ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.07.2014
ძალის დაკარგვა 08.12.2014
გამომცემი ორგანო ცაგერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.116.016191
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაქარი ყურაშვილის | ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 08.12.2014
📋 აუქმებს — 1 აქტი
- "ცაგერის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 26.11.2010
დოკუმენტის ტექსტი
ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №32
2014 წლის 25 ივლისი
ქ. ცაგერი
ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო
აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის და 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ცაგერის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №60 დადგენილება.(www.matsne.gov.ge, 10/12/2010წ., სარეგისტრაციო კოდი:120260000.35.116.016015)
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაქარი ყურაშვილის
დანართი №1
ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო
აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
ეს დებულება, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ”, „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ’’ და „მობილიზაციის შესახებ” საქართველოს კანონებისა და ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების შესაბამისად, განსაზღვრავს ცაგერის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულის – სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის შექმნისა და ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ანგარიშვალდებულებას, უფლება-მოვალეობებსა და მუშაობის ორგანიზაციას.
მუხლი 1🔗.
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფლების განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები
1. ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ”, ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” და ,,მობილიზაციის შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას, მობილიზაციისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას.
2. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” და „მობილიზაციის შესახებ” საქართველოს კანონების, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებისა და ამ დებულებით დადგენილი უფლებამოსილების საფუძველზე და ფარგლებში.
3. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.
4. სამსახური ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით.
მუხლი 2🔗.
სამსახურის ძირითადი ამოცანები
1. უზრუნველყოს მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, სამხედრო სამსახურისათვის მომზადება და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება.
2. უზრუნველყოს ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობითი მუშაობა;
3. გააკონტროლოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულება;
4. სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზება;
5. აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევა, მოზიდვა და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნა;
6. რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზება;
7. განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობანი.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ძირითადი ფუნქციები
1. ჭაბუკებისა და წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა ზუსტი აღრიცხვა;
2. 17 წლის ასაკის ჭაბუკთა პირველადი სამხედრო აღრიცხვა;
3. ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში დაწყებითი სამხედრო მომზადების მიმდინარეობის კონტროლი;
4. მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება;
5. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიების მუშაობის ორგანიზება და გაწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტებში წარდგენა;
6. სასწავლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიერ ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ” დებულების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;
7. ხალხისა და სატრანსპორტო რესურსის მობილიზაცია; სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსის ხარჯზე, საჯარისო-სამობილიზაციო გაშლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადება;
8. თეორიული მეცადინეობების მოწყობა გაძლიერების აპარატთან და თანამშრომლებთან, რომლებიც მიმაგრებული არიან სამხედრო სამსახურზე მობილიზაციის დროს;
9. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების აღრიცხვა და მათთან მუშაობის ორგანიზება;
10. მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვა, შესაბამისი ზომების მიღება, მათში დასმული საკითხების დროულად და კანონის ფარგლებში გადაწყვეტა;
11. სამართალდაცვის ორგანოებისათვის მასალების გადაცემა იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის წესებს.
მუხლი 4🔗.
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი უფლებები და მოვალეობები
1. ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე აწარმოოს მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა;
2. სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებზე წესების დარღვევის ფაქტებზე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში მასალები გადასცეს სამართალდაცვის ორგანოებს;
3. სამსახურის კომპეტენციას მიკუთნებულ საკითხებზე გამართოს თათბირები და განახორციელოს სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები;
4. განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 5🔗.
სამსახურის საქმიანობის ორგანიზება და მართვა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. სამსახურის სტრუქტურასა და თანამდებობრივ სარგოებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
მუხლი 6🔗.
სამსახურის უფროსი
1. წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის წინაშე არსებული ამოცანების შესრულებისათვის;
2. კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს მოხსენებით ბარათს ახალგაზრდობის სამხედრო სამსახურისათვის მომზადების, პირველადი სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურში გაწვევისა და სხვა სამუშაოს შესრულების შესახებ.
3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სხდომებზე წარადგენს დასამტკიცებლად მობილიზაციის, აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებზე დადგენილების პროექტს.
4. ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს;
ა) სამობილიზაციო რესურსის სრულყოფილ და ხარისხიან აღრიცხვას;
ბ) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევას;
გ) დადგენილი ფორმის ანგარიშების და მოხსენებების ხარისხიან და დროულ წარდგენას შესაბამის ორგანოებში;
დ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სამობილიზაციო მზადყოფნას;
ე) გაძლიერების აპარატის მომზადებასა და სამობილიზაციო გაშლის ბაზის სრულყოფას;
ვ) სახელმწიფო (კერძო) სექტორის საწარმოების, დაწესებულებების მუშაკთა დაჯავშნის საკითხთა გადაწყვეტის შემოწმებას;
5. დადგენილი წესით წარადგენს წინადადებებს სამსახურის საშტატო ნუსხისა და ხარჯთა ნუსხაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში;
6. სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში გასცემს ტექნიკურ რეკომენდაციებს, მითითებებს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებათა შესასრულებლად;
7. უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეუფერხებლად გამოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საწარმოებიდან, დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან მათი საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად.
მუხლი 7🔗.
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის თანამშრომლების უფლება- მოვალეობები
1. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:
ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით.
ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
2. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:
ა) აწარმოონ დადგენილი წესით სამობილიზაციო რესურსების აღრიცხვა, გაწვევა და ტექნიკის მიწოდება შეიარაზღებულ ძალებში მშვიდობიანობისა და მობილიზაციის დროს იმ მოცულობით და ვადებში, რომლებიც განსაზღვრულია დავალებით;
ბ) დროულად და ხარისხიანად შეადგინონ დადგენილი ფორმის ანგარიშები და მოხსენებები შესაბამის ორგანოებში წარსადგენად;
გ) მოაწყონ სამობილიზაციო სწავლებები;
დ) დროულად შეასრულონ სამსახურის უფროსის დავალებები სამსახუროებრივ საკითხებათან დაკავშირებით;
ე) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო–საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.
მუხლი 8🔗.
გაწვევის ღონისძიებათა განხორციელება
გასაწვევი პუნქტის ნორმალური მუშაობის უზრუნველსაყოფად, პირველადი სამხედრო აღრიცხვისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ღონისძიებათა განსახორციელებლად ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელობა სამხედრო სამსახურს, მისი განცხადების საფუძველზე, უზრუნველყოს სამედიცინო და ტექნიკური პერსონალით.
მუხლი 9🔗.
სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
1. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად.
2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასებისა და სამსახურის ხარჯების დაფინანსების წყაროა ადგილობრივი ბიუჯეტი.