⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.01.2015)
გაუქმებულია:

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.07.2014
ძალის დაკარგვა 10.01.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.172.016023
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 548 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.07.2014 მიღება
10.01.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №23 2014 წლის 25 ივლისი ქ. ამბროლაური ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის და  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის   შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის  დებულება (დანართი №1). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე დანართი №1 ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახური 1. მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამუშაოების ჩატარებას.   2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის, „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“ და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, ამ დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით, უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი სპეციალისტი. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები და უფლება-მოვალეობები 1. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ფუნქციაა: ა) ხანძრების პროფილაქტიკის ორგანიზება, მათი ჩაქრობა და სამაშველო სამუშაოების ჩატარება; ბ) ხანძარსაწინაარმდეგო ზედამხედველობის განხორციელება იმ ორგანიზაცია დაწესებულებებში, რომლებიც წარმოადგენენ ხანძარსაწინაარმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებს; გ) სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებათა შესახებ წინადადებათა მომზადება და ამ ღონისძიებათა გატარების კოორდინაცია; დ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის მიზნით შეითანხმოს მშენებლობისა და დაცვის ტექნიკური გადაიარაღების საპროექტო დოკუმენტაცია; 2. სამსახურს უფლება აქვს: ა) გააკონტროლოს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულება; ჩაატაროს ამ ობიექტების სახანძრო-ტექნიკური გამოკვლევა და შემოწმება; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მიწერილობები; გ) მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების ექსპლოატაცია, თუ გამოავლენს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევებს ან მათ შეუსრულებლობას, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას; დ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები; ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.  3. სამსახურის მოვალეობაა:  ა) გაწეული მუშაობის შესახებ წარუდგინოს პროექტები, ანგარიშები და სხვა სახის ინფორმაციები მერს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს შესაბამის კომისიას;  ბ) განიხილოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები, წერილები და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გასცეს სათანადო პასუხები;  გ) უზრუნველყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება სახანძრო პროფილაქტიკური და სამაშველო საავარიო ღონისძიებების შესახებ;  დ) განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები. მუხლი 4🔗. სამსახურის უფროსი 1. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) პასუხს აგებს სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; გ) ამ დებულებით განსაზღვრული სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და მერს წარუდგენს სამსახურის სამუშაო გეგმას; დ) განსაზღვრავს სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივ მოვალეობებს; მერს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; ვ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების წესს; შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე; ზ) უქმნის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საიდუმლოების რეჟიმს, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მერიის და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. მუხლი 5🔗. სამსახურის თანამშრომლები 1. სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები. 2. სამსახურის თანამშრომლებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულებები  სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით.