციულ დებულებებში (დანართი II) აღწერილი პროცედურების მიხედვით.
9.2.2 არ უნდა იქნას გამოყენებული ზოგადი პირობების მუხლი 5🔗.
მუხლი 10🔗 - საფინანსო ხელშეკრულების ძალაში შესვლა
საფინანსო ხელშეკრულება ძალაში შედის ყველა მხარის მიერ მასზე ხელის მოწერის დღეს.
საფინანსო ხელშეკრულება სრულდება ოთხ, დედნის ძალის მქონე ეგზემპლარად, რომელთაგან ორი გადაეცემა კომისიას, ორი კი – მიმღებს.
კომისიის მხრიდან
ბატონი მაიკლ კოჰლერი,
სამეზობლო დირექტორი
EuropeAid - განვითარებისა და თანამშრომლობის გენერალური დირექტორატი
მიმღების მხრიდან
ბატონი ელგუჯა ხოკრიშვილი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
ხელმოწერა:
თარიღი
ხელმოწერა:
თარიღი:
დანართი I - ზოგადი პირობები
თავი I - პროექტის/პროგრამის დაფინანსება
მუხლი 1🔗 - ზოგადი პრინციპი
1.1. ევროკავშირის ფინანსური დახმარება პროგრამაში განისაზღვრება დაფინანსების ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხით.
1.2. ევროკავშირის დაფინანსების პირობას წარმოადგენს მიმღების მიერ დაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების განხორციელება.
1.3. დაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე მიმღების მიერ გაღებული ხარჯები არ ექვემდებარება ევროკავშირის დაფინანსებას.
მუხლი 2🔗 - ხარჯების გადაჭარბება და მათი დაფარვა
2.1. დაფინანსების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინდივიდუალური ხარჯების გადაჭარბების შემთხვევაში უნდა მოხდეს საბიუჯეტო ხაზით გამოყოფილი თანხების ხელახლა გამოყოფა (რეალოკაცია) ზოგადი პირობების მუხლი 22🔗-ის შესაბამისად.
2.2. დაფინანსების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი თანხის გადაჭარბების რისკის არსებობის შემთხვევაში მიმღებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომისიას და დაელოდის გადაჭარბებული თანხების დასაფარად საჭირო მაკორექტირებელი ზომების გატარებაზე დასტურს და შესთავაზოს კომისიას პროექტის/პროგრამის მასშტაბების შემცირება, ან მოიძიოს საკუთარი ან არა ევროკავშირიდან წარმომდგარი სახსრები.
2.3. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება პროექტის/პროგრამის მასშტაბების შემცირება ან მიმღები საკუთარი ან სხვა სახსრებით ვერ დაფარავს გადაჭარბებულ ხარჯებს, კომისიამ, მიმღების სათანადოდ დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, შეიძლება მიიღოს დამატებითი დაფინანსების გამოყოფის გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, თუ კომისია მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, გადაჭარბებული ხარჯების დაფინანსება უნდა მოხდეს ევროკავშირის შესაბამისი წესებისა და პროცედურების დარღვევის გარეშე, დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფით, რომელსაც განსაზღვრავს კომისია.
თავი II - განხორციელება
მუხლი 3🔗 - ზოგადი პრინციპი
პროექტი/პროგრამა ხორციელდება მიმღების პასუხისმგებლობით, კომისიის თანხმობით.
მუხლი 4🔗 - შესრულების პერიოდი
4.1. დაფინანსების ხელშეკრულების შესრულების პერიოდი მოიცავს ორ ფაზას:
- ოპერაციული შესრულების ფაზა, რომლის განმავლობაში ხორციელდება ძირითადი აქტივობები. აღნიშნული ფაზა იწყება დაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღეს და სრულდება დასკვნითი ფაზის დაწყებისას;
- დასკვნითი ფაზის განმავლობაში ხორციელდება დაფინანსების ხელშეკრულების საბოლოო აუდიტის, შეფასების და პროგრამის შეფასების, ტექნიკურად და ფინანსურად დახურვა. აღნიშნული ფაზა უნდა დასრულდეს ოპერაციული შესრულების ფაზის დასრულებიდან არაუგვიანეს 24 თვეში.
4.2. ძირითადი აქტივობების ხარჯები ექვემდებარება ევროკავშირის დაფინანსებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი გაწევა მოხდა ოპერაციული შესრულების ფაზის განმავლობაში. საბოლოო აუდიტირებითა და შეფასებით და დასკვნითი ქმედებებით გამოწვეული ხარჯები დაფინანსებას ექვემდებარება დასკვნითი ფაზის დასრულებამდე.
4.3. ევროკავშირის დახმარებიდან დარჩენილი ნებისმიერი ნაშთი ავტომატურად ანულირდება შესრულების პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს ექვს თვეში.
4.4. გამონაკლის და სათანადოდ დასაბუთებულ შემთხვევებში, შესაძლებელია მოთხოვნა ოპერაციული შესრულების ფაზის გარძელებასა და შესაბამისად, შესრულების ვადის გაგრძელებაზე. იმ შემთხვევაში, თუ ვადის გაგრძელებას ითხოვს მიმღები, მოთხოვნა უნდა გაკეთდეს ოპერაციული შესრულების ფაზის დასრულებამდე არაუგვიანეს სამი თვისა და დადასტურდეს კომისიის მიერ ამ უკანასკნელ თარიღამდე.
4.5. გამონაკლის და სათანადოდ დასაბუთებულ შემთხვევებში და ოპერაციული შესრულების ფაზის დასრულების შემდეგ, მოთხოვნა შეიძლება გაკეთდეს დასკვნითი ფაზის გაგრძელებაზე და, შესაბამისად, შესრულების ვადის გაგრძელებაზე. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნას აკეთებს მიმღები, იგი უნდა გაკეთდეს დასკვნითი ფაზის დასრულებამდე არაუგვიანეს სამი თვისა და დადასტურდეს კომისიის მიერ ამ უკანასკნელ თარიღამდე.
თავი III - კომისიის მიერ მესამე მხარისთვის გადახდები
მუხლი 5🔗 - კომისიის მიერ მესამე მხარისთვის გადახდების ბოლო ვადა
5.1. იმ შემთხვევაში, როდესაც კომისია ახდენს დაფინანსების ხელშეკრულების განხორციელების მიზნით გაფორმებული და მიმღების მიერ მინიჭებული კონტრაქტების დაფინანსებას, მიმღებმა უნდა უზრუნველყოს კომისიისთვის საგადახდო მოთხოვნისა და ინვოისის მიწოდება კონტრაქტში წარმოდგენილი პირველადი წინასწარი დაფინანსებისთვის გადახდის ბოლო ვადამდე არაუგვიანეს 15 დღით ადრე. გრანტების, შუალედური და საბოლოო გადახდების შემდგომი წინასწარი დაფინანსების შემთხვევაში, მიმღებმა უნდა უზრუნველყოს კომისიისთვის საგადახდო მოთხოვნის ან ინვოისის მიწოდება, კონტრაქტში მითითებული გადახდის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 30 დღით ადრე. მიმღებმა კომისიას უნდა შეატყობინოს აღნიშნული საგადახდო მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღი. დაუშვებელია საგადახდო მოთხოვნის წარდგენა, თუ არ სრულდება მინიმუმ ერთი აუცილებელი მოთხოვნა მაინც. გადახდის ვადა კომისიის მიერ შეიძლება შეჩერდეს ნებისმიერ დროს, მიმღებისთვის შეტყობინებით, რომ ვერ ხდება საგადახდო მოთხოვნის დაკმაყოფილება თანხის არასათანადო რაოდენობის ან შესაბამისი დოკუმენტების არარსებობის გამო. იმ შემთხვევაში თუ კომისიას ხელთ ექნება ინფორმაცია, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს მოთხოვნის დოკუმენტში მოცემული ხარჯების საჭიროებას, კომისიას შეუძლია შეაჩეროს გადახდის ვადა აღნიშნული ეჭვის გადამოწმების მიზნით, რაც მოიცავს, ადგილზე შემოწმებას გადახდის განხორციელებამდე, იმის დასადასტურებლად, რომ გაწეული ხარჯი ნამდვილად საჭიროა. გადახდის ვადის შეჩერების შესახებ მიმღებს უნდა ეცნობოს შეძლებისდაგვარად მალე. გადახდის ვადა უნდა განახლდეს მას შემდეგ, რაც დასაშვები გახდება საგადახდო მოთხოვნის წარდგენა.
5.2. პარაგრაფ 1-ში განსაზღვრული ვადა ასევე გამოყენებული უნდა იქნას, როდესაც გადახდა არის ანგარიშის დამტკიცების პირობა. ნებისმიერი ანგარიშის დამტკიცება მოცემულია კონტრაქტში განსაზღვრულ გადახდის ვადაში. აღნიშნული მიზნით მიმღებმა უნდა დაამტკიცოს ანგარიში და კომისიას მიაწოდოს საგადახდო მოთხოვნა ან ინვოისი ზემოთ მოცემულ მუხლი 5🔗.1.-ში განსაზღვრულ ვადებში. იმ შემთხვევაში, როდესაც მიმღები არ ამტკიცებს ანგარიშს, მან დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს კონტრაქტორს ან გრანტის მიმღებს დოკუმენტი, რომელშიც ფორმალურად არის შეჩერებულია გადახდის ვადა და განმარტებულია შეჩერების მიზეზები. შეჩერება ძალაში შედის შეტყობინების გაგზავნიდან. კონტრაქტორმა ან გრანტის მიმღებმა, შეტყობინების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს განმარტებების, მოდიფიკაციის ან სხვა ინფორმაციის მიწოდება. გადახდის ვადის ათვლა ხელახლა უნდა დაიწყოს იმ დღიდან, რა დღესაც მოხდება განმარტებების რეგისტრაცია.
5.3. მიმღების მიზეზით საგადახდო მოთხოვნის გადაგზავნის დაგვიანების შემთხვევაში კომისია არ არის ვალდებული კონტრაქტორს გადაუხადოს დაგვიანებული გადახდის პროცენტი, რომელიც კონტრაქტებით არის განსაზღვრული. აღნიშნული პროცენტის გადახდა უნდა მოხდეს მიმღების მიერ. კონტრაქტორს დაგვიანებული გადახდის პროცენტის მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არ არის სამთავრობო ან საჯარო უწყება ევროკავშირის წევრ ქვეყანაში.
თავი IV - ბენეფიციარის მიერ მესამე მხარისთვის გადახდები და კომისიის მიერ პროგრამის შეფასების საფუძველზე გამოყოფილი თანხები
მუხლი 6🔗 - ზოგადი პრინციპი
6.1. როდესაც მიმღები ახორციელებს გადახდებს მესამე მხარისთვის, წინასწარ უნდა მოხდეს პროგრამის შეფასება და ადაპტირება.
6.2. პროგრამის შეფასება არის დოკუმენტი, რომელშიც გაწერილია იმ ზომების პროგრამები, რომელთა მიღებაც უნდა მოხდეს, ასევე საჭირო ადამიანური და მატერიალური რესურსები, შესაბამისი ბიუჯეტი და დეტალური ტექნიკური და ადმინისტრაციული განვითარების ზომები პროექტის/პროგრამის დეცენტრალიზებული შესრულებისთვის კონკრეტულ ვადაში უშუალო სამუშაოს შესრულების და/ან სახელმწიფო შესყიდვების და/ან გრანტების მინიჭების მეშვეობით.
6.3. პროგრამის შეფასების ყველა დოკუმენტი, რომლებიც დაფინანსების ხელშეკრულების განხორციელებისას გამოიყენება, უნდა შეესაბამებოდეს კომისიის მიერ განსაზღვრულ პროცედურებსა და სტანდარტულ დოკუმენტებს, რომლებიც ძალაშია პროგრამის შეფასების დოკუმენტის მიღებისას.
მუხლი 7🔗 - თანხების გადარიცხვა
7.1. კომისიამ თანხები უნდა გადარიცხოს მიმღებისგან საგადახდო მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში. საგადახდო მოთხოვნა არ მიიღება, თუ მინიმუმ ერთი აუცილებელი მოთხოვნა მაინც არ არის დაკმაყოფილებული. კომისიამ ზემოთ ნახსენები პერიოდის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეიძლება შეაჩეროს გადახდის ვადა მიმღებისთვის წინასწარ შეტყობინებით, რომ არ ხდება საგადახდო მოთხოვნის დაკმაყოფილება, იმის გამო, რომ თანხის რაოდენობა არ არის საკმარისი, ან არ არსებობს სათანადო დოკუმენტაცია. იმ შემთხვევაში, თუ კომისიისთვის შეტყობინებული ინფორმაცია ეჭვქვეშ აყენებს მოთხოვნის დოკუმენტში წარმოდგენილი ხარჯების საჭიროებას, კომისას შეუძლია შეაჩეროს ვადა კვლევის ჩატარების მიზნით, მათ შორის ადგილზე შემოწმების მიზნით, რათა გადახდის განხორციელებამდე დაადგინოს გაწეული ხარჯების საჭიროება. ვადის შეცერების შესახებ მიმღებს უნდა ეცნობოს შეძლებისდაგვარად მალე. გადახდის ვადა უნდა განახლდეს მას შემდეგ, რაც საგადახდო მოთხოვნა დასაშვები გახდება.
7.2. კომისიამ უნდა განახორციელოს გადახდა ევროში დენომინირებულ საბანკო ანგარიშზე, რომელიც გახსნილია კომისიისთვის მისაღებ საფინანსო ინსტიტუტში.
7.3. მიმღებმა უნდა უზრუნველყოს, რომ კომისიის მიერ წინასწარ გადახდილი თანხების ასახვა მოხდება აღნიშნულ საბანკო ანგარიშზე.
7.4. საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს ევროში განხორციელებული გადახდების კონვერტირება მიმღების ეროვნულ ვალუტაში იმ ფორმით და იმ დროს, როდესაც გადახდები უნდა განხორციელდეს მიმღების მიერ გადახდის დღეს არსებული საბანკო კურსით.
7.5. აღნიშნულ საბანკო ანგარიშზე კომისიის მიერ გადარიცხულ თანხებს დაერიცხება პროცენტი ან ეკვივალენტური სარგებელი. მიმღებმა კომისას უნდა შეატყობინოს აღნიშნულ თანხებზე დარიცხული პროცენტის ან ეკვივალენტური სარგებლის შესახებ, წელიწადში ერთხელ მაინც.
7.6. საბანკო ანგარიშზე ორას ორმოცდაათი ათას ევროზე მეტის გადახდის შედეგად დარიცხული პროცენტი ან ეკვივალენტური სარგებელი კომისიას უნდა დაუბრუნდეს კომისიის მიერ მოთხოვნის წარდგენიდან 45 დღის განმავლობაში.
7.7. პროგრამული შეფასების დოკუმენტისთვის, რომლის ფარგელბში არ მომხდარა თანხების გადარიცხვა მისი ხელმოწერიდან სამი წლის განმავლობაში, უნდა მოხდეს შესაბამისი ნაკისრი თანხის ანულირება.
თავი V - შესყიდვებისა და საგრანტო კონტრაქტის მინიჭება
მუხლი 8🔗 - ზოგადი პრინციპები
8.1. დაფინანსების ხელშეკრულების განხორციელებისთვის საჭირო ყველა კონტრაქტის მინიჭება და განხორციელება უნდა მოხდეს კომისიის მიერ შესყიდვებისა და საგრანტო კონტრაქტისთვის გაწერილი და გამოქვეყნებული პროცედურებისა და სტანდარტული დოკუმენტების შესაბამისად, რომელიც ძალაშია აღნიშნული პროცედურის მიღების დროს.
8.2. მიმღებმა, შესყიდვებისა და საგრანტო კონტრაქტის მინიჭებისთვის, უნდა გამოიყენოს დაფინანსების ხელშეკრულების ენა.
8.3. დეცენტრალიზებული კონტრაქტის შემთხვევაში, მიმღები აცნობებს კომისას იმ სიტუაციის შესახებ, როდესაც კანდიდატი, ტენდერში მონაწილე ან აპლიკანტი ეთიშება მინიჭების პროცედურებში მონაწილეობას, თუ, ევროკავშირის ზოგადი ბიუჯეტის შესაბამისი ფინანსური რეგულაციების სათანადო დებულებების მიხედვით, კონტრაქტორი მხილებნულია ცრუ დეკლარაციების წარმოებაში ან ჩადენილი აქვს არსებითი გადაცდომები ან დარღვევები და თაღლითობა ან არსებითად დაარღვია მისთვის კონტრაქტით დაკისრებული ვალდებულებები.
ასეთ შემთხვევებში, კომისიის უფლებამოსილების დარღვევის გარეშე, რომელიც ითვალისწინებს პირის გამორიცხვას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული შესყიდვებისა და საგრანტო კონტრაქტებიდან, თანახმად ფინანსური რეგულაციებისა, რომელიც ეხდება ევროკავშირის ზოგად ბიუჯეტს, კონტრაქტორებზე დაკისრებულ ფინანსურ ჯარიმებს, რომელბიც მოხსენიებულია დეცენტრალიზებული კონტრაქტების ზოგადი პირობების „ადმინისტრაციულ და ფინანსურ ჯარიმებში“, ჯარიმები შეიძლება დაეკისროს კონტრაქტორს მიმღების მიერ, იმ შემთხვევაში, თუ ეს ნებადართულია მიმღების ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობით. მსგავსი ფინანსური ჯარიმების დაკისრება უნდა მოხდეს მოწინააღმდეგის საქმის წარმოების მიხედვით და უზრუნველყოფილი უნდა იყოს კონტრაქტორის დაცვის უფლება.
8.4. მიმღები იღებს პასუხისმგებლობას, რომ განახორციელებს ყველა სათანადო ზომას, რათა აღმოფხვრას აქტიური თუ პასიური კორუფციის ნებისმიერი შემთხვევა კონტრაქტების ან გრანტების მინიჭების პროცედურის ნებისმიერ ეტაპზე. „პასიური კორუფცია“ ნიშნავს ოფიციალური პირის მიერ ჩადენილ გამიზნულ ქმედებას, როდესაც იგი, პირადად ან შუამავლის მეშვეობით, ითხოვს ან იღებს ნებისმიერი სახის უპირატესობას თავისთვის ან მესამე მხარისთვის ან იღებს ასეთი უპირატესობის მიღების დაპირებას, რომ იმოქმედებს ან თავს შეიკავებს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესაბამისად მოქმედებისგან ან მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისგან, რასაც აქვს ან ექნება საზიანო ეფექტი ევროკავშირის ფინანსურ ინტერესებზე. „აქტიურ კორუფციაში“ იგულისხმება ნებისმიერი პირის მიერ გაცემული დაპირება ან თანხა, პირადად ან შუამავლის მეშვეობით, ნებისმიერი სახის უპირატესობის მინიჭება ოფიციალური პირისთვის, თავისთვის ან მესამე მხარისთვის, რომ იმოქმედებს ან თავს შეიკავებს ისეთი ქმედებისგან ან მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისგან, რომელიც დაარღვევს მასზე ოფიციალურად დაკისრებულ მოვალეობებს, რაც იწვევს ან გამოიწვევს საზიანო ეფექტს ევროკავშირის ფინანსურ ინტერესებზე.
მუხლი 9🔗 - დაფინანსების ხელშეკრულების განსახორციელებლად საჭირო კონტრაქტებზე ხელის მოწერის ბოლო ვადა
9.1. ერთობლივი მენეჯმენტის ან არაპირდაპირი ცენტრალიზებული მენეჯმენტის ფარგლებში განხორციელებული დაფინანსების ხელშეკრულების კომპონენტების გარდა, დაფინანსების ხელშეკრულების განსახორციელებლად საჭირო კონტრაქტებს ხელი უნდა მოეწეროს ორივე მხარის მიერ, დაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან სამი წლის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
9.2. ზემოთ მოცემული დებულება არ ეხება:
აუდიტირებისა და შეფასების კონტრაქტებს, რომელთა ხელმოწერა შესაძლებელია მოგვიანებით;
უკვე ხელმოწერილი კონტრაქტების დანართებს;
არსებული კონტრაქტის დროზე ადრე შეწყვეტის შემდეგ დადებულ კონტრაქტებს და
იმ იურიდიული პირის შეცვლას, რომელსაც ბიუჯეტის შესრულება აკისრია
9.3. დაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან მესამე წლის ბოლოს, ნებისმიერი ნაშთი, რომელზეც არ გაფორმებულა კონტრაქტი, გარდა 9.2. მუხლში ნახსენებისა, ანულირდება.
9.4. ზემოთ მოყვანილი დებულება არ ეხება გაუთვალისწინებელი ხარჯების ნაშთს.
9.5. კონტრაქტი, რომლის ხელმოწერიდან სამი წლის განმავლობაში არ განხორციელებულა რაიმე სახის გადახდა, ავტომატურად უნდა შეწყდეს და უნდა მოხდეს მისი დაფინანსების ანულირება.
მუხლი 10🔗 - უფლებამოსილება
10.1. სამუშაოების შესრულებაზე, მომარაგებასა თუ მომსახურების მიწოდების კონტრაქტზე გამოცხადებულ ტენდერში და წინადადებების შემოტანაში მონაწილეობის მიღება, თანასწორი პირობებით ღია უნდა იყოს ევროკავშირის წევრ ქვეყანაში მოქმედი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისთვის და უნდა განხორციელდეს შესაბამისი თანამშრომლობის სფეროს, მიმღები მესამე ქვეყნების ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის, ან აღნიშნულ აქტებში ნათლად ნახსენები რომელიმე მესამე ქვეყნის მარეგულირებელი ძირითადი აქტების მიხედვით.
10.2. შესაბამისი სექტორის მარეგულირებელ მთავარ აქტებში წარმოდგენილი განსაკუთრებული პირობების საფუძველზე შესაძლებელია გადაწყდეს მონაწილეობაზე ნების დართვა მესამე ქვეყნის იმ მოქალაქეთათვის, რომლებიც არ არიან ნახსენები პირველ პუნქტში.
10.3. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საქონელი და მარაგი, რომელიც საჭიროა სამუშაოს შესრულების, მიწოდებისა და მომსახურების კონტრაქტებისა და შესყიდვების პროცედურებისთვის, რომელსაც გრანტის მიმღები განახორციელებს დაფინანსებული ქმედებების შესასრულებლად, ინიციირებული უნდა იყოს იმ ქვეყნებში, რომლებიც უფლებამოსილნი არიან, მონაწილეობა მიიღონ ზემოაღნიშნულ ორ პუნქტში წარმოდგენილი პირობების შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ძირითადი აქტი სხვა რამეს ითვალისწინებს.
მუხლი 11🔗 - ინფორმაციის გამოცემა
11.1. მიმღებმა თავის ინტერნეტ საიტზე შესამჩნევ ადგილზე, ყოველ წელს უნდა გამოაქვეყნოს დაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში დაფინანსებული თითოეული კონტრაქტი, გრანტის მიმღების ან წარმატებული ტენდერში მონაწილის სახელი და ეროვნება, ასევე შესაბამისი გრანტის ან კონტრაქტის რაოდენობა.
11.2. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ინფორმაციის ინტერნეტით გამოქვეყნება შეუძლებელია, იგი უნდა გამოქვეყნდეს სხვა შესაბამისი საშუალებების, მათ შორის, მიმღების ოფიციალური ჟურნალის მეშვეობით. გამოქვეყნება უნდა მოხდეს მიმღების მიერ კონტრაქტებისა და გრანტების მინიჭების წლის მომდევნო წლის პირველ ნახევარში. მიმღებმა კომისიას უნდა შეატყობინოს გამოცემის ადგილის მისამართი და ეს მისამართი მითითებული უნდა იყოს EuropeAid-ის ინტერნეტ საიტის შესაბამის ადგილზე. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია სხვაგვარი ფორმით გამოქვეყნდება, მიმღებმა კომისიას უნდა მიაწოდოს გამოყენებული გამოქვეყნების საშუალების სრული დეტალები.
თავი VI - კონტრაქტების შესრულებასთან დაკავშირებული შესაბამისი წესები
მუხლი 12🔗 - დამკვიდრებისა და მოსახლეობის უფლება
12.1. სადაც კონტრაქტი იძლევა საშუალებას, მიმღებმა სამუშაოების, მიწოდებისა და მომსახურების დაკონტრაქტებაზე ტენდერში მონაწილე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უნდა მისცეს მიმღების ტერიტორიაზე (ტერიტორიებზე) დამკვიდრებისა და მოსახლეობის უფლება. აღნიშნული უფლება ძალაში უნდა დარჩეს კონტრაქტის მინიჭებიდან ერთი თვის განმავლობაში.
12.2. მიმღებმა ასევე უფლება უნდა მისცეს კონტრაქტორებს (შესყიდვისა და გრანტის კონტრაქტორებს) და იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა მომსახურება საჭიროა კონტრაქტის შესრულებისთვის, და კონტრაქტორების ოჯახის წევრებს, რომ პროექტის/პროგრამის განხორციელებისას ისარგებლონ იგივე უფლებებით.
მუხლი 13🔗 - საგადასახადო და საბაჟო დებულებები
13.1. მმიღებმა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული შესყიდვის კონტრაქტებისა და გრანტებისთვის უნდა გამოიყენოს ყველაზე ხელსაყრელი გადასახადები და საბაჟო პირობები, რომელთაც იგი იყენებს იმ სახელმწიფოებთან ან საერთაშორისო განვითარების ორგანიზაციებთან, რომელთანაც ის თანამშრომლობს.
13.2. სადაც შესაძლებელია ჩარჩო. ხელშეკრულების გამოყენება, რომელიც მოიცავს უფრო დეტალურ დებულებებს აღნიშნულ თემაზე, მოცემული დებულებები უნდა იქნას გამოყენებული.
მუხლი 14🔗 - უცხოური ვალუტის გაცვლის პირობები
14.1. მიმღები იღებს ვალდებულებას, რომ მოახდენს პროექტის განსახორციელებლად საჭირო უცხოური ვალუტის იმპორტირებას ან შეძენას. იგი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ გამოიყენებს უცხოური ვალუტის გაცვლის შესახებ ეროვნულ რეგულაციებს არადისკრიმინაციულად იმ კონტრაქტორებთან მიმართებაში, რომელთაც მონაწილეობის უფლება აქვთ და ნახსენები არიან წინამდებარე ზოგადი პირობების მუხლ 10-ში.
14.2. სადაც შესაძლებელია ჩარჩო-ხელშეკრულების გამოყენება, რომელიც მოიცავს უფრო დეტალურ დებულებებს აღნიშნულ თემაზე, მოცემული დებულებები უნდა იქნეს გამოყენებული.
მუხლი 15🔗 - კვლევების შედეგად მოპოვებული მონაცემების გამოყენება
სადაც დაფინანსების ხელშეკრულება აფინანსებს კვლევას, აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებული კონტრაქტი, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი დაფინანსების ხელშეკრულების განსახორციელებლად, უნდა არეგულირებდეს კვლევის საკუთრებას და უნდა მოიცავდეს მიმღებისა და კომისიის უფლებას, გამოიყენონ თუ არა მონაცემები კვლევაში, გამოაქვეყნონ ან დაფარონ თუ არა ისინი მესამე მხარისგან.
მუხლი 16🔗 - კონტრაქტებიდან ამოღებული თანხების განაწილება
16.1. მიმღების პასუხისმგებლობების შეულახავად, კომისიამ, ევროკავშირის ზოგადი ბიუჯეტის შესაბამისი ფინანსური რეგულაციების სათანადო დებულებების მიხედვით შეიძლება ფორმალურად დაადგინოს თანხა არასწორად გადახდილად წინამდებარე დაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში დაფინანსებული კონტრაქტით და მოახდინოს მისი ამოღება ნებისმიერი საშუალებით.
16.2. მიმღების მიერ, კონტრაქტების მინიჭების პროცედურების საფუძველზე ან დაფინანსების ხელშეკრულების ფინანსური კონტრაქტის ფარგლებში დაფინანსებული კონტრაქტის საფუძველზე განხორციელებული ფინანსური გარანტიების არასწორი გადახდების შედეგად, ასევე კანდიდატზე, ტენდერში მონაწილეზე, კონტრაქტორზე ან გრანტის მიმღებზე, მიმღების მიერ დაკისრებული ფინანსური სასჯელებიდან ამოღებული თანხები უნდა დაუბრუნდეს კომისიას. მიმღებისთვის მიყენებული ზიანი ასევე უნდა დაუბრუნდეს კომისიას.
მუხლი 17🔗 - წინამდებარე კონტრაქტის ფარგლებში წარმოშობილი ფინანსური პრეტენზიები
მიმღებმა კონსულტაცია უნდა გამართოს კომისიასთან კონტრაქტორის მიერ კომპენსაციის მოთხოვნის შესახებ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც მიმღები მიიჩნევს მთლიანად ან ნაწილობრივ დასაბუთებულად. ევროკავშირმა ფინანსურ შედეგებზე პასუხისმგებლობა შეიძლება აიღოს იმ შემთხვევაში, თუ კომისია წინასწარ მისცემს ამის ნებართვას. ასეთი წინასწარი ნებართვა ასევე საჭიროა წინამდებარე დაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული თანხების ნებისმიერი ფორმით განკარგვისთვის, რათა მოხდეს კონტრაქტებთან დაკავშირებული დავებით წარმომდგარი ხარჯების დაფარვა.
თავი VII - ზოგადი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 18🔗 - გამჭვირვალობა
18.1. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ყველა პროექტი/პროგრამა უნდა ექვემდებარებოდეს სათანადო კომუნიკაციას და საინფორმაციო ზომებს. მიმღებმა უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები, რათა უზრუნველყოს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების/პროგრამების გამჭვირვალობა, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აღნიშნული ზომები უნდა განისაზღვროს მიმღების პასუხისმგებლობის ქვეშ, კომისიის თანხმობით.
18.2. კომუნიკაციისა და ინფორმაციის აღნიშნული ზომები უნდა ექვემდებარებოდეს ევროკავშირის გარე ქმედებების გამჭვირვალობისა და კომუნიკაციების სახელმძღვანელოში განსაზღვრულ და კომისიის მიერ გამოქვეყნებულ წესებს, რომლებიც ზომების მიღებისას იქნება ძალაში.
მუხლი 19🔗 - უკანონო ქმედებების, თაღლითობისა და კორუფციის აღმოფხვრა
19.1. მიმღები იღებს ვალდებულებას, რომ რეგულარულად შეამოწმებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოპერაციების განხორციელებას სათანადოობის კუთხით. უკანონო ქმედებებისა და თაღლითობის პრევენციის მიზნით, მიმღებმა უნდა განახორციელოს სათანადო ზომები, და, საჭიროების შემთხვევაში, დაიწყოს გამოძიება უკანონოდ გადახდილი თანხების ამოსაღებად.
19.2. „უკანონო ქმედება“ ნიშნავს დაფინანსების ხელშეკრულების, განმახორციელებელი კონტრაქტების და პროგრამების შეფასების ან ევროკავშირის კანონმდებლობის ნებისმიერი სახით დარღვევას, რომელიც წარმოდგება ეკონომიკური ოპერატორის მიერ ჩადენილი ქმედების ან შეცდომისგან, რომელსაც აქვს ან ექნება ევროკავშირის ზოგადი ბიუჯეტისთვის ზიანის ეფექტი, უშუალოდ ევროკავშირის სახელით ამოღებული საკუთარი რესურსების დარიცხვით წარმოქმნილი შემოსავლების შემცირების ან დაკარგვის ან ხარჯვის დაუსაბუთებელი მუხლით.
„თაღლითობა“ ნიშნავს ნებისმიერი სახის საერთაშორისო ქმედებას ან შეცდომას, რომელიც ეხება:
- მცდარი, არასწორი ან დაუსრულებელი განცხადების ან დოკუმენტების გამოყენებას ან წარდგენას, რომელსაც შედეგად მოჰყვება თანხების უკანონოდ მითვისება ან უსამართლოდ შეჩერება ევროკავშირის ზოგადი ბიუჯეტიდან;
- ინფორმაციის განსაჯაროებისგან თავის შეკავებას კონრეტული მოვალეობების დარღვევით, რომელიც გამოიწვევს იგივე შედეგს, რაც ზემოთ იყო მოცემული;
- ასეთი თანხების არასწორად გამოყენებას გარდა იმ მიზნებისა, რომელთათვისაც მოხდა მათი გამოყოფა.
19.3. მიმღებმა კომისიას უნდა აცნობოს მისთვის ცნობილი ნებისმიერი შემთხვევის შესახებ, რომელიც იწვევს ეჭვს უკანონო ქმედების ან თაღლითობის შესახებ და ასევე მათი მოგვარების ნებისმიერი ზომების შესახებ.
19.4. როგორც მუხლ 8.3-შია მოცემული, დეცენტრალიზებული კონტრაქტის შემთხვევაში, მიმღები აცნობებს კომისიას, თუ როდის იყო კონტრაქტორი დამნაშავე მცდარი განცხადების გაკეთებაში, ან როდის დაუშვა არსებითი შეცდომა, ჩაიდინა უკანონო ქმედება და თაღლითობა ან დაარღვია კონტრაქტით მასზე დაკისრებული მოვალეობები.
კომისიის უფლებამოსილების დარღვევის გარეშე, ევროკავშირის ზოგადი ბიუჯეტის შესაბამისი ფინანსური რეგულაციების მიხედვით, ფიზიკური და იურიდიული პირების ევროკავშირის მიერ დაფინანსებული შესყიდვებისა და გრანტების კონტრაქტიდან გამორიცხვის მიზნით, მიმღების მიერ კონტრაქტორებს შეიძლება დაეკისროთ დეცენტრალიზებული კონტრაქტების ზოგადი პირობების დებულება „ადმინისტრაციულ და ფინანსურ ჯარიმებში“ ნახსენები ფინანსური ჯარიმები, თუ მიმღებს აღნიშნულის უფლებას აძლევს ეროვნული კანონმდებლობა. ასეთი ფინანსური ჯარიმების დაკისრება უნდა მოხდეს მოწინააღმდეგის საქმის წარმოების გათვალისწინებით და უნდა უზრუნველყოფდეს კონტრაქტორის დაცვის უფლებას.
19.5. მიმღებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომისიას იმ ეკონომიკური ოპერატორების სახელები, რომლებზეც მიმდინარეობს განხილვა, რომლის დროსაც არ ხდება თაღლითობაზე, კორუფციაზე, კრიმინალურ ორგანიზაციაში ჩართვაზე ან ევროკავშირის ფინანსური ინტერესებისთვის საზიანო სხვა რომელიმე უკანონო ქმედებაზე გამოძიებული საქმის ხელახლა განხილვა.
19.6. მიმღები პასუხისმგებელია, რომ მიიღებს ყველა სათანადო ზომას კონტრაქტის განხორციელებასთან დაკავშირებული აქტიური ან პასიური კორუფციის გამოსასწორებლად. მუხლ 8.3-ში მოცემული განმარტებები გამოყენებული უნდა იქნეს აღნიშნულ მუხლთანაც.
იმ შემთხვევაში, თუ მიმღები არ ახორციელებს სათანადო ზომებს წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული კორუფციის ან თაღლითობის აღმოსაფხვრელად, კომისიამ თავად უნდა მიიღოს ასეთი ზომები, ევროკავშირის დაფინანსების ნებისმიერი საშუალებით ამოღების ჩათვლით.
მუხლი 20🔗 - კომისიის მიერ გატარებული შემოწმებები, ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაცია და ევროპის აუდიტორთა სასამართლო
20.1. მიმღები ეთანხმება კომისიას, ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაციას და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს, საჭიროების შემთხვევაში დაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში ევროკავშირის დაფინანსების გამოყენებასთან დაკავშირებული დოკუმენტური და ადგილზე შემოწმებების (მათ შორის, კონტრაქტებისა და გრანტების მინიჭების პროცედურასთან დაკავშირებით) და სრულფასოვანი აუდიტირების ჩატარებაში, ანგარიშებისა და საბუღალტრო დოკუმენტაციის და პროექტის/პროგრამის დაფინანსებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სხვა დოკუმენტების გამოყენების საფუძველზე, შეთანხმების განმავლობაში და უკანასკნელი გადახდიდან შვიდი წლის განმავლობაში.
20.2 მიმღები ასევე თანახმაა, რომ ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაციამ განახორციელოს, ევროკავშირის კანონმდებლობით გაწერილი ადგილზე შემოწმებები, თაღლითობისა და სხვა უკანონო ქმედებებისგან ევროკავშირის ფინანსური ინტერესების დაცვის მიზნით.
20.3. ამ მიზნით, მიმღები იღებს ვალდებულებას, რომ კომისიის, ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაციის და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს ოფიციალურ პირებს და მათ ავტორიზებულ აგენტებს მისცეს იმ ადგილებთან და შენობებთან წვდომის უფლება, რომელშიც ხორციელდება დაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში დაფინანსებული ოპერაციები, მათ შორის, წვდომის უფლება მათ კომპიუტერულ სისტემებთან და ნებისმიერი სახის დოკუმენტებთან და კომპიუტერიზებულ მონაცემებთან, რომელიც ეხება აღნიშნული ოპერაციების ტექნიკურ და ფინანსურ მენეჯმენტს. მიმღები ასევე იღებს მათი სამუშაოს გაადვილებისთვის საჭირო შესაბამის ზომებს. კომისიის, ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაციის და აუდიტორთა ევროპული სასამართლოს ავტორიზებულ აგენტთა წვდომა უზრუნველყოფილი უნდა იყოს კონფიდენციალობის მკაცრად დაცვის საფუძველზე მესამე მხარესთან მიმართებაში, ისე, რომ არ ირღვეოდეს საზოგადოებრივი სამართლით დაკისრებული ვალდებულებები, რომლებსაც ექვემდებარება ასეთი სახის შემოწმება. შესაძლებელი უნდა იყოს დოკუმენტებთან წვდომა და ისინი ისე უნდა იყოს დალაგებული, რომ ადვილად ხდებოდეს შემოწმება; მიმღები ვალდებულია შეატყობინოს კომისიას, ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაციას ან აუდიტორთა ევროპულ სასამართლოს, მათი ზუსტი ადგილსამყოფელის შესახებ.
20.4. ზემოთ აღწერილი შემოწმება და აუდიტირება ასევე ეხება იმ კონტრაქტორებსა და ქვეკონტრაქტორებს, რომლებმაც მიიღეს ევროკავშირის დაფინანსება.
20.5. მიმღებს უნდა ეცნობოს კომისიის, ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის ან აუდიტორების ევროპული სასამართლოს მიერ დანიშნული აგენტების მიერ ადგილზე შემოწმების წარმოების მისიის შესახებ.
20.6. მიმღებმა უნდა შეინახოს ქვემოთ ჩამოთვლილი ფინანსური და კონტრაქტისთვის საჭირო დოკუმენტები
შესყიდვების პროცედურები:
· პროგნოზირების შენიშვნა, შესყიდვების შენიშვნის გამოქვეყნების დადასტურებით და ნებისმიერი სხვა კორექტული შეცდომა
· საბოლოო სიის ნომინაცია
· საბოლოო სიის ანგარიში (მათ შორის, დანართები) და აპლიკაციები
· საბოლოო ანგარიშის შენიშვნის გამოქვეყნების დადასტურება
· წერილები საბოლოო სიაში არ მოხვედრილ კანდიდატებს
· ტენდერში მონაწილეობის მოწვევა ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი
· ტენდერის დოსიე, მათ შორის დანართები, განმარტებები, შეხვედრების ოქმები, გამოცემების დადასტურებები
· შეფასების კომიტეტის ნომინაცია
· ტენდერის გახსნის ანგარიში, მათ შორის, დანართები
· შეფასების/მოლაპარაკებების ანგარიში, მათ შორის, დანართები და მიღებული სატენდერო წინადადებები[1]
· შეტყობინების წერილი
· მხარდაჭერის დოკუმენტები
· კონტრაქტის წარდგენის სამოტივაციო წერილი
· წერილები იმ კანდიდატებს, რომლებმაც ვერ მოიგეს ტენდერი
· მინიჭება/გაუქმების შეტყობინება, მათ შორის გამოქვეყნების დადასტურება
· ხელმოწერილი კონტრაქტი, შესწორებები, კომენტარები და შესაბამისი კორესპონდენცია
მოწოდება წინადადებების შემოტანაზე და გრანტების პირდაპირ მინიჭება:
· შეფასების კომიტეტის ნომინაცია
· გახსნისა და ადმინისტრაციული ანგარიში, მათ შორის დანართები და მიღებული აპლიკაციები[2]
· წერილები წარმატებულ და წარუმატებელ აპლიკანტებს
· კონცეფციის შენიშვნის შეფასების ანგარიში
· წერილები ტენდერში გამარჯვებულ და არგამარჯვებულ აპლიკანტებს
· სრული აპლიკაციის შეფასების ანგარიში ან მოლაპარაკების ანგარიში შესაბამისი დანართებითურთ
· უფლებამოსილების შემოწმება და მხარდამჭერი დოკუმენტები
· წერილები ტენდერში გამარჯვებულ და არგამარჯვებულ აპლიკანტებს, დადასტურებული რეზერვის სიითურთ
· კონტრაქტის წარდგენის სამოტივაციო წერილი
· მინიჭების/გაუქმების შენიშვნა გამოქვეყნების დადასტურებით
· ხელმოწერილი კონტრაქტი, შესწორებები, კომენტარები და შესაბამისი კორესპონდენცია
დეცენტრალიზებული ოპერაციების შემთხვევაში:
ყველ ზემოთ ჩამოთვლილი დამხმარე დოკუმენტის გარდა, გადახდებთან და თანხების ამოღების ბრძანებებთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია.
მუხლი 21🔗 - კონსულტაციები კომისიასა და მიმღებს შორის
21.1. მიმღებმა და კომისიამ კონსულტაციები უნდა გამართონ ერთმანეთთან, წინამდებარე დაფინანსების ხელშეკრულების განხორციელებას ან ინტერპრეტაციასთან დაკავშირებულ დავამდე.
21.2. იმ შემთხვევაში, თუ კომისია წინამდებარე დაფინანსების ხელშეკრულების მართვის პროცედურების განხორციელებასთან მიმართებაში აღმოაჩენს პრობლემებს, მან უნდა დაამყაროს ყველა საჭირო კონტაქტი მიმღებთან სიტუაციის გამოსასწორებლად და გადადგას ნებისმიერი საჭირო ნაბიჯი, მათ შორის, დროებით შეასრულოს მიმღების უფლება-მოვალეობები, როდესაც მიმღები ვერ ან არ ახორციელებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
21.3. კონსულტაციების შედეგად შესაძლებელია მოხდეს დაფინანსების ხელშეკრულების შესწორება, შეჩერება ან შეწყვეტა.
მუხლი 22🔗 - დაფინანსების ხელშეკრულებაში შესწორებების შეტანა
22.1. დაფინანსების ხელშეკრულების განსაკუთრებულ პირობებში, დანართ II-ში და დანართ III-ში შეტანილი ნებისმიერი სახის შესწორება უნდა მოხდეს წერილობითი ფორმით და ექვემდებარებოდეს დამატებას.
22.2. იმ შემთხვევაში, თუ შესწორების გაკეთებას ითხოვს მიმღები, ამ უკანასკნელმა აღნიშნული მოთხოვნა უნდა წარუდგინოს კომისიას, შესწორების ძალაში შესვალმდე სულ მცირე სამი თვით ადრე, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც სათანადოდაა დასაბუთებული მიმღების მიერ და მიღებულია კომისიის მიერ.
22.3. ტექნიკური შესწორებებისთვის, რომლებიც არ ახდენენ გავლენას პროექტის/პროგრამის მიზნებსა და შედეგებზე და ცვლილებებზე და მიღებულ ტექნიკურ გადაწყვეტილებაზე, და თანხების ხელახლა გამოყოფის გარეშე, მიმღებმა უნდა აცნობოს კომისიას შესწორებებისა და მისი დასაბუთების შესახებ წერილობითი ფორმით, შეძლებისდაგვარად სწრაფად და გამოიყენოს აღნიშნული შესწორება.
22.4. სარეზერვო ფონდების გამოყენება უნდა ექვემდებარებოდეს კომისიის მიერ წინასწარ დამტკიცებას.
22.5. ოპერაციული განხორციელების ან დასკვნითი ფაზების გაფართოების სპეციფიკური შემთხვევები, რეგულირდება ზოგადი პირობების მუხლი 4🔗 (4)-ითა და (5)-ით.
22.6. იმ შემთხვევაში, თუ კომისია გადაწყვეტს, რომ მიმღები ვეღარ აკმაყოფილებს დეცენტრალიზაციის კრიტერიუმს, აღნიშნული ზოგადი პირობების მუხლი 23🔗 და 24-ის დარღვევის გარეშე, კომისიამ შეიძლება გადაწყვიტოს, რომ თავად იკისროს მიმღებისთვის მინდობილი ფინანსური ამოცანების განხორციელება, რათა გაგრძელდეს პროექტის/პროგრამის განხორციელება მიმღების სახელითა და ანგარიშით, ამ უკანასკნელისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემდეგ.
მუხლი 23🔗. დაფინანსების შეთანხმების შეჩერება
23.1. დაფინანსების შეთანხმების შეჩერება შესაძლებელია ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში:
- კომისიამ შესაძლებელია შეაჩეროს დაფინანსების შეთანხმება იმ შემთხვევაში, თუ მიმღები არღვევს მის ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს და, განსაკუთრებით კი, ვეღარ აკმაყოფილებს დეცენტრალიზაციის კრიტერიუმებს, რომლებიც განსაკუთრებულ პირობებშია გაწერილი.
- კომისიამ შეიძლება შეაჩეროს დაფინანსების შეთანხმება იმ შემთხვევაში, თუ მიმღები არღვევს პროცედურებითა და სტანდარტების დოკუმენტებით გათვალისწინებულ და კომისიის მიერ გამოქვეყნებულ, კონტრაქტისა და გრანტის მინიჭებისა და განხორციელებისთვის საჭირო რომელიმე ვალდებულებას.
- კომისიამ უნდა შეაჩეროს დაფინანსების შეთანხმება, თუ მიმღები არღვევს ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიულ პრინციპებთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვალდებულებას და ჩართულია კორუფციის სერიოზულ შემთხვევებში.
- დაფინანსების ხელშეკრულების შეწყვეტა შეიძლება მოხდეს ფორსმაჟორულ შემთხვევებში, რომელიც ქვევით არის განმარტებული. „ფორსმაჟორი ნიშნავს ნებისმიერ გაუთვალისწინებელ და გამონაკლის სიტუაციას ან მოვლენას მხარეების კონტროლის მიღმა, რომელიც ხელს უშლის მათ ნაკისრი ვალდებულებების განხორციელებაში, არ მიეწერება მათი მხრიდან (ან მათი კონტრაქტორების, აგენტების ან პერსონალის მხრიდან) შეცდომას ან დაუდევრობას და წარმოადგენს გადაულახავ დაბრკოლებას, მიუხედავად ყველა სათანადო მცდელობისა. აღჭურვილობასა ან მასალაში არსებული დეფექტები, ან მათი მიწოდების დაყოვნება, შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული დავები, გაფიცვები ან ფინანსური სირთულეები არ მიეკუთვნება ფორს მაჟორს. მხარე არ უნდა იქნეს დადანაშაულებული მოვალეობების დარღვევაში, თუ მას ხელი ეშლება მათ განხორციელებაში ფორსმაჟორული სიტუაციის გამო, რომლის შესახებაც მეორე მხარეს დროულად შეატყობინეს. მხარემ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მეორე მხარეს ფორსმაჟორის შესახებ და განუმარტოს პრობლემის ხასიათი, სავარაუდო ხანგრძლივობა და მოსალოდნელი ეფექტები და მიიღოს ყველანაირი ზომა, რათა მინიმუმამდე შეამციროს ზარალი.
23.2. შეწყვეტის გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ არ ხდება შეტყობინების გაგზავნა.
23.3. კომისიამ შეიძლება მიიღოს ნებისმიერი სათანადო წინასწარ გამაფრთხილებელი ზომა შეთანხმების შეწყვეტამდე.
23.4. როდესაც მოხდება შეწყვეტის შესახებ შეტყობინება, მიეთითება მიმდინარე კონტრაქტები და პროგრამის შეფასებები, ან ხელის მოსაწერად მომზადებული კონტრაქტები და პროგრამის შეფასებები.
23.5. დაფინანსების ხელშეკრულების შეწყვეტა არ არღვევს კომისიის მიერ გადახდების შეწყვეტას, უსაფრთხო ფინანსური მენეჯმენტისა თუ ევროკავშირის ფინანსური ინტერესების დაცვის მიზნით.
მუხლი 24🔗 - დაფინანსების ხელშეკრულების შეჩერება
24.1. იმ შემთხვევაში, თუ საკითხები, რომლებმაც გამოიწვია დაფინანსების ხელშეკრულების შეწყვეტა, არ გადაწყდება მაქსიმუმ 180 დღის განმავლობაში, მხარეებმა შეიძლება შეაჩერონ დაფინანსების შეთანხმება, აღნიშნულის შესახებ ერთმანეთისთვის 30 დღით ადრე შეტყობინებით.
24.2. იმ შემთხვევაში, თუ დაფინანსების ხელშეკრულება არ გულისხმობს გადახდას მასზე ხელის მოწერიდან სამი წლის განმავლობაში, ან აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ხელი არ აქვს მოწერილი განხორციელების კონტრაქტს, ასეთი დაფინანსების შეთანხმება შეჩერდება.
24.3. როდესაც შეჩერების შესახებ ეცნობება მხარეს, შედეგები მიმდინარე კონტრაქტისა და პროგრამის შეფასების ან კონტრაქტის ან იმ პროგრამის შეფასების შესახებ, რომელსაც ხელი უდნა მოეწეროს, იქნება მითითებული.
მუხლი 25🔗 - დავების გადაწყვეტა
25.1. დაფინანსების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის დავა, რომლის გადაწყვეტა არ მოხდება ექვსი თვის განმავლობაში მხარეებს შორის, წინამდებარე ზოგად პირობებში წარმოდგენილი მუხლი 21🔗-ის დებულებების საფუძველზე გამართული კონსულტაციების შესაბამისად, შეიძლება გადაწყდეს არბიტრაჟის მეშვეობით, თუ ამას რომელიმე მხარე მოითხოვს.
25.2. ასეთ შემთხვევაში თითოეულმა მხარემ, არბიტრაჟის მოთხოვნიდან 30 დღის განმავლობაში, უნდა დანიშნოს არბიტრი. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხარეებმა არბიტრაჟის მუდმივი სასამართლოს (ჰააგა) გენერალური მდივანს შეიძლება მოთხოვონ მეორე არბიტრის დანიშვნა. ორმა არბიტრმა, თავის მხრივ, უნდა დანიშნონ მესამე არბიტრი 30 დღის განმავლობაში. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხარეებმა არბიტრაჟის მუდმივი სასამართლოს გენერალური მდივანს შეიძლება მოსთხოვონ მესამე არბიტრის დანიშვნა.
25.3.თუ არბიტრები სხვაგვარად არ გადაწყვეტენ, გამოყენებული უნდა იქნეს არბიტრირების მუდმივი სასამართლოს მიერ გაწერილი პროცედურა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოების მომცველი არბიტრირების არჩევითი წესები. არბიტრების გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იქნეს ხმათა უმრავლესობით სამი თვის ვადაში.
25.4. თითოეულმა მხარემ უნდა მიიღოს არბიტრის გადაწყვეტილებების განხორციელებისთვის საჭირო ზომები.
[1] წარუმატებელი სატენდერო წინადადებების გამორიცხვა, შესყიდვების პროცედურების დასრულებიდან ხუთი წლის შემდეგ.
[2] წარუმატებელი აპლიკაციების გამორიცხვა გრანტის პროცედურის დახურვიდან სამი წლის შემდეგ.
დაფინანსების ხელშეკრულების დანართიn° ENPI/2013/335-432
ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებები
მიმღებიქვეყანა / რეგიონი
საქართველო
თხოვნის გამგზავნი ორგანო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ბიუჯეტის სათაური
21.035100
დასახელება
მთლიანი ღირებულება
80,000,000 ევრო, საიდანაც8,000,000 ევრო ფინანსდება სამეზობლო საინვესტიციო ინსტრუმენტის მეშვეობით (NIF)
დახმარებისმეთოდი /
მართვისსახე
პროექტის მიღწევები
ნაწილობრივ დეცენტრალიზებული მენეჯმენტი
DAC-CODE
14030
სექტორი
ძირითადი სასმელი წყლით მომარაგება და ძირითადი წყალარინება
1 ისტორია
სამეზობლო საინვესტიციო ინსტრუმენტი (NIF) არის ENPI-ის რეგულირებით წარმოშობილი დაფინანსების საშუალება.მისი მიზანია ევროკავშირის საგრანტო მხარდაჭერა წევრი ქვეყნების მიერ ევროპის მრავალმხრივი განვითარების – დაფინანსების და ასევე, ორმხრივი განვითარების დაფინანსების ინსტიტუტებიდან წარმართული საკრედიტო ოპერაციების უზრუნველყოფა. NIF ამტკიცებს გრანტებს საინვესტიციო თანადაფინანსებისათვის, სესხის საგარანტიო ღირებულების დაფინანსებისათვის, სარისკო კაპიტალის ოპერაციებისათვის და ტექნიკური მხარდაჭერის პაკეტისათვის. მისი მიზანია დააკავშიროს ევროკავშირის გრანტები და სესხები ევროპული საფინანსო ინსტიტუტების კონსორციუმიდან, რათა ENPI რეგიონში დააფინანსოს მსხვილი საინვესტიციო პროექტები.
NIF-ის წილი 8 მილიონი ევროს ოდენობით პროექტისათვის „წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია – მეორე ფაზა“ („პროექტი“)დამტკიცდა 2012 წლის25 ოქტომბერს NIF-ის მმართველთა საბჭოს მიერ, მისი საოპერაციო შეხვედრის დროს.
2 აღწერა
2.1.მიზნები
პროექტის ზოგადი მიზანია საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულების მხარდაჭერა – 2015 წლისათვის გაანახევროს იმ მოსახლეობის ოდენობა, რომელსაც ხელი არ მიუწვდება უწყვეტ და უსაფრთხო სასმელ წყალზე, ისევე როგორც ძირითად წყალარინებაზე.სამომავლო გეგმის სახით, საქართველოს მთავრობა ადასტურებს, რომ იღებს ვალდებულებას 24-საათიანი გრაფიკით, უწყვეტი და უსაფრთხო წყლის მიწოდებით უზრუნველყოს ქალაქის ტიპის დასახლების თითოეული ოჯახი 2020 წლამდე.
პროექტის კონკრეტული მიზნებია არსებული წყალმომარაგების ქსელის განახლება, მასში ახალი მომხმარებლების ჩართვა, მომსახურების უფრო მაღალი დონის უზრუნველყოფა (რაც გულისხმობს, უფრო ხშირ, ან უკეთეს შემთხვევაში, მუდმივ მიწოდებას) და ქსელში წყლის დანაკარგების შემცირება, რათა ხელი შეეწყოს წყალმომარაგების სფეროში მიმდინარე კონსოლიდაციის პროცესს.
საინვესტიციო სქემების მეშვეობით წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლების შედეგად, პროექტი შემდეგ ძირითად მიზნებს მიაღწევს:
მიწოდებული წყლის ხარისხის გაუმჯობესება, წყალმომარაგების დაფარვის ზონის გაზრდა და მისი უწყვეტობის უზრუნველყოფა, რის შედეგადაც შემცირდება მოსახლეობის დაავადების რისკი; და
ცხოვრების დონის ამაღლება და გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესება.
NIF-ის გრანტი დამატებითი ხელსაწყოების წარმოდგენით გაუადვილებს საქართველოს აღებული ვალდებულების შესრულებას, რაც მოიცავს ევროკავშირის დირექტივებთან დაკავშირებულ საჭირო აქტივობების განხორციელებას წყლისა და ჩამდინარე წყლის სფეროში.
2.2. მოსალოდნელიშედეგები
ეს პროექტი წარმოადგენს EIB-ის „წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და განვითარების პროექტის" გაგრძელებას, რომელიც თანადაფინანსებული იყო EIB-ისა და NIF-ის მიერ 2010 წელს. NIF-ის ოთხმილიონ ევროიანი ფინანსური დახმარება გამოყოფილ იქნა „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" კომპეტენციის გაღრმავების აქტივობებისთვის, ისევე როგორც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გამგებლობაში მყოფ რამდენიმე ქალაქში განსახორციელებელი ინვესტიციებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის ჩასატარებლად. EIB-ის სესხი გამოყენებულ იქნა წყლის სფეროში საინვესტიციო სქემების შესამუშავებლად საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მომსახურების არეალში, რაც მიზნად ისახავდა წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესებას.
ამ მეორე ფაზის ფარგლებში, რომელსაც ერთობლივად უჭერენ მხარს EIB და აზიის განვითარების ბანკი (ADB), პროექტი დააფინანსებს ახალ ან/და მომდევნო საინვესტიციო სქემებს წყლის სფეროში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გამგებლობაში მყოფ 28 ქალაქში, რომლებიც არ წარმოადგენდნენ პირველი ფაზის სამიზნე ჯგუფს ან უკვე ისარგებლეს EIB-ის სესხით პირველ ფაზაში. გამონაკლის შემთხვევებში და EIB-ს წინასწარი თანხმობით, პროექტს შესაძლოა გამოაკლდეს, ჩაენაცვლოს ან/და დაემატოს ახალი ქალაქები, როგორც ეს ნახსენებია EIB-სთან გაფორმებულ საფინანსო ხელშეკრულებაში. კომისიას უნდა ეცნობოს შეტანილი ცვლილებების შესახებ ყოველწლიური პროგრესის ანგარიშების მეშვეობით.
პროექტის მიზნების პროგრესის ზედამხედველობისთვის წინასწარ იქნება შეთანხმებული ობიექტურად შემოწმებადი მაჩვენებლების წყება. პროექტის დაწყებამდე ამ მაჩვენებლებისთვის განისაზღვრება ამოსავალი წერტილი.
2.3.საქმიანობა
პროექტი მოიცავს პრიორიტეტულ საინვესტიციო სქემებს წყალმომარაგებისა და წყალარინებისთვის საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მომსახურების არეალში, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ეფექტურობის გაზრდა, მომსახურების გაუმჯობესება, საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და გარემოს დაცვა. პროგრამა შედგება სხვადასხვაგვარი სქემისაგან, რომლებიც საჭიროებენ ექს-ანტე განხილვას EIB-ის მიერ და ასევე ცალკეული სქემებისაგან, რომლებიც სხვა წყაროთი ფინანსდება (ADB). თითოეული სქემის ტექნიკური კომპონენტი უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ აღწერილობას:
· კვლევა და დიზაინი;
· ზედამხედველობა და ტექნიკური მხარდაჭერა;
· რეაბილიტაცია, განახლება ან წყლის რესურსების ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, წყლის გადაცემისა და გავრცელების სისტემები;
· წყლის გამწმენდი ნაგებობების განახლება, ჩამდინარე წყლის შეგროვების სისტემები, ჩამდინარე წყლის გამწმენდი ნაგებობები;
· წყლის ერთიანი აღრიცხვა და მომხმარებელთა გამრიცხველიანება;
· წყლისა და ენერგო-ეფექტურობის ზომების მიღება;
· აგრეგატები და მძიმე ტექნიკა, მათ შორის კონკრეტული მიზნებისთვის შექმნილი მანქანები, როგორიცაა საკანალიზაციო მილების გამწმენდი სატვირთოები და ექსკავატორები;
· გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა და მოდელირების პროგრამულ-აპარატული უზრუნველყოფა;
· დიაგნოსტიკური აღჭურვილობა;
· საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ნაგებობები.
თითოეული სქემის დეტალური აღწერა ექს-ანტე დამტკიცებული უნდა იყოს EIB-ის მიერ, მასთან წარმოდგენილ მიკროფიშზე დაყრდნობით.
2.4 მდებარეობა
საქართველო. პროექტით განსაზღვრული 28 ქალაქი მდებარეობს შემდეგ რეგიონებში:
სამეგრელო-ზემო სვანეთი და გურია; იმერეთი; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი; კახეთი; შიდა ქართლი; ქვემო ქართლი; სამცხე-ჯავახეთი. გამონაკლის შემთხვევებში და EIB-ის წინასწარი თანხმობით, პროექტს შესაძლოა გამოაკლდეს, ჩაენაცვლოს ან/და დაემატოს ახალი ქალაქები.
2.5 ხანგრძლივობა
ხელშეკრულების აღსრულების პერიოდია 66 თვე. ეს აღსრულების პერიოდი შედგება ორი ფაზისაგან, როგორც ეს გაწერილია ზოგადი დებულებების 4.1 მუხლში (წინამდებარე ხელშეკრულების დანართი I):
საოპერაციო შესრულების ფაზა, რომელიც იწყება საფინანსო ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან და გაგრძელდება 42 თვის მანძილზე. ამ ფაზის განმავლობაში ტარდება პროექტის ყველა ძირითადი ღონისძიება, პროექტის განხორციელების მომზადებისა და დაგეგმვის ჩათვლით. იმდენად, რამდენადაც ეს უკანასკნელი არ იყო ჩატარებელი შესრულების პერიოდის დაწყების თარიღამდე.
დასკვნითი ფაზა, 24 თვიანი პერიოდით, რომელიც იწყება საოპერაციო შესრულების ფაზის დასრულებიდან. ამ ფაზისგანმავლობაში ხორციელდება პროექტის საბოლოო დახურვისათვის საჭირო ყველა ღონისძიება.
ზოგადი პირობების მე-9 მუხლის (წინამდებარე შეთანხმების დანართიI) შესაბამისად დაფინანსების ხელშეკრულების განხორციელების კონტრაქტების გაფორმება უნდა მოხდეს დაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს სამი წლის განმავლობაში (გარდა აუდიტის და შეფასების კონტრაქტებისა). ეს ვადა არ შეიძლება გაგრძელდეს („დახურვის პირობა’).
თუმცა, რამდენადაც ეს არის სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ერთობლივად დაფინანსებული პროექტი და არ განსაზღვრავს NIF-იდან კონკრეტული თანხების ასიგნებას, NIF-ის წილისთვის გამოყენებული იქნება მიახლოებითი გამოთვლის ხერხი, რაც გულისხმობს, რომ პროექტის განხორციელების პირველ სამ წელში გაფორმებული პირველი ხელშეკრულებები შეიძლება ჩაითვალოს NIF-ის მიერ დაფინანსებულად.
3. განხორციელება
3.1 ორგანიზაციული სტრუქტურა და მოვალეობები
(ა) ძირითადი ორგანიზაციული სტრუქტურა
პროექტის განმახორციელებელი ერთეული არის მუნიციპალური განვითარების ფონდი („პროექტის განმახორციელებელი ერთეული“), რომელიც პასუხისმგებელია პროექტის განხორციელებაზე საქართველოს მთავრობის სახელით და წარმოადგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო ორგანოს.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საკვანძო როლს ასრულებს საქართველოს წყლის სექტორის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა და მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის მოვალეობები შემდეგნაირად ნაწილდება:
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია:
· პროექტების ზოგადი კოორდინირება და ზედამხედველობა;
· EIB-სთან მჭიდრო ურთიერთობა წყლის სექტორის საკითხებთან დაკავშირებით (მაგ., ტარიფები, რეგულაციები, ინსტიტუციონალური საკითხები);
· იდენტიფიკაცია/პრიორიტიზაცია და ცალკეული საინვესტიციო სქემების პირველადი შეფასება;
· ცალკეული საინვესტიციო სქემების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება;
· დეტალური დიზაინი;
· ნებართვების მენეჯმენტი (მაგ., გარემოსთან დაკავშირებული ნებართვები, სამშენებლო ნებართვები) მუნიციპალური განვითარების ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობით;
· სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური ნაწილის მომზადება (BOQ, ნახაზები და ა.შ.);
· ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის ანგარიშების წარდგენა (კვარტალური/თვიური);
· ყოველ ნახევარ წელიწადში პროექტის პროგრესის ანგარიშების წარდგენა EIB-სთვის, მათ შორის მუნიციპალური განვითარების ფონდის შენიშვნებით;
· მშენებლობის ზედამხედველობა;
· კეთილსინდისიერი თანამშრომლობა ნებისმიერი ტექნიკური მხარდაჭერის კონსულტანტთან პროექტის ფარგლებში;
· მჭიდრო თანამშრომლობა EIB-სთან ტექნიკურ საკითხებში, მათ შორის ტექნიკური სახელმძღვანელო პრინციპების განვითარებაში პროექტების დიზაინის მოსამზადებლად.
პროექტის განმახორციელებელი ერთეული (მუნიციპალური განვითარების ფონდი):
· სატენდერო დოკუმენტაციის საბოლოო შედგენა, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური შენიშვნების გათვალისწინებით;
· სატენდერო პროცესის მენეჯმენტი (სატენდერო შეტყობინება, ტენდერის გახსნა, ტენდერის შეფასება);
· მშენებლობასა და აღჭურვილობასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მენეჯმენტი (ხელშეკრულების მომზადება, მოლაპარაკება, გადაცემა და ზედამხედველობა);
· ნებართვების მენეჯმენტში დახმარება (მაგ., გარემოსთან დაკავშირებული ნებართვები, სამშენებლო ნებართვები) საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან მჭიდრო თანამშრომლობით;
· მშენებლობის ზედამხედველობა (საჭიროებისამებრ განხორციელება ან შეძენა) საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან მჭიდრო თანამშრომლობით.
· ხარჯების მენეჯმენტი;
· კონტრაქტორებისთვის გადახდა;
· ანგარიშების (კვარტალური/თვიური) წარდგენა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის წარსადგენ კონსოლიდირებულ ანგარიშში შესატანად;
· ყოველ ნახევარ წელში პროექტის მიმდინარეობის ანგარიშის წარდგენა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის წარსადგენ კონსოლიდირებულ ანგარიშში შესატანად;
პროექტის განმახორციელებელი ერთეული შენარჩუნებული იქნება პროექტის აღსრულების პერიოდში. იგი დაკომპლექტებული იქნება მუნიციპალური განვითარების ფონდის კვალიფიციური თანამშრომლებით, რომლებიც უზრუნველყოფილი იქნებიან შესაფერისი რესურსებით.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს მუნიციპალური განვითარების ფონდში ეფექტური და ქმედითი შიდა კონტროლის სისტემის დანერგვა ოპერაციების მენეჯმენტისთვის, რომელიც მოიცავს უფლებამოსილი მოხელისა და პასუხისმგებელი მოხელის ან შესაბამისი ფუნქციების მქონე მოხელის მოვალეობათა ეფექტურ განაწილებას.
(ბ) სამუშაოების დელეგირება
კომისია ახდენს შემდეგი დავალებების დელეგირებას EIB-სთვის, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს კონრად ადენაურეის ბულვარში, 98-100, 2950 ლუქსემბურგი:
1. შესყიდვების და კონტრაქტით გათვალისწინებული პროცედურების ექს-ანტე კონტროლი, როგორც გაწერილია პუნქტში 3.3.2
2. გადახდებისთვის ხელის არშეშლა NIF-ის „წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის“ მეორე ფაზის ანგარიშიდან კონტრაქტორებისათვის.
3. პროექტის საერთო ტექნიკური და ფინანსური საკითხების შესრულების ვადების კონტროლი, მათ შორის პროექტის განხორციელების დროის მონაკვეთსა და საბოლოო ანგარიშების წარდგენისას ხელის არ შეშლა (როგორც ტექნიკური, ისევე ფინანსური კუთხით)
4. გარე აუდიტებისთვის ხელის არშეშლა, როგორც ეს გაწერილია მუხლში 4.3 (ბ)
განხორციელების ხელშეკრულებას ხელი მოეწერება კომისიასა და EIB-ს შორის, EIB-სთვის დელეგირებული ამოცანების დეტალურად აღსაწერად. ამ ხელშეკრულების ასლი გადაეგზავნება სამინისტროს ინფორმაციისთვის.
(გ) ანგარიშგება
მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიღებული შენიშვნებითურთ, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ კომისიას უნდა გადაუგზავნოს ყველა მონიტორინგის ანგარიშის ასლი, რომელიც წარმოდგენილი იქნება ყოველ ნახევარ წელში EIB-სთან შეთანხმებული და მის მიერ დამტკიცებული ნიმუშების საფუძველზე, სანამ მთლიანად არ დასრულდება პროექტი. ანგარიშებში შევა ტექნიკური შეფასება, ფინანსური ანგარიში (ევროში) და გამჭვირვალობის კომპონენტი.
დამატებით, კომისია იტოვებს უფლებას ბენეფიციარისაგან ან საბოლოო ბენეფიციარისაგან მოითხოვოს სპეციალური ანგარიშის წარდგენა.
4.2.პროექტის ბიუჯეტი
პროექტის საერთო ღირებულება შეფასებული არის 80 მილიონ ევროდ, საიდანაც 8 მილიონი ევრო დაფინანსდება ევროკავშირის მთავარი ბიუჯეტიდან NIF-ის მეშვეობით. დანარჩენი დაფინანსება უზრუნველყოფილი იქნება სესხებით EIB-დან (40 მილიონი ევრო) და აზიის განვითარების ბანკიდან (32 მილიონი ევრო)[1].
პროექტის ხარჯების წინასწარი ჩაშლა შემდეგია (ოდენობა მოცემულია მილიონ ევროში):
ევროკავშირის ბიუჯეტი[2]
EIB
ADB
ჯამი
სამუშაოები, აღჭურვილობა და მატერიალური საშუალებები
8
40
30.2
78.2
ტექნიკური მხარდაჭერა
0
1.8
1.8
80
თუ NIF-ის მიერ თანადაფინანსებული კომპონენტების საერთო ღირებულება გაიზრდება ნებისმიერი მიზეზით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ხსენებული პროექტის კომპონენტების შესრულებისათვის საჭირო დამატებითი ფინანსური რესურსის მოძიება.
3.3. პროექტის ბიუჯეტის მობილიზება
1.1.1 დეცენტრალიზაციის დონე
პროექტი განხორციელდება ნაწილობრივ დეცენტრალიზებული მოდელის მიხედვით, ევროპის საინვესტიციო ბანკის ექს-ანტე და ექს-პოსტ ამოცანების დელეგირებით.
1.1.2 შესყიდვების პროცედურები
წინამდებარე დაფინანსების ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობების მუხლი 9🔗.1.1-ის შესაბამისად, დაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელი ყველა ქმედების კონტრაქტი დაიდება პროექტის განმახორციელებელი ერთეულის (მუნიციპალური განვითარების ფონდი) მიერ კონტრაქტის მინიჭების კომპანიებთან ერთად, ევროპის საინვესტიციო ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელოში გაწერილი შესყიდვების წესის მიხედვით, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.
ევროპის საინვესტიციო ბანკმა უნდა უზრუნველყოს, სამეზობლო საინვესტიციო ხაზის მიერ დასაფინანსებელი პროექტის კომპონენტების შესყიდვების პროცესის მონიტორინგი და მიმოხილვა, ბანკის შესყიდვების წესების მიხედვით, წინამდებარე დოკუმენტის ფარგლებში და ევროპის საინვესტიციო ბანკის საკუთარი რესურსებით დაფინანსებული საქონლის, მომსახურებების და/ან სამუშაოების შესყიდვის პროცედურების შესაბამისად.
1.1.3 ფინანსური მოდალობები
სამეზობლო-საინვესტიციო ხაზის ფინანსური დახმარება 8, 000, 000 ევრო შემდეგნაირად უნდა გადანაწილდეს:
(ა) პირველი გადახდა კომისიის მიერ
კომისიამ უნდა გადაიხადოს სამეზობლო-საინვესტიციო ხაზის მთლიანი დახმარების (8, 000, 000 ევრო) ორ (2) თანმიმდევრულ ტრანშად ევროში, მიმღების მიერ სამეზობლო-საინვესტიციო ხაზის ფინანსური დახმარების მისაღებად გახსნილ ანგარიშზე (შემდეგში „სამეზობლო-საინვესტიციო ხაზი – წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება – ფაზა II-ის ანგარიში“).
აღნიშნული, არა-ფინანსური ინტერესის მქონე ანგარიში გაიხსნა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში. ანგარიშის მართვა მოხდება PIU-ს მიერ. ევროპის საინვესტიციო ბანკი აგრეთვე გამოყოფს სესხს რამდენიმე ტრანშად, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში გახსნილ ანგარიშზე.
პირველი, დაფინანსებისწინა გადახდა 4,000,000-ის ევროს სახით, კომისიამ უნდა გადაიხადოს „სამეზობლო-საინვესტიციო ხაზი – წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება – ფაზა II-ის ანგარიშზე, მას შემდეგ, რაც დაკმაყოფილდება შემდეგი პირობები:
1. წინამდებარე დაფინანსების ხელშეკრულება ვალიდურად ხელმოწერილია და ძალაშია;
2. სასესხო ხელშეკრულება ევროპის საინვესტიციო ბანკთან ვალიდურად ხელმოწერილია და ძალაშია და აღნიშნული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში განსაზღვრული თანხები ხელმისაწვდომია გამოყოფისთვის;
3.კომისიამ მიიღო საგადახდო მოთხოვნა მიმღებისგან.
(ბ) მეორე გადახდა კომისიის მიერ
მეორე, დაფინანსებისწინა გადახდა 4,000,000 ევროს სახით კომისიამ უნდა გადაიხადოს „სამეზობლო-საინვესტიციო ხაზი – წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება – ფაზა II-ის ანგარიშზე, მას შემდეგ, რაც დაკმაყოფილდება შემდეგი პირობები:
· წინამდებარე ხელშეკრულების კარი 4.3 (ბ)-ის თანახმად პროექტის განმახორციელებელი ერთეულის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი გარე აუდიტორი დაამოწმებს, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა ნამდვილად გაიღო ხარჯები (საქართველოში გადასახდელი გადასახადებისა და მოსაკრებლების რაოდენობა) და განახორციელა გადახდა სამეზობლო-საინვესტიციო ხაზი – წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება – ფაზა II-ის ანგარიშიდან არანაკლებ 2, 800, 000 ევროს ოდენობით[3];
· საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კომისიას უზრუნველყოფს შეთანხმებული ინდიკატორების სიით, მათი საბაზისო ხაზით და განახლებული ღირებულებებით, როგორც ეს შეთანხმებულია მუხლი 2🔗.2.-ით.
· გარე აუდიტის მიერ მომზადებული შედეგების მიხედვით, ევროპის საინვესტიციო ბანკი დაუდასტურებს ევროკავშირის დელეგაციას, რომ „სამეზობლო-საინვესტიციო ხაზი – წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება – ფაზა II-ის ანგარიშიდან გადახდებმა მიაღწია ზევით მოცემულ საჭირო დონეს და რომ შემდგომი გამოყოფისთვის საჭირო ყველა შესაბამისი პირობა სრულდება დაფინანსების ხელსეკრულების ფარგლებში;
· მიმღების მიერ საგადახდო მოთხოვნის წარმოდგენის შემდეგ, რომელსაც თან ერთვის ზემოთ ნახსენები დადასტურება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ, კომისიამ უნდა მოახდინოს მეორე დაფინანსებისწინა გადახდა სამეზობლო-საინვესტიციო ხაზი – წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება – ფაზა II-ის ანგარიშზე. აღნიშნული გადახდის შესახებ ეცნობება მიმღებს, პროექტის განმახორციელებელ ერთეულს (მუნიციპალური განვითარების ფონდი) და ევროპის საინვესტიციო ბანკს.
(გ) გადახდა სამეზობლო-საინვესტიციო ხაზი - წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება - ფაზა II-ის ანგარიშიდან კონტრაქტორებისთვის
სამეზობლო-საინვესტიციო ხაზის კომპონენტების განსახორციელებლად გაღებული ხარჯების დამადასტურებელი ყველა ინვოისის გადახდა მოხდება პროექტის განმახორციელებელი ერთეულის (მუნიციპალური განვითარების ფონდი) მიერ, სამეზობლო-საინვესტიციო ხაზი - წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება - ფაზა II-ის ანგარიშიდან. თითოეული გადახდა უნდა განხორციელდეს კონტრაქტორის მიერ, აღნიშნულ კონტრაქტორსა და მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის წარდგენილი ინვოისის საფუძველზე. აღნიშნული ანგარიშიდან განხორციელებული თითოეული გადახდა დაექვემდებარება ევროპის საინვესტიციო ბანკის ექს-პოსტ კონტროლს.
სამეზობლო-საინვესტიციო ხაზი - წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება - ფაზა II-ის ანგარიშზე არსებული თანხების გამოყენება მოხდება ექსკლუზიურად პროექტის განხორციელებისთვის და, განსაკუთრებით კი, ევროპის საინვესტიციო ბანკის საფინანსო კონტრაქტის ტექნიკურ განმარტებებში მოცემული, დაფინანსებას დაქვემდებარებულ საგნებზე, კონტრაქტის ფარგლებში გამოწერილი იმ საგანთა ინვოისების გადახდისთვის, რომელთა შეძენა მოხდა ევროპის საინვესტიციო ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი პირობებით, აღნიშნული ბანკის შესყიდვების გზამკვლევის გათვალისწინებით.
თითოეული ინვოისი, რომელიც გადახდილია კონტრაქტორებისთვის სამუშაოს, აღჭურვილობის და მარაგის შესრულებისთვის, მოქმედად უნდა ჩაითვალოს ერთდროულად, ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროკავშირის მიერ უზრუნველყოფილი რესურსებიდან პროექტამდე, მათი შესაბამისი დაფინანსების ხელშეკრულებების მიხედვით. ერთდროულად განხორციელების წესიდან გამონაკლისის სახით, აუდიტირებისა და გამჭვირვალობის ხარჯების დაფარვა მოხდება მხოლოდ სამეზობლო-საინვესტიციო ხაზის ფინანსური წვლილიდან, ევროპის საინვესტიციო ბანკის ექს-ანტე კონტროლით.
(დ) სამეზობლო-საინვესტიციო ხაზი – წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება – ფაზა II-ის ანგარიშის დახურვა:
პროექტის ფიზიკურად დასრულებისას, პროექტის განმახორციელებელი ერთეული დაიქირავებს სამეზობლო-საინვესტიციო ხაზი – წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება – ფაზა II-ის ანგარიშის აუდიტს, წინამდებარე ხელშეკრულების თავი 4.3. (ბ)-ის შესაბამისად.
აღნიშნულ აუდიტირების ანგარიშზე დაყრდნობით, ევროპის საინვესტიციო ბანკი მიმღებსა და კომისიას აცნობებს პროექტის საბოლოო ღირებულებას, რომელიც ექვემდებარება სამეზობლო-საინვესტიციო ხაზის დაფინანსებას. ევროპის საინვესტიციო ბანკმა უნდა დაადასტუროს, რომ პროექტი დასრულდა დაგეგმილის შესაბამისად და კომისიას გადასცეს პროექტის დასრულების ანგარიშის ასლი, მასზე თანხმობასთან ერთად.
სამეზობლო-საინვესტიციო ხაზი – წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება – ფაზა II-ის ანგარიშზე დარჩენილი ბალანსი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და რაიმე სახის არაუფლებამოსილი გადახდა, რომელიც წარმოდგება აუდიტორული შემოწმებიდან, დაუბრუნდება კომისიას მის მიერ გაწეული ფინანსური დახმარების პროპორციულად.
სამეზობლო-საინვესტიციო ხაზი – წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება – ფაზა II-ის ანგარიშის დახურვა ამ დროს უკვე შესაძლებელია.
იმ შემთხვევაში, თუ პროექტი წარმატებით ვერ განხორციელდება ან არ მოხდება ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხის გამოყენება ან გაუქმება, ან დაირღვევა წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე პირობა, კომისია უფლებას იტოვებს, გადაამოწმოს, შესაძლებელია თუ არა სამეზობლო-საინვესტიციო ხაზის გრანტის სრულად ან ნაწილობრივ გაუქმება და შესაბამისად, კომისიისთვის დაბრუნება.
აღნიშნული თანხების მოთხოვნისამებრ დაუბრუნებლობის შემთხვევაში, კომისიამ განაცხადი უნდა შეიტანოს მოწინააღმდეგესთან პროცესის დაწყებაზე ანგარიშების გამოთავისუფლების პროცედურებისა და ფინანსური გამოსწორების მექანიზმების, განსაკუთრებით კი თანხის გამოყოფის მეშვეობით თანხის აღდგენის კუთხით.
4. მონიტორინგის შეფასება და აუდიტი
პროექტის აუდიტირების შეფასება უნდა განხორციელდეს ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გათვალისწინებული პროცედურებისა და მისი კონტროლის ქვეშ.
კომისიასა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ხელმოწერილი განხორციელების ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს კონტროლის ამოცანათა დელეგირების შესახებ დებულებებს. მიუხედავად ამისა, კომისია, მთელი პროექტის განმავლობაში იტოვებს მონიტორინგის, აუდიტირების და შეფასების მისიების განხორციელების უფლებას საკუთარი ინიციატივით და ბიუჯეტით.
4.1. მონიტორინგი
(ა) ყოველდღიური ტექნიკური და ფინანსური მონიტორინგი იქნება პროექტის განმახორციელებელი ერთეულის (მგფ) და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პასუხისმგებლობების უწყვეტი პროცესი.
(ბ) ევროპის საინვესტიციო ბანკი ორგანიზებას გაუწევს ყოველწლიურ მონიტორინგის „მისიას“ და წინასწარ აცნობებს კომისიას აღნიშნული მისიების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ მათ მონაწილეობა სურთ. ევროპის საინვესტიციო ბანკმა უნდა მიაწოდოს კომისიას მისი ყველა მონიტორინგის ანგარიში.
(გ) გარდა ამისა, შესაძლებლობის შემთხვევაში, ევროპის საინვესტიციო ბანკთან ერთად, კომისიის მიერ განსაზღვრული კომპატენციათა ჩამონათვალისთვის დაქირავებულმა დამოუკიდებელმა კონსულტანტებმა, შეიძლება ჩაატარონ გარე მონიტორინგი შედეგებზე ორიენტირებული მონიტორინგის სისტემის საფუძველზე (“ROM”), რომელიც დაიწყება პროექტის აქტივობების დაწყებიდან ექვს თვეში და დასრულდება ოპერაციული განხორციელების ფაზიდან, ყველაზე გვიან 6 თვით ადრე.
(დ) კომისია იტოვებს უფლებას, რომ მოსთხოვოს პროექტის განმახორციელებელ ერთეულს (მგფ), განსაკუთრებული ანგარიშების წარდგენა.
4.2. შეფასება
(ა) შეფასების განხორციელება დაეკისრება ევროპის საინვესტიციო ბანკს, მის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს მიმღების ყოველწლიურს მონიტორინგს მანამ, სანამ არ მოხდება ევროკავშირის საინვესტიციო ბანკის სესხის ხელახლა გადახდა.
(ბ) გარდა ამისა, უშუალოდ კომისიის მიერ, კონკრეტულ კომპეტენციათა ჩამონათვალის გათვალისწინებით დაქირავებულმა დამოუკიდებელმა კონსულტანტებმა შეიძლება ასევე განახორციელონ გარე შეფასებები (განსაკუთრებით სამეზობლო-საინვესტიციო ხაზის გლობალური შეფასების ჩარჩოში).
4.3. აუდიტირება და შიდა კონტროლი
(ა) პროექტის განმახორციელებელი ორგანოზაცია (მგფ) უზრუნველყოფს მართვის ოპერაციების შიდა კონტროლს, ისევე, როგორც მოვალეობათა გადანაწილებას უფლებამოსილ ოფიცერსა და პასუხისმგებელ ოფიცერს შორის ან მათ ეკვივალენტურ ფუნქციებს შორის.
(ბ) ფინანსური ამონაწერის სერტიფიცირება, რომელიც საჭიროა მეორე დაფინანსებისწინა საგადახდო მოთხოვნისთვის, ისევე, როგორც სამეზობლო-საინვესტიციო ხაზის – წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის – ფაზა II-ის ანგარიშის ფინანსური ამონაწერის საბოლოო აუდიტი, უნდა განხორციელდეს დამოუკიდებელი გარე აუდიტის მიერ, რომელიც მისაღებია ევროპის საინვესტიციო ბანკისთვის და შეძენილი და დაკონტრაქტებულია ევროპის საინვესტიციო ბანკის წესებისა და პროცედურების შესაბამისად. ფინანსური ამონაწერის დასამოწმებლად, აუდიტორებმა უნდა შეამოწმონ სამეზობლო-საინვესტიციო ხაზის – წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის – ფაზა II-ის ანგარიშის და მასთან დაკავშირებული ხარჯების საჭიროება. დადასტურებისა და აუდიტირების ხარჯები უნდა დაფაროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სამეზობლო-საინვესტიციო ხაზის – წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის – ფაზა II-ის ანგარიშიდან.
მიუხედავად ამისა, ყველა კონტრაქტის მინიჭება ექვემდებარემა ევროპის საინვესტიციო ბანკის ექს-ანტე დადასტურებას, ევროპის საინვესტიციო ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელოში გაწერილი წესების შესაბამისად. ნებისმიერი სახის სერთიფიკატი, ანგარიშები, წერილები ან სხვა ფორმის კომუნიკაცია, რომლის გამოცემა მოხდა დამოუკიდებელი გარე აუდიტორის მიერ ევროპის საინვესტიციო ბანკისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ წარდგენილი სამეზობლო-საინვესტიციო ხაზის – წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის – ფაზა II-ის ანგარიშის ფინანსური ამონაწერის მიხედვით. ევროპის საინვესტიციო ბანკმა, სამეზობლო-საინვესტიციო ხაზის – წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის – ფაზა II-ის ანგარიშის ფინანსური ამონაწერის მიხედვით გამოცემული სერთიფიკატები, ანგარიშები, წერილები და კომუნიკაციის სხვა ფორმები უნდა გადაუგზავნოს კომისიას.
4.4. ინფორმაცია და კონსულტაციები
(ა) მიმღებმა, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროპის საინვესტიციო ბანკმა და კომისიამ უნდა გაანალიზონ შეფასებების დასკვნები და რეკომენდაციები და ერთობლივად გადაწყვიტონ შემდგომი ქმედებების და საჭირო შესწორებების შესახებ, მათ შორის, პროექტის რეორიენტაციის შესახებ, თუ მითითებულია. კომისიის შეფასებისა და მონიტორინგის მისიების ანგარიშები გადაეცემა მიმღებსა და მუნიციპალური განვითარების ფონდს, რათა მხედველობაში მიიღონ აღნიშნული მისიებისგან მიღებული რეკომენდაციები.
(ბ) კომისიამ, სულ მცირე ერთი (1) თვით ადრე უნდა აცნობოს მიმღებს მისი მისიებისთვის გათვალისწინებული თარიღები. მიმღებმა ეფექტურად უნდა ითანამშრომლოს მონიტორინგისა და/ან შეფასების ექსპერტებთან, და უზრუნველყოს ისინი ყველა საჭირო ინფორმაციითა და დოკუმენტაციით, ისევე, როგორც პროექტის შენობაში და პროექტის ყველა კომპონენტთან გათვალისწინებულ აქტივობებთან წვდომით.
5. კომუნიკაცია და გამჭვირვალობა
მიმღებმა და მუნიციპალური განვითარების ფონდმა უნდა უზრუნველყონ ევროკავშირის მიერ გაწეული ფინანსური დახმარების გამჭვირვალობა და ის სხვა დონორებისთვის „წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია - ფაზა II“-ის პროექტის განსახორციელებლად მიცემული საშუალებების ექვივალენტური უნდა იყოს (მაგ: ევროკავშირის ლოგო გამოსახული უნდა იყოს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ინვესტიციების საჯარო ჩვენებისას). საჭიროების შემთხვევაში, კომუნიკაციისა და გამჭვირვალობისთვის საჭირო გზამკვლევების ხილვა შესაზლებელია EuropeAid[4]-ის ვებგვერზე.
კომისია და ევროპის საინვესტიციო ბანკი მიწვეულნი უნდა იყვნენ პროექტის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ღონისძიებაზე, მათ შორის პროექტის დაწყების ცერემონიაზე, ასეთის გამართვის შემთხვევაში.
[1]მხოლოდ ინფორმაციისთვის
[2]NIF-ის წილი მოიცავს აუდიტის და გამჭვირვალობის ხარჯებს, რაც დაახლოებით შეადგენს 200 000.
[3] ანუ, ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური დახმარების ნახევარის 70%-ის ექვივალენტური, რომლით თანადაფინანსება ხდება ერთდროულად.
[4] For information purposes only
[4] By “Beneficiary” we should understand the Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia
.