„საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ 29.09.2000
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №36, 2000 წელი, მუხ. 103) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საძიებო-სამაშველო კოორდინატორი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია, რომელიც საძიებო-სამაშველო რაიონში ხელმძღვანელობს ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციას, საძიებო და სამაშველო სამუშაოებს;“;
ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საზღვაო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი (შემდგომში – სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი) – საძიებო-სამაშველო რაიონში ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციისა და საძიებო-სამაშველო ოპერაციების განხორციელების ორგანიზებისა და კოორდინაციისათვის პასუხისმგებელი ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეული;“.
2. მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ოპერატიულ შტაბში შედიან უმაღლესი საზღვაო განათლებისა და შორეული ნაოსნობის გემებზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟის მქონე მოწვეული საზღვაო სპეციალისტები.“.
3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი.“.
4. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრისა და სამოქალაქო ავიაციის ავარიული სამაშველო სამსახურის მოქმედებათა კოორდინაცია
სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი და სამოქალაქო ავიაციის ავარიული სამაშველო სამსახური ვალდებული არიან საძიებო-სამაშველო ოპერაციების წარმატებით ჩატარების მიზნით უზრუნველყონ თავიანთი მოქმედებების კოორდინაცია.“.
6. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი, ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საზღვაო ძალები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ვალდებული არიან დანიშნონ ბუქსირის, სამხედრო გემისა და საჰაერო ხომალდის მუდმივი მორიგეობა, რომლებიც 30 წუთში მზად იქნებიან საძიებო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად. საძიებო-სამაშველო ოპერაციების გეგმების დროულად კორექტირების მიზნით მათი მორიგეობის განრიგის შესახებ ინფორმაცია ყოველწლიურად გადაეცემა სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრს.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 30 მარტი.
№4604–Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.03.2007.
- როდის იქნა მიღებული „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.03.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4604. სარეგისტრაციო კოდი — 310.150.000.05.001.002.796.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.03.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №4604, 30.03.2007, სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.05.001.002.796 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.03.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/24256/