წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.07.2014
ძალის დაკარგვა 11.12.2017
გამომცემი ორგანო წალკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.155.016137
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი გიგინეიშვილი | წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 30.03.2011
დოკუმენტის ტექსტი
წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22
2014 წლის 24 ივლისი
ქ. წალკა
წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი' 24–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის №24 დადგენილება (ვებგვერდი, 04/04/2011, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.155.016030) „წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი
დანართი
წალკის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. წალკის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური (შემდგომ _ სამსახური) არის წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვას, მშენებლობის ნებართვის თაობაზე გადაწყვეტილების მომზადებას, დოკუმენტაციის შემუშავებას, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობას.
2. სამსახური თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საქართველოს სხვა კანონებით და კანონქვემდებარე აქტებით, წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და წალკის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. სამსახურს აქვს ბეჭედი, ბლანკი წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული გერბის გამოსახულებით და სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით.
4. სამსახური მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს წალკის მუნიციპალიტეტის სახელით.
5. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
მუხლი 2🔗.
სამსახურის ფუნქციები და ამოცანები
სამსახურის სივრცით ტერიტორიული დაგეგმვაზე, მშენებლობისა და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელებისთვის გააჩნია შემდეგი ფუნქციები:
ა) არქიტექტურულ-სამშენებლო კუთხით:
ა.ა) მშენებარე შენობა-ნაგებობის საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, კანონმდებლობით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე;
ა.ბ) კონტროლი შენობა-ნაგებობის გაფართოებასა და რეკონსტრუქციის ნორმების დაცვაზე;
ა.გ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოები წესების დაცვაზე, მუნიციპალიტეტის დაზიანებული ქუჩების და გზების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესება;
ბ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კუთხით:
ბ.ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დამრღვევ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირების მიმართ კანონმდებლობით დადგენილი წესით სამართალდარღვევის ოქმის შედგენა (239-ე, 240-ე, 241-ე, 243-ე, 252-ე მუხლები) და კომპეტენციის ფარგლებში კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება (513, 533, 55-ე, 552, 553, 1191, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 152-ე, 1522, 1533, 159-ე, 1591 მუხლები).
ბ.ბ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების მანქანა-დანადგარების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა, სარეკლამო ატრიბუტიკის უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა და მათი აღკვეთის ღონისძიების განხორციელება.
გ) მუნიციპალიტეტის იერსახის დაცვის კუთხით:
გ.ა) მუნიციპალიტეტის იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის საკრებულოს მიერ დადგენილ წესებზე ზედამხედველობა;
გ.ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობის, გზის საფარის, გარე განათების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, კომუნიკაციათა ჯიხურების და ჭების, სხვა ადგილობრივი ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე) კონტროლი;
გ.გ) მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე და კანონმდებლობის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის ცალკეული დავალების შესრულება.
მუხლი 3🔗.
სამსახურის უფლებამოსილებანი
საქართველოს კანონმდებლობისა და წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი სამართლებრივი აქტების შესაბამისად სამსახური უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით შევიდეს საზედამხედველო ობიექტში შენობა-ნაგებობების მშენებლობის, გაფართოებისა და რეკონსტრუქციის ნორმების დაცვისა და პროფილაქტიკური ღონისძიებების კონტროლის მიზნით; შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა;
ბ) აწარმოოს კონტროლი გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის და ღონისძიებათა შესრულება;
გ) განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები, კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს მითითებები, დააწესოს კონტროლი მათ ხარისხიან შესრულებაზე;
დ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, აგრეთვე თანამდებობის პირის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები;
ე) მშენებლობის მონაწილეებზე მითითება გასცეს, როგორც სამშენებლო ნორმების ან/და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად დარღვევათა გამოსწორების თაობაზე, აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, როდესაც მშენებლობის ობიექტზე არსებული ან/და შემოტანილი სამშენებლო მასალები, ნაკეთობები და კონსტრუქციები ვერ პასუხობენ დადგენილ მოთხოვნას;
ვ) დადგენილი წესით შეაჩეროს სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე ან უნებართვო დემონტაჟი;
ზ) სამსახური, კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე;
თ) დადგენილი წესის მიხედვით უზრუნველყოფს ინფორმაციის წარდგენას წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელთან და საკრებულოში;
ი) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 4🔗.
სამსახურის საქმიანობის მართვა
1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება წალკის მინიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფროსის უფლება-მოვალეობებს გამგებლის ბრძანებით ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი სპეციალისტი.
2. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.
3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით.
მუხლი 5🔗.
დასკვნითი დებულებანი
1. ამ დებულების დამტკიცება, გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხდება წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.
2. იმ საკითხთა რეგულირების შემთხვევაში, რომელიც არ წესრიგდება ამ დებულებით, გამოიყენება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა, სხვა სამართლებრივი აქტები და ასევე წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი სამართლებრივი აქტები.