ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების,კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.07.2014
ძალის დაკარგვა 08.12.2014
გამომცემი ორგანო ცაგერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.116.016185
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაქარი ყურაშვილის | ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 08.12.2014
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების და კულტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 25.01.2013
დოკუმენტის ტექსტი
ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების,კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2014 წლის 25 ივლისი
ქ. ცაგერი
ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლებისა და კულტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №5 დადგენილება.(www.matsne.gov.ge, 30/01/2013წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016100)
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაქარი ყურაშვილის
დანართი №1
ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება
ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომში სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მუნიციპალური ღონისძიებების პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას.
1. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებისაგან
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) განათლებისა და კულტურის განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-12 მუხლით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით სამსახურის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების უფროსი ან ერთ-ერთი მოხელე.
4. სამსახურის მოხელეების ფუქნციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.
5. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა, განთავისუფლება და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) განათლების და კულტურის ღონისძიებების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას;
ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო და სკოლისგარეშე სასწავლო დაწესებულებების უფლებამოსილებათა განხორციელების კოორდინაციას;
გ) მუნიციპალური მუზეუმის, თეატრის, ბიბლიოთეკების, ძეგლთა დაცვისა და კულტურის სხვა დაწესებულებების უფლებამოსილებათა განხორციელების კოორდინაციას;
დ) წინადადებების შემუშავებას განათლების და კულტურის დაწესებულებების რეორგანიზაციის საკითხებზე;
ე) სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა ღონისძიებების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას;
ვ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების უფლებამოსილებათა განხორციელების კოორდინაციას;
ზ) მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ღონისძიებების უზრუნველყოფას;
თ) წინადადებების შემუშავებას სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულებას;
კ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗.
სამსახურის განათლების სფეროს მოხელის ფუნქციები
1. სამსახურის განათლების სფეროს მოხელე დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ააიპ „სკოლამდელი აღზრდის სამსახურის’’ ხელმძღვანელობასთან ერთად სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) ააიპ „ცაგერის სამუსიკო სკოლისა’’ და აიპ „ცაგერის სამხატვრო სკოლის’’ ხელმძღვანელობასთან ერთდ სკოლისგარეშე სასწავლო მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
გ) განათლების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების კორდინაციას;
დ) ცაგერის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის სპეციალისტებთან ერთად სკოლისგარეშე მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
მუხლი 5🔗.
სამსახურის კულტურის სფეროს მოხელის ფუნქციები
1. სამსახურის კულტურის სფეროს მოხელე დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) კულტურის სფეროს აიპ დაწესებულებებთან ერთად კულტურის მუნიციპალური პროგრამის შემუშავებას.
ბ) კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
გ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუქნციების განხორციელებას.
მუხლი 6🔗.
სამსახურის სპორტის სფეროში მოხელის ფუნქციები
1. სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
2. სპორტის მუნიციპალური პროგრამების განხორციელების კოორდინაციას;
3. ააიპ - ცაგერის სპორტული სკოლის ხელმძღვანელობასთან ერთად სკოლისგარეშე სასპორტო მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელებისათვის ხელშეწყობას;
4. მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, სპორტული კომპლექსების დანიშნულებით ფუნქციონირებას.
მუხლი 7🔗.
სამსახურის ტურიზმის სფეროს მოხელის ფუნქციები
1. სამსახურის ტურიზმის სფეროში მოხელე დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ტურიზმის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) ტურიზმის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას.
მუხლი 8🔗.
სამსახურის ახალგაზრდობის სფეროში მოხელის ფუნქციები
1. სამსახურის ახალგაზრდობის სფეროში მოხელე დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) ახალგაზრდული მუნიციპალური პროგრამების განხორციელების კოორდინაციას.
მუხლი 9🔗.
სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები
1. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:
ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინოს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო–საკომუნიკაციო ტექნიკით. სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებები.
ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
2. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:
ა) ზუსტად შესრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შესრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელობის დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.
მუხლი 10🔗.
დასკვნითი დებულებანი
1. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად.
2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასებისა და სამსახურის ხარჯების დაფინანსების წყაროა ადგილობრივი ბიუჯეტი.