ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ
მიღების თარიღი 25.07.2014
ძალის დაკარგვა 29.12.2014
გამომცემი ორგანო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2/27
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016217
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (8)
| 1 | საკრებულოს თავმჯდომარე |
| 2 | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე |
| 3 | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე |
| 4 | საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე |
| 5 | საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე |
| 6 | საკრებულოს სხვა წევრი |
| ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ხარჩილავა | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | საკრებულოს წევრი |
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 24.12.2014
- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 28.01.2015
📋 აუქმებს — 1 აქტი
- თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 28.07.2011
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2/27
2014 წლის 25 ივლისი
ქ. ფოთი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 41-ე მუხლის მესამე პუნქტის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,
საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა, დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2011 წლის 28 ივლისის №13/59 დადგენილება „თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ” (სსმ, 110729031,03/08/2011 კოდი 010250020.35.111.016101).
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეოთარ ხარჩილავა
დანართი №1
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
მუხლი 1🔗.
საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)
საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) განისაზღვრება №2 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
საკრებულოს წევრებისთვის საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისთვის ხარჯების ანაზღაურება
1.
საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯების ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებასთან, განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.
2.
ხარჯების ანაზღაურების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისთვის გათვალისწინებულ იქნას საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ანაზღაურება განხორციელდება საკრებულოს წევრის მიერ ფაქტიურად განხილული საკითხების რაოდენობის პროპორციულად. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატის უფროსი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს როგორც წესი, წინა თვის პირველი რიცხვიდან ბოლო რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით და მომდევნო თვის დასაწყისში წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს.
მუხლი 3🔗.
საკრებულოს წევრებისთვის ამომრჩევლებთან შეხვედრისთვის, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
1.
საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯების კონკრეტული ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია ამომრჩევლებთან შეხვედრასთან, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა, განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დაწესებული ლიმიტების ფარგლებში.
2.
თუ საკრებულოს წევრის მიერ ფაქტობრივად გაწეული დანახარჯი მნიშვნელოვნად აღემატება დადგენილების პირველ მუხლში მითითებულ ოდენობას, საკრებულოს აპარატის უფროსი შეიმუშავებს საკრებულოს განკარგულების პროექტს ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებულ ზღვრულ ოდენობაზე მეტად ხარჯების ანაზღაურების თაობაზე და საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთვის მას წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს. საკრებულო, დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არა ნაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, განკარგულებას იღებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე. საკრებულოს წევრს შესაბამისი ანაზღაურება უნდა მიეცეს დაუყოვნებლივ, ამ დადგენილების მე-4 მუხლის გათვალისწინებით.
მუხლი 4🔗.
საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა ყოველთვიურად საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით უზრუნველყოს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე.
დანართი №2
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა
№
საკრებულოს წევრი
ანაზღაურების ზღვრული ოდენობა (ლარი) საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისთვის
ანაზღაურების ზღვრული ოდენობა (ლარი) ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის; საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის
1
საკრებულოს თავმჯდომარე
600
----
2
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
550
70 ლიტრი საწვავი,
50 ლარი მობილურით
სარგებლობა
3
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
550
70 ლიტრი საწვავი,
50 ლარი მობილურით
სარგებლობა
4
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე
500
60 ლიტრი საწვავი,
50 ლარი მობილურით
სარგებლობა
5
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე
500
60 ლიტრი საწვავი,
50 ლარი მობილურით
სარგებლობა
6
საკრებულოს სხვა წევრი
700
60 ლიტრი საწვავი,
50 ლარი მობილურით
სარგებლობა
შენიშვნა:
ამ მუხლში მითითებული ანაზღაურების განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები.