ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.07.2014
ძალის დაკარგვა 01.01.2017
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016159
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,445 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.07.2014 მიღება
01.01.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 2014 წლის 29 ივლისი ქ. ზუგდიდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და  გაწვევის სამსახურის დებულება თანახმად №1 დანართისა. მუხლი 2🔗 დადგენილება გაეგზავნოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელაშა გოგია დანართი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და  გაწვევის  სამსახურის დ  ე  ბ  უ  ლ  ე  ბ  ა  თავი I  ზოგადი    დებულებანი მუხლი 1🔗. ზოგადი  დებულება 1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და  გაწვევის სამსახური (შემდგომში ,,სამსახური“)  წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც   უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, სამხედრო სამსახურში გაწვევას, მობილიზაციას და  სამხედრო ძალების  რეზერვთან  დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას. 2.  სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი  სამსახურის  სახელწოდების აღნიშვნით ,,საქართველო, ზუგდიდის მუნიციპალიტეის გამგეობა, სამხედრო სამსახური'; 3.  სამსახური განთავსებულია ქ. ზუგდიდი რუსთაველის ქუჩა N79. მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები   სამსახურის საქმიანობის საფუძვლებია: ,,საქართველოს კონსტიტუცია”, საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობირვი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონი ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ,“ საქართველოს კანონი ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონი ,,მობილიზაციის შესახებ“, ,,ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსი“, დებულება ,,მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ“, ეს დებულება, საკრებულოს დებულება, გამგეობის დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები. მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით   დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს   მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, უფლება- მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების უფროსი. 2.  სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან: ა)  წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის  განყოფილება; ბ) რეზერვის რიგითებისა და სერჟანტების აღრიცხვისა და  გაწვევის  განყოფილება; გ) რეზერვის ოფიცერთა აღრიცხვისა და  გაწვევის  განყოფილება  3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და მოხელეებისაგან, განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების   ერთ-ერთი მოხელე; 4. სამსახურის საჯარო მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი „საჯარო სამსახურის შესახებ' საქართველოს კანონის შესაბამისად; 5.   სამსახურის საშტატო განრიგი  განისზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.      6.  სამსახურის თანამშრომელთა ფუნქციების შესრულება განისაზღვრება ფუნქციონალური მოვალეობებით; 7. სამსახურის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგებელი, სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე. თავი II სამსახურის  ძირითადი  ფუნქციები მუხლი 4🔗. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია 1.  17 წლის და  უფროსი ასაკის მოქალაქეთა ზუსტი აღრიცხვა: 2. 17 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეთა პირველად  სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა; 3. მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნა და   სამხედრო   აღრიცხვაზე   აყვანა; 4. მოქალაქეთა სამხედრო  სააღრიცხვო კომისიის შექმნა; 5. მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება; 6. სასწავლო დაწესებულების და ორგანიზაციის ხელმძღვანელთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ“ დებულების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; 7. 17 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის ორგანიზებულად ჩატარება; 8. მოქალაქეთა  სამხედრო  სამსახურში  გასაწვევად მოსამზადებელ  სამუშაოთა შესრულება; 9. მოქალაქეთა სავალდებულო სამხედრო  სამსახურში გამწვევი კომისიის   შექმნა; 10. გამწვევი კომისიის მუშაობის ორგანიზება და ახალწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში  წარდგენა;  11. სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, სერჟანტთა, კაპრალთა და  რიგითთა) აღრიცხვის  ორგანიზება; 12.  რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის ორგანიზება; 13. აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევა მოზიდვა და  გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნა; 14.  სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსის ხარჯზე, საჯარისო-სამობილიზაციო  გაშლისათვის  შესაბამისი  ბაზის  მომზადება; 15. თეორიული მეცადინეობის მოწყობა  თანამშრომლებთან, რომლებიც მიმაგრებული არიან სამხედო სამსახურზე მობილიზაციის დროს; 16. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების აღრიცხვა და მათთან მუშაობის ორგანიზება; 17. მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში დადგენილი წესით სამხედრო სამსახურში მოქალაქეთა შეტყობინების, გამოცხადებისა და მათი სამხედრო ნაწილებში გაწვევის ორგანიზება; 18. მოქალაქეთა საჩივრების და განცხადებების განხილვა, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, მასში დასმული საკითხების დროულად და კანონის ფარგლებში გადაწყვეტა; 19. სამართალდამცავი  ორგანოებისათვის მასალების გადაცემა იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის წესებს; 20. მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 5🔗. სამსახურის   უფროსის    ფუნქციებია:  1. წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის წინაშე არსებული ამოცანების შესრულებისათვის; 2. კანონმდებლობით დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს ახალგაზრდების სამხედრო სამსახურისათვის მომზადების, პირველად სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სავალდებულო და სარეზერვო სამსახურში გაწვევის  და სამობილიზაციო  მზადყოფნის   ანგარიშს;  3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებზე წარსადგენად ამზადებს მობილიზაციის, აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტებს; 4. მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს  წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინალური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;  5. დადგენილი წესით წარადგენს წინადადებებს  საშტატო ნუსხისა და   ხარჯთა ნუსხაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;  6. კომპეტენციის ფარგლებში შეუფერხებლად გამოითხოვოს საჭირო ინფორმაციას   დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან მათი საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად; 7.  შესრულებული სამუშაოების შესახებ პერიოდულად წარუდგენს  ანგარიშს გამგებელს; 8.  განიხილავას  სახელმწიფო საიდუმლოების  შემცველ  საკითხებს; 9.  ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს: ა)  სამობილიზაციო რესურსის სრულყოფილ და ხარისხიან აღრიცხვას; ბ) მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, სამხედრო სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ) და   სარეზერვო   სამსახურში   გაწვევას; გ)  სამხედრო სამსახურის სამობილიზაციო მზადყოფნას; დ) სამობილიზაციო გაშლის  ბაზის  სრულყოფას; 10. განახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის   სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს; მუხლი 6🔗.  წვევამდელთა   აღრიცხვისა და გაწვევის   განყოფილების ფუნქციები 1. 17 წლის და  უფროსი ასაკის მოქალაქეთა ზუსტი აღრიცხვა: 2.  17 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეთა პირველად  სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა კომისიური წესით, ოქმის წარმოება; 3. წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნა და აღრიცხვიდან მოხსნილი მოქალაქეების ხელახლა სამხედრო აღრიცხვა; 4. მოქალაქეთა სამხედრო სააღრიცხვო კომისიის შექმნა; 5.   სამხედრო-სააღრიცხვო ბარათების მიხედვით სააღრიცხვო ანბანური წიგნის შევსება; 6.  მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება; 7.  17 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის ორგანიზებულად ჩატარება; 8. სასწავლო დაწესებულების და ორგანიზაციის ხელმძღვანელთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მოქალაქეთა  სამხედრო აღრიცხვის შესახებ“ დებულების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; 9.  წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა ზუსტი აღრიცხვა: 10. წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურიში გამწვევი კომისიის შექმნა; 11. წვევამდელთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება; 12. გამწვევი კომისიის გადაწყვეტილების ანბანურ  და საოქმო წიგნში შეტანა; 13. გამწვევი კომისიის მუშაობის ორგანიზება და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გამწვევი   კომისიის მიერ ახალწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში  წარდგენა; 14. გაწვევისაგან გადავადებას ან განთავისუფლებას დაქვემდებარებულ წვევამდელთ  ოჯახური მდგომარეობის შესწავლა,  კანონმდებლობით გათვალისწინებული, დოკუმენტალურად  დადასტურებული შესაბამისი   საფუძვლის არსებობის შემთხვევაში მონაცემების გამწვევი  კომისიისათვის წარდგენა; 15. გამწვევი კომისიის გადაწყვეტილებების დოკუმენტალური გაფორმება; 16. არასამხედრო ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევას დაქვემდებარებულ მოქალაქეებზე სათანადო მასალების შედგენა; 17. სამართალდამცავი  ორგანოებისათვის მასალების გადაცემა იმ წვევამდელების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის წესებს; 18. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამის ორგანოსთან  წარსადგენად  პირველად სამხედრო აღრიცხვისა  და   სამხედრო  სავალდებულო სამსახურში  გაწვევის  ანგარიშის მომზადება;  19. მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 7🔗. რეზერვის  სერჟანტების, კაპრალების, რიგითების   აღრიცხვისა  და  გაწვევის   განყოფილების  ფუნქციები 1. სამობილიზაციო რესურსების რეზერვის სერჟანტთა, კაპრალთა და რიგითთა სამხედრო  აღრიცხვის  ორგანიზება; 2. რეზერვის სერჟანტთა, კაპრალთა და რიგითთა სპეციალური აღრიცხვის  ორგანიზება; 3. არასამხედრო ალტერნატიული, შრომითი სამსახურიდან დათხოვნილი მოქალაქეების აღიცხვის ორგანიზება; 4. რეზერვში ჩარიცხვას დაქვემდებარებულ რეზერვის სერჟანტების, კაპრალებისა და რიგითების საჭირო მასალების თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოში წარდგენა. 5. საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში გასაწვევვად შერჩეული  რეზერვის სერჟანტების, კაპრალების და რიგითების  პირადი საქმეების შედგენა;  6. აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვის სერჟანტთა, კაპრალთა და რიგითთა შერჩევა, მოზიდვა და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნა; 7. სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსის ხარჯზე, საჯარისო-სამობილიზაციო  გაშლისათვის  შესაბამისი  ბაზის  მომზადება; 8. თეორიული მეცადინეობის მოწყობა თანამშრომლებთან, რომლებიც მიმაგრებული არიან სამხედო სამსახურზე მობილიზაციის დროს; 9. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების აღრიცხვა და მათთან მუშაობის ორგანიზება; 10. შესაბამისი ორგანოებისათვის მასალების გადაცემა იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის წესებს; 11. მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში დადგენილი წესით სამხედრო სამსახურში რეზერვის სერჟანტების, კაპრალების და რიგითების შეტყობინების, გამოცხადებისა და მათი სამხედრო ნაწილებში გაწვევის ორგანიზება; 12. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამის ორგანოსთან  წარსადგენად   სარეზერვო სამსახურში გაწვევისა და სამობილიზაციო მზადყოფნის ანგარიშების  მომზადება; 13. მოქმედი    კანონმდებლობითა   და  მუნიციპალიტეტის   სამართლებრივი    აქტებით  განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 8🔗. რეზერვის ოფიცრეთა აღრიცხვისა და  გაწვევის განყოფილების  ფუნქციები 1.  სამობილიზაციო რესურსების რეზერვის ოფიცერთა  აღრიცხვის  ორგანიზება; 2. რეზერვის ოფიცერთა  სპეციალური აღრიცხვის ორგანიზება; 3. სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსის ხარჯზე,  საჯარისო-სამობილიზაციო  გაშლისათვის  შესაბამისი  ბაზის  მომზადება; 4. შესაბამისი ორგანოებისათვის მასალების გადაცემა იმ რეზერვის ოფიცრების შესახებ,  რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის წესებს; 5. მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში დადგენილი წესით სამხედრო სამსახურში რეზერვის ოფიცერთა შეტყობინების, გამოცხადებისა და მათი სამხედრო ნაწილებში გაწვევის ორგანიზება; 6. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამის ორგანოსთან  წარსადგენად   რეზერვის ოფიცერთა სარეზერვი სამსახურში გაწვევისა და სამობილიზაციო მზადყოფნის ანგარიშების მომზადება; 7. მოქმედი   კანონმდებლობითა  და   მუნიციპალიტეტის   სამართლებრივი  აქტებით განსაზღვრული  სხვა  ფუნქციების  განხორციელება. მუხლი 9🔗.  სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობანი 1. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ: ა)   წარუდგინონ ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის  თაობაზე; ბ) მიიღონ მათი მუშაობისთვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ მათი მუშაობისთვის საჭირო სამართლებრივი აქტებით,     საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) დააყენონ ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ე) ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. 2. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან: ა) აწარმოონ დადგენილი წესით სამობილიზაციო რესურსების აღრიცხვა, გაწვევა და  მიწოდება    შეიარაღებულ ძალებში მშვიდობიანობისა და მობილიზაციის დროს იმ მოცულობითა და ვადებში, რომლებიც განსაზღვრულია დავალებით;  ბ) დროულად და ხარისხიანად შეადგინონ დადგენილი ფორმის ანგარიშები და მოხსენებები შესაბამის ორგანოებში წარსადგენად; გ) შესრულონ სამსახურის უფროსის დავალებები სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით. დ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები. თავი III  დასკვნითი დებულებანი მუხლი 10🔗. სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა 1. სამსახურის დებულებას მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამგებლის წარდგინებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.