📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულება

მიღების თარიღი 24.07.2014
ძალის დაკარგვა 11.12.2017
გამომცემი ორგანო წალკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.155.016135
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 638 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.07.2014 მიღება
11.12.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი გიგინეიშვილი წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულება წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20 2014 წლის 24 ივლისი ქ. წალკა ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულება  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი'  24-ე მუხლის პირველი ნაწილის  „გ.ბ“ ქვეპუნქტის,   „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა  და  წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,   წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახურის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს  წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 თებერვლის №4 დადგენილება (ვებგვერდი, 16/02/2011, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.155.016010) „წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ და წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 თებერვლის №5 დადგენილება (ვებგვერდი, 16/02/2011, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.155.016011) „წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი დანართი ჯანდაცვის , სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულება  მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანდაცვის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხოლციელებას. 2. სამსახური თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე აქტებით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და წალკის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით. 3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.  მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის - განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  განყოფილებისაგან. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის  ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს  განყოფილების უფროსი. 3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 4. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი სპეციალისტი. 5. განყოფილების მოხელეების ფუნქციები და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 6. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება განისაზღვრება “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები და ამოცანები სამსახურს გააჩნია შემდეგი ფუნქციები:  1. სპორტის განვითარება/ხელშეწყობის კუთხით: ა) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია; ბ) სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის საჭირო პროგრამის შემუშავება და განხორციელება, ადგილობრივი სპორტული ობიექტების მართვა, მოვლა-პატრონობა და რეაბილიტაცია, მათი მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების დაფინანსებისთვის საჭირო პროგრამის შემუშავება: გ) განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვთა, სპორტსმენთა, ახალგაზრდა შემოქმედდთა გამოსავლენად შესაბამისი გარემოს შექმნა და მათი ხელშეწყობა; ახალგაზრდების შორის ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია; დ) საქართველოს კანონმდებლობის და წალკის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების შესაბამისად სხვა ფუნქციების განხორციელება.  2. განათლების კუთხით: ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება; ბ) განათლების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების უზრუნველყოფა; გ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ზედამხედველობა; დ) საქართველოს კანონმდებლობის და წალკის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების შესაბამისად სხვა ფუნქციების განხორციელება. 3. კულტურის კუთხით: ა) კულტურის მუნიციპალური პროგრამათა შემუშავება და მათი განხორციელების უზრუნველყოფა; ბ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, კულტურის სიახლეების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების ზედამხედველობა; გ) ადგილობრივი კონკურსების, ფესტივალების, გამოფენების, შეჯიბრებების და სხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარების ორგანიზება და კოორდინაცია; დ) სხვა მუნიციპალიტეტებთან კულტურის სფეროში ურთიერთობის და თანამშრომლობის ორგანიზება და კოორდინაცია; ე) საქართველოს კანონმდებლობის და წალკის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების შესაბამისად სხვა ფუნქციების განხორციელება. 4. ჯანმრთელობის დაცვის კუთხით: ა) სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარების ორგანიზებაში ხელშეწყობა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება; ბ) მოსახლეობის დემოგრაფიული სიტუაციის დამუშავება; გ) სამედიცინო დაზღვევის ახალი ფორმების დანერგვისთვის ხელშეწყობა; 5. სოციალურ უზრუნველყოფის კუთხით: ა) სიღატაკესთან ბრძოლის წინააღმდეგ ქმედითი წინადადებების შემუშავება; ბ) ჰუმანიტარული დახმარებებისა და სახელმწიფო შემწეობების სამართლიანი განაწილების უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობით; გ) სოციალურად დაუცველი ფენებისათვის სოციალური დახმარების ღონისძიებების განხორციელება; დ) მოსახლეობის უკიდურესად შეჭირვებული ნაწილის სამედიცინო და სოციალური დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა; ე) ინვალიდთა სააღრიცხვო სისტემის შექმნა; ვ) მრავალშვილიანი ოჯახების სააღრიცხვო სისტემის შექმნა; ზ) ობოლ და უპატრონო ბავშთა სააღრიცხვო სისტემის შექმნა; თ) ვეტერანთა მიერ ჩასატარებელი ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა და თანამშრომლობა; ი) ვეტერანთა აღრიცხვიანობის მოწესრიგება და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესება; მუხლი 4🔗. გარდამავალი დებულებანი ამ დებულების დამტკიცება, გაუქმება და მასში ცვლილებების შეტანა ხდება წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.