წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.07.2014
ძალის დაკარგვა 11.12.2017
გამომცემი ორგანო წალკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.155.016132
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი გიგინეიშვილი | წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- წალკის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 04.12.2017
📋 აუქმებს — 1 აქტი
- წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 11.02.2011
დოკუმენტის ტექსტი
წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2014 წლის 24 ივლისი
ქ. წალკა
წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი' 24–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 თებერვლის №8 დადგენილება (ვებგვერდი, 16/02/2011, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.155.016014) „წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი
დანართი
წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო
სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულება
1. ეს დებულება შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.
2. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებას და ბიუჯეტის შესრულების შესახებ გაანგარიშგებას.
3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით, საქართველოს საგადასახდო კოდექსით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და საქართველოს სხვა კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
4. სამსახურს აქვს ბეჭედი.
5. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საფინანსო-საბიუჯეტო საკითხების განყოფილება;
ბ) შესყიდვების განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი სპეციალისტი.
6. განყოფილების მოხელეების ფუნქციები და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება განისაზღვრება “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით.
მუხლი 3🔗.
სამსახურის საქმიანობის ძირითადი ამოცანები
1. სამსახურის საქმიანობის ძირითადი ამოცანებია:
ა) დადგენილი წესით ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და დამტკიცების შემდეგ კოორდინაცია;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის, პერსპექტიული განვითარების ძირითადი მიმართულებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატორული გეგმის შეაბამისად საბიუჯეტო-საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტების შემუშავება, მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის წარდგენა საკრებულოს თავმჯდომარისთვის წარსადგენად საკრებულოზე დამტკიცების მიზნით და შემდეგ შესრულების უზრუნველყოფა;
გ) ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამებისა და ღონისძიებების შეუფერხებელი დაფინანსება;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბიუჯეტო და საგადასახადო ნორმატიული აქტების შემუშავება, მონაწილეობის მიღება, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებაზე დადგენილი წესით წინადადებისა და გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება;
ე) ადგილობრივი ბიუჯეტების სახსრების მიზნობრივად და ეკონომიკურად ხარჯვაზე წინასწარი და მიმდინარე კონტროლის დაწესება და განხორციელება;
ვ) ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების დავალებათა შესრულების ანალიზი და ამ საქმეში დაშვებული ჩამორჩენის დასაძლევად ღონისძიებათა შემუშავება;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადგილობრივ ბიუჯეტებთან საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების ურთიერთდამოკიდებულების ფორმების სრულყოფასა და საბიუჯეტო ფორმებისა და საბიუჯეტო რესურსების ზრდის თაობაზე წინადადებების შემუშავება;
თ) ადგილობრივი ბიუჯეტის ფინანსური რეზერვების მობილიზაციისათვის ზრუნვა ხარჯვის სრულყოფისათვის წინადადებების შემუშავება და განხორციელება;
ი) ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებსა და საწარმოებს, სამეურნეო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებს შორის ფინანსური ურთიერთობების სრულყოფის თაობაზე წინადადების შემუშავება.
მუხლი 4🔗.
სამსახურის ფუნქციები
1. სამსახური მისი საქმიანობის ძირთადი ამოცანებიდან გამომდინარე ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:
ა) ადგენს ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტს დასაგეგმი და შემდგომი 3 საბიუჯეტო წლისათვის, რისთვისაც:
ა.ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების საწარმოო და საფინანსო საქმიანობის მახასიათებელი საგეგმო და საანგარიშო მაჩვენებლების, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების ანალიზისა და შემოწმების მასალებიდან გამომდინარე განსაზღვრავს მიმდინარე წლის ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების მოსალოდნელ შესრულებას;
ა.ბ.). შეიმუშავებს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტს სამუშაოთა ორგანიზაციის შესახებ, ატარებს ამ საკითხზე თათბირ-სემინარებს მხარჯავი სუბიექტების წარმომადგენლებთან.
ა.გ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების პროექტების შედგენის უზრუნველსაყოფად ამზადებს წერილებს და მაჩვენებელთა გაანგარიშების ფორმებს,;
ა.დ). თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაში არსებული ქონებით ან ამ ქონების მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული მუნიციპალური საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების საბიუჯეტო განცხადებების პროექტების მიღებას და დადგენილი წესით განხილვას, განხილვის შედეგების ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტში შეტანას, ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შემოსულობების პროგნოზირებას ახორციელებს ადგილობრივი საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთკავშირში;
ა.ე) პრაქტიკულ დახმარებას უწევს მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალ ორგანიზაციებს ბიუჯეტების პროექტების შედგენის სამუშაოებში;
ა.ვ) ამზადებს ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტს, რათა არა უგვიანეს 15 ნოემბრისა გამგებელმა განსახილველად წარუდგინოს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოზე დამტკიცების მიზნით;
ა.ზ) ადგენს ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების წლიურ, კვარტალურ და თვეების მიხედვით განწერის პროექტს, რომელსაც წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოზე ანგარიშის შეფასების მიზნით;
2. ბიუჯეტების შემოსულობებისა და გადასახდელების დამტკიცებულ განწერით გათვალისწინებული ასიგნებანისა და ფაქტობრივად მიღებული შემოსავლების ფარგლებში (საჭიროების შემთხვევაში დადგენილი წესით მასში შეტანილი ცვლილებების ჩათვლით) სახაზინო მომსახურების პრინციპებზე ახორციელებს შეუფერხებელ დაფინანსებას ადგილობრივ (მუნიციპალურ) საკუთრებაში მყოფი საწარმოების, საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და დაწესებულებების მიერ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების კვალობაზე;
3. დასაგეგმი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე ადგილობრივი ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, შესაბამისი გადაწყვეტილების ამოქმედებამდე, საფინანსო სამსახური წარადგენს წინადადებას მხარჯავ დაწესებულებებზე ყოველთვიურად გასაცემი თანხების არა უმეტეს გასული წლის ასიგნებანის 1/12 -ის ოდენობით გაცემის შესახებ;
4. ამოწმებს საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და მხარჯავი დაწესებულებებისათვის დადგენილი წესით დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვებისა და სამეურნეო ორგანიზაციათა საფინანსო მაჩვენებლების რეალობას, ამ ხარჯთაღრიცხვებისა და საფინანსო მაჩვენებლების ნაერთ ხარჯთაღრიცხვებთან ან ნაერთ საფინანსო პროგნოზებთან შესაბამისობას, შეისწავლის საბიუჯეტო ორგანიზაციათა ხარჯთაღრიცხვების შედგენის დამტკიცების და შესრულების სისწორეს და გამოვლენილი ზედმეტი და დასასაბუთებლად გაზრდილი ასიგნებებით ამცირებს ბიუჯეტიდან ამ დაწესებულებების დაფინანსებას;
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი რეგიონალური სახაზინო სამსახურის მეშვეობით ყოველთვიურად ღებულობს ანგარიშებს შემოსულობების დავალებათა შესრულების შესახებ, აანალიზებს ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების მდგომარეობას;
6. განსაზღვრავს ბიუჯეტის შესრულების პროცესში მიღებული დამატებით შემოსავლების თანხას და საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადასაწყვეტად ამ თანხის, აგრეთვე გასული წლის საბიუჯეტო სახსრების თავისუფალი ნაშთის მიმდინარე წელს გამოყენების თაობაზე;
7. ახორციელებს კონტროლს საბანკო დაწესებულებების მიერ ბიუჯეტის დადგენილი წესით საკასო შესრულებაზე.
8. განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, მუნიციპალურ /წილობრივი მონაწილეობით შექმნილ/ საკუთრებაში მყოფი სამეურნეო ორგანიზაციების, საბიუჯეტო და მხარჯავი დაწესებულებების, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ბიუჯეტის ინტერესებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოებისა და ორგანიზაციების ანგარიშებს და შეიმუშავებს წინადადებებს ბიუჯეტის შემოსავლების გადიდების, საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და მხარჯავი დაწესებულებების ხარჯთაღრიცხვებში ცვლილებების შეტანის, გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების აღმოფხვრის შესახებ;
9. ამოწმებს საბიუჯეტო დაწესებულებებში ხარჯთაღრიცხვების შესრულების მდგომარეობას, ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის, აგრეთვე საბიუჯეტო დაწესებულებების მუშაკთა ტარიფიკაციის და სახელფასო დარიცხვა-გაცემის სისწორეს და უკანონო და ზედმეტი ხარჯების გამოვლენის შემთხვევაში უზრუნველყოფს ბიუჯეტში ამოღებას;
10. უზრუნველყოფს ადგილობრივი ბიუჯეტის გარდამავალი საბრუნავი საშუალებების დაგეგმვას, დადგენილი წესით შევსებას, წლის განმავლობაში საჭიროების შემთხვევაში გამოყენებასა და წლის დასასრულისათვის მათ სრულად შენარჩუნებას;
11. აანალიზებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შენახვის ხარჯების გამოყენების სისწორეს და ამზადებს წინადადებებს მმართველობითი აპარატის ორგანიზებული სტრუქტურის გაუმჯობესებისა და აღნიშნულ ხარჯებში ეკონომიის რეჟიმის განხორციელების თაობაზე;
12. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს წინადადებებს ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსავლების ფარგლებში დადგენილი წესით საბიუჯეტო გადასახდელებზე შეღავათების მინიჭების, სრულყოფის თაობაზე;
13. უწევს მეთოდურ დახმარებას და შეისწავლის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და დაწესებულებების საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების საქმიანობას.
14. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი შესყიდვების განხორციელება.
15. ბიუჯეტის და ადგილობრივი შესყიდვებისათვის განკუთვნილ სხვა ფულადი სახსრების (ტრანსფერი გრანტი და ა.შ) რაციონალურ ხარჯვა, შესყიდვების პროცედურების კანონიერების დაცვა, შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა, შესყიდვების პროცესში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება, ამ პროცესის გამჭვირვალობის ამაღლება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა და განვითარება.
მუხლი 5🔗.
სამსახურის უფლებამოსილებანი
1. სამსახური უფლებამოსილი არის:
ა) მიიღოს საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან და მხარჯავი დაწესებულებებიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შესადგენად აღნიშნული დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ფაქტობრივი შესრულების ამსახველი მონაცემები, სტატისტიკური და საბუღალტრო ანგარიშგებანი, ბალანსები, საჭიროების შემთხვევაში ცალკეული საკითხების განხილვასა და დამუშავებისათვის მოიწვიოს მათი წარმომადგენელი, სპეციალისტები და მოსთხოვონ საჭირო ინფორმაცია;
ბ) საბიუჯეტო ორგანიზაციათა მიერ სასხსრების უკანონო ხარჯვისას, აგრეთვე წინათ გაცემული სახსრების გამოყენების თაობაზე ანგარიშებისა და სხვა კანონით დადგენილ ანგარიშგებათა წარმოუდგენლობის შემთხვევაში წარადგინოს წინადადება ბიუჯეტიდან დაფინანსების შეჩერების შესახებ და ამის თაობაზე მოახსენოს მუნიციპალიტეტის გამგეობას;
გ) ჩაატაროს თემატური შემოწმებები საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის სისწორეზე, მათი ფუნქციებით გათვალისწინებულ სხვა საკითხზე და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები;
დ) ჩაატაროს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციათა და მხარჯავ დაწესებულებათა კვარტალური და წლიური ბალანსებისა და ხარჯთაღრიცხვების ანგარიშგების ანალიზი, მოამზადოს წინადადებები მათში საჭირო შესწორებათა შეტანის თაობაზე, აგრეთვე შეისწავლონ თუ რა ზომებია მიღებული ამ წინადადებათა განხორციელებისათვის;
ე) წარუდგინოს მუნიციპალიტეტის გამგებელს წინადადებები საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით საზოგადოებრივი მიზნებისათვის სესხის აღების თაობაზე;
ვ) ახორციელებს ამ დებულებით, გამგეობის დებულებით და აგრეთვე მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
მუხლი 6🔗.
სამსახურის საფინანსო-საბიუჯეტო საკითხების განყოფილების ფუნქციები
სამსახურის საფინანსო-საბიუჯეტო საკითხების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას;
ბ) ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას, ანალიზს, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
გ) წლის ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით;
დ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის შესახებ;
ე) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება-გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;
ვ) მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშებას, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ზ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირებას;
თ) საჭირო ინფორმაციის შეკრებასა და დამუშავებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოთანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების მოცულობათა გასაანგარიშებლად;
ი) წინადადებების მომზადებას ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ოდენობის თაობაზე;
კ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალებისა და თვეების მიხედვით;
ლ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 7🔗.
სამსახურის შესყიდვების განყოფილების ფუნქციები
სამსახურის შესყიდვების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა;
ბ) ტენდერის, ელექტრონული ტენდერის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ორგანიზება და განხორციელების უზრუნველყოფა;
გ) სახელმწიფო შესყიდვების კვარტალური ანგარიშის შედგენა.
დ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის წარმოება;
ე) კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 8🔗.
გარდამავალი დებულებანი
ამ დებულების დამტკიცება, გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხდება წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.