⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.12.2017)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.07.2014
ძალის დაკარგვა 11.12.2017
გამომცემი ორგანო წალკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.155.016134
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 464 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.07.2014 მიღება
11.12.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი გიგინეიშვილი წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 2014 წლის 24 ივლისი ქ. წალკა წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი'  24-ე მუხლის პირველი ნაწილის  „გ.ბ“ ქვეპუნქტის,   „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა  და წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,   წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის კეთილმოწყობისა და  ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის თანდართული  დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს  წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 თებერვლის №3 დადგენილება (ვებგვერდი, 16/02/2011, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.155.016009) „წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების   სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი დანართი წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, ასევე უზრუნველყოფს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გამართულად ფუნქციონირებას და ახორციელებს ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს; 2.  სამსახური თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს ადგილობრივი თვთმმართველობის კოდექსით, საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე აქტებით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და წალკის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით. 3. სამსახური ანგარიშვალდებულია წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წინაშე. 4.  სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.  მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები და ამოცანები სამსახურის ფუნქციები და ამოცანებია: ა)  მუნიციპალური ინფრასტრუქტურის - ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე სისტემის, წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნა, რეაბილიტაცია და განვითარებასთან დაკავშირებული გეგმების და პროგრამების განხორციელება და კოორდინაცია; ბ)  მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვა და მოვლა-პატრონობა; გ) მუნიციპალური ტრანსპორტის შექმნასთან, რეაბილიტაციასა და განვითარებასთან დაკავშირებული წინადადებების და პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელება; დ)  წალკის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის კეთილმოწყობა, მასთან დაკავშირებული პროგრამების მომზადება და განხორციელება; ე)  წინადადების შემუშავება გარე ვაჭრობისა და გარე რეკლამის რეგულირების შესახებ; ვ) წინადადების, დასკვნების და რეკომენდაციების შემუშავება მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე; ზ) ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის სამუშაოთა ორგანიზება; თ) მიწათსარგებლობის, საზოგადოებრივი მომსახურების, ტერიტორიის კეთილმოწყობის და დასუფთავების წესების დადგენა; ი)  სასაფლაოების მოვლა-პატრონობა, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზება; კ)  წინადადებების მომზადება წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლობაში შემავალი საზოგადოებრივი მომსახურების ტარიფების განსაზღვრაზე, ასევე საკითხების მომზადება ამ მომსახურების მომწოდებლებს და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულების მომზადების თაობაზე; ლ) წინადადებების მომზადება დასუფთავების მოსაკრებლის შემოღება-გაუქმებასა და მისი ტარიფების განსაზღვრასთან, მოსაკრებლის ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; მ)  საქართველოს კანონმდებლობის და წალკის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების შესაბამისად სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 3🔗. სამსახურის მართვა  1. სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს გამგებლის  ბრძანებით ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი სპეციალისტი. 2.  სამსახურის მოხელეთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. 3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით. მუხლი 4🔗. გარდამავალი დებულებანი ამ დებულების დამტკიცება, გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხდება წალკის მუნიციპალიტეტის დადგენილებით.