📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომკური განვითარების, სტატისტიკის ინფრასტრუქტურის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.07.2014
ძალის დაკარგვა 05.02.2018
გამომცემი ორგანო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.167.016138
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,344 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.07.2014 მიღება
05.02.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომკური განვითარების, სტატისტიკის ინფრასტრუქტურის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №26 2014 წლის 25 ივლისი ქ. ლაგოდეხი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ    საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის  ინფრასტრუქტურის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 1 თებერვლის  №5 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ბარბაქაძე დანართი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის,  სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის  სამსახური 1. გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის,  სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებას, მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მუნიციპალური ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობას, მუნიციპალიტეტის ქონების მართვასა და სტიქიური მოვლენებით გამოწვეულ შედეგებზე პრევენციული ღონისძიებების გატარებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების საკითხთა დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება; ბ) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილება. გ)   სტიქიური  და სხვა მოვლენების  პრევენციის  განყოფილება.  3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობების განხორციელება შეიძლება დაევალოს გამგეობის ერთ-ერთ თანამდებობის პირს/საჯარო მოხელეს. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების  საჯარო მოსამსახურეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-14 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. გამგებლის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობების განხორციელება შეიძლება დაევალოს გამგეობის ერთ-ერთ საჯარო მოხელეს. 6. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-17 მუხლით. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 7. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების, მათ შორის, დაწინაურების, გადაყვანისა და ა.შ. წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით,  ,,საჯარო სამსახურის შესახებ"  საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათ განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას; ბ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას; დ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე; ე) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს; ვ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას; ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას; თ) დასახლებთა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას; ი) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას; კ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას; ლ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას; მ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას; ნ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას; ო) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პროცედურების დაცვით მშენებლობის ნებართვების მომზადებას; პ) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ შესაბამისი წინადადებების მომზადებას. ჟ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას; რ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას; ს) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას; ტ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე; უ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე; ფ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე; ქ) ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე; ღ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას; ყ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის - ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; შ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას; ჩ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემას; მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას; წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე; ც) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; ძ) წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფას; წ) წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე; ჭ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანის, სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და უტილიზაციის საკითხებზე; ჯ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური ან სხვა მოვლენებით გამოწვეულ შედეგებზე პრევენციული და აღდგენითი ღონისძიებების გატარება; ჰ) ქუჩების, მოედნების სახელდების და ნუმერაციის თაობაზე წინადადებების მომზადება. მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. სამსახურის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების საკითხთა დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება სამსახურის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების საკითხთა დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას, პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; ბ) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; დ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე; ე) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით; ვ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად; ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას; თ) მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას; ი) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას; კ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას; ლ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას; მ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით; ნ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით; ო) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე; პ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით; ჟ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით; რ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. სამსახურის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილების ფუნქციები სამსახურის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის   განყოფილება  დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას; ბ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პროცედურების დაცვით მშენებლობის ნებართვების მომზადებას; დ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას; ე) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით; ვ) სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას; ზ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე; თ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე; ი) გეგმარებითი დავალებების მომზადებას; კ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას; ლ) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას; მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. ნ)  ქუჩების, მოედნების სახელდების და ნუმერაციის თაობაზე წინადადებების მომზადება. ო) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ შესაბამისი წინადადებების მომზადებას. პ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემას; მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას; წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე; ჟ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 6🔗. სტიქიური  და სხვა მოვლენების  პრევენციის   განყოფილების ფუნქციები სტიქიური  და სხვა მოვლენების  პრევენციის   განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა)  სტიქიური ან სხვა მოვლენების უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი ინფორმაციის მიღება - დამუშავებას; ბ) დაგეგმილი პრევენციული  ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობას; გ) სტიქიური ან სხვა მოვლენების უსაფრთხოების პრევენციის დაგეგმვასა და განხორციელებას; დ) სტიქიური ან სხვა მოვლენების დროს ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზებასა და განხორციელებას; ე) სტიქიური ან სხვა მოვლენების პრევენციის მიზნით ღვარცოფული მდინარეებისა და არხების გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებას; ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.