ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.07.2014
ძალის დაკარგვა 08.12.2014
გამომცემი ორგანო ცაგერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.116.016192
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაქარი ყურაშვილის | ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 08.12.2014
📋 აუქმებს — 1 აქტი
- "ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ" მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 26.11.2010
დოკუმენტის ტექსტი
ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №33
2014 წლის 25 ივლისი
ქ. ცაგერი
ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის და 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის №7 დადგენილება. (www.matsne.gov.ge1 0/12/2010წ. სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016016).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაქარი ყურაშვილის
დანართი №1
ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური
1. ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობას.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების განყოფილება
ბ)არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირების და ზედამხედველობის განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს გამგებლის დავალებით ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
1) სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას;
გ) დასახლებთა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას;
დ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;
ე) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;
ვ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
ზ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების და პროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;
თ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;
ი) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას.
კ) მშენებლობის ნებართვის თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებების შემუშავებას;გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობას;
ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობას;
მ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციას და აღკვეთას.
ნ) სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას;
ო) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე;
პ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;
ჟ) მშენებლობის ნებართვის თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების შემუშავებას;
რ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას;
ს) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევების საქმეების წარმოებას;
ტ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗.
სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების განყოფილების ფუნქციები
ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას;
გ) დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას;
დ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;
ე) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;
ვ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
ზ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას.
თ) მშენებლობის ნებართვის თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებების შემუშავებას;
ი) მშენებლობის ნებართვის თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების შემუშავებას;
მუხლი 5🔗.
არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირების და ზედამხედველობის განყოფილება
1) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;
2) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;
3) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობას;
4) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციას და აღკვეთას;
5) სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას;
6) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე;
7) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;
8) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას;
9) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევების საქმეების წარმოებას;
10) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 6🔗.
სამსახურის თანამშრომელთა უფლება–მოვალეობები
1. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:
ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო–საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით.
ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
2. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:
ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო–საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.
მუხლი 7🔗.
დასკვნითი დებულებები
1. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად.
2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასებისა და სამსახურის ხარჯების დაფინანსების წყაროა ადგილობრივი ბიუჯეტი.